ტრეატაპროსტი - Treatapost ადვანსი სუსპენზია 250მლ

განსაკუთრებული ფასი 37,69 GEL რეგულარული ფასი 47,10 GEL
მარაგშია
SKU
93735_1609

ჩვენება: მონო- და კომპლექსური თერაპიის სახით  სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების დროს.

ტრეატაპროსტი ადვანსი

სუსპენზია შინაგანი გამოყენებისათვის 250 მლ 

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი  ხელახლა წაკითხვა.

-  დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

-  გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

1. რა არის ტრეატაპროსტი ადვანსი  და რისთვის გამოიყენება ის?

2. რა უნდა იცოდეთ ტრეატაპროსტი ადვანსის მიღებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ ტრეატაპროსტი ადვანსი?

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ტრეატაპროსტი ადვანსის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ტრეატაპროსტი ადვანსი  და რისთვის გამოიყენება ის?

ტრეატაპროსტი ადვანსი შეიცავს: თხაწართხალა (epilobium parviflorum Sherb); ჭინჭრის(Urtica dioica) ფესვი; დათვის კენკრის (Uva-ursi 30%) ექსტრაქტი; ავოკადოსა და სოიოს გაუსაპნავი ნაერთები 30%; კვერცეტინი და მიეკუთვნება სხვა უროლოგიური პრეპარატების ჯგუფს.

ტრეატაპროსტი ადვანსი რეკომენდებულია: 

·        მონო-  და კომპლექსური თერაპიის სახით  სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების დროს;

·        ქრონიკული პროსტატიტის გამწვავების პროფილაქტიკისთვის; 

·        პროსტატის ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევებისას ოპერაციამდე და ოპერაციის  შემდგომ პერიოდში;

·        სექსუალური დარღვევების, მამაკაცის უნაყოფობის, შარდვის დარღვევების დროს, მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში.

2. რა უნდა იცოდეთ ტრეატაპროსტი ადვანსი ადვანსის მიღებამდე

არ მიიღოთ ტრეატაპროსტი ადვანსი:

თუ გაქვთ ალერგია ტრეატაპროსტი ადვანსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

•  აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ტრეატაპროსტი ადვანსი

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ტრეატაპროსტი ადვანსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ  გაქვთ რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორები

•  აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტრეატაპროსტი ადვანსის მიღებამდე.

თუ თქვენ ხშირად იღებთ ტრეატაპროსტი ადვანსს

ტრეატაპროსტი ადვანსის  ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს  თავის ტკივილის გაძლიერება.

თუ ეს გეხებათ თქვენ

•  აცნობეთ თქვენს ექიმს, მან შეიძლება გირჩიოთ ტრეატაპროსტი ადვანსის მიღების შეწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ  გრძნობთ ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში (როგორც წესი ქრება სწრაფად) და ეს ეფექტები ინტენსიურია, სწრაფად არ ქრება ან პირიქით ძლიერდება:

•  სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. 

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. (ნაწილი 4)

არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში

ტრეატაპროსტი ადვანსის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, ამჟამად იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება ტრეატაპროსტი ადვანსთან ერთად. 

ზოგიერთმა პრეპარატმა ტრეატაპროსტი ადვანსთან ერთად მიიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტების გაძლიერება. 

ორსულობა და ლაქტაცია

ტრეატაპროსტი ადვანსი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისათვის. ქალებში მისი გამოყენება არ შეიძლება.

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ტრეატაპროსტი ადვანსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 

3. როგორ მიიღოთ ტრეატაპროსტი ადვანსი?

·        მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე დიდი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

·        მკურნალობის კურსი მინიმუმ 10 დღეა.

·        ანთების მძიმე ფორმების დროს პრეპარატი გამოიყენება უფრო ხანგრძლივად, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, დაავადების სტადიის, სიმძიმისა და კურსის მიხედვით.

·        პროფილაქტიკური მიზნით რეკომენდებულია 10 მლ დღეში, 4 კვირის განმავლობაში. კურსის გამეორება სასურველია წელიწადში 1-2-ჯერ. პრეპარატის მიღების პარალელურად აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

რამდენი უნდა მიიღოთ ტრეატაპროსტი ადვანსი?

• ჩვეულებრივ დოზა მოზრდილებისთვის 10 მლ 2-ჯერ დღეში.

ტრეატაპროსტი  ადვანსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.

თუ თქვენ მიიღეთ ტრეატაპროსტი ადვანსის ჭარბი დოზა

კლინიკურ პრაქტიკაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

•  რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში, ამ პრეპარატმაც შეიძლება  გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

•  აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ  გამოვლინდა  ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი  გამოყენების ინსტრუქციაში ან აღინიშნა მათი ინტენსივობის მატება

•  აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად  შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი  გამოყენების ინსტრუქციაში.

5. ტრეატაპროსტი ადვანსის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვასა და ბლისტერზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

ვარგისიანობის თარიღი მიუთითებს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

 შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ტრეატაპროსტი ადვანსი შეიცავს: თხაწართხალა (epilobium parviflorum herb) ; ჭინჭრის ფესვი (Urtica dioica); დათვის კენკრის (Uva-ursi 30%) ექსტრაქტი; ავოკადოსა და სოიოს გაუსაპნავი ზეთები 30%; კვერცეტინი.

სხვა ინგრედიენტები: ქსანთანის რეზინი, პოლიეთილენგლიკოლი 400 (PEG 400), ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, სუკრალოზა, ძირტკბილას არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება ტრეატაპროსტი ადვანსი და შეფუთვის შიგთავსი

ტრეატაპროსტი ადვანსი არის გაუმჭვირვალე, მოყავისფრო-მოყვითალო ფერის, დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე. 

შეფუთვის ზომები: ბოთლი 250 მლ

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy