ლევამბელი - Levambel 500მგ 50 ტაბლეტი

34,40 GEL
მარაგშია
SKU
95980_625
მონოთერაპიის სახით, პარციალური გულყრების მკურნალობისას მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლიდან

ლევამბელი 500 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ფორმულა :

აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები :

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები, სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები, ათქ კოდი: N03AX14.

აქტიური ნივთიერება, ლევეტირაცეტამი, არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინ აცეტამიდის S-ენანტიომერი), რომელიც ქიმიურად არ არის დაკავშირებული არსებულ ანტიეპილეფსიურ აქტიურ ნივთიერებებთან.

მოქმედების მექანიზმის

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. In vitro და in vivo კვლევები ცხადჰყოფენ, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის უჯრედების ძირითად მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლევეტირაცეტამი იწვევს გულყრების წინააღმდეგ დაცვას პარციალური და პირველადი გენერალიზებული გულყრების ცხოველთა მოდელების ფართო სპექტრში, პრო-კონვულსიური ეფექტის გარეშე. პირველადი მეტაბოლიტი არააქტიურია.

ადამიანებში აქტივობამ, როგორც პარციალური, ისე გენერალიზებული ეპილეფსიის პირობებში (ეპილეპტიფორმული განმუხტვები/ფოტოპაროქსიზმული პასუხი) დაადასტურა ლევეტირაცეტამის ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური პროფილი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ლევეტირაცეტამი არის უაღრესად ხსნადი და გამტარი ნაერთი. ფარმაკოკინეტიკური პროფილი წრფივია დაბალი ინტრა და სუბიექტთაშორისი ვარიაბელობით. მრავალჯერადი მიღების შემდეგ კლირენსის მოდიფიკაცია არ აღინიშნება. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება რაიმე მნიშვნელოვანი სქესის, რასის ან ცირკადული ვარიაბელობის შესახებ. ფარმაკოკინეტიკური პროფილი ისეთივეა, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

მოზრდილები და მოზარდები

შეწოვა

ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური აბსოლუტური ბიოამთვისებლობა უხალოვდება 100%-ს.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) მიიღწევა დოზირებიდან 1,3 საათში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დღეში ორჯერადი დოზირებიდან ორი დღის შემდეგ.

მაქსიმალური კონცენტრაციები (Cmax) ჩვეულებრივ არის 31 და 43 მკგ/მლ 1000 მგ ერთჯერადი დოზის და 1000 მგ დღეში ორჯერადი განმეორებითი დოზირების შემდეგ, შესაბამისად.

შეწოვის ხარისხი დოზა-დამოკიდებულია და არ იცვლება საკვებით.

განაწილება

ადამიანებში ქსოვილებში განაწილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

არც ლევეტირაცეტამი და არც მისი ძირითადი მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს (<10%).

ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,5-დან 0,7 ლ/კგ-ს, რაც ახლოსაა სხეულის წყლის მთლიან მოცულობასთან.

ბიოტრანსფორმაცია

ლევეტირაცეტამი ინტენსიურად არ მეტაბოლიზდება ადამიანებში. ძირითადი მეტაბოლური გზა (დოზის 24%) არის აცეტამიდის ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი.

გამოყოფა

პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში იყო 7±1 საათი და არ იცვლებოდა არც დოზის, არც შეყვანის გზით და არც განმეორებით მიღებისას. სხეულის მთლიანი კლირენსი იყო 0,96 მლ/წთ/კგ. გამოყოფის ძირითადი გზა იყო შარდით, რაც შეადგენს დოზის საშუალოდ 95%-ს (დოზის დაახლოებით 93% გამოიყო 48 საათის განმავლობაში). განავლით გამოყოფა შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.3%-ს.

ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის კუმულაციური შარდით გამოყოფა შეადგენდა დოზის 66%-ს და 24%-ს, შესაბამისად, პირველი 48 საათის განმავლობაში.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში, ნახევრად დაშლის პერიოდი გაიზარდა დაახლოებით 40%-ით (10-11 საათში). ეს დაკავშირებულია ამ პოპულაციაში თირკმელების ფუნქციის დაქვეითებასთან (იხ. დოზირება და მიღება).

თირკმლის უკმარისობა

როგორც ლევეტირაცეტამის, ისე მისი პირველადი მეტაბოლიტის აშკარა კლირენსი ორგანიზმიდან არის დაკავშირებული კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ რეკომენდებულია ლევამბელის შემანარჩუნებელი დღიური დოზის კორექცია, კრეატინინის კლირენსის მიხედვით თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. დოზირება და მიღება).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლევეტირაცეტამის კლირენსის შესაბამისი ცვლილება არ მომხდარა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პირების უმეტესობაში ლევეტირაცეტამის კლირენსი შემცირდა 50%-ზე მეტით თირკმელების თანმხლები ფუნქციის დარღვევის გამო (იხ. დოზირება და მიღება).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვები (4-12 წლის)

ეპილეფსიის მქონე ბავშვებში (6-12 წელი) ერთჯერადი პერორალური დოზის (20 მგ/კგ) მიღების შემდეგ, ლევეტირაცეტამის ნახევრად გამოყოფის პერიოდი იყო 6,0 საათი. ხილული კლირენსი სხეულის მასაზე კორექტირებით დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალი იყო ეპილეფსიის მქონე მოზრდილებთან შედარებით.

ჩვილები და ბავშვები (1 თვიდან 4 წლამდე)

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (1 თვიდან 4 წლამდე) 100 მგ/მლ პერორალური ხსნარის ერთჯერადი დოზის (20 მგ/კგ) მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვებოდა და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია დაფიქსირდა მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. ფარმაკოკინეტიკური შედეგები აჩვენებდა, რომ ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლე იყო (5,3 სთ), ვიდრე მოზრდილებში (7,2 სთ) და აშკარა კლირენსი იყო უფრო სწრაფი (1,5 მლ/წთ/კგ), ვიდრე მოზრდილებში (0,96 მლ/წთ/კგ).

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზში, რომელიც ჩატარდა 1 თვიდან 16 წლამდე ასაკის პაციენტებში, სხეულის წონა მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული აშკარა კლირენსთან (კლირენსი გაიზარდა სხეულის წონის მატებასთან ერთად) და განაწილების აშკარა მოცულობასთან. ასაკმა ასევე გავლენა მოახდინა ორივე პარამეტრზე. ეს ეფექტი გამოხატული იყო უმცროსი ჩვილებისთვის და შემცირდა ასაკის მატებასთან ერთად და გახდა უმნიშვნელო დაახლოებით 4 წლის ასაკში.

ორივე პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზისას, დაფიქსირდა ლევეტირაცეტამის აშკარა კლირენსის დაახლოებით 20%-იანი ზრდა, როდესაც იგი გამოიყენებოდა ფერმენტით-ინდუცირებულ ანტიეპილეფსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ჩვენებები:

ლევამბელი ნაჩვენებია მონოთერაპიის სახით, პარციალური გულყრების მკურნალობისას მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლიდან ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსიით.

ლევამბელი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით შემდეგ შემთხვევებში:

· პარციალური გულყრების მკურნალობა მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში ეპილეფსიით 1 თვის ასაკიდან.

· მიოკლონური გულყრების მკურნალობა მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით.

· პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფორმულირებაში (იხ. „გვერდითი მოვლენები“).

გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები:

ირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევეტირაცეტამის მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება დოზის შერჩევამდე (იხ.დოზირება და მიღება).

თირკმლისმწვავედარღვევა

ლევეტირაცეტამის გამოყენება ძალიან იშვიათად ასოცირდება თირკმლის მწვავე დაზიანებასთან, დაწყების დრო რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს.

 

სისხლისუჯრედებისრაოდენობა

ლევეტირაცეტამის მიღებისას, ძირითადად მკურნალობის დასაწყიში, აღწერილია სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების იშვიათი შემთხვევები (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და პანციტოპენია). რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გამოხატული სისუსტე, ცხელება, მორეციდივე ინფექციები ან კოაგულაციის დარღვევები (პარაგრაფი გვერდითი მოვლენები).

სუიციდი

სუიციდი, სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და ქცევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით ლევეტირაცეტამის ჩათვლით. ანტიეპილეფსიური მედიკამენტების რანდომიზებული პლაცებო კონტროლირებული კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრების და სუიციდური ქცევის რისკის მცირე მომატება. ამ რისკის მექანიზმი ცნობილი არ არის.

ამიტომ, პაციენტებში აუცილებელია დეპრესიის და/ან სუიციდური აზრებისა და ქცევის ნიშნებზე დაკვირვება და საჭიროა შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობის განხილვა. პაციენტებს (და პაციენტების მომვლელებს) ეძლევათ რჩევა, დეპრესიის და/ან სუიციდური აზრების ან ქცევის ნიშნების გამოვლენისას მიმართონ ექიმს.

პათოლოგიურიდააგრესიულიქცევები

ლევეტირაცეტამმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზური სიმპტომები და ქცევითი აშლილობები, მათ შორის გაღიზიანება და აგრესიულობა. ლევეტირაცეტამით მკურნალ პაციენტებში, საჭიროა დაკვირვება ფსიქიატრიული ნიშნების განვითარებაზე, რომლებიც მიუთითებენ განწყობის და/ან პიროვნების მნიშვნელოვან ცვლილებებზე. თუ ასეთი ქცევები შეინიშნება, უნდა განიხილებოდეს მკურნალობის ადაპტაცია ან თანდათანობითი შეწყვეტა. თუ განიხილება შეწყვეტა, გთხოვთ, იხილოთ პარაგრაფი დოზირება და მიღება.

გულყრების გაუარესება

სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატების მსგავსად, ლევეტირაცეტამმა შეიძლება იშვიათად გააუარესოს გულყრების სიხშირე თუ სიმძიმე. ეს პარადოქსული ეფექტი ძირითადად დაფიქსირდა ლევეტირაცეტამის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველ თვეში და შექცევადი იყო პრეპარატის შეწყვეტის ან დოზის შემცირებისას. პაციენტებს ურჩევენ ეპილეფსიის გამწვავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

ელექტროკარდიოგრამაზეQTინტერვალის გახანგრძლივება

ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს. ლევეტირაცეტამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QTc ინტერვალის გახანგრძლივება, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ QTc-ინტერვალზე მოქმედი პრეპარატებით, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული უკვე არსებული გულის დაავადება ან ელექტროლიტური დარღვევები.

პედიატრიული პოპულაცია

ტაბლეტის ფორმულა არ არის ადაპტირებული ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ბავშვებში ხელმისაწვდომი მონაცემები არ მიუთითებს ზემოქმედებაზე ზრდასა და პუბერტატულ მომწიფებაზე. თუმცა, ბავშვებში სწავლის, ინტელექტის, ზრდის, ენდოკრინული ფუნქციის, პუბერტატული მომწიფებისა და მშობიარობის პოტენციალის გრძელვადიანი ეფექტი უცნობია.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციულიპოტენციალისმქონე ქალები

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები საჭიროებენ სპეციალისტთან კონსულტაციას. ლევეტირაცეტამით მკურნალობა უნდა გადაიხედოს, თუ ქალი ორსულობას გეგმავს. ყველა ანტიეპილეფსიური საშუალების მსგავსად, ლევეტირაცეტამის უეცარი შეწყვეტა თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულყრები, რასაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს ქალისა და ნაყოფისთვის. მონოთერაპია სასურველია შეძლებისდაგვარად, რადგან თერაპია მრავალი ანტიეპილეფსიური საშუალებებით AEDs შეიძლება ასოცირებული იყოს თანდაყოლილი მანკების უფრო მაღალ რისკთან, ვიდრე მონოთერაპია, ასოცირებული ანტიეპილეფსიური საშუალებების მიხედვით.

ორსულობა

ლევეტირაცეტამის მონოთერაპიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორსული ქალების პოსტმარკეტინგული მონაცემების დიდი რაოდენობა (1800-ზე მეტი, მათ შორის 1500-ზე მეტი ექსპოზიცია მოხდა პირველ ტრიმესტრში) არ მიუთითებს ძირითადი თანდაყოლილი მანკების რისკის ზრდაზე.

ლევეტირაცეტამის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში, თუ საგულდაგულო შეფასების შემდეგ კლინიკურად საჭიროდ ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზა.

ორსულობის დროს ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლევეტირაცეტამის კონცენტრაციაზე. ორსულობისას აღინიშნება ლევეტირაცეტამის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება. ეს შემცირება უფრო გამოხატულია მესამე ტრიმესტრში (ორსულობამდე საწყისი კონცენტრაციის 60%-მდე). ლევეტირაცეტამით მკურნალი ორსულების შესაბამისი კლინიკური მართვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ძუძუთი კვება

ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. შესაბამისად, ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. თუმცა, თუ ძუძუთი კვების დროს აუცილებელია ლევეტირაცეტამით მკურნალობა, უნდა შეფასდეს მკურნალობის სარგებელი/რისკი, ძუძუთი კვების მნიშვნელობის გათვალისწინებით.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ფერტილობაზე ზემოქმედება არ გამოვლენილა. კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

გავლენაავტომობილისმართვისადასხვამექანიზმებთანმუშაობისუნარზე :

ლევეტირაცეტამს გააჩნია უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. შესაძლო განსხვავებული ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. შესაბამისად, სიფრთხილე არის რეკომენდებული ასეთ პაციენტებში, კვალიფიციური დავალებების შესრულებისას, როგორიცაა მაგ. ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა. პაციენტებს ურჩევენ მოერიდონ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას, სანამ არ დადგინდება, რომ მათ უნარზე არ იმოქმედებს ასეთი აქტივობები.

გვერდითი მოვლენები:

უსაფრთხოებისპროფილისმოკლეაღწერა

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენა იყო ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, სისუსტე და თავბრუსხვევა.

გვერდითიმოვლენებიცხრილისსახით

კლინიკურ კვლევებსა (მოზრდილები, მოზარდები, ბავშვები და ჩვილები >1 თვე) და პოსტმარკეტინგული პრაქტიკაში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ ცხრილში ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით. გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით და მათი სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10000).

MedDRA SOC

სიხშირის კატეგორია

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

ნაზოფარინგიტი

   

ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

   

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

პანციტოპენია,

ნეიტროპენია,

აგრანულოციტოზი

იმუნური სისტემის დარღვევები

     

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიის ჩათვლით)

მეტაბოლიზმის დაკვების დარღვევები

 

უმადობა

წონაში კლება, წონაში მატება

ჰიპონატრემია

ფსიქიატრიული დარღვევები

 

დეპრესია, აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა/ გაღიზიანება

სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები, ფსიქოზური აშლილობა, არანორმალური ქცევა, ჰალუცინაცია, ბრაზი, დაბნეული მდგომარეობა, პანიკური შეტევა, ზეგავლენა ლაბილობა/განწყობის ცვალებადობაზე, აგზნებადობა

თვითმკვლელობა, პიროვნების აშლილობა, არანორმალური აზროვნება, დელირიუმი

ნერვული სისტემის დარღვევები

ძილიანობა, თავის ტკივილი

კრუნჩხვები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ლეთარგია, ტრემორი

ამნეზია, მეხსიერების დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა/ატაქსია, პარესთეზია, ყურადღების დარღვევა

ქორეოათეტოზი, დისკინეზია, ჰიპერკინეზია, სიარულის დარღვევა, ენცეფალოპათია, გამწვავებული კრუნჩხვები

თვალის დარღვევები

   

დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა

 

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

 

ვერტიგო

   

გულის დარღვევები

     

QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე

 

სუნთქვის,გულმკერდის და შუა საყარის დარღვევები

 

ხველა

   

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

 

მუცლის ტკივილი, ფაღარათი, დისპეფსია, ღებინება, გულისრევა

 

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

   

ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევები

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი

თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები

     

თირკმლის მწვავე დისფუნქცია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

 

გამონაყარი

ალოპეცია, ეგზემა, ქავილი,

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა

ჩონჩხ კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

   

კუნთების სისუსტე, მიალგია

რაბდომიოლიზი და სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება*

ზოგადი დარღვევები და მოვლენები

შეყვანის ადგილზე

 

ასთენია/დაღლილობა

   

ტრავმა,მოწამვლა და პროცედურული გართულებები

   

ტრავმა

 

* სიხშირე მნიშვნელოვნად უფრო მაღალია იაპონელ პაციენტებში, არაიაპონელ პაციენტებთან შედარებით.

მტკიცებულებები ასევე მიუთითებს იაპონიის მოსახლეობის შესაძლო მიდრეკილებაზე ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის (NMS) მიმართ.

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ანორექსიის რისკი უფრო მაღალია, ლევეტირაცეტამის გამოყენებისას ტოპირამატთან ერთად.

ალოპეციის რამდენიმე შემთხვევაში, გამოჯანმრთელება აღინიშნა ლევეტირაცეტამის შეწყვეტისას. ძვლის ტვინის დათრგუნვა გამოვლინდა პანციტოპენიის ზოგიერთ შემთხვევაში.

ენცეფალოპათიის შემთხვევები ძირითადად აღინიშნებოდა მკურნალობის დასაწყისში (რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე) და შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს კონცულტაციისათვის.

სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება :

ანტიეპილეფსიურისამკურნალო საშუალებები

მოზრდილებში ჩატარებული კლინიკური კვლევების წინასწარი მარკეტინგული მონაცემები აჩვენებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას არსებული ანტიეპილეფსიური მედიკამენტების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) შრატში კონცენტრაციაზე და რომ ეს ანტიეპილეფსიური მედიკამენტები არ ახდენენ გავლენას ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე. ისევე როგორც მოზრდილებში, არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების მტკიცებულება პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევეტირაცეტამს დოზით 60 მგ/კგ/დღეში.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რეტროსპექტულმა შეფასებამ ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (4-დან 17 წლამდე) დაადასტურა, რომ პერორალურად მიღებული ლევეტირაცეტამით დამხმარე თერაპია არ ახდენდა გავლენას კარბამაზეპინის და ვალპროატის შრატში წონასწორულ კონცენტრაციაზე. თუმცა, მონაცემები ცხადყოფს ლევეტირაცეტამის 20%-ით უფრო მაღალ კლირენსს ბავშვებში, რომლებიც იღებენ ფერმენტ-ინდუცირებულ ანტიეპილეფსიურ სამკურნალო საშუალებებს. დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პრობენეციდი

პრობენეციდი (500 მგ ოთხჯერ დღეში), თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი აგენტი, ნაჩვენებია, რომ თრგუნავს პირველადი მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსს, მაგრამ არა ლევეტირაცეტამის. მიუხედავად ამისა, ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია რჩება დაბალი.

მეთოტრექსატი

ცნობილია, რომ ლევეტირაცეტამის და მეთოტრექსატის ერთდროული მიღება ამცირებს მეთოტრექსატის კლირენსს, რაც იწვევს სისხლში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდას/გახანგრძლივებას პოტენციურად ტოქსიკურ დონემდე. მეთოტრექსატისა და ლევეტირაცეტამის დონე სისხლში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ამ ორი პრეპარატით.

პერორალურიკონტრაცეპტივებიდასხვაფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ლევეტირაცეტამი 1000 მგ დღეში არ ახდენს გავლენას პერორალური კონტრაცეპტივების (ეთინილ-ესტრადიოლი და ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკაზე; ენდოკრინული პარამეტრები (მალუთეინიზებელი ჰორმონი და პროგესტერონი) არ შეცვლილა. ლევეტირაცეტამი 2000 მგ დღეში არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე; პროთრომბინის დრო არ შეცვლილა. დიგოქსინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან და ვარფარინთან ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

საფაღარათე საშუალებები

დაფიქსირდა ლევეტირაცეტამის ეფექტურობის შემცირების ცალკეული შეტყობინებები, ოსმოსური საფაღარათე მაკროგოლის გამოიყენებისას პერორალურ ლევეტირაცეტამთან ერთად. ამიტომ მაკროგოლის მიღება არ შეიძლება პერორალურად ლევეტირაცეტამის მიღებამდე და მიღების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში.

საკვები და ალკოჰოლი

ლევეტირაცეტამის შეწოვის ხარისხი არ იცვლებოდა საკვებით, მაგრამ შეწოვის სიჩქარე ოდნავ შემცირდა.

არ არსებობს ინფორმაცია ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

პარციალური გულყრები

მონოთერაპიის (16 წლიდან) და დამხმარე თერაპიის რეკომენდებული დოზა იგივეა; როგორც ქვემოთ არის მოცემული.

ყველა ჩვენება

მოზრდილები(≥18წელი)და50კგანმეტიწონისმქონე(12-დან17წლამდე)მოზარდები

საწყისი თერაპიული დოზა არის 500 მგ ორჯერ დღეში. ამ დოზის დაწყება შესაძლებელია მკურნალობის პირველ დღეს. თუმცა, უფრო დაბალი საწყისი დოზა 250 მგ დღეში ორჯერ შეიძლება მიეცეს ექიმის მიერ გულყრების შემცირებისა და პოტენციური გვერდითი მოვლენების შეფასების საფუძველზე. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე დღეში ორჯერ ორი კვირის შემდეგ.

კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 1500 მგ-მდე დღეში ორჯერ. დოზის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს 250 მგ ან 500 მგ ორჯერ დღეში, გაზრდით ან შემცირებით ყოველ ორ-ოთხ კვირაში.

50კგ-ზენაკლებიწონისმოზარდები(12-დან17წლამდე)დაბავშვები1თვის ასაკიდან

ექიმმა უნდა დანიშნოს ყველაზე შესაფერისი წამლის ფორმა, გამოშვების ფორმა და მოქმედების სიძლიერე წონის, ასაკისა და დოზის მიხედვით. იხილეთ პედიატრიული პოპულაცია “ დოზის კორექტირებისთვის წონის მიხედვით.

შეწყვეტა

თუ ლევეტირაცეტამის მიღება უნდა შეწყდეს, რეკომენდებულია მისი თანდათანობით მოხსნა (მაგ. მოზრდილებში და მოზარდებში, რომელთა წონა 50 კგ-ზე მეტია: 500 მგ მცირდება ორჯერ დღეში ყოველ ორ-ოთხ კვირაში);

6 თვეზე უფროსი ასაკის ჩვილებში, 50 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში: დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ ორჯერ დღეში ყოველ ორ კვირაში;

ჩვილებში (6 თვეზე ნაკლები): დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/კგ ორჯერ დღეში ყოველ ორ კვირაში).

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმულები(>65წლის )

დოზის კორექცია რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. „თირკმლის უკმარისობა“ ქვემოთ).

თირკმლის უკმარისობა

დღიური დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით.

ზრდასრული პაციენტებისთვის იხილეთ შემდეგი ცხრილი და დააკორექტირეთ დოზა, როგორც მითითებულია. ამ დოზირების ცხრილის გამოსაყენებლად საჭიროა პაციენტის კრეატინინის კლირენსის (CLcr) შეფასება მლ/წთ. CLcr მლ/წთ-ში შეიძლება შეფასდეს შრატში კრეატინინის (მგ/დლ) განსაზღვრით, 50 კგ-ზე მეტი წონის მოზრდილებში და მოზარდებში შემდეგი ფორმულით:

CL cr (მლ/წთ) = (x 0.85 ქალებისთვის)

შემდეგ CL cr კორექტირდება სხეულის ზედაპირის ფართობისთვის (BSA) შემდეგნაირად

CL cr (მლ/წთ/1.73 მ 2 ) = x 1.73

დოზის კორექცია 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე ზრდასრული და მოზარდი პაციენტებისთვის თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და სიხშირე

ნორმალური მსუბუქი

ზომიერი

მძიმე

თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც იტარებენ დიალიზს (1)

≥80

50-79

30-49

<30

-

500-დან 1500 მგ-მდე დღეში ორჯერ

500-დან 1000 მგ-მდე დღეში ორჯერ

250-დან 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

250-დან 500 მგ-მდე დღეში ორჯერ

500-დან 1000 მგ-მდე დღეში ერთხელ (2)

(1) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია 750 მგ დატვირთვის დოზა.

(2) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 250-დან 500 მგ-მდე დამატებითი დოზა.

თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებისთვის ლევეტირაცეტამის დოზის კორექცია საჭიროა თირკმლის ფუნქციის მიხედვით, რადგან ლევეტირაცეტამის კლირენსი დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციასთან. ეს რეკომენდაცია ეფუძნება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ჩატარებულ კვლევას.

CLcr მლ/წთ/1,73 მ 2 შეიძლება შეფასდეს შრატის კრეატინინის (მგ/დლ) განსაზღვრით, ახალგაზრდა მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის და ჩვილებისთვის შემდეგი ფორმულის გამოყენებით (შვარცის ფორმულა):

CL cr (მლ/წთ/1.73 მ 2 ) =

ks= 0,45 დროულ ჩვილებში 1 წლამდე; ks= 0.55 ბავშვებში 13 წლამდე და მოზარდ ქალებში; ks= 0.7 მოზარდ მამაკაცში

დოზის კორექცია 50 კგ-ზე ნაკლები წონის ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73 მ2)

დოზა და სიხშირე (1)

ჩვილები 1-დან 6 თვემდე

6-დან 23 თვემდე ჩვილები, 50 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები და მოზარდები

ნორმალური

≥ 80

7-დან 21 მგ/კგ-მდე (0.07-0.21 მლ/კგ)

ორჯერ დღეში

10-30 მგ/კგ (0.10-0.30 მლ/კგ) ორჯერ დღეში

მსუბუქი

50-79

7-დან 14 მგ/კგ-მდე (0.07- 0.14 მლ/კგ) ორჯერ დღეში

10-20 მგ/კგ (0.10-0.20 მლ/კგ) ორჯერ დღეში

ზომიერი

30-49

3.5-დან 10.5 მგ/კგ-მდე (0.035-0.105 მლ/კგ) ორჯერ დღეში

5-დან 15 მგ/კგ-მდე (0.05-დან 0.15 მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

მძიმე

< 30

3,5-7 მგ/კგ (0,035-0,07 მლ/კგ) ორჯერ დღეში

5-დან 10 მგ/კგ-მდე (0,05-დან 0,10 მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც იტარებენ დიალიზს

--

7-დან 14 მგ/კგ-მდე (0,07-დან 0,14 მლ/კგ-მდე) დღეში ერთხელ (2) (4)

10-დან 20 მგ/კგ-მდე (0.10-დან 0.20 მლ/კგ-მდე) ერთხელ დღეში (3) (5)

(1) ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 250 მგ-ზე ნაკლები დოზებისთვის, 250 მგ მრავალჯერადი დოზებისთვის, როდესაც დოზირების რეკომენდაცია ვერ მიიღწევა მრავალჯერადი დოზის მიღებით, და პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა.

(2) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია 10,5 მგ/კგ (0,105 მლ/კგ) დატვირთვის დოზა.

(3) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია 15 მგ/კგ (0.15 მლ/კგ) დატვირთვის დოზა.

(4) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 3,5-დან 7 მგ/კგ (0,035-დან 0,07 მლ/კგ-მდე) დამატებითი დოზა.

(5) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 5-დან 10 მგ/კგ-მდე (0,05-დან 0,10 მლ/კგ-მდე) დამატებითი დოზა.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსმა შეიძლება სათანადოდ ვერ შეაფასოს თირკმლის უკმარისობა. ამიტომ რეკომენდებულია ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზის 50%-ით შემცირება, როდესაც კრეატინინის კლირენსი არის < 60 მლ/წთ/1,73 მ2.

პედიატრიული პოპულაცია

ექიმმა უნდა დანიშნოს ყველაზე შესაფერისი წამლის ფორმა, გამოშვების ფორმა და სიძლიერე ასაკის, წონის და დოზის მიხედვით. ტაბლეტის ფორმულა არ არის ადაპტირებული ჩვილებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი არის სასურველი ფორმა ამ პოპულაციაში გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ტაბლეტების ხელმისაწვდომი დოზის სიძლიერე არ არის მიზანშეწონილი 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში საწყისი მკურნალობისთვის, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა ან 250 მგ-ზე ნაკლები დოზების მიღებისთვის. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი.

მონოთერაპია

ლევეტირაცეტამის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში, როგორც მონოთერაპიის მკურნალობა, დადგენილი არ არის.

ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

50 კგ ან მეტი წონის (16-17 წლის) მოზარდები პარციალური გულყრებით მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე ახლახანს დიაგნოსტირებული ეპილეფსიით.

იხილეთ პარაგრაფი ზემოთ მოზრდილები (>18 წელი) და 50 კგ ან მეტი წონის (12-17 წლის) მოზარდები.

დამატებითი თერაპია 6-თვიდან 23 თვემდე ჩვილებში, 50 კგ-მდე წონის ბავშებსა (2-11 წლის) და მოზარდებში (12-17 წლის)

ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი არის სასურველი ფორმა ჩვილებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 250 მგ-ზე ნაკლები დოზებისთვის, 250 მგ მრავალჯერადი დოზებისთვის, როდესაც დოზირების რეკომენდაცია ვერ მიიღწევა მრავალჯერადი დოზის მიღებით, და პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა.

მინიმალური ეფექტური დოზა უნდა იქნას გამოყენებული ყველა ჩვენებისთვის. საწყისი დოზა 25 კგ ბავშვისთვის ან მოზარდისთვის უნდა იყოს 250 მგ ორჯერ დღეში მაქსიმალური დოზით 750 მგ ორჯერ დღეში. 50 კგ-ზე მეტი ასაკის ბავშვებში დოზა იგივეა რაც მოზრდილებში ყველა ჩვენებისთვის.

გთხოვთ, იხილოთ ზრდასრულები(≥18წლის)დამოზარდები(12-დან17წლამდე)წონით50კგან მეტი ყველა ჩვენებისთვის.

დამატებითითერაპია1თვიდან6თვემდეასაკისჩვილებისთვის

ჩვილებში გამოიყენება პერორალური ხსნარის ფორმულა.

მიღების წესი

შემოგარსული ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად გადაყლაპვით, მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება შეიგრძნოთ ლევეტირაცეტამის მწარე გემო. დღიური დოზა მიიღება ორ თანაბრად გაყოფილი დოზით.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები

ლევეტირაცეტამის დოზის გადაჭარბებისას დაფიქსირდა ძილიანობა, აღგზნება, აგრესია, ცნობიერების დონის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.

ჭარბი დოზირების მართვა

მწვავე ჭარბი დოზირების შემდეგ კუჭის დაცლა შესაძლებელია კუჭის გამორეცხვით ან პირღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატური იქნება და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. დიალიზატორის ექსტრაქციის ეფექტურობა არის 60% ლევეტირაცეტამისთვის და 74% პირველადი მეტაბოლიტისთვის.

შეფუთვა:

ლევამბელი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; აპკიანი გარსით დაფარული 50 ტაბლეტი; 5 ბლისტერი / 1 კოლოფი (აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი / 1 ბლისტერი)

შენახვის პირობები:

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, თავის შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
Units50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy