დაცეპტონი - Dacepton 10მგ/მლ 3მლ 5 კარტრიჯი
ჩვენება: გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
დაცეპტონი® 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯში
აპომორფინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
· შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მოგვიანებით მისი წაკითხვა.
· დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან ფარამცევტს.
· ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენების მიზნით. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასაც აღნიშნება მსგავსი სიმპტომები.
· თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე იმ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
თქვენი სამკურნალო საშუალების სახელწოდება დაცეპტონი 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯში, რომელიც მოხსენიებული იქნება წინამდებარე ინსტრუქციაში როგორც დაცეპტონი.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს დაცეპტონი და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია დაცეპტონის გამოყენებამდე
3. დაცეპტონის მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. დაცეპტონის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს დაცეპტონი და რისთვის გამოიყენება?
დაცეპტონი შეიცავს შეიცავს აპომორფინის საინექციო ხსნარს. იგი შეიყვანება კანქვეშა მიდამოში (სუბკუტანურად) მხოლოდ სპეციალური D-mine-Pen-ის გამოყენებით. დაცეპტონის აქტიური ნივთიერება არის აპომორფინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატი. ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 10 მგ აპომორფინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატი. აპომორფინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც დოფამინის აგონისტები. დაცეპტონი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. აპომორფინი ხელს უწყობს ,,უმოქმედოდ“ ან უმოძრაო მდგომარეობაში გატარებული დროის შემცირებას იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ პარკინსონის დაავადების გამო ლევოდოპათი (პარკინსონის დაავადების სხვა მკურნალობა) და/ან სხვა დოფამინის აგონისტებით.
თქვენი ექიმი ან ექთანი დაგეხმარებათ ნიშნების ამოცნობაში, რომლის დროსაც უნდა გამოიყენოთ თქვენი წამალი. აქტიური ნივთიერების სახელწოდებაში შემავალი სიტყვა მორფინის მიუხედავად, ეს პროდუქტი არ შეიცავს მორფინს.
2. ინფორმაცია დაცეპტონის გამოყენებამდე
არ შეიძლება დაცეპტონის გამოყენება
- თუ ხართ ალერგიული აპომორფინის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
- თუ ხართ 18 წლამდე ასაკის
- თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება
- თუ გაქვთ დემენცია ან ალცჰეიმერის დაავადება
- თუ გაწუხებთ ფსიქიკური დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჰალუცინაციები, ბოდვები, აზრების დარღვევა, რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები
- თუ გაქვთ მძიმე დისკინეზია (უნებლიე მოძრაობები) ან მძიმე დისტონია (მოძრაობის შეუძლებლობა) ლევოდოპას მიღების მიუხედავად
- თუ ცნობილია, რომ თქვენ ან თქვენს ოჯახში ვინმეს გაქვთ ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ანომალია, რომელსაც ეწოდება "გახანგრძლივებული QT სინდრომი". აცნობეთ ამის შესახებ
- თუ იღებთ ონდანსეტრონს (გულისრევისა და ღებინების სამკურნალო საშუალება)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დაცეპტონის გამოყენებამდე: თქვენი ექიმი ჩაატარებს ეკგ-ს (ელექტროკარდიოგრამას) და მოგთხოვთ ყველა სხვა მედიკამენტის ჩამონათვალს, რომელსაც იღებთ. ეს ეკგ-ის ჩატარება განმეორდება თქვენი მკურნალობის პირველ დღეებში და ნებისმიერ დროს, თუკი თქვენი ექიმი ჩათვლის მის ჩატარებას საჭიროდ. ის ასევე გკითხავთ სხვა დაავადებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გქონდეთ, განსაკუთრებით თქვენს გულის მხრივ. ზოგიერთი სახის გამოკითხვა და გამოკვლევა შეიძლება განმეორდეს ყოველ სამედიცინო ვიზიტზე. თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს გულის მხრივ, მაგ. პალპიტაცია, სისუსტე ან ცნობიერების დაკარგვა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ექიმს. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ დიარეა ან დაიწყეთ ახალი წამლის მიღება.
მიმართეთ ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან ფარმაცევტს დაცეპტონის გამოყენებამდე:
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ ფილტვის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის პრობლემები
- თუ გაქვთ დაბალი წნევა ან გრძნობთ სისუსტეს და თავბრუსხვევას დგომისას
- თუ იღებთ რაიმე წამალს მაღალი წნევის სამკურნალოდ
- თუ თავს გრძნობთ ავად ან შეუძლოდ
- თუ თქვენი პარკინსონის დაავადება იწვევს გარკვეულ ფსიქიკურ პრობლემებს, როგორიცაა ჰალუცინაციები და დაბნეულობა
- თუ ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი/მზრუნველი შეამჩნევთ, რომ გაგიჩნდებათ სურვილი ან ლტოლვა, მოიქცეთ თქვენთვის უჩვეულოდ და ვერ გაუძლებთ სურვილს, სწრაფვას ან ცდუნებას განახორციელოთ გარკვეული აქტივობები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვებს. მათ უწოდებენ სურვილების კონტროლის აშლილობას და შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, როგორიცაა აზარტული თამაშები, გადაჭარბებული ჭამა ან ფულის ხარჯვა, არანორმალურად მაღალი სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური აზრების ან გრძნობების ზრდა.თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება ან შეწყვეტა.
ზოგიერთ პაციენტს უვითარდება წამალზე დამოკიდებულების მსგავსი სიმპტომები, რაც იწვევს დაცეპტონისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტების დიდი დოზებისადმი ლტოლვას.
ბავშვები და მოზარდები
დაცეპტონი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და დაცეპტონი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების გამოყენებას.
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ იყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია, რომ გავლენას ახდენს თქვენს გულისცემაზე აცნობეთ ექიმს. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემებისთვის (როგორიცაა ქინიდინი და ამიოდარონი), დეპრესიისთვის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი) და ბაქტერიული ინფექციებისთვის („მაკროლიდური“ ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი) და დომპერიდონი.
ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ღებულობთ ონდანსეტრონს (გულისრევისა და ღებინების სამკურნალო საშუალება), რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა და გონების დაკარგვა. თუ იყენებთ დაცეპტონს სხვა პრეპარატებთან ერთად, ამ მედიკამენტების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს.
მათ განსაკუთრებით მიეკუთვნებიან:
- მედიკამენტები, როგორიცაა კლოზაპინი ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ
- მედიკამენტები არტერიული წნევის დასაწევად
- პარკინსონის დაავადების სხვა მედიკამენტები
თქვენი ექიმი გაცნობებთ, გჭირდებათ თუ არა თქვენი აპომორფინის ან რომელიმე სხვა მედიკამენტის დოზის შეცვლა. თუ იღებთ ლევოდოპას (პარკინსონის დაავადების სხვა წამალს) და ასევე აპომორფინს, ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი სისხლი.
დაცეპტონის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
საკვები და სასმელი პროდუქტები არ ახდენენ ზეგავლენას დაცეპტონის მოქმედებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ჩვილს კვებავთ ძუძუთი, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე. დაცეპტონი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა აშკარა აუცილებლობის არსებობისას. არ არის ცნობილი გადადის თუ არა დაცეპტონი დედის რძეში. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან აპირებთ კვების დაწყებას. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ლაქტაციის გაგრძელება /შეწყვეტის ან მედიკამენტის მიღების გაგრძელება/შეწყვეტის შესახებ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
დაცეპტონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ძილის ძლიერი სურვილი. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ დაცეპტონი თქვენზე ახდენს მსგავს ზეგავლენას.
დაცეპტონი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს
ნატრიუმის მეტაბისულფიტს იშვიათად შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი ან კანის ქავილი, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, ენის შეშუპება ან სიწითლე. თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება ეს გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. დაცეპტონი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს (23 მგ) 10 მლ-ზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
3. დაცეპტონის მიღების წესი
ყოველთის მიიღეთ დაცეპტონი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუკი რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან ფარმაცევტს.
დაცეპტონის გამოყენებამდე ექიმი დაადგენს, რომ თქვენ გახასიათებთ კარგი ტოლერანტობა ამ მედიკამენტის მიმართ და ასევე ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ, რომლის გამოყენებაც დაგჭირდებათ ერთდროულად.
დომპერიდონის მიღება უნდა მოხდეს დაცეპტონის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე, რათა შეაჩეროს ღებინება ან ღებინების შეგრძნება.
არ გამოიყენოთ დაცეპტინი თუ
- ხსნარი გამწვანდა.
- ხსნარი ამღვრეულია ან მასში შეიმჩნევა ნაწილაკები.
მისაღები დოზა
დაცეპტონის რაოდენობა, რომელიც უნდა გამოიყენოთ და ინექციების რაოდენობა, რომელიც საჭიროა ყოველდღიურად, დამოკიდებულია თქვენს პირად მოთხოვნებზე. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ამ საკითხს და გეტყვით, თუ რამდენი წამალი უნდა შეიყვანოთ და რამდენად ხშირად. რაოდენობა, რომლითაც მიიღწევა საუკეთესო ეფექტი, განისაზღვრება სპეციალიზებულ კლინიკაში ვიზიტის დროს.
- ჩვეულებრივი დღიური დოზაა 3 მგ-დან 30 მგ-მდე.
- შეიძლება დაგჭირდეთ დღეში 100 მგ-მდე.
- როგორც წესი, დაგჭირდებათ 1-დან 10 ინექცია დღეში.
- თითოეული ინექცია არ უნდა იყოს 10 მგ-ზე მეტი.
D-mine Pen, რომელიც საჭიროა დაცეპტონის საინექციო ხსნარის კარტრიჯში გამოსაყენებლად, არ არის შესაფერისი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ 6 მგ-ზე მეტი დოზა თითო ინექციისთვის. ამ პაციენტებისთვის საჭიროა სხვა პროდუქტების გამოყენება. არ არის საჭირო დაცეპტონის განზავება გამოყენებამდე. გარდა ამისა, არ შეიძლება მისი შერევა სხვა მედიკამენტებთან.
· თქვენი ექიმი გაცნობებთ დაცეპტონის საჭირო დოზას და გამოყენების სიხშირეს. თქვენი ექიმი ასევე გეტყვით, თუ როგორ შეცვალოთ დაცეპტონის დოზა საჭიროების შემთხვევაში. არ შეცვალოთ დაცეპტონის დოზა და არ გამოიყენოთ იგი უფრო ხშირად ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
· თქვენ და თქვენი მომვლელები მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციებს დოზების მომზადებისა და ინექციის გაკეთების შესახებ თქვენი ექიმისგან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საჭირო დოზირების კალმის სწორად გამოყენებას.
დაცეპტონის გამოყენებამდე
შენიშვნა: ამ შეფუთვაში არ შედის კალამი ან კალმის ნემსები.
დაცეპტონის კარტრიჯები განკუთვნილია გამოსაყენებლად მხოლოდ სპეციალურ D-mine Pen-თან და ერთჯერადი კალამ-ნემსებით, როგორც ეს მითითებულია კალმის გამოყენების ინსტრუქციაში.
კალმის აღწერა
· ყოველი ინექციისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
· ნემსები და კალამი არის პირადი გამოყენების და არ უნდა გაუზიაროთ სხვებს
· დაცეპტონის გამოყენებამდე შეისწავლეთ თქვენი კალამი და კალმის სახელმძღვანელო, რათა გაეცნოთ სწორ გამოყენებას. თუ თქვენი კალამი დაზიანებულია ან არ მუშაობს გამართულად (მექანიკური დეფექტების გამო), გთხოვთ, გაეცნოთ კალმის გამოყენების ინსტრუქციას.
სად და როგორ უნდა გაიკეთოთ დაცეპტონის ინექცია
• პირველ რიგში დაიბანეთ ხელები.
• კალმის გამოყენებამდე დაგჭირდებათ რამდენიმე ქირურგიული ტამპონი და ერთი ნემსი მის დამცავ კონუსში.
• მიჰყევით თქვენს კალმის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულ მითითებებს
კალმის მომზადება / კარტრიჯის შეცვლ ა
ამოიღეთ კალამი თავისი ყუთიდან და მოხსენით კალმის თავსახური.
მოხსენით კარტრიჯის ჩარჩო საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით
ჩადეთ ახალი ვაზნა კარტრიჯის ჩარჩოში.
ხრახნიანი ღერო მთლიანად უკან დააბრუნეთ. ეს უკეთ გამოგივათ თითის წვერით.
ჩასვით კარტრიჯის ჩარჩო კორპუსში და ჩაკეტეთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ დატრიალებით.
კალმის ნემსის მიმაგრება
მიჰყევით თქვენი კალმის ნემსის გამოყენების ინსტრუქციას. მოხსენით ასაძრობი ფოლგა.
დააწკაპუნეთ / გადაატრიალეთ კალმის ნემსი კარტრიჯის ჩარჩოსკენ
ამოიღეთ ნემსის გარე დამცავი ხუფი. შეინახეთ ნემსის გარე დამცავი ხუფი, რათა უსაფრთხოდ ამოიღოთ და გადააგდოთ კალმის ნემსი გამოყენების შემდეგ.
ამოიღეთ და გადააგდეთ ნემსის შიდა დამცავი ხუფი.
პრაიმინგი / ფუნქციის შემოწმება
გამოყენებამდე გამოდევნეთ დარჩენილი ჰაერი კარტრიჯიდან. დააყენეთ ტესტის დოზა დოზატორის შემობრუნებით. შეამოწმეთ აკრეფილი დოზა ზემოდან ვერტიკალურად დახედვით და არა დისპლეის კუთხიდან, რათა ნათლად გამოჩნდეს სიმბოლო . ამას ეწოდება "პრაიმინგი" და მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს კალმის გამოყენებისას სრული დოზის მიღებას.
ფუნქციის შესამოწმებლად დაიჭირეთ კალამი ვერტიკალურად და ნაზად შეეხეთ კარტრიჯის ჩარჩოს, ისე რომ ჰაერი ზევით ასწიოს.
დააჭირეთ ღილაკს.
კალმის ნემსის წვერიდან წამლის რამდენიმე წვეთი გამოვა. თუ წვეთები არ გამოჩნდება, გაიმეორეთ ეს ნაბიჯი.
დოზის დარეგულირება
დააყენეთ საჭირო დოზა დოზატორის საათის ისრის მიმართულებით მობრუნებით. შეასწორეთ დოზა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მობრუნებით.
ინექცია
· ქირურგიული ტამპონით გაასუფთავეთ კანის ის ადგილი, სადაც აპირებთ პრეპარატის შეყვანას და ასევე მის გარშემო არეალი.
· შეიყვანეთ დაცეპტონი ინექციის ადგილას თქვენი წელის წინა მხარეს (მუცელზე) ან ბარძაყის გარეთა არეში კანქვეშ (სუბკუტანურად), როგორც ეს გაჩვენათ თქვენმა ექიმმა ან სამედიცინო პერსონალმა.
ინექციისთვის სრულად დააჭირეთ ღილაკს. წამლის გამონადენის დროს დააჭირეთ ღილაკს ბოლომდე. მას შემდეგ, რაც თქვენი წამალი მთლიანად გამოიდევნება, დაელოდეთ 6 წამი და შემდეგ ნელა ამოიღეთ კალმის ნემსი. თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს ან გაათავისუფლოთ იგი 6 წამის განმავლობაში. შეამოწმეთ, რომ ეკრანი არის „0,0“ პოზიციაზე, რათა დაადასტუროთ სრული დოზის მიწოდება.
· შეცვალეთ ინექციის ადგილი დაცეპტონის ყოველი გამოყენებისას. ეს შეამცირებს კანის რეაქციის გაჩენის შანსს იმ ადგილას, სადაც შეჰყავთ დაცეპტონი. არ შეიყვანოთ დაცეპტონი კანის მტკივნეულ, გაწითლებულ, ინფიცირებულ ან დაზიანებულ უბანში.
· თქვენ არასოდეს არ უნდა გააკეთოთ ინექცია პირდაპირ ვენაში (ინტრავენურად) ან კუნთში (ინტრამუსკულარულად).
დაცეპტონის გამოყენების შემდეგ
ამოიღეთ და გადააგდეთ ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ (უსაფრთხო განადგურების გზით, იხილეთ ნაწილი 5).
კალმის ნემსის ამოღება
ყოველი ინექციის შემდეგ ფრთხილად მიამაგრეთ ნემსის გარე დამცავი თავსახური კალმის ნემსზე.
მოაბრუნეთ კალმის ნემსი გარე ხუფის საათის ისრის მიმართულებით მობრუნებით და გადააგდეთ ის წესის შესაბამისად.
ასევე შესაძლებელია:
მოათავსეთ კალმის ნემსის ხუფი თქვენი ნაკრების კოლოფის შესაბამის მარცხენა ჭრილში. ნემსის ღია ხუფი უნდა იყოს მიმართული ზემოთ. ფრთხილად ჩადეთ ნემსი (დამაგრებული თქვენს კალმზე) ხუფის ჭრილში. ხუფზე დაჭერის გარეშე, მტკიცედ დააწექით ქვემოთ და მოაბრუნეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ მოაბრუნოთ კალმის ნემსი.
ყოველი გამოყენების შემდეგ კალმის თავსახური საიმედოდ დაამაგრეთ.
•დატოვე კარტრიჯი კალმში.
· ახალი ვაზნის გამოყენება შესაძლებელია 15 დღემდე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 5. „დაცეპტონის შენახვის წესი“)
· თუ არ დარჩა საკმარისი ხსნარი შემდეგი დოზის მისაღებად, ამოიღეთ და გადააგდეთ კარტრიჯი.
· ნემსი უსაფრთხოდ გადააგდეთ, როგორც ეს აღწერილია თქვენი კალმის გამოყენების ინსტრუქციაში.
თუ მიიღეთ დაცეპტონის ჭარბი დოზირება
- აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას დაუყოვნებლივ.
- შეიძლება გამოვლინდეს შენელებული გულისცემა, გადაჭარბებული შეუძლოდ ყოფნა, გადაჭარბებული ძილიანობა და/ან სუნთქვის გაძნელება. ასევე შეიძლება იგრძნოთ სისუსტე ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ფეხზე დგომისას, დაბალი არტერიული წნევის გამო. დაწოლა და ფეხების სიმაღლეზე მოთავსება ხელს შეუწყობს დაბალი წნევის სიმპტომების შემსუბუქებას.
თუდაგავიწყდათდაცეპტონისგამოყენება
გამოიყენეთ მომდევნო საჭირო დოზა. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ გსურთ დაცეპტონის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ დაცეპტონის გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ ალერგიულ რეაქციებს უნდა შეწყვიტოთდაცეპტონი 10მგ/მლ გამოყენება და მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილებას დაუყონებლივ.
ალერგიული რეაქციის ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
- გამონაყარი
- სუნთქვის გართულება ან
- მკერდში სივიწროვის შეგრძნება
- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება,
- ყელის ან ენის შეშუპება ან სიწითლე.
ზოგიერთ შემთხვევაში დაცეპტონმა შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში):
- ინექციის ადგილზე კანქვეშა კვანძები, რომლებიც მტკივნეულია, შემაწუხებელია და შეიძლება იყოს წითელი და ახასიათებდეს ქავილი. ამ კვანძების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია შეცვალოთ ინექციის ადგილი ყოველი ინექციისას.
- ჰალუცინაციები (არ არსებული საგნების ან მოვლენების დანახვა, მოსმენა ან გრძნობა)
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე):
- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, განსაკუთრებით დაცეპტონის მიღების დასაწყისში. თუ თქვენ იღებთ დომპერიდონს და მაინც აღინიშნება გულისრევა ან თუ არ იღებთ დომპერიდონს და გაქვთ გულისრევა, აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს რაც შეიძლება სწრაფად.
- დაღლილობის ან უკიდურესად ძილიანობის შეგრძნება
- დაბნეულობა ან ჰალუცინაციები
- მთქნარება
- თავბრუსხვევა ან გულყრა წამოდგომისას
არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-მდე):
- გაზრდილი უნებლიე მოძრაობები ან გაზრდილი კანკალი "აქტივობის" პერიოდის განმავლობაში
- ჰემოლიზური ანემია, სისხლის წითელი უჯრედების არანორმალური დაშლა სისხლძარღვებში ან სხეულის სხვა ადგილებში. ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება მოხდეს პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ ლევოდოპას. +
- უეცარი ჩაძინება
- გამონაყარი
- სუნთქვის გაძნელება
- ინექციის ადგილის დაწყლულება
- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ღია ყვითელი ფერი და გამოიწვიოს სისუსტე ან ქოშინი
- სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს
იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1-მდე):
- ალერგიული რეაქცია
- ეოზინოფილია, სისხლის თეთრი უჯრედების ანომალიურად მაღალი რაოდენობა სისხლში ან სხეულის ქსოვილში.
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
- ფეხების, ტერფების და თითების შეშუპება
- გულყრა
- აგრესია, აჟიტირება
- თავის ტკივილი
- სურვილის, სწრაფვის ან ცდუნების წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა ისეთი მოქმედების შესრულებისას, რომელიც შეიძლება იყოს საზიანო თქვენთვის ან სხვებისთვის, რაც შეიძლება მოიცავდეს:
- აზარტული თამაშების ძლიერი სურვილი, მიუხედავად სერიოზული პირადი ან ოჯახური შედეგებისა.
- შეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესი და ქცევა, რომელიც გეხებათ თქვენ ან სხვებს, მაგალითად, გაზრდილი სექსუალური ლტოლვა.
- უკონტროლო გადაჭარბებული შოპინგი ან ხარჯვა
- ჭარბი კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან იძულებითი კვება (ჩვეულზე მეტი საკვების მიღება და იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა თქვენი შიმშილის დასაკმაყოფილებლად)
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ განიცდით რომელიმე ამ ქცევას; ის მიიღებს გადაწყვეტილებას სამკურნალო ზომების შესახებ სიმპტომების შემსუბუქების მიზნით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. დაცეპტონის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე ან ეტიკეტზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP‘‘ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახენა არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში ან გაყინოთ.
კარტრიჯი შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. გახსნიდან მის გამოყენებამდე ინახება იგივე პირობებში. თუ დაიწყეთ ახალი კარტრიჯის გამოყენება, მისი გამოყენება შესაძლებელია 15 დღემდე. ნუ გამოიყენებთ კარტრიჯს ხელახლა ამ დროის შემდეგ. გამოიყენეთ ახალი კარტრიჯი. არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი გამწვანდა. ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ოდნავ მოყვითალო და ნაწილაკების გარეშე.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დაცეპტონი
აქტიური ნივთიერება არის აპომორფინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატი. დაცეპტონის ყოველი მილილიტრი შეიცავს 10 მგ აპომორფინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატს.
დაცეპტონის შეფუთვა შეიცავს 3 მლ-იან კარტრიჯს, რომელიც შეიცავს 30 მგ აპომორფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებებია:
- ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223)
- მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის)
- ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის)
- საინექციო წყალი
იხილეთ ნაწილი 2, „დაცეპტონი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს“, ნატრიუმის მეტაბისულფიტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად.
დაცეპტონის გარეგნული სახედაშეფუთვისშიგთავსი
დაცეპტონი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო საინექციო ხსნარი, ნაწილაკების გარეშე, რომელიც მოთავსებულია გამჭვირვალე მინის კარტრიჯში ბრომბუტილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით ბრომბუტილის/სინთეზური პოლიიზოპრენის რეზინის ბეჭდით. თითოეული კარტრიჯი შეიცავს 3 მლ საინექციო ხსნარს. შეფუთვა შეიცავს 5, 10 ან 30 კარტრიჯს.
დიდი შეფუთვა: 2 x 5, 6 x 5 და 3 x 10 3 მლ კარტრიჯები ჩამოსხმულ პლასტმასის კონტეინერში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
Units | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account