Nucleo Cmp Forte - ნუკლეო ფორტე 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 30,15 GEL რეგულარული ფასი 41,88 GEL
მარაგშია
SKU
12215_1086

ჩვენება: ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები – ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია).

ნუკლეო ც.მ.პ. ფორტე

NUCLEO CMF FORTE

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - citidine, uridine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N07X

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულა 5მგ/3მგ №30
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 10მგ/6მგ 1ამპ. ამპ №3

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს. ციტიდინი. . . 5 მგ; ურიდინი. . 3 მგ

ლიოფოლიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 16 მგ, შეფუთვაში 3 ც.
1 ამპ. ციტიდინი. . .10 მგ ურიდინი. . . . .6 მგ
დამხმარე ნივთიერება: ნატრიქლორიდის ხსნარი 2 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნუკლეო ცმფ ფორტე უზრუნველყოფს ცერებროზიდებისა და ფოსფატიდური მჟავების წარმოქმნისათვის საჭირო მონოსახარიდებსა და ცერამიდინებს შესაერთებლად აუცილებელ ფოსფატური ჯგუფებით. ცერებროზიდები და ფოსფატიდური მჯავები კი ქმნიან სფიგმომიელინისა და გლიცეროფოსფოლიპიდების საფუძველს და წარმოადგენენ მიელინის გარსის ძირითად კომპონენტებს. ამგვარად ნუკლეო ცმფ ფორტე ავლენს ტროფიულ თვისებებს და განაპირობებს ნერვული ქსოვილის აქსონების რეგენერაციას.

ჩვენებები
ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები – ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია), მეტაბოლური (ალკოჰოლური, დიაბეტური პოლინეიროპათიები), ინფექციური (ჰერპეს ზოსტერი, შიდსი) წარმოშობის ნევრალგიები. აგრეთვე სამწვერა, სახისა და ნეკნთაშუა ნერვებისა და ნერვიული წნულების ანთებითი დაავადებები.

მიღების წესები და დოზები
კაფსულები
მოზრდილები: პერორალურად 1-3 კაფსულა 2-ჯერ დღეში;
ბავშვები: პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
ამპულები:
მოზრდილები: 1 ინექცია დღეში ერთხელ.
ბავშვები:. 1 ინექცია 2 დღეში ერთხელ.
მკურნალობის სტანდარტული კურსი მოზრდილებისათვის:
3 კაფსულა 2-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე (=2 კოლოფს);
1 კუნთშიდა ინექცია დღეში სამი დღის მანძილზე (=1 კოლოფს).
მკურნალობის სტანდარტული კურსი ბავშვებისათვის:
1 კაფსულა 2-ჯერ დრეში 10 დღის მანძილზე (სულ 20 კაფსულა);
1 კუნთქვეშა ინექცია პირველ დღეს და 1 ინექცია მესამე დღეს.
დოზა შეიძლება მომატებულ იქნას ექიმის დანიშნულებით.
ლიოფილიზებული ფხვნილი სრულად უნდა გაიხსნას ხსნარში უშუალოდ ინექციის წინ.

გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი. თუ შეამჩნევთ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რაიმე ნიშანს, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა პრეპარატის მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა იმ შემთხვევაში, თუ დედის მკურნალობით მოსალოდნელი სარგებელი ჭარბობს ბავშვისადმი რისკს.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის უმნიშვნელო ტოქსიკურობის გათვალისწინებით დოზის გადამეტება ნაკლებად მოსალოდნელია დოზის შემთხვევითი გადაჭარბების დროსაც კი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

რეგისტრაციის № და თარიღი
R 002214 07.02.07
R 002759 25.06.07

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
FERRER INTENACIONAL
ესპანეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy