MARASLAVIN - მარასლავინი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 12,50 GEL რეგულარული ფასი 17,36 GEL
მარაგშია
SKU
2961_68
ჩვენებები: • დამტკიცებული ქრონიკული პაროდონტიტის ყველა ფორმა; • პაროდონტალური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა; • ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

შემადგენლობა
100 მლ შეიცავს:

სამკურნალო ნივთიერება: აბზინდას ღერო – 4.196, ქონდრის ღერო – 0.728, მიხაკის ხის ბუტონი – 3.646, შავი წიწაკის ნაყოფი – 1.199, ზინგიბერის ფესვები – 4.196.
დამხმარე საშუალებები: ამონიუმის ქლორიდი, ღვინის ძმარი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 
მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება.

ჩვენებები:
• დამტკიცებული ქრონიკული პაროდონტიტის ყველა ფორმა;
• პაროდონტალური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა;
• ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

უკუჩვენებები:
პროდუქტის დანიშვნა უკუნაჩვენებია პროდუქტის ცალკე კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში აქტიური აბცესით და ჩირქიანი ექსუდაციის არსებობის დროს. 
მისი თვითნებური გამოყენება რეკომენდებული არ არის ძვლების სტრუქტურების დამტკიცებული დარღვევისას სიღრმეში პათოლოგიურად შეცვლილ პაროდონტალურ ქსოვილებზე ზემოქმედების შეუძლებლობის გამო.

გაფრთხილებები
გასათვალისწინებელია, რომ დიდი რაოდენობით ორგანული მაჟავების შემცველობის გამო ხსნარი ახდენს სუსტ მადემინერალიზებელ მოქმედებას კბილის მყარ ქსოვილებზე და მისი რეკომენდება არ შეიძლება კარიესის და კბილების არარეზისტენტული რიგის დროს.
თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ტარდება კბილების საერთო სანაცია ორთოპედიული მეთოდებით. ავადმყოფისათვის რეკომენდებულია ვიტამინებით მდიდარი საკვები და A  და C  ვიტამინების დამატებითი მიღება. მკურნალობის დროს აკრძალულია მწვავე და გამაღიზიანებელი საკვების მიღება (ნიორი, ხახვი, თხილი და სხვ.), არ შეიძლება კბილების გამოხეხვა კბილის ჯაგრისითა და პასტით ან პირში გამოსავლები მადეზინფიცირებელი სითხეების გამოყენება. პირში გამოივლება გრილი წყალი დილას და საღამოს. არ შეიძლება მზეზე დიდხანს გაჩერება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დადგენილი არ არის.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილები:
ადგილობრივი გამოყენებისათვის, ამ დროს ექიმი დაწყების წინ ატარებს კბილების მთელი რიგის სრულ მექანიკურ კაუზალურ თერაპიას, რომელიც მოიცავს ღრძილსზედა და რღძილსქვედა კბილის ქვის მოცილებას, გაპრიალება და კიურეტაჟი ლამბოს გარეშე პაროდონტალური ჯიბეების სიღრმისას 5.5 მმ-მდე. კორეგირდება იატროგენული ფაქტორები, ჩვენებების მიხედვით ხდება შერჩევითი გაქლიბვა არსებული ტრავმული ოკლუზიის მოსაშორებლად. რეკომენდებულია არასაიმედო კბილების ამოღება. პროდუქტის დოზირება ხდება 10-15 მლ პირის ღრუს გამორეცხვისათვის 2-3 თვის განმავლობაში ინტერვალებით. თვეში უნდა ჩატარდეს 17-20 სეანსი. აქტიური მკურნალობის დასრულების შემდეგ ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია საკონტროლო გამოკვლევებით ყოველ 5-6 თვეში. ბოლო დათვალიერება ხორციელდება 12 თვის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან. 
ბავშვები:
არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო ბავშვთა ასაკში პროდუქტის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

გვერდითი რეაქციები
ესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლინება. ტამპონების ძალიან მყარად დადებისას შესაძლებელია სუბფებრილიტეტი, განპირობებული ჩირქიანი ექსუდაციით. ეს მოვლენები ტამპონების მოხსნის შემდეგ ქრება.

ჭარბი დოზირება
გართულებები, გამოწვეული პრეპარატის ჭარბი დოზით, დაუდგენელია.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ!

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
100 მლ ფლაკონები.

გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy