როვინოპროსტი - Rovinoprost 30 ტაბლეტი
ჩვენება: ქრონიკული პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია – ადენომა (I და II სტადია).
ROVINOPROST
როვინოპროსტი
შემადგენლობა:
Pumpkin seed oil (გოგრის თესლის ზეთი ) 250 მგ
Saw Palmetto (ჯუჯა პალმა) 160 მგ
Pollen (მცენარეთა მტვრიანა) 100 მგ
Arginin (არგინინი) 80 მგ
Vitamin E (ვიტამინი E) 36 მგ
Zinc (თუთია) 23.5 მგ
Selen (სელენი) 55 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: პროსტატოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი საშუალება.
როვინოპროსტი კომბინირებული პრეპარატი, ტაბლეტური ფორმით. პრეპარატის მოქმედება გაპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ასევე, იხილეთ: Prostamol uno - პროსტამოლ უნო 320მგ. 30 კაფსულა
Pumpkin seed oil – გოგრის თესლის ზეთის მოქმედებას განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: კაროტინოიდები, ტოკოფეროლები (ალფა-, ბეტა-, გამა-, სიგმა- იზომერები),ფოსფოლიპიდები, სტერინები, ფოსფატიდები, ფლავანოიდები, ვიტამინი A, ვიტამინი E, ვიტამინი F, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ვიტამინი B6, ვიტამინი C, ვიტამინი PP, ნაჯერი და უჯერი ცხიმოვანი მჟავები (პალმიტინის, სტეარინის,ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის, არაქიდონის), მინერალური ნაერთები, მიკროელემენტები. ტოკოფეროლებისა და კაროტინოიდების მაღალი შემცველობა ახდენს გამოხატულ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, თრგუნავს ბიოლოგიურ მემბრანებში ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვით პროცესებს. ესენციური ფოსფოლიპიდები – უჯრედული მემბრანების და მემბრანული ორგანელების სტრუქტურული ელემენტები, არეგულირებენ მემბრანულ გამავლობას და ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებს, ხელს უწყობს მემბრანის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, გააჩნიათ ძლიერი პროსტატოპროტექტორული მოქმედება, აგრეთვე ამცირებს ანთებით პროცესებს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს ლიპიდურ ცვლაში, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების ცვლის რეგულაციაში, არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმში. Gგოგრის თესლის ზეთი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო , ანტიპროლიფერაციულ, ჰიპოლიპიდემურ , პოტენციის გამაუმჯობესებელ მოქმედებას, ზრდის სპერმის ფერტილობას.
Saw Palmetto – (ჯუჯა პალმა) ტრადიციულად რეკომენდებულია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, საშარდე სისტემის ინფექციების და იმპოტენციის დროს. ჯუჯა პალმას აქვს გამოხატული ანტიანდროგენული, ართების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული მოქმედება. ანტიანდროგენული ეფექტი განპირობებულია 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბირების გზით ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნის და მისი ციტოზოლურ რეცეპტორებზე ფიქსაციის დათრგუნვით. ჯუჯა პალმის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს განსაზღვრავს პროსტაგლანდინების სინტეზის შეფერხება, შესაბამისად, სისხლძარღვთა კედლის გამტარობის და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპების შემცირება. კლინიკური კვლევები ამტკიცებს რომ ჯუჯა პალმის ექსტრაქტი ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას შემთხვევათა 90%-ში. დამტკიცებულია ჯუჯა პალმის გამოყენების ეფექტურობა ესტროგენების რეცეპტორების ბლოკირებისათვის.
Pollen – მცენარეთა მტვრიანა. ყვავილოვან მცენარეთა მამრობითი სქესის ორგანო, აუცილებელი მცენარეთა განაყოფიერებისათვის. ფუტკრის მტვერი ითვლება ყველაზე სრულყოფილ ბუნებრივ საკვებ პროდუქტად, შეიცავს თითქმის ყველა მნიშვნელოვან, სასიცოცხლო აუცილებლობის მქონე კომპონენტს: - ცილა, 18 ამინომჟავა, 16 ვიტამინი, 18 მინერალი, 28 მიკროელემენტი, ფერმენტები და ა.შ. მცენარეთა მტვრიანა მატებს ენერგიას, ზრდის ფიზიკურ ამტანობას, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს გახდომას, აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებების, სიმსივნის, ართრიტების და სტრესისგან. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს პოტენციას და ლიბიდოს.
ითვლება რომ ფუტკრის მტვრის გამოყენება პერორალურად ხელს უწყობს დაბერების პროცესის შენელებას, კანის გაახალგაზრდავებას და ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებას.
ვიტამინი E – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის. ვიტამინ E-ს გამოხატული აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან - ანელებს ლიპიდების ჟანგვით პროცესებს და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას , მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების ფორმირებაში. ტოკოფეროლი ხელს უშლის სისხლის შედედების მომატებას, დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, გონადოტროპინების წარმოქმნაში. E ვიტამინის დეფიციტი მამაკაცებში იწვევს სათესლის ეპითელიუმის ცვლილებებს, მამაკაცის ნაყოფიერების შემირებას.
Zinc– თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში და მამაკაცის სასქესო ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებაში (წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ჰორმონის დიჰიდროტესტოსტერონის შემადგენელ ნაწილს).
სავარაუდოდ ამიტომ მისი შემცველობა ყველაზე მაღალია სათესლის და ჯალღუზისებრი სხეულის (ეპიფიზის) ქსოვილებში, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია მამაკაცისა და ქალის სექსუალური ფუნქციის რეალიზაციასთან. თუთია ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას (თ -ლიმფოციტების სინთეზი).
Selen – სალენი შედის მრავალი ცილის, ლიპოსაქარიდის და ფერმენტის შემადგენლობაში. აქვს გამოხატული ანტიკანცეროგენული მოქმედება, ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს და აჩერებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების პროცესს. შელენი უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების დაცვას და მოძრაობას, მის ამ თვისებას ხშირად იყენებენ
მამაკაცის უშვილობის მკურნალობაში. სელენი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის იოდის შემცველი ჰორმონების სინთეზისათვის. ამიტომ იოდის დეფიციტთან ბრძოლა შეუძლებელია სელენური შიმშილის დროს. ყველაზე მეტად სელენი ცნობილია როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის მიკროელემენტი, ის არა მარტო იცავს უჯრედულ მემბრანებს ჟანგბადის აგრესიული ფორმებით დაზიანებისაგან, არამედ აქტიურად ეხმარება ვიტამინ E-ს მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
Arginin -არგინინი ახდენს სპერმატოგენეზის პროცესის სტიმულირებას და სასქესო ორგანოების ავსებას სისხლით, ზრდის ეაკულატის რაოდენობას , აუმჯობესებს სპერმატოზოიდების ტრანსპორტს და მოძრაობის სიჩქარეს, ზრდის მამაკაცის პოტენციას და
წარმატებით იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში.
ჩვენებები:
• ქრონიკული პროსტატიტი.
• წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია – ადენომა (I და II სტადია)
• სპერმატოგენეზის დაქვეითება. აზოოსპერმია, უნაყოფობა.
• მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება.
• ზრდის ფიზიკურ ძალას, ამტანობას და აქტივობას.
• შარდ- სასქესო სისტემის ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია.
• ახდენს იმუნური სისტემის ნორმალიზებას.
მიღების წესი და დოზირება:
როვინოპროსტი მიიღება შინაგანად, ჭამის შემდეგ 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში
გვერდითი მოქმედება:
იშვიათად კანის მხრივ რეაქციები, ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გამოვლენის გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა: როვინოპროსტი N30. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ არა უმეტეს +25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
საკვები დანამატი
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account