Vitamin B Complex - ბ ვიტამინის კომპლექსი 2მლ 10 ამპულა
ჩვენება: არეგულირებენ უჯრედის ფუნქციებს, მონაწილეობას იღებენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლის რეგულირებაში.
რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენება
B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციისათვის. ავლენენ ბიოლოგიურ აქტივობას დაბალ კონცენტრაციებში და არეგულირებენ უჯრედის ფუნქციებს, მონაწილეობას იღებენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლის რეგულირებაში და ნუკლეინის მჟავების სინთეზში. B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებულად გამოყენება იწვევს მათი მოქმედების სინერგიზმს.
ვიტამინ B კომპლექსს იყენებენ B ჯგუფის ვიტამინების (B1, B2, B6) და ნიკოტინამიდის დამტკიცებული დეფიციტის დროს.
ვიტამინ B კომპლექსის მიღებამდე
არ მიიღოთ ვიტამინ B კომპლექსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- სისხლის მომატებული წნევის დროს (II-III ხარისხის არტერიული ჰიპერტონია);
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა B კომპლექსით მკურნალობისას შემდეგ შემთხვევებში
• აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაწუხებთ შემდეგი დაავადებები:
- ავთვისებიანი დაავადებები
- ღვიძლის, ნაღვლის ბუსტისა და სანაღვლე გზების დაავადებები, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ჰემორაგიები პოდაგრა;
• ხანგრძლივად მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ვლინდება კოორდინაციის დარღვევებით და ტერფების მწვავე ტკივილით მკურნალობის დაწყების 1 თვიდან 3 წლამდე.
• პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი შედეგები შარდში ურობილინოგენის განსაზღვრისას ერლიხის რეაქტივის გამოყენებით.
• პრეპარატმა შეიძლება შარდი ყვითელ-ნარინჯისფრად შეღებოს.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
• ვიტამინი B1-ის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მაღალი წნევის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (ანტიჰიპერტენზიული საშუალებების) ეფექტის დაქვეითება, ასევე ბარბიტურატებისა და გლუტეტიმიდის საძილე ეფექტის დათრგუნვა.
• ვიტამინ B1-ს შეუძლია გააძლიეროს დეპრესიული მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატების (იმიპრამინი, დეზიპრამინი) მოქმედება, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
• ნიკოტინამიდისა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების (კარბამაზეპინი, დიაზეპამი და ნატრიუმის ვალპროატი) კომბინირება შეიძლება გააძლიეროს კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი.
• ქლორპრომაზინი ზრდის შარდთან ერთად ვიტამინი B2-ის გამოყოფას.
• პრობენეციდი თრგუნავს ვიტამინი B2-ის ტუბულარულ სეკრეციას, რის გამოც ნელდება მისი ექსკრეცია შარდთან ერთად და შეიძლება გაძლიერდეს თერაპიული და გვერდითი მოქმედებები.
• სხვადასხვა შეუთავსებლობების გამო არ შეიძლება (ერთიდაიგივე შპრიცში) ბენზილპენიცილინთან და ოქსაცილინთან, მაკროლიდებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკები), ვიტამინი B12-თან, ვიტამინი ჩ-თან კომბინირება.
აუცილებელია შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი თანმხლები მკურნალობის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომ თავიდან აიცილოთ მათ შორის რაიმე შესაძლო ურთიერთქმედება.
ორსულობა და ლაქტაცია
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.
პრეპარატის მიღება შიძლება რეკომენდირებული დოზებით ორსულობის დროს. არ არის რეკომენდირებული ვიტამინ B კომპლექსის მიღება ლაქტაციისას. მისი მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ლაქტაცია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან
ტრასპორტის მართვისა და რთულ მანქანებთან მუშაობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება რისკის გარეშე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის შემადგენელ და დამხმარე ნივთიერებებზე
• სამკურნალო პრეპარატი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია სენელებული ტიპის), ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – ბრონქოსპაზმი.
• სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს დოზაზე, ე.ი. არსებითად “ნატრიუმის შემცველობის გარეშე”
როგორ მივიღოთ ვიტამინ B კომპლექსი
ვიტამინი B კომპლექსი საინექციო ხსნარი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები: პრეპარატი ჩვეულებრივ შეიყვანება კუნთში ან იშვიათად ვენაში დოზით 1-2 მლ დღეში ან დღეგამოშვებით 5-10 დღის განმავლობაში.
ბავშვები: პარენტერალური გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი დაავადების სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.
პირველივე შესაძლებლობისას გადადიან ვიტამინი B კომპლექსის ტაბლეტის ფორმით გამოყენებაზე.
თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე ჭარბი დოზა
ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. მაღალი დოზების ინციდენტური მიღებისას რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
თუ გამოგრჩათ პრეპარატის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის საკომპენსაციოდ.
გამოყენება გააგრძელეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვიტამინ B კომპლექსმაც შესაძოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ეს არ შეინიშნება ყველა პაციენტში.
უმეტეს შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატი კარგად აიტანება.
გამონაკლის იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი, ქავილი, ყელის შეშუპება, რომლებიც უფრო ხსირად ვლინდება ალერგიისადმი მიდრეკილ პაციენტებში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი.
თუ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანარში, გთხოვთ, შეატყობინოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ვიტამინი B კომპლექსი
ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურისა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გაყინოთ!
ვიტამინი B კომპლექსი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო საშუალება.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი ვიტამინ B კომპლექსი
საინექციო ხსნარის თითოეული 2 მლ-იანი ამპულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 10მგ; რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი 100% რიბოფლავინის ფორმით (ვიტამინი B2) 2მგ; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 10მგ; ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 100მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი 1 მგ, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218) 2 მგ, გლიცეროლი 352 მგ, ქლორწყალბადმჟავა (1 მოლი/ლ), საინექციო წყალი 2 მლ.
ვიტამინი B კომპლექსის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე სითხე ყვითელიდან ყვითელ-მწვანე ფერამდე, თიამინის ჰიდროქლორიდის სპეციფიური სუნით.
ყავისფერი შუშის ამპულები / პირველი ჰიდროლიზური კლასის / 2 მლ ტევადობით, ამპულების გასახსნელი მარკირებით (ფერადი წერტილი / რგოლი). 10 ამპულა პვქ ფირფიტის ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების შესახებ მითითებებით ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account