Lysobact - ლიზობაქტი ორიბლეტი 30 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება ცხელების გარეშე მიმდინარე ყელის სუსტი ტკივილის, პირის წყლულების და პირის ღრუს მცირე წყლულების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
ლიზობაქტი® 20 მგ/10 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები
ლისოზიმის ჰიდროქლორიდი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
· საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
· დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ექიმთან მიმართვა.
· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
· საჭიროა ექიმთა მიმართვა, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ლიზობაქტი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტის მიღებამდე;
3. ლიზობაქტის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ლიზობაქტის შენახვის წესი;
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ლიზობაქტი და მისი გამოყენება
ლიზობაქტი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ლისოზიმის ქლორიდს და პირიდოქსინის ქლორიდს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე – ადგილობრივ ანტისეპტიკურ საშუალებას.
მედიკამენტი გამოიყენება ცხელების გარეშე მიმდინარე ყელის სუსტი ტკივილის, პირის წყლულების და პირის ღრუს მცირე წყლულების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტის მიღებამდე
დაუშვებელია ლიზობაქტის მიღება
· თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია;
· თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ლისოზიმის ქლორიდის, პირიდოქსინის ქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში, სხვა ინფორმაცია);
· თუ პაციენტი ალერგიულია კვერცხზე (რადგან ლისოზიმი მიიღება ქათმის კვერცხის ალბუმინიდან).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) მაღალი დოზების ხანგრძლივად (თვეების ან წლების განმავლობაში) გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა, ხელებისა და ტერფების ტრემორი, ასევე კოორდინირებული მოძრაობის გაძნელება, რომელიც როგორც წესი, ქრება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
მედიკამენტის მიღება არ უნდა მოხდეს 5 დღეზე მეტ ხანს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს მიკროფლორის ბალანსის დარღვევა, რაც წარმოადგენს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის გავრცელების რისკს.
ყელის ტკივილი
თუ ვითარდება სხვა სიმპტომები (ტემპერატურა, ჩირქოვანი ნახველი, ყლაპვის გაძნელება), სიმპტომების აგრავაცია, ან არ აღინიშნება გაუმჯობესება 5 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პირის ღრუს აფთოზური წყლულები
თუ დაზიანებები ვრცელდება, ხანგრძლივად აღინიშნება ან ვითარდება მაღალი ტემპერატურა, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
სხვა მედიკამენტები და ლიზობაქტი
მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს მომავალში. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ერთდროულად არ უნდა იქნას გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ანტისეპტიკურ საშუალებებს.
ეს მედიკამენტი შეიცავს ლისოზიმის ჰიდროქლორიდს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს. სხვა მედიკამენტები ასევე შეიცავენ მათ. დაუშვებელია მათი ერთდროულად მიღება, რათა არ იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური რეკომენდებული დოზა (იხ. დოზირება და მიღების მეთოდი).
ლიზობაქტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვების და სასმელების არსებობა არ ახდენს გავლენას ლიზობაქტის ეფექტურობაზე.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
სიფრთხილის ზომის სახით, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.
ძუძუთი კვება
არასაკმარისი მონაცემებია ლისოზიმის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, ასევე პირიდოქსინის დიდი დოზების შესახებ, ამიტომ ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ლიზობაქტი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა გაფრთხილებები
ლიზობაქტი შეიცავს ლაქტოზას. ამიტომ საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ლიზობაქტის პირველად მიღებამდე, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
3. ლიზობაქტის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დოზირება
ინიშნება მხოლოდ მოზრდილებსა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
6-8 დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი მიიღება რეგულარული ინტერვალებით დღის განმავლობაში.
მიღების მეთოდი
შიგნით მისაღებად
დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები ნელა უნდა გაიხსნას ენის ქვეშ.
მიღების სიხშირე
დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 საათი.
მკურნალობის ხანგრლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 5 დღით. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ლიზობაქტის დოზის გადაჭარბებისას
ლიზობაქტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (თვეები ან წლები) გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნეიროპათია (წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, ხელებისა და ფეხების კანკალი, კუნთების სისუსტე), რომელიც როგორც წესი, ქრება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
დოზის გადაჭარბებისას, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების გაწევა.
ლიზობაქტის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის მიღება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
ლიზობაქტის მიღების დავიწყებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგ ლიზობაქტის მიღება უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული სქემის მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ლიზობაქტის გამოყენების შეწყვეტისას
მედიკამენტის გამოყენების უეცრად შეწყვეტისას არ არის მოსალოდნელი რაიმე საზიანო ეფექტი ორგანიზმზე.
დამატებითი კითხვების არსებობისას მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები:
· გამონაყარი კანზე, კანის ძლიერი ქავილი, კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სხივებზე (ფოტომგრძნობელობა);
· მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), სახის და ყელის უეცარი შეშუპება (კვინკეს შეშუპება).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცვტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
5. ლიზობაქტის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 5 წელი.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლიზობაქტი
აქტიური ნივთიერებებია: 20.00 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდი და 10.00 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის საქარინი, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი.
ლიზობაქტის ფორმა და შეფუთვა
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი და გლუვი ზედაპირით და გლუვი კიდეებით, გამყოფი ნიშნით ცალ მხარეს,.
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში, რომელიც შეიცავს 10 დაწნეხილ საწუწნ ტაბლეტს (1 ბლისტერი 10 საწუწნი ტაბლეტით) და 30 დაწნეხილ საწუწნ ტაბლეტს (3 ბლისტერი 10 საწუწნი ტაბლეტით).
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account