Strepsils - სტრეპსილსი ინტენსივი თაფლი და ლიმონი 8.75მგ 24 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 8,98 GEL რეგულარული ფასი 17,29 GEL
მარაგშია
SKU
75217_1019

გამოყენების ჩვენებები

სიმპტომური სამკურნალო საშუალების სახით ყელში ტკივილის შესამსუბუქებლად პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

სტრეპსილსი® ინტენსივი 

სავაჭრო დასახელება: სტრეპსილსი® ინტენსივი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფლურბიპროფენი

ქიმიური დასახელება: (RS)-2-(2-ფტორბიფენილი-4-ილ) პროპიონის მჟავა.

წამლის ფორმა: საწუწნი ტაბლეტები [თაფლის-ლიმნის].

 

შემადგენლობა

ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფლურბიპროფენი 8,75 მგ,

დამხმარე ნივთიერებები:

მაკროგოლი 300 5,47 მგ, კალიუმის ჰიდროქსიდი 2,19 მგ, თხევადი საქაროზა 1407 მგ, ლევომენთოლი 2 მგ, დექსტროზა 1069 მგ, თაფლი 50,4 მგ, ლიმონის არომატიზატორი (502904A) 3,6 მგ.

 

აღწერა

მრგვალი ნახევრად გამჭვირვალე კარამელის მასის ტაბლეტები ღია ყვითელიდან ღია ყავისფერამდე, ტაბლეტის ორივე მხარეზე ამობეჭდილი ასოები S. დასაშვებია კარამელის მასაში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა. შესაძლოა თეთრი ნადების წარმოქმნა.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასპ). ყელის დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები.

ათქ კოდი: R02AX01

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფლურბიპროფენი წარმოადგენს პროპიონის მჟავის წარმოებულს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) ჯგუფიდან და გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი ციკლოოქსიგენაზა-1 (ცოგ-1) და ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2) დათრგუნვის ხარჯზე, ზოგიერთი ცოგ-1 მიმართებაში სელექტიურობით, რის შედეგადაც მცირდება პროსტაგლანდინების პროდუქცია, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმული რეაქციების მედიატორები.

საწუწნი ტაბლეტების 8,75 მგ წამლის ფორმის ex vivo კვლევებისას გამოვლინდა, რომ ფლურბიპროფენი აღწევს ხახის ქსოვილში, მათ შორის ღრმა ფენებში.

პრეპარატი ახდენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და ყელზე: ამცირებს შეშუპებას, ყლაპვის გართულებას, ყელში ტკივილის და გაღიზიანების შეგრძნებას.

ტაბლეტი სრულად დნება პირის ღრუში 5-12 წუთის განმავლობაში.

შემამსუბუქებელი მოქმედება იწყება 2 წუთიდან.

ყელში ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება იწყება 22 წუთიდან და აღინიშნება მაქსიმალური ეფექტის მიღწევა 70 წუთში და ნარჩუნდება 4 საათამდე.

საწუწნი ტაბლეტის პირველი გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ აღინიშნება ზოგიერთი თანმდევი სიმპტომების მნიშნელოვანი შემცირება, რომლებიც აღინიშნებოდა თერაპიის დასაწყისში, მათ შორის როგორიცაა ხველა, მადის დაკარგვა და ცხელების მდგომარეობა.

 

ფარმაკოკინეტიკა

ტაბლეტი სრულად დნება პირის ღრუში 5-12 წუთის განმავლობაში. ახასიათებს მაღალი აბსორბცია, ფლურბიპროფენი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება, ნაწილდება მთელ ორგანიზმში და მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ფლურბიპროფენი აღინიშნება სისხლში 5 წუთში, ფლურბიპროფენის სისხლის პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა გაწუწვნის შემდეგ 40-45 წუთში.

შესაძლებელია ფლურბიპროფენის შეწოვა პირის ღრუში პასიური დიფუზიის გზით. აბსორბციის სიჩქარე დამოკიდებულია წამლის ფორმაზე, ფლურბიპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია გაწუწვნისას მიიღწევა უფრო სწრაფად, ვიდრე ფლურბიპროფენის ექვივალენტური დოზის შიგნით მიღებისას.

ნახევრად გამოყოფის დრო (T1/2) – 3-6 სთ. ექვემდებარება ღვიძლში მეტაბოლიზმს ჰიდროქსილირების გზით და გამოიყოფა თირკმელებში და მცირე ხარისხით ნაღველში. ფლურბიპროფენი გამოიყოფა დედის რძეში უმნიშვნელო რაოდენობით (<0,05მკგ/მლ). ფლურბიპროფენის პერორალური დოზის დაახლოებით 20-25% გამოიყოფა უცვლელი სახით.

 

გამოყენების ჩვენებები

სიმპტომური სამკურნალო საშუალების სახით ყელში ტკივილის შესამსუბუქებლად პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

 

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ფლურბიპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
  • ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის არსებობისას (ბრონქული ასთმა, ბრონქული სპაზმი, რინიტი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ცხელება, ცხვირის და ცხირის ღრუს რეცივიდული პოლიპოზი) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასპ-ს გამოყენების შედეგად.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა გამწვავების ფაზაში ან ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა ან წყლულის პერფორაცია ანამნეზში, რაც გამოწვეულია აასპ-ს გამოყენებით.
  • გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია), ჰემორაგიული დიათეზი.
  • რთული ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში.
  • თირკმლის უკმარისობის რთული ხარისხი (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), დადასტურებული ჰიპერკალიემია.
  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდეგომი  პერიოდი;
  • საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
  • ორსულობა (III ტრიმესტრი).
  • ბავშვების ასაკი 12 წლამდე.

 

გამოიყენება სიფრთხილით

თუ ვლინდება შემდეგში აღწერილი მდგომარეობები, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის პრეპარატის გამოყენებამდე.

სხვა აასპ-ს ერთდროული გამოყენება; ანამნეზში კუჭის წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წყლულოვანი სისხლდენის ერთჯერადი ეპიზოდი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori ინფექციების არსებობა; ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადებები გამწვავების სტადიაში ან ანამნეზში – მოსალოდნელია ბრონქული სპაზმის განვითარება; სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილების შერეული დაავადება (შარპის სინდრომი) – მაღალია ასეპტიური მენინგიტის რისკი (ფლურბიპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას რისკი უმნიშვნელოა); თირკმლის უკმარისობა, მათ შორის გაუწყლოება (კრეატინინის კლირენს 30-60 მლ/წთ-ზე დაბალი), ნეფროტოქსიური სინდრომი; ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერთენზიით, ჰიპერბილირუბინემია, არტერიული ჰიპერთენზია და/ან გულის უკმარისობა, შეშუპება; სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ წყლულების ან სისხლდენების რისკი, კერძოდ პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდულები (მათ შორის პრედნიზოლონი), ანტიკოაგულურები (მათ შორის ვარფარინი), ანტიაგრეგანტები (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მათ შორის ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი); ორსულობის I-II ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი; ხანდაზმულობის ასაკი; ალკოჰოლის გამოყენება.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრში. უნდა მოერიდოთ ფლურბიპროფენის გამოყენებას ორსულობის I-II ტრიმესტრში, პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. არსებობს ცნობები, რომ ფლურბიპროფენი უმნიშვნელო რაოდენობით შესაძლოა აღინიშნოს დედის რძეში მეძუძური ჩვილის ჯანმრთელობაზე რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენის გარეშე, თუმცა მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების გამო აასპ-ს გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

ადგილობრივი გამოყენებისათვის. მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისათვის.

მოზრდილები და 12 წელზე უფროს ბავშვებში: ნელა უნდა გაწუწნოთ 1 ტაბლეტი ყოველ 3-6 საათში.

მაქსიმალური დღიური დოზა: 5 ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში.

თერაპიის კურსის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 3 დღე.

თუ პრეპარატის მიღებისას 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება სიმპტომები ან გაძლიერდებიან, დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

 

გვერდითი მოქმედებები

ზოგიერთი აასპ-ს გამოყენებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზირებებისა და ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული თრომბოზული მოვლენების განვითარების მცირედ გაზრდილი რისკი (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი ან ინსულტი). არსებული მონაცემები არასაკმარისია ფლურბიპროფენის 8,75 მგ საწუწნი ტაბლეტების წამლის ფორმით გამოყენებისას მსგავსი რისკ-ფაქტორის გამორიცხვისათვის.

არსებობს ცნობები აასპ-ს მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდნენ შემდეგი სახით:

  • არასპეციფიკური ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები;
  • სასუნთქი გზების ჰიპერაქტივობა, მათ შორის ასთმა, ასთმის, გამწვავება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი.
  • კანის სხვადასხვა რეაქციები, მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, და იშვიათად, ექსფოლიატური და ბულოზური დერმატოზი (მათ შორის ეპიდერმული ნეკროლიზი და მრავალფორმიანი ერითემა).

აღინიშნა შეშუპების, არტერიული ჰიპერთენზიის და გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აასპ-ს.

გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის დაყვანა შესაძლებელია მინიმუმამდე, თუ გამოიყენება პრეპარატი ხანმოკლე კურსით მინიმალური ეფექტური დოზირებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისათვის.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნა პრეპარატის ხანმოკლე გამოყენებისას. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას და ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მოსალოდნელია სხვა გვერდითი რეაქციების გამოვლენა.

გვერდითი რეაქციების გამოვლენის სიხშირის შეფასება განხორციელდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი >1/10 – დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (> 1/10 000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის შეფასება).

 

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია).

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია.
  • არახშირი: ძილიანობა.

 

დარღვევები იმუნური სისტემი მხრივ

  • იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები.

 

დარღვევები გულის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, შეშუპება.

 

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

  • სიხშირე უცნობია: მომატებული არტერიული წნევა.

 

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ, მკერდის უჯრედის ორგანოების და მედიასტინუმის მხრივ

  • ხშირი: ყელში გაღიზიანების შეგრძნება.
  • არახშირი: ასთმის და ბრონქული სპაზმის გამწვავება, ქოშინი, სტვენითი სუნთქვა, ბუშტუკები პირის ღრუში და ხახაზე, ფარინგეალური ჰიპესთეზია (პირის ღრუში და ხახაში მგრძნობელობის შეგრძნების დაქვეითება).

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

  • ხშირი: დიარეა, პირის ღრუს დაწყლულება, ღებინება, პირის ღრუს ტკივილი, პირის ღრუს პარესთეზია, პირის ღრუს და ხახის ტკივილი, პირის ღრუში დისკომფორტი (სითბოს შეგრძნება, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში).
  • არახშირი: მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, მეტეორიზმი, გლოსალგია (პირის ღრუს წყვის სინდრომი), დისგევზია (გემოს შეგრძნების ცვლილება), პირის ღრუს დიზესთეზია, ღებინება.

 

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

  • არახშირი: კანზე გამონაყარი, ქავილი.
  • უცნობია სიხშირე: კანის რთული რეაქციები, როგორიცაა ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლეილის სინდრომი).

 

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ჰეპატიტი.

 

ფსიქიკის დარღვევები

  • არახშირი: უძილობა

სხვა

  • არახშირი: ცხელება, ტკივილი.

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ღებინება, გულისრევა, ეპიგასტრალურ არეში ტკივილები ან იშვიათად, დიარეა, შუილი ყურებში, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. უფრო რთულ შემთხვევებში აღინიშნა მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, იშვიათად – აღგზნებადობა, კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევები, დეზორიენტაცია, კომა. რთული მოწმავლის შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი და გაიზარდოს პროთრომბინის დრო, მწვავე თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, არტერიული წნევის შემცირება, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ამ დაავადების გამწვავება.

მკურნალობა: სიმპტომური, სასუნთქი გზების გამტარობის აუცილებელი უზრუნველყოფით, ეკგ-ს და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით პაციენტის მდგომარეობის ნორმალიზირებამდე. რეკომენდებულია აქტიური ნახშირის პერორალური მიღება ან კუჭის გამორეცხვა ფლურბიპროფენის პოტენციური ტოქსიური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩვების კუპირება უნდა მოხდეს დიაზეპამის ან ლორაზეპამის ვენაში შეყვანით. ბრონქული ასთმის გამწვავებისას რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება. სპეციფიური ანტიდოტი ფლურბიპროფენის მიმართ არ არსებობს.

 

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან

უნდა მოერიდოთ ფლურბიპროფენის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებას:

  • აცეტილსალიცილის მჟავა: დაბალი დოზით აცეტილსალიცილის მჟავას გარდა (არაუმეტეს 75 მგ დღე-ღამეში), რომელიც დანიშნულია ექიმის მიერ, რადგან ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა.
  • სხვა აასპ, მათ შორის იბუპროფენი და ციკლოოქსიგენაზა – 2 სელექციური ინჰიბიტორები: უნდა მოერიდოთ აასპ ჯგუფის ორი ან მეტი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებას გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკის გაზრდის გამო.

გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სამკურნალო საშალებებთან ერთად:

  • ანტიკოაგულურები: აასპ-მ შესაძლოა გააძლიერონ ანტიკოაგულურების ეფექტი, კერძოდ ვარფარინის.
  • ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუმიტაცემის სელექტიური ინჰიბიტორები: ვლინდება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი.
  • ჰიპოთენზული საშუალებები (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოთენზინ II ანტაგონისტები) და დიურეზულები: აასპ-მ შესაძლოა დაასუსტოს ამ ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობა და გაზარდოს ნეფროტოქსიურობა ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირების შედეგად, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (აუცილებელია სითხის ადეკვატური შევსების უზრუნველყოფა ამ პაციენტებში).
  • ალკოჰოლი: მოსალოდნელია გვერდითი რეაქციების გამოვლენის რისკის გაზრდა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა.
  • საგულე გლიკოზიდურები: აასპ-ს და საგულე გლიკოზიდურების ერთროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის გართულება, გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება და სისხლის პლაზმაში საგულე გლიკოზიდურების კონცენტრაციის გაზრდა.
  • ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიურობის რისკის გაზრდა აასპ-ს და ციკლოსპორინის ერთად გამოყენებისას.
  • გლუკოკორტიკოსტეროიდულები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა.
  • ლითიუმის პრეპარატები: არსებობს მონაცემები სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდის ალბათობის შესახებ აასპს- გამოყენების ფონზე.
  • მეტოტრექსატი: არსებობს მონაცემები სისხლის პლაზმაში მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდის ალბათობის შესახებ აასპ-ს ფონზე. აუცილებელია აასპ-ს მიღება 24 სთ შუალედის დაცვა  მეტოტრექსატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ.
  • მიფეპრისტონი: აასპ-ს გამოყენება უნდა დაიწყოთ მინიმუმ 8-12 დღის გასვლის შემდეგ მიფეპრისტონის გამოყენების დასრულებიდან, რადგან აასპ-მ შესაძლოა დაასუსტოს მიფეპრისტონის ეფექტურობა.
  • ქინოლინის რიგის ანტიბიოტიკები: პაციენტები, რომლებიც იღებენ ერთდროულად აასპ-ს და ქინოლინის რიგის ანტიბიოტიკებს, შესაძლოა გაიზარდოს კრუნჩვების გამოვლენის რისკი.
  • ტაკროლიმუსი: აასპ-ს და ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ნეფტროტოქსიურობის რისკი.
  • ზიდოვუდინი: აასპ-ს და ზიდოვუდინის ერთდროული გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰემატოტოქსიურობის მომატება.
  • პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები: მოსალოდნელია სისხლში გლუკოზას დონის ცვლილებები (რეკომენდებულია სისხლში გლუკოზას დონის ხშირი კონტროლი).
  • ფენიტოინი: მოსალოდნელია ფენიტოინის შრატისმიერი დონის მომატება (რეკომენდებულია ფენიტოინის შრატისმიერი კონტროლი და აუცილებლობისას დოზირების კორექცია).
  • კალიუმის შემნახველი დიურეზულები: კალიუმის შემნახველი დიურეზულების და ფლურბიპროფენის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
  • პრობენეციდი და სულფინპირაზონი: სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ პრობენეციდს ან სულფინპირაზონს, შესაძლოა შეაფერხონ ფლურბიპროფენის გამოყოფა.
  • ტოლბუთამიდი და ანტაციდურები: ამ დრომდე გამოკვლევებს არ გამოუვლენიათ ურთიერთქმედებები ფლურბიპროფენს და ტოლბუთამიდს ან ანტაციდურებს შორის.

 

განსაკუთრებული მითითებები

რეკომენდებულია პრეპარატის მიღება მაქსიმალური ხანმოკლე მკურნალობის კურსით და მინიმალური ეფექტური დოზირებით, რაც აუცილებელია სიმპტომების აღმოსაფხვრელად. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ყოველი თაფლი-ლიმონის საწუწნი ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 2,5 გრ შაქარს (0,21 პურის ერთეული).

გასტროპატიის სიმპტომების გამოვლენისას ნაჩვენებია მკაცრი კონტროლი, მათ შორის ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის ჩატარება, სისხლის საერთო ანალიზი (ჰემოგლობინის განსაზღვრა), განავლის ანალიზი ფარულ სისხლზე.

17-კეტოსტეროიდული  დადგენის აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას გამოკვლევამდე 48 სთ ადრე.

მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ეთანოლის მიღება.

თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა პრეპარატის გამოყენებამდე, ვინაიდან არსებობს თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის გაუარესების რისკი. პრეპარატის ხანმოკლე დროით გამოყენებისას ეს რისკი უმნიშვნელოა. არტერიული ჰიპერთენზიის მქონე პაციენტებში, მათ შორის ანამნეზში და/ან გულის ქრონიკული უკმარისობით, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის გამოყენებამდე, რადგან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს სითხის შეკავება, არტერიული წნევის მომატება და შეშუპებები.

 

ინფორმაცია ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას: პრეპარატი იწვევს ციკლოოქსიგენაზას და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ოვულაციაზე, ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევით (უკუქცევადია მკურნალობის მოხსნის შემდეგ).

პირის ღრუში გაღიზიანების, კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების და სხვა ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს.

არსებული სიმპტომების გაუარესების ან ახლის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ბაქტერიული ინფექციის ნიშნების გამოვლენისას, აუცილებლად დაუყონებლივ უნდა მიმართთ ექიმს თერაპიის გადახედვის მიზნით.

 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პაციენტებმა, რომლებთაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, შეფერხება ან მხედველობის დარღვევები ფლურბიპროფენის გამოყენებისას არ უნდა მართონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები.

 

წამლის ფორმა

საწუწნი ტაბლეტები, 8,75 მგ.

4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერში (პვქ/პვდქ/ალუმინის). 1, 2, 3, 4, ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა და მწარმოებელი

რეკიტ ბენკიზერ ჰელსკეარ ინტერნეიშნლ ლტდ, ტეინ როუდ, ნოტინგემ, NG90 2DB, დიდი ბრიტანეთი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა24
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy