Dip hit - დიპ ჰიტი კრემი 15გ

განსაკუთრებული ფასი 15,31 GEL რეგულარული ფასი 19,90 GEL
მარაგშია
SKU
42784_914

ჩვენება:
კუნთების სიმპტომატური ტკივილი, იშიაზი, ლუმბაგო, ფიბროზიტი, დაჭიმულობა; რევმატიული ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი. შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუნთების დასაზელად სპორტულ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგაც.

საერთაშორისო დსახელება: comb.drug

მწარმოებელი: MENTHOLATUM CO.LTD,დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ადგილობრივი ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 15 გ ან 67 გ

მეთილსალიცილატი (მეთილსალიცილატის მჟავის მეთილის სპირტი) ........   128 მგ

მენთოლი  ...........................................................................................    59.1 მგ

ევკალიპტის ზეთი ................................................................................   19.7 მგ

გასუფთავებული სკიპიდარი

(გასუფთავებული ტერპენტინის ზეთი)  ..................................................  14.7 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

წყალი, თხევადი პარაფინი, ცხოველური ცხიმი, ტრიეთანოლამინი, კარმელაიზის ნატრიუმის მარილი,  სტეარინის მჟავა, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეთილსალიცილატი კანში კარგად აბსორბირდება და ახასიათებს როგორც ტკივილდამაყუჩებელი, ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადგილობრივი გამოყენების დროს გასუფთავებული სკიპიდარი რეფლექსურად იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს აქტიური კომპონენტების შეწოვას.

ადგილობრივ გამოყენებისას ევკალიპტის ზეთს ახასიათებს ანალოგიური ეფექტი. დიპ ჰიტს ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება, ასტიმულირებს ქსოვილებში ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას.

ჩვენებები:

კუნთების სიმპტომატური ტკივილი, იშიაზი, ლუმბაგო, ფიბროზიტი, დაჭიმულობა; რევმატიული ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი. შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუნთების დასაზელად სპორტულ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგაც.

მიღების წესები და დოზირება:

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით.

გახვრიტეთ ტუბი გადაბრუნებული სახურავის საშუალებით, კრემის მცირე რაოდენობა წაისვით მტკივნეულ ადგილას (4-10 სმ), შეიზილეთ სრულ შეწოვამდე. პროცედურა მეორდება დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

გვერდითი მოვლენები:

კანის მხრივ გამოხატული ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმარ;

*ორსულობა და ლაქტაცია;

* პრეპარატი არ გამოიყენება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები:

კრემი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის და მხოლოდ დაუზიანებელ ადგილას. მოერიდეთ წამლის მოხვედრას თვალსა და ლოწოვან გარსზე. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სიმპტომების კვლავწარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები. არ ტოვებს ლაქას ტანსაცმელსა და თეთრეულზე.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მეთილსალიცილატი აძლიერებს ანტიკოაგულანტების და მეტოტრექსიტის აბსორბციის ეფექტს. თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Form1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy