Olefar duo - ოლეფარ დუო სპრეი 20მლ
ახალი თაობის 5 მცენარეული ზეთისგან
შემდგარი ყელის აეროზოლი
ქაცვის ზეთი - Ol. Hippophaes - 30 მგ
კალენდულას ზეთი - Ol.Calendulae – 15 მგ
დარიჩინის ზეთი - Ol.Cinnamomi – 5 მგ
ჩაის ხის ზეთი - Ol.Malaleucae 5 მგ
პიტნის ზეთი - Ol. Pepermint 2.5 მგ
ოლეფარ დუო მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით - კაროტენოიდებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში დაავადებისა და სტრესის დროს.
ოლეფარ დუო სრულყოფილად ფარავს ანთებით და ხველით გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს:
• ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
• გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
• ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
• ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
• გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
• ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
ჩვენება:
• ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
• ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
• ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
მიღების წესი და დოზირება:
შეანჯღრიეთ აეროზოლის კონტეინერი. მოათავსეთ სახურავის მილი პირის ღრუში და სპრეის მექანიზმს 2-3-ჯერ დააჭირეთ - ამგვარად გამოიყოფა პრეპარატის 1 დოზა ანუ 250მგ .
ოლეფარ დუო ინიშნება დღეში სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 750 მგ.
გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
შეფუთვა
20 მლ ფლაკონი, დოზირებული აეროზოლი.
მწარმოებელი: SIA Solepharm. ლატვია
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account