გამალატი B6 80მლ. ხსნარი
ჩვენება: ადაპტაციის უნარის დაქვეითება ბავშვებში: გაფანტულობა და კონცენტრაციის დარღვევა სასკოლო ასაკში.
გამალატი B6 / Gamalate B6
შემადგენლობა
ყოველი 100მლ შეიცავს
მაგნი გლუტამატ ბრომჰიდრატი 2გ
გამა-ამინო-ბუტირის მჟავა (GABA) 2გ
გამა-ამინო-ბეტა-ჰიდროქსი-ბუტირიკ მჟავა (GABOB) 1გ
ვიტამინი B6 1გ
დანამატები Q.S. ყუთი
შეიცავს ნატრიუმ საქარინს
ფარმაკოლოგიური თვისებები
გამალატი B6 ითვისებს რა თავისი აქტიური კომპონენტების: ცერებროტონური ამინომჟავების (GABA და GABOB), მსუბუქი სედატიურის (MGH) და კოენზიმ ვიტამინ B6 თვისებებს ახორციელებს თავის ტვინზე ენერგოტონურ და ნეირორეგულატორულ მოქმედებას.
ამნომჟავები და ვიტამინი მონაწილეობას ღებულობს ცერებრალურ მეტაბოლიზმში და ზრდის ნერვული უჯრედების ენერგეტიკულ პოტენციას. იგი აუმჯობესებს ინტელექტუალურ ხარისხს.
ჩვენებები
მოზრდილებში:
ფუნქციური ასთენიების შემთხევევბში:
-ემოციური არამდგრადობა (ლაბილურობა)
-კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება
-დეპრესია და ნერვული მოშლილობანი
-ადაპტაციის უნარის დაქვეითება ბავშვებში: -გაფანტულობა და კონცენტრაციის დარღვევა სასკოლო ასაკში
-ადაპტაციის ნაკლებობა ან დაქვეითება სოციალურ, ოჯახის და სკოლის პირობებში.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 10მლ 2-3 ჯერ დღეში;
ბავშვებში: 2 წლამდე 2.5მლ 3 ჯერ დღეში;
2-დან 4 წლამდე 5მლ 3-ჯერ დღეში;
4-დან 7 წლამდე 10მლ 2-ჯერ დღეში;
7 წლის ზემოთ 10მლ 3 ჯერ დღეში.
ეს დოზები შეიძლება შეიცვალოს ექიმის მიერ.
უკუჩვენება
ალერგია ნებისმიერი კომპონენტებისადმი. მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ, რაც თავისით ქრება დოზის შემცირებისთანავე.
ორსულობა და ლაქტაცია
საჭიროების შემთხვევაში მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის არსებული იშვიათი ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლინება მოსალოდნელი არ არის ზედმეტი დოზირების შემთხვევაშიც კი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account