Farconi - ფარკონი ჭინჭრის ფოთოლი 40გ
ჭინჭრის ფოთოლი
FOLIA URTICAE
წამლის ფორმა: ჭინჭრის ფოთოლი.
შემადგენლობა:
ჭინჭრის ფოთოლი ვიტამინ K, B, C -ს, ქლოროფილს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, რკინის, სილიციუმის მარილებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ჰემოსტაზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჭინჭრის ფოთლის გამონაცემს აქვს სისხლშემაჩერებელი, ნაღვლმდენი, დიურეზული, საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ქლოროფილი ახდენს ზოგადმატონიზირებელ მოქმედებას, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის სუნთქვითი ცენტრის ტონუსს, ცნს-ს მუშაობას, ასტიმულირებს თმის ძირების რეგენერაციას, აუმჯობესებს მის კვებას.
გამოყენების ჩვენება:
სისხლდენებისას, ანემიების დროს (ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის ასაწევად სისხლში). ნაღვლის ბუშტის ანთებისას, სახსრების ტკივილისას, თმის ცვენის და ქერტლის საწინააღმდეგოდ.
მომზადების წესი:
ნედლეულის 1 სუფრის კოვზს დავასხათ 2 ჭიქა ცხელი წყალი, ვადუღოთ 3-5 წუთი. მივიღოთ 100-100გ 3-ჯერ დღეში. თმის ცვენის დროს განვაზაოთ ანადუღარი წყლით 0,5 ლიტრამდე და გადავივლოთ.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა მცენარის მიმართ, ჰიპერკოაგულაცია,
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.
ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერკოაგულაცია.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: 40გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account