თრომნობი - Tromnob 5მგ 60 ტაბლეტი

54,85 GEL
მარაგშია
SKU
96477_625

გამოიყენება თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზის) წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.

თრომნობი 5 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 

აპიქსაბანი   

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

· შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

· ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.  

· მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის.  არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო იყოს მათთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.  

· ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი

1.    რას წარმოადგენს თრომნობი და რისთვის გამოიყენება 

2.   რა უნდა იცოდეთ თრომნობის მიღებამდე

3.   როგორ მიიღება თრომნობი

4.   შესაძლო არასასურველი რეაქცია

5.   თრომნობის შენახვის პირობები 

6.   შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს თრომნობი და რისთვის გამოიყენება 

თრომნობი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანტიკოაგულანტები. მოცემული სამკურნალო საშუალება ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, Xა ფაქტორის ბლოკირებით, რომელიც არის სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტი.  

თრომნობი გამოიყენება მოზრდილებში:

· თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზის [ღვთ]) წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ. მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსარზე ოპერაციის შემდეგ არსებობს ფეხების ვენებში თრომბების წარმოქმნის უფრო მაღალი რისკი. ეს შეიძლება იწვევდეს ფეხების შეშუპებას ტკივილის თანხლებით ან მის გარეშე. თუ სისხლის კოლტი ფეხების სისხლძარღვებიდან ფილტვებში მოხვდება, მას შეუძლია დაბლოკოს სისხლდენა, რაც გამოიწვევს ქოშინს გულ-მკერდის არეში ტკივილით ან მის გარეშე. ეს მდგომარეობა (ფილტვის ემბოლია) შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. 

· გულში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არარეგულარული გულისცემის (წინაგულების ფიბრილაციის) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში. სისხლის კოლტები შეიძლება მოწყდეს და მოხვდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი, ან სხვა ორგანოში და შეაფერხოს ნორმალური სისხლის დინება ამ ორგანოსკენ (ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება სისტემური ემბოლია). ინსულტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. 

· ფეხების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზის) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) თრომბების სამკურნალოდ, ასევე ფეხების ან/და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის. 

2. რა უნდა იცოდეთ თრომნობის მიღებამდე

არ მიიღოთ თრომნობი, თუ:

· ხართ ალერგიული აპიქსაბანის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში)

· გაქვთ ძლიერი სისხლდენა

· გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, ამჟამად ან ახლო წარსულში კუჭის ან ნაწლავის წყლული, ახლახანს განვითარებული სისხლდენა თქვენს ტვინში) 

· გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენის მაღალ რისკს (ღვიძლის კოაგულოპათია)

· იღებთ სისხლის შედედების პროფილაქტიკურ პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი), გარდა ანტიკოაგულანტებით მკურნალობის შეცვლის შემთხვევებისა, როდესაც ჰეპარინი შეიყვანება ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, კათეტერის ამოვარდნის პრევენციის მიზნით, ან არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ სისხლძარღვში ჩადგმულია მილი (კათეტერული აბლაცია). 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა გეხებათ:

· სისხლდენის მომატებული რისკი, მაგალითად: 

• სისხლდენის დარღვევები, მათ შორის თრომბოციტების აქტივობის დამაქვეითებელი მდგომარეობების ჩათვლით

• ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას

• ასაკი 75 წელს ზემოთ

• წონა 60 კგ ან ნაკლები. 

- თირკმელების მძიმე დაავადება ან თუ გიტარდებათ დიალიზი

· ღვიძლის პრობლემები ან ღვიძლის პრობლემების ანამნეზი

ღვიძლის ფუნქციის შეცვლის ნიშნების მქონე პაციენტებში მოცემული პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. 

· თუ დაგჭირდათ მილის (კათეტერის) ჩადგმა ან ნემსი ხერხემალში (ანესთეზიის ან ტკივილის შემცირების მიზნით), თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, მიიღოთ თრომნობი კათეტერის ამოღებიდან 5 საათის შემდეგ ან უფრო გვიან 

· თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი

· თუ თქვენი ექიმი თვლის, რომ გაქვთ არასტაბილური არტერიული წნევა ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ოპერაცია ფილტვებიდან თრომბის ამოსაღებად. 

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭირო თრომნობის გამოყენებისას   

· თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, როდესაც იზრდება თრომბების წარმოქმნის რისკი), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა თქვენი მკურნალობის შეცვლა. 

თუ თქვენთვის საჭიროა ოპერაცია ან პროცედურა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის ხანმოკლე დროით შეწყვეტის შესახებ. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ზუსტად არ იცით, შეუძლია თუ არა პროცედურას სისხლდენის გამოწვევა. 

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მოცემული პრეპარატის გამოყენება  რეკომენდებული არ არის. 

სხვა სამკურნალო საშუალებები და თრომნობი

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გააძლიეროს თრომნობის მოქმედება, ზოგიერთს კი – შეასუსტოს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პრეპარატებთან კომბინაციაში თრომნობის დანიშვნის და თქვენზე დაკვირვების საკითხთან დაკავშირებით. 

შემდეგ სამკურნალო საშუალებებს შეუძლია გააძლიეროს თრომნობის მოქმედება და გაზარდოს არასასურველი სისხლდენის რისკი: 

• სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და ა.შ.)

• აივ/შიდსის სამკურნალო ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი)

• სისხლის შედედების დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და ა.შ.)

• ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). სისხლდენის რისკი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მაღალი, თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის პირი და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას.

• მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დილთიაზემი)

• დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. 

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს შეუძლია შეამციროს თრომნობის სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის უნარი: 

• ელიპეფსიის ან კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და ა.შ.)

• კრაზანა (მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს)

• ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი). 

ორსულობა და ძუძუთი კვება 

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

თრომნობის გავლენა ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. თუ ხართ ორსულად, თრომნობი არ უნდა მიიღოთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დაორსულდით ამ პრეპარატის მიღების პერიოდში.  

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა თრომნობი დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ მოგეცემათ რეკომენდაცია, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან შეწყვიტოთ/არ დაიწყოთ ამ პრეპარატის მიღება.  

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა 

არ არის ნაჩვენები, რომ თრომნობმა შეიძლება დაარღვიოს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. 

თრომნობი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა) და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შესახებ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. 

ამ სამკურნალო საშუალების 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად ~ნატრიუმისგან თავისუფალია~.  

3. როგორ მიიღება თრომნობი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.  

დოზა

გადაყლაპეთ ტაბლეტი წყლის მიყოლებით. თრომნობის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. 

იმისათვის, რომ მკურნალობის ეფექტი იყოს საუკეთესო, ტაბლეტები მიიღეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. 

თუ თქვენთვის რთულია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, თრომნობის მიღების სხვა მეთოდებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება ტაბლეტების დაფშვნა და წყალში, დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში, ვაშლის წვენში ან ვაშლის ფაფაში შერევა უშუალოდ მიღების წინ. 

მითითებები ტაბლეტების დაფშვნასთან დაკავშირებით:

· დაფშვენით ტაბლეტები სანაყის საშუალებით. 

· ფრთხილად გადაიტანეთ ფხვნილი შესაბამის კონტეინერში, შემდეგ შეურიეთ მცირე რაოდენობის, მაგალითად, 30 მლ (2 სუფრის კოვზი), წყალი ან ზემოთ მითითებული სხვა სითხე. 

· მიიღეთ ნარევი.

· გამოავლეთ ტაბლეტის დასაფშვნელად გამოყენებული სანაყი და კონტეინერი მცირე რაოდენობის (მაგალითად, 30 მლ) წყლით ან ერთ-ერთი სხვა სითხით და მიიღეთ ეს სითხე. 

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეიყვანოს 60 მლ წყალში ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში გახსნილი თრომნობის დაფშვნილი ტაბლეტი ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით. 

მიიღეთ თრომნობი რეკომენდაციის შესაბამისად, შემდეგი მდგომარეობების დროს: 

სისხლის კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ 

რეკომენდებული დოზა – თრომნობი 2.5 მგ-ის ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. 

მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს. 

პირველი ტაბლეტი მიიღება თქვენი ოპერაციიდან 12-24 საათის განმავლობაში. 

თუ ჩაგიტარდათ მნიშვნელოვანი ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსარზე, ჩვეულებრივ, ტაბლეტები უნდა მიიღოთ 32-38 დღის განმავლობაში. 

თუ ჩაგიტარდათ მნიშვნელოვანი ოპერაცია მუხლის სახსარზე, ჩვეულებრივ, ტაბლეტები უნდა მიიღოთ 10-14 დღის განმავლობაში. 

გულში თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის არარეგულარული გულისცემის და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში 

რეკომენდებული დოზა შეადგენს თრომნობი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში.

რეკომენდებული დოზა შეადგენს თრომნობი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, თუ:

· თქვენი თირკმელების ფუნქცია ძალიან დაქვეითებულია

· გეხებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ორი ან მეტი: 

  სისხლის ანალიზის შედეგებით ნაჩვენებია თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია (შრატში კრეატინინის მნიშვნელობა – 1.5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტი) 

  ასაკი 80 წელი ან მეტი 

  წონა 60 კგ ან ნაკლები.

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს. გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს თქვენი ექიმი. 

ფეხების ვენების თრომბების და ფილტვებში სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა შეადგენს თრომნობი 5 მგ-ის ორ ტაბლეტს ორჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად ორი ტაბლეტი დილით და ორი ტაბლეტი საღამოს. 

7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს თრომნობი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს. 

თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის მკურნალობის 6-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ

რეკომენდებული დოზა შეადგენს თრომნობი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.

გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს თქვენი ექიმი. 

თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს ანტიკოაგულანტებით მკურნალობა შემდეგი სახით: 

· თრომნობიდან ანტიკოაგულანტზე გადასვლა

შეწყვიტეთ თრომნობის მიღება. დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით) მკურნალობა ტაბლეტის შემდეგი დაგეგმილი მიღების დროს. 

· ანტიკოაგულანტიდან თრომნობზე გადასვლა

შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. დაიწყეთ თრომნობით მკურნალობა ანტიკოაგულანტის შემდეგი დოზის მიღების გრაფიკით, შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება. 

· K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი ანტიკოაგულანტიდან (მაგალითად ვარფარინი) თრომნობზე გადასვლა  

შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს და მოგცემთ რეკომენდაციას, თუ როდის უნდა დაიწყოთ თრომნობის მიღება. 

· თრომნობით მკურნალობიდან K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ ანტიკოგულანტზე (მაგალითად, ვარფარინი) გადასვლა

თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატს, გააგრძელეთ თრომნობის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. თქვენი ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს და შეგატყობინებთ თრომნობის მიღების შეწყვეტის დროს. 

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია

თუ თქვენი არარეგულარული გულისცემის აღდგენა საჭიროა კარდიოვერსიის პროცედურის საშუალებით, ტვინის სისხლძარღვებში, ასევე ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ თრომნობი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. 

თუ მიიღეთ თრომნობის საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღეთ თრომნობის დანიშნულზე მეტი დოზა. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცარიელია. 

თუ მიიღეთ თრომნობის რეკომენდებულზე მეტი დოზა, შეიძლება იმყოფებოდეთ სისხლდენის მომატებული რისკის ჯგუფში. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან ანტი Xა-ფაქტორის აქტივობის გამანეიტრალებელი სხვა პრეპარატის მიღება. 

თუ დაგავიწყდათ თრომნობის მიღება

· მიიღეთ დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, და: 

 მიიღეთ თრომნობის შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს  

 შემდეგ გააგრძელეთ მიღება ჩვეულებრივ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ იმოქმედოთ, ან პრეპარატის ერთზე მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

თუ შეწყვიტეთ თრომნობის მიღება

არ შეწყვიტოთ თრომნობის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მკურნალობის ძალიან ადრე დასრულების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდის სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი. 

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. თრომნობი შეიძლება დაინიშნოს სამი სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ. ცნობილი გვერდითი მოქმედებები და მათი გამოვლენის სიხშირე თითოეული ამ სამედიცინო მდგომარეობის დროს შეიძლება განსხვავდებოდეს და ისინი ჩამოთვლილია ქვემოთ. ამ მდგომარეობებისთვის პრეპარატის ყველაზე ხშირ ზოგად გვერდით მოქმედებას წარმოადგენს სისხლდენა, რომელიც შეიძლება პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. 

ცნობილია შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელიც ვლინდება თრომნობის მიღებისას თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ.

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს) 

· ანემია, რომელიც შეიძლება იწვევდეს დაღლილობას ან ფერმკრთალობას  

· სისხლდენა, მათ შორის: 

 სილურჯეები და შეშუპება 

·  გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

არც ისე ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს) 

სისხლში თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება (რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს სისხლის შედედებაზე)
სისხლდენა: 
• ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სილურჯეების და შეშუპების განვითარება, საოპერაციო ჭრილობიდან ან ინექციის ადგილიდან სისხლდენა ან დაჩირქება (გამონადენი ჭრილობიდან) 

• კუჭიდან, ნაწლავიდან ან გამოკვეთილი/წითელი სისხლი განავალში 

• სისხლი შარდში

• ცხვირიდან

• საშოდან

დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გახშირებული გულისცემა 
სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს: 
• ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია 

• ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატებული შემცველობა

• ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტების მომატებული შემცველობა, რაც შეიძლება იწვევდეს კანის და თვალების გაყვითლებას. 

ქავილი 
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს)  

• ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან/და ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე.  

• სისხლდენა: 

 კუნთებში

 თვალში

 ღრძილებიდან ან სისხლი ნახველში ხველის დროს

 სწორი ნაწლავიდან

• თმის ცვენა 

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

•  სისხლდენა: 

 ტვინში ან ხერხემალში,

 ფილტვებში ან ყელში

 პირის ღრუში

 მუცელში ან რეტროპერიტონეალურ სივრცეში

 ჰემოროიდული კვანძებიდან

 ანალიზების შედეგები, რომლებიც მიუთითებს განავალში ან შარდში სისხლის არსებობაზე 

• კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა)

• სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ამობურცული, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ, ან სისხლჩაქცევები. 

ცნობილია თრომნობის შემდეგი არასასურველი რეაქციები გულში თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით მიღებისას არარეგულარული გულისცემის და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში.

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს) 

• სისხლდენა, მათ შორის: 

 თვალში
 კუჭში ან ნაწლავში
 სწორ ნაწლავში
 სისხლი შარდში
 ცხვირიდან
 ღრძილებიდან 
 სილურჯეები და შეშუპება
• ანემია, რომელიც შეიძლება იწვევდეს დაღლილობას ან ფერმკრთალობას 

•  დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტის შეგრძნება ან გახშირებული გულისცემა

•  გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

• სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს: 

  გამაგლუტამილტრანსფერაზას (გგტ) მომატებული დონე. 

არც ისე ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს)  

• სისხლდენა: 

 ტვინში ან ხერხემალში

 პირის ღრუში ან სისხლი ნახველში ხველის დროს 

 მუცელში ან საშოდან 

 გამოკვეთილი/წითელი სისხლი განავალში

 სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სილურჯეების და შეშუპების განვითარება, საოპერაციო ჭრილობიდან ან ინექციის ადგილიდან სისლხდენა ან დაჩირქება (გამონადენი ჭრილობიდან) 

 ჰემოროიდული კვანძებიდან

 ანალიზების შედეგები, რომლებიც მიუთითებს განავალში ან შარდში სისხლის არსებობაზე

• სისხლში თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება (რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის შედედებაზე)

• სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს: 

 ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია

 ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატებული შემცველობა 

 ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტების მომატებული შემცველობა, რაც შეიძლება იწვევდეს კანის და თვალების გაყვითლებას

• კანზე გამონაყარი

• ქავილი

• თმის ცვენა

• ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან/და ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე.  

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს)  

• სისხლდენა: 

 ფილტვებში ან ყელში

 რეტროპერიტონეალურ სივრცეში

 კუნთებში

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს)  

-    კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

• სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ამობურცული, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ, ან სისხლჩაქცევები. 

ცნობილია შემდეგი გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება თრომნობის მიღებისას ფეხის ვენებსა და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის სამკურნალოდ ან რეციდივის პროფილაქტიკისთვის

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს) 

• სისხლდენა, მათ შორის: 

 ცხვირიდან 

 ღრძილებიდან 

 სისხლი შარდში 

 სილურჯეები და შეშუპება

 კუჭიდან, ნაწლავიდან ან სწორი ნაწლავიდან

 პირიდან

 საშოდან 

• ანემია, რომელიც შეიძლება იწვევდეს დაღლილობას ან ფერმკრთალობას

• სისხლში თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება (შეიძლება გავლენას ახდენდეს მის შედედებაზე)

• გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

• კანზე გამონაყარი

• სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს: 

 გამაგლუტამილტრანსფერაზას (გგტ) ან ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) მომატებული დონე. 

არც ისე ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს) 

• დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტის შეგრძნება ან გახშირებული გულისცემა

• სისხლდენა: 

თვალებში
პირის ღრუში ან სისხლი ნახველში ხველის დროს
გამოკვეთილი/წითელი სისხლი განავალში
ანალიზების შედეგები, რომლებიც მიუთითებს განავალში ან შარდში სისხლის არსებობაზე
სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სილურჯეების და შეშუპების განვითარება, საოპერაციო ჭრილობიდან ან ინექციის ადგილიდან სისლხდენა ან დაჩირქება (გამონადენი ჭრილობიდან)
ჰემოროიდული კვანძებიდან
კუნთებში
• ქავილი

• თმის ცვენა 

• ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან/და ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე.  

• სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

 ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია 

 ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატებული შემცველობა; 

  ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტების მომატებული შემცველობა, რაც შეიძლება იწვევდეს კანის და თვალების გაყვითლებას.

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს) 

• სისხლდენა: 

- ტვინში ან ხერხემალში

- ფილტვებში

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

• სისხლდენა: 

 მუცელში ან რეტროპერიტონეალურ სივრცეში.

• კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის გამონაყარს (ცენტრში მუქი ლაქები, გარშემო უფრო მკრთალი ფერით და უფრო მუქი ნაპირებით) (მულტიფორმული ერითემა)

• სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ამობურცული, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ, ან სისხლჩაქცევები. 

5. თრომნობის შენახვის პირობები 

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვასა და ბლისტერზე წარწერა “ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. 

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. 

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს რჩევისთვის უსარგებლო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს თრომნობი

• მოქმედი ნივთიერება არის აპიქსაბანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ან 5 მგ აპიქსაბანს. 

იხ. პარაგრაფი 2 “თრომნობი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა) და ნატრიუმს”. 

თრომნობის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

თრომნობი 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის და მრგვალი ფორმის ტაბლეტები.

• ტაბლეტები გამოდის ბლისტერებში, მუყაოს კოლოფში აპკიანი გარსით დაფარული 10, 20, 56 და 60 ტაბლეტით. 

თრომნობი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი და ოვალური ფორმის ტაბლეტები.

• ტაბლეტები გამოდის ბლისტერებში, მუყაოს კოლოფში აპკიანი გარსით დაფარული 56 და 60 ტაბლეტით. 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy