Rowatinex - როვატინექსი 100 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 51,11 GEL რეგულარული ფასი 70,98 GEL
მარაგშია
SKU
45109_2076

ჩვენება:როვატინექსი® ხელს უწყობს თირკმლის კენჭების და საშარდე ტრაქტის კენჭების დაშლას და გამოყოფას.

როვატინექსი®

რბილი, გასტრორეზისტენტული კაფსულები

აქტიური ნივთიერებები: α-პინენი, β-პინენი, კამფენი, ბორნეოლი, ანეთოლი, ფენქონი, ცინეოლი.

ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-    შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

-    დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

-    მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაგიძლიერდათ სიმპტომები ან არ გრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

-    აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოხატულობა გაძლიერდა, ან შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში.

ჩანართის შინაარსი:

1.   რას წარმოადგენს როვატინექსი® და რისთვის გამოიყენება იგი

2.   პრეპარატ როვატინექსის® გამოყენებამდე

3.   როგორ მიიღება როვატინექსი®  

4.   შესაძლო გვერდითი მოქმედება

5.   როვატინექსის® შენახვის წესი

6.   დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს როვატინექსი® და რისთვის გამოიყენება იგი

როვატინექსი® ხელს უწყობს თირკმლის კენჭების და საშარდე ტრაქტის კენჭების დაშლას და გამოყოფას.

როვატინექსი® ხსნის კუნთების სპაზმს, შედეგად ამცირებს ტკივილს თირკმლისა და შარდსაწვეთის კოლიკის დროს.

როვატინექსი® ზრდის სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთებას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელებში კენჭების არსებობასთან.

2. პრეპარატ როვატინექსის® გამოყენებამდე  

არ მიიღოთ როვატინექსი®, თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნებისმიერი აქტიური ნივთიერების (α-პინენი, β-პინენი, კამფენი, ბორნეოლი, ანეთოლი, ფენქონი, ცინეოლი) ან პრეპარატ როვატინექსის® ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (დაწვრილებით იხილეთ პარაგრაფი 2 ~მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ როვატინექსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ~ და პარაგრაფი 6 ~დამატებითი ინფორმაცია~).  

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატ როვატინექსის® გამოყენებისას

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს ან სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იშლება ღვიძლში.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით. ეს პრეპარატებია:

-    სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგალითად, ვარფარინი)

-    პრეპარატები, რომლებიც იშლება ღვიძლში (ამ საკითხზე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, როვატინექსის® მიღება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი ექიმის რჩევით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

როვატინექსის® ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ როვატინექსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პრეპარატ როვატინექსის® შემდეგ ინგრედიენტებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები: ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E215), ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E217) (შესაძლოა, შენელებული ტიპის) და საღებავი მზის ჩასვლა ყვითელი FჩF 85% (E110).

3. როგორ მიიღება როვატინექსი®  

ყოველთვის მიიღეთ როვატინექსი® თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. როვატინექსის® კაფსულები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის:

მიიღეთ 1 კაფსულა 4-5 ჯერ დღე-ღამეში, ჭამის წინ.

ჩვეულებრივი დოზა 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის:

მიიღეთ 1-2 კაფსულა ორჯერ დღე-ღამეში, ჭამის წინ.

თუ გადააჭარბეთ პრეპარატ როვატინექსის® დადგენილი დოზა

საჭიროზე მეტი კაფსულის მიღების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ როვატინექსის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. ამის შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

თუ მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, როვატინექსაც® შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოქმედება.

5. როვატინექსის® შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ როვატინექსი® ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და გარე მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

როვატინექსის® შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები ერთ რბილ გასტრორეზისტენტულ კაფსულაში: α-პინენი 24.8 მგ, β-პინენი 6.2 მგ, კამფენი 15.0 მგ, ბორნეოლი 10.0 მგ, ანეთოლი 4.0 მგ, ფენქონი 4.0 მგ, ცინეოლი 3.0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ზეითუნის ზეთი.

კაფსულის გარსი შეიცავს:

-    ჟელატინს

-    გლიცერინს 85%

-    ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E215)

-    ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E217)

-    საღებავს მზის ჩასვლა ყვითელი FCF 85% (E110)

-    ქინოლინი ყვითელს 70% (E104).

როვატინექსის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

როვატინექსი® - არის ყვითელი ფერის ბურთისებრი (სფერული) რბილი ჟელატინის გასტრორეზისტენტული კაფსულები.

კაფსულების შემადგენლობა: სითხე მკრთალი-ყვითელიდან მომწვანო-ყვითელ ფერამდე, ძლიერი არომატული სუნით.

10 კაფსულა ბლისტერში. 10 ბლისტერი თითოში 10 კაფსულით მუყაოს კოლოფში ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:                   

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy