მემოპრუვი - Memoprove 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 75,60 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
მარაგშია
SKU
96097_1494
ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტი მეხსიერების გაუმჯობესება-შენარჩუნებისთვის მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების დროს.

მემოპრუვიTM

მემოპრუვი არის ბუნებრივი წარმოშობის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესება-შენარჩუნებას მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების დროს, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ასაკითა და სხვა ფაქტორებით. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ, ნეიროპეპტიდების დაპატენტებული ნარევის მოქმედების წყალობით, ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების გამახვილებისა და კონცენტრაციის უნარს. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ მემოპრუვს შეუძლია, დაიცვას და გააუმჯობესოს მეხსიერება სულ რაღაც 30 დღეში.

რეკომენდებული გამოყენება:

მეხსიერების გაუმჯოიბესება-შენარჩუნებისთვის მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების დროს ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტი (კაფსულაზე): N‑PEP-12

(პეპტონები)..............................90 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. კაფსულის გარსი შედგება ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზისგან (ჰპმც).

მემოპრუვი არ შეიცავს სტიმულატორებს, ბალახებს, საფუარებს, რძის პროდუქტებს, ხელოვნურ საღებავებს, შაქარს ან კონსერვანტებს. გარდა ამისა, ის ხასიათდება რბილი მოქმედებითა და კარგი ამტანობით. სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან მემოპრუვის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.

გამოყენების წესი:

ერთი კაფსულა დღე-ღამის განმავლობაში.

30 დღეზე მეტი დროის განმავლობაში მიღების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.

განსაკუთრებული მითითებები: აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია 18 და მეტი ასაკის პაციენტებისთვის.

ფეხმძიმეებისა და მეძუძური დედების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ვისთვის შეიძლება, იყოს სასარგებლო მემოპრუვის გამოყენება?

·       ზრდასრული ადამიანებისთვის მეხსიერების მსუბუქი ხარისხის დარღვევებით

·       სტრესის მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის, რომლებიც განიცდიან სამსახურში გადაღლასა და ძილის უკმარისობას

რას წარმოადგენს მეხსიერების მსუბუქი ხარისხის დარღვევები?

კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ ხანმოკლე მეხსიერება უარესდება ასაკთან ერთად - 25 წლიდან დაწყებული და შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების პრობლემების ზოგადი ნიშნები მოიცავს:

·       იმ ადამიანთა სახელების დამახსოვრების პრობლემებს, რომლებიც ახლახანს გაიცანით;

·       ნივთების დაკარგვას (მობილური ტელეფონი, გასაღებები, საფულე და ა. შ.);

·       შესასრულებელი საქმეების სიის დამახსოვრების პრობლემებს;

·       იმის დამახსოვრების სიძნელეებს, თუ რის გაკეთებას ან თქმას აპირებდით;

·       ყურადღების გამახვილებასთან ან კონცენტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს;

·       ინფორმაციის დამახსოვრების სირთულეებს;

·       პრეპარატების ხანგრძლივ გამოყენებას.

სტრესმა ან ძილის ნაკლებობამ ასევე შეიძლება, დააჩქაროს მეხსიერებასთან დაკავშირებული მსუბუქი პრობლემების გაჩენა. კონტროლის არარსებობის შემთვევაში დროთა განმავლობაში ეს მდგომარეობა უარესდება და შეიძლება, გავლენა მოახდინონ თქვენი ცხოვრების ხარისხზე.

როგორ მოქმედებს მემოპრუვი?

მემოპრუვი შეიცავს ნეიროპეპტიდების (ამონომჟავების მოკლე ჯაჭვებისა) ნარევს, რომელიც აკეთებს კარგად ფუნქციონირებად თავის ტვინში ნერვების ზრდის იმიტაციას. გამოქვეყნებულ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ნეიროპეპტიდები:

·       წინააღმდეგობას უწევს პროცესებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარებას;

·       აუმჯობესებს მეხსიერების ფუნქციას, ზრდის ყურადღების გამახვილებისა და კონცენტრაციის უნარს;

·       ხელს უწყობს თავის ტვინის ოპტიმალური ჯანმრთელობისა და ფუნქციის შენარჩუნებას;

·       ავსებს დაბერებით გამოწვეულ ნეიროქიმიურ დეფიციტს;

·       სტიმულირებს თავის ტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნას (ნეიროგენეზი);

·       სტიმულირებს თავის ტვინის უჯრედებს შორის აქტიური კავშირების წარმოქმნას (ნეიროპლასტიკურობა);

·       იცავს თავის ტვინში არსებულ უჯრედებს და მათ შორის არსებულ კავშირებს (ნეიროპროტექცია);

·       ზრდის თავის ტვინში გლუკოზის ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას;

·       ხელს უწყობს თავის ტვინის დაბერებული უჯრედების მიერ ენერგიის გამომუშავებას და ზრდის მათ სიცოცხლისუნარიანობას.

უსაფრთხოება და სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება

მემოპრუვი არის უსაფრთხო და ეფექტური საშუალება. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების გამახვილებისა და კონცენტრაციის უნარს. მემოპრუვის შემადგენლობაში შემავალი ნეიროპეპტიდები მიღებულია ცილების ბუნებრივი წყაროებიდან. პეპტიდები შედის ცილებით მდიდარი საკვები პროდუქტების უმრავლესობაში და მიეკუთვნება საყოველთაოდ აღიარებულ უსაფრთხო ნივთიერებებს (GRAS).

მემოპრუვი არის ინოვაციური პროდუქტი

მეხსიერების გაუმჯობესებისთვის გამოყენებადი საკვები დანამატების უმრავლესობა მზადდება ვიტამინების, ზეთებისა და მცენარეების ნარევებისგან (როგორიცაა გინკგო ბილობა), რომლებიც, მტკიცების თანახმად, ხელს უწყობს მეხსიერების "გაუმჯობესება-შენარჩუნებას".

მემოპრუვი არის პირველი და ერთადერთი საკვები დანამატი, რომელიც დამზადებულია ნეიროპეპტიდების დაპატენტებული ნარევისგან (N‑PEP-12), რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც კლინიკურად დამტკიცებულია გამოქვეყნებულ რეცენზირებად კვლევებში.

კლინიკური დაკვირვებები

დოქტორი ტომ კრუკი, აშშ-ს მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდას ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, მემოპრუვის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის (რკკ) შეფასებისას თავის ახლახანს გამოქვეყნებულ წიგნში „მეხსიერების უპირატესობა“ აცხადებს:

ჩვენ ნამდვილად აღმოვაჩინეთ სტატისტიკურად მეტად მნიშვნელოვანი განსხვავებები მეხსიერების ტესტების შედეგებში იმ პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ მემოპრუვსა და პლაცებოს. ჩემი გამოცდილებით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნუტრიცევტულმა პრეპარატმა მეხსიერების გაუმჯობესებისთვის წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევები 

თვითშეფასებისა, კლინიკური კვლევებისა და ასევე მეხსიერებაზე ჩატარებული ტესტების შედეგად, ჩვენ მივიღეთ მონაცემები, რომლებიც ადასტურებს პრეპარატის ეფექტურობას 

რა ეფექტებს უნდა ველოდოთ მემოპრუვის გამოყენებისგან?

გამოქვეყნებულ კლინიკურ კვლევაში პაციენტები აღნიშნავენ შემდეგ გაუმჯობესებებს მემოპრუვის მიღების დაწყებიდან სულ რაღაც 30 დღეში:

·   ხანმოკლე მეხსიერების გაუმჯობესება (15%-ით ან მეტით მეხსიერების სტანდარტული ტესტების შედეგებით)

·   კონცენტრაციის უნარის გაზრდა

·   ყურადღების გამახვილების დონის გაზრდა

·   ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარის გაზრდა

·   მეხსიერების მიმართ რწმენის აღდგენა

·   გონების სიმახვილისა და სიცხადის გაუმჯობესება

აღნიშნული გაუმჯობესება წარმოადგენს ჯანმრთელ ზრდასრულ პაციენტებში ბუნებრივი დაბერების პროცესებით განპირობებული ხანმოკლე მეხსიერების აღდგენას 10-წლიანი გაუარესების შემდეგ.

გამოშვების თარიღი (თვე, წელი) და სერიის ნომერი: იხ. შეფუთვის გვერდითა მხარეზე

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვა: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy