ართროსტოპი კრემი 100მლ.

განსაკუთრებული ფასი 29,41 GEL რეგულარული ფასი 38,80 GEL
მარაგშია
SKU
35541_1517

ჩვენება:ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზის პროფილაქტიკა.

შემადგენლობაგლუკოზამინის სულფატი მსმ (მეთილსულფონილმეთანი) ბოსველიის ექსტრაქტი მენთოლი, ქაფური, მეთილსალიცილატი, ღვიის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, სელის თესლის ზეთი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:  ართროსტოპ კრემი ამცირებს ტკივილს სახსრებში. მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები იწვევს დაზიანებული კერის გახურებას, ტკივილის შემცირებას და მოძრაობის უნარის გაუმჯობესებას.
ფარმაკოლოგიური თვისებებიგლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. გლუკოზამინი მოქმედებს  დაავადების მიზეზზე და არა დაავადების სიმპტომებზე (რაც ახასიათებს ასას-ს), გლუკოზამინი მოქმედებს ასევე გოგირდის ფიქსაციის პროცესზე, (გოგირდის წყარო ამ შემთხვევაში მსმ- მეთილსულფონილმეთანია), რის გამოც ხდება ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გაძლიერება. მეთილსულფონილმეთანი (გოგირდი) - ადვილად ათვისებადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, იგი ორგანული გოგირდის წყაროა. მსმ-ი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილებისა და ძვლების აღდგენას. გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მსმ-ი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ტრავმისშემდგომი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე  გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს. ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აჩერებს ლეიკოტრიენების სინთეზს; ასას-საგან განსხვავებით, ბოსველიას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, როგორიც არის: კნტ-ის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი  და ა.შ; მეთილსალიცილატს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლის გაძლიერება ხდება ტერპენტინის (სკიპიდარის) და სხვა ცხიმოვან ზეთებთან კომბინაციაში მისი გამოყენების დროს. მენთოლი - ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალებაა, კანის ზედაპირზე წასმისას ახასიათებს ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის შემცირება; ქაფური - აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ღვიის ზეთი - შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთულ კომპლექსს, რომელთაც ახასიათებს ძლიერი   ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი  და ანტისეპტიკური მოქმედება კანზე. კარგად შეიწოვება და ადვილად აღწევს  კანის უჯრედებში. გააჩნია აგრეთვე  ვიტამინიზაციის და რეგენერაციის ეფექტი; ევკალიპტის ზეთი - ახასიათებს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; სელის თესლის ზეთი - ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა, ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება, ანალგეზიური და ანტისეპტიკური  ეფექტი.
ჩვენებები: 

*სახსრების დაავადებები, მათ შორის ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი *ოსტეოართროზის პროფილაქტიკა გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის  დროს, მათ შორის სპორტსმენებში
*ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანი გამოყენებისთვის.
შეიზილეთ დაზიანების კერაში წრიული მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე.
გამოშვების ფორმაკრემი 100 მლ.-იან ტუბში, საკვები დანამატი
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი კომპანია: Walmark
მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy