lowdep - ლოუდეპი 30 ტაბლეტი
ჩვენება:დეპრესია, ენდოგენური დეპრესია, კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, შიში თანმხლები დაძაბულობით.
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
- მაგნიუმი 100 მგ.
- L-ფენილალანინი 120 მგ.
- კრაზანა (Hყპერიცუმ პერფორატუმ) 100 მგ.
- პასიფლორა (Pასსიფლორა Iნცარნატა) 100 მგ
- კუნელი (ჩრატაეგუს ოხყაცანტჰა) 100 მგ.
- ვალერიანა (Vალერიანა ოფფიცინალის) 70 მგ.
- L-ტრიფტოფანი 60 მგ.
- ზაფრანა (ჩროცუს შატივუს) 30 მგ.
- ვიტამინი В6 - 2 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაგნიუმი: ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის ბალანსირებას, დადებით ზეგავლენას ახდენს დეპრესიების და შფოთვების დროს.
L-ფენილალანინი: ეს ამინომჟავა მონაწილეობს გუნება-განწყობილების რეგულაციაში და ორგანიზმის რეაქციაზე სტრესის დროს.
კრაზანა: შეიცავს ჰიპერიცინს, რომელიც აინჰიბირებს მონოამინოოქსიდაზას, რაც იწვევს თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების დონის მომატებას, რომლებიც არეგულირებენ ხასიათს და ემოციურ სტაბილურობას. კრაზანა ერთადერთი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.
პასიფლორა და კუნელი: აქვთ სპაზმოლიზური და ანქსიოლიზური მოქმედება. ისინი ნაჩვენებია მომატებული ემოციური, შფოთვითი, გაღიზიანებული მდგომარეობებისა და სტრესის დროს, ვალერიანა: აქვს მიორელაქსაციური, სედაციური მოქმედება. მისი დამამშვიდებელი მოქმედება სასარგებლოა მოუსვენრობისა და ხასიათის შეცვლის დროს.
L-ტრიფტოფანი: აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც სეროტონინის წინამორბედია. სეროტონინი ნეირომედიატორია, რომელიც მონაწილეობს ემოციური განწყობის რეგულაციაში.
ზაფრანა: ამცირებს ნეირომედიატორების უკუმიტაცებას, ზრდის მათ დონეს, რითაც აბალანსებს განწყობას. აქვს მატონიზირებელი მოქმედებაც.
ვიტამინი В6: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზში, რითაც აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს.
ჩვენებები:
- დეპრესია
- ენდოგენური დეპრესიებიისას, როგორც დამხმარე საშუალება (განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში)
- კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, კომპლექსურ თერაპიაში (მაგ.: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი).
- შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით, ქოშინით;
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- ძილის დარღვევა;
დოზირება: მიიღება ერთი ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. ინიშნება 18 წლის ასაკიდან.
უკუჩვენებები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კრაზანას ექსტრაქტი წინააღმდეგნაჩვენებია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. მან შეიძლება დააქვეითოს ბავშვის ყურადღება და აქტიურობა.
გვერდითი მოვლენები: პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად. სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში უთხარით ექიმს.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30. ლოუდეპი® არ შეიცავს წებოვანას. საკვები დანამატი.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account