ორტონ ფლექსი - Orton Flex 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 40,85 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
მარაგშია
SKU
94043_2235

ჩვენება: ორტონ ფლექსი არის პრეპარატი, რომელიც შექმნილია თქვენს სახსრებზე ზრუნვისათვის.

Orton FlexN30 კაფსულა

ორტონ ფლექსი არის პრეპარატი, რომელიც შექმნილია თქვენს სახსრებზე ზრუნვისათვის.

შეიცავს 6 აქტიურ ინგრედიენტს:

• ჰიდროლიზებული კოლაგენი

• ჰიალურონის მჟავა

• გლუკოზამინი

• ქონდროიტინი

• ჯინჯერის ექსტრაქტი

• ვიტამინი C

Orton Flex  რეკომენდებულია ჯანსაღი და მოქნილი სახსრების შენარჩუნებისათვის

• ფიზიკურად აქტიური და სპორტით დაკავებული ადამიანებისათვის,

• ჭარბწონიანებისათვის,

• ხანდაზმულთათვის,

• ქალებისათვის მენოპაუზის პერიოდში.

ჯანსაღი და მოქნილი სახსრების შენარჩუნებისათვის ასევე, იხილეთ: Solgar - სოლგარი NO.7 30 კაფსულა

შემადგენლობა:

გლუკოზამინი (მოლუსკებიდან მიღებული გლუკოზამინი 2KCI  სულფატი), ჯინჯერის ფესვის ექტრაქტი (Zingiber officinale Rosc), ჟელატინი (კაფსულა), ვიტამინი C ( L ასკორბინის მჟავა),  ქონდროიტინი (ქონდროიტინის სულფატი), ჰიდროლიზებული კოლაგენი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ჰიალურონის მჟავა.

პროდუქტის აღწერა:

Orton Flex არის ინოვაციური პრეპარატი, რომელიც შედგება 6 აქტიური ინგრედიენტისგან:

ჰიდროლიზებული კოლაგენი, გლუკოზამინი, ვიტამინი C, ქონდროიტინი, ჰიალურონის მჟავა და ჯინჯერის ფესვის ექსტრაქტი.

კოლაგენი ადამიანის ორგანიზმისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცილაა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ხრტილებში, მყესებსა და სხვა ქსოვილებში.

იგი უზრუნველყოფს ჩვენი სახსრების მოქნილობას. 

გლუკოზამინი ადამიანის ორგანიზმში ხრტილის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

ქონდროიტინი გლუკოზამინთან ერთად ხრტილის ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვიტამინი C ხელს უწყობს ორგანიზმში კოლაგენის ნორმალურ ფორმირებას, რათა შეინარჩუნოს ძვლებისა და ხრტილების ნორმალური ფუნქციონირება.

ჰიალურონის მჟავა არის სინოვიალური სითხის მთავარი შემადგენელი ნაწილი.

ჯინჯერის ექსტრაქტი ხელს უწყობს სახსრების ნორმალური მოძრაობის შენარჩუნებას.

აქტიური ინგრედიენტების რეკომენდებული დღიური დოზა საუკეთესო ეფექტისათვის:

1 კაფსულა დღეში ჭამის დროს, სასურველია დილით.

 ინგრედიენტი შემცველობა ერთ კაფსულაში % NRV*

გლუკოზამინის სულფატი 2KCI -

შეესაბამება გლუკოზამინს

250 მგ

149 მგ

-

ჯინჯერის ფესვის ექსტრაქტი
100 მგ -
ვიტამინი С 80 მგ 100%

ქონდროიტინის სულფატი -

შეესაბამება ქონდროიტინს


55 მგ

50 მგ

-
ჰიდროლიზებული კოლაგენი 50 მგ -
ჰიალურონის მჟავა
5 მგ

-


*NRV - საკვები ნივთიერებების საცნობარო მნიშვნელობა მოზრდილებისთვის

ფორმა:  ერთი კაფსულის  წონა  (შეფუთვაში 30 კაფსულა): 643 მგ

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.  პროდუქტი არ გამოიყენება მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

პროდუქტი არ არის განკუთვნილი ორსული პაციენტებისა და მეძუძური დედებისათის.

დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის. არ გამოიყენოთ პროდუქტი, როგორც შემცვლელი დიეტის დროს.

პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის. არ გამოიყენოთ თირკმელების კენჭოვანი  დაავადების დროს.

ვადა  და სერიის ნომერი იხილეთ შეფუთვაზე.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC) მშრალ,  ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy