Artrostop rapid - ართროსტოპი რაპიდი პლუსი 30 ტაბლეტი
ჩვენება:ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი..
შემადგენლობა
3 ტაბლეტი შეიცავს: გლუკოზამინის სულფატი 2KCL -1600 მგ, ქონდროიტინის სულფატი-600 მგ., ბოსველიის ექსტრაქტი -150მგ., კოლაგენი II ტიპი -20მკგ., C ვიტამინი-30მგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ართროსტოპ რაპიდ + არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც უზრუნველჰყოფს სახსრებისა და საყრდენი აპარატის სრულფასოვან კვებას. ართროსტოპი ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და დადებით გავლენას ახდენს სახსრების ფუნქციაზე, აუმჯობესებს მათ მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს.
ართროსტოპ რაპიდ + ამცირებს და მთლიანად ხსნის ტკივილს, იცავს სახსრებს და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისგან.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას.
ქონდროიტინის სულფატს აქვს ქოდროპროტექტორული, ქონდრომასტიმულირებელი და სახსრის რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. მონაწილეობს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის შენებაში. აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს ხრტილოვან ქსოვილში; ახდენს იმ ფერმენტების ინჰიბირებას, რომლებიც არღვევენ სასახსრე ხრტილის სტრუქტურასა და ფუნქციას, იწვევენ ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესის შენელებას. ქონდროიტინის სულფატი ახდენს ჰიალინური ქსოვილის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, ასტიმულირებს ხრტილის ზედაპირებისა და სინოვიური ჩანთის რეგენერაციას. აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას, ზრდის სასახსრე სითხის პროდუქციას, აუმჯობესებს მოძრაობის უნარს დაზიანებულ სახსარში. ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას, ამცირებს კალციუმის დანაკარგს და აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის რეპარაციის პროცესს; აფერხებს ოსტეოართროზის განვითარებას.
ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ბოსველიის მოქმედების მექანიზმია ლეიკოტრიენების სინთეზის ბლოკირება. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) მოქმედებს პროსტაგლანდინებზე. თანაბარი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების პირობებში ბოსველიას არ ახასიათებს ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები, (კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება ეროზია, წყლული, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ.).
კოლაგენი II ტიპი მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს სახსარში და დისკომფორტის შეგრძნებას WOMAC, VAS და Lequesne functional index-ით შეფასებისას.
ვიტამინი C აუმჯობესებს მიკროცირკულაციის პროცესებს სახსრებში, ამცირებს შეშუპებას, აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს. ვიტამინი C აუცილებელია სახსრის ხრტილის სინთეზისთვის. მისი მიღება ამცირებს ოსტეოართრიტის განვითარების ალბათობას (პირველადი პრევენცია), ხოლო არსებული დაავადების შემთხვევაში ამცირებს სიმპტომების გამოხატულებას (მეორეული პრევენცია).
ჩვენებები
*ოსტეოართროზი,
*ოსტეოქონდროზი,
*ოსტეოპოროზი (წამლისმიერი, პოსტმენოპაუზური),
*ბურსიტები,
*სპონდილოართროზი,
*ქონდროპათიები,
*ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი აღდგენის პერიოდი,
*იოგებისა და მყესების სისუსტე (ორგანოების დაწევა),
*გულის სარქველების დაზიანება,
*თვალის დამჭერი იოგების სისუსტე
დოზირება და გამოყენების წესი
1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, 2-3 თვე. პროფილაქტიკისათვის 1 ტაბ. 1-ჯერ დღეში 1-2 თვე.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30, საკვები დანამატი
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account