Otisfen - ოტისფენი ყურის წვეთები 20გ
სამკურნალო საშუალების დასახელება: ოტისფენი
სავაჭრო დასახელება: ოტისფენი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: არ გააჩნია
სამკურნალწამლო ფორმა: ყურის წვეთები.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ხსნარი, სპირტის სუნით.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ფენაზონი 40მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, ეთილის სპირტი 96%, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ოტოლოგოიური დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებები. ანალგეზიური და საანესთეზიო საშუალებები, კომბინაციაში
მიღების ჩვენებები: შუა ყურის მტკივნეული მდგომარეობების სიმპტომური, ადგილობრივი მკურნალობა, დაფის აპკის მთლიანობის დარღვევის პირობებში:
• მწვავე შუა ოტიტი;
• ოტიტი, როგორც გრიპის შემდგომი გართულება;
• ბაროტრავმული ოტიტი.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე, მათ შორის ანამნეზში ალერგიული რეაქციები ლიდოკაინზე; დაფის აპკის დაზიანება ან მთლიანობის დარღვევა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სავარაუდო არ არის.
უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია დაფის აპკის მთლიანობაში დარწმუნება. დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება კონტაქში შევიდეს შუა ყურის ორგანოებთან და გამოიწვიოს გართულებები.
ინფორმაია სპორტსმენებისთვის:
პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს, რომელსაც შეუძლია მისცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის დროს.
გამოყენება ბავშვთა ასაკში:
გამოიყენება დაბადებიდან, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, დაუზიანებელი დაფის აპკის პირობებში, პრეპარატის გამოყენების შეზღუდვები არ არსებობს.
გავლენა ავტიტრანსპორტის და მექანზმების მართვაზე
ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშობაზე გავლენას არ ახდენს.
გამოყენების მეთოდი და დოზები:
ოტისფენი გამოიყენება ადგილობრივად, მოზრდილებში და ბავშვებში დაბადებიდან, გარეთა სასმენ ხვრელში 3-4 წვეთის ჩაწვეთებით, დღეში 2-3-ჯერ. ყურის ნიჟარასთან ცივი ხსნარის შეხების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გამოყენებამდე ფლაკონის ხელში შეთბობა.
ოტისფენის გამოყენების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 10 დღე, რის შემდეგაც საჭიროა დანიშნული მურნალობის გადახედვა.
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ მისი გამოყენება შესძლებელია 3 თვის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
გვერდითი მოვლენები:
არსბეობს ალერგიული რეაქციების განვითარების, გაღიზიანების და სასმენი ხვრელის ჰიპერემიის რისკი.
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა:
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა:
20გ ქარვისფერ, III ჰიდროლითიური კლასის შუშის, ბრომბუთილის რეზინის საცობით დახურულ, ალუმინპლასტიკის ხუფით დაბეჭდილ ფლაკონში, ქაღალდის ბლისტერში შეფუთულ საწვეთურთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account