ბიკომპლექსი 6მლ 10 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 38,27 GEL
მარაგშია
SKU
36371_1098
ჩვენებები • B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა • არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა • B ჯგუფის ვიტამინებისადმი გაზრდილი მოთხოვნა

შემადგენლობა
1. ბიკომპლექსის თითოეული 6 მლ ფლაკონი შეიცავს :
• ნიკოტინამიდი- (ვიტამინი B3) - 10 მგ
• რიბოფლავინი - 5’ - ნატრიუმის ფოსფატი (ვიტამინი B2) - 6,1 მგ
• თიამინის ქლორიდი (ვიტამინი B1) - 5 მგ 
2. თოთოეული ფლაკონის თავსახური შეიცავს:
• ციანოკობალამინი (ვიტამინი B 12) – 1000 მკგ
• კალციუმის ფოლინატი - 500 მკგ (შეესაბამება 500მკგ ფოლიუმის მჟავას))

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი B1 (თიამინი)
როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს ჭრილობების დროს.
ნიკოტინამიდი - ვიტამინი B3 (ნიაცინი)
მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს. არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)
ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. მონაწილეობას იღებს ერითროციტების ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ზრდის პროცესში.
ფოლის მჟავა 
მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში, ასევე - ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინების სინთეზში.

ჩვენებები
• B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა
• B ჯგუფის ვიტამინებისადმი გაზრდილი მოთხოვნა

პედიატრია: 
ანემიური მდგომარეობის დროს, განსაკუთრებით თუ ანემია გამოწვეულია ანორექსიითა და გადაჭარბებული სიმაღლეში ზრდით.
ბიკომპლექსი უზრუნველყოფს ბავშვის სწორ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების ზრდას.

ნევროლოგია:
• სტრესული, ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები
• “ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი”
• 'მენეჯერის სინდრომი' (მუდმივი გონებრივი გადაძაბვა)
• ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.),
• ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური გამოვლინები: რადიკულოპატია, ლუმბოიშალგია
• სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი; ნევრიტი, განგლიონიტი, ნევრალგია, მიალგია 

ინფექციური დაავადებები:
• დამატებითი თერაპია ტოქსიკო-ინფექციურ მდგომარეობის დროს
• ანტიბიოტიკოთერაპიით განპირიბებული ჰიპოვიტამინოზი
• ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციური უკამარისობა
• სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი

გინეკოლოგია: 
ორსულობის პერიოდი, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი.

დერმატოლოგია: 
სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები

სტომატოლოგია: 
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში 12 წლის ზევით: ერთი ფლაკონი 1-2ჯერ დღეში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ერთი ფლაკონი 1 ან 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში: 8-12 წელი: ერთი ფლაკონი 1-ჯერ დღეში
3-8 წელი: ერთი ფლაკონი 1-ჯერ დღეში, დღეგამოშვებით
0-3 წელი: ნახევარი ფლაკონი 1-ჯერ დღეში, დღეგამოშვებით
ფლაკონის მოხმარებისთვის აუცილებელია: 
• მოხსნათ თავსახური, დააწექით თავსახურზე არსებულ ღილაკს, იმდაგვარად რომ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი შეერიოს ფლაკონის სითხეს
• SeanjRrieT ფლაკონი რამოდენიმე წამის განმავლობაში, რათა ფხვნილი კარგად შეერიოს ფლაკონის სითხეს
• ფხვნილი და სითხე ერთმანეთში კარგად უნდა იყოს გახსნილი;

გვერდითი მოვლენები
მომატებული მგრძნობელობა ერთ ან რამდენიმე კომპონენტის მიმართ;

უკუჩვენება
არ აღინიშნება არანაირი არასასურველი შედეგები, რომლებიც საჭიროებენ აღნიშვნას; ძალიან იშვითად შესაძლოა გამოვლინდეს კუჭის გაღიზიანება.

განსაკუთრებული მითითებები
ბიკომპლექსი არ ახდენს კონცენტრაციის კონტროლის ხარისხის მოდიფიცირებას, შესაბამისად, პრეპარატის მოხმარება რისკის ქვეშ არ აყენებს მძღოლთა უსაფრთხოებას. გადაჭარბებული დოზირებისას არ აღინიშნება არანაირი ინტოქსიკაცია. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy