Nuroplex forte - ნუროპლექსი ფორტე 20 კაფსულა
ჩვენებები: რეკომენდებულია ინტენსიური ზრდისა და განვითარების, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
ნუროპლექს ფორტე
კაფსულა N20
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
მეთილკობალამინი (ვიტამინი B12) 750 მკგ
ფოლიუმის მჟავა 0.1 მგ
ალფა ლიპოის მჟავა 200 მგ
ვიტამინი E (აცეტატი ) 7.5 მგ
ვიტამინი B1 1.0 მგ
ვიტამინი B2 1.5 მგ
ვიტამინი B6 1.0 მგ
სელენი (სელენის დიოქსიდი) 30 მკგ
ბიოტინი 30 მკგ
თუთიის სულფატის მონოჰიდრატი
ექვივალენტური ელემენტარული
თუთიისა 15 მგ
აქტიური კომპონენტების თვისებები:
მეტილკობალამინი (ვიტ.B12) წარმოადგენს B12-ის აქტიურ ფორმას, ციანკობალამინთან შედარებით მეთილკობალამინი ბევრად უკეთ ტრანსპორტირდება ნერვულ ქსოვილში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰომოცისტეინიდან მეთიონინის სინთეზში. ჰომოცისტეინის დონის შემცირებით მეთილკობალამინი იცავს სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. მეთილკობალამინი ასევე ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილებისა და ლიპიდების სინთეზს, რომლებიც ჩართულია ტრანსმეთილირების რეაქციაში, რაც მნიშვნელოვანია დაზიანებული ნერვული ქსოვილების რეგენერაციისათვის.
ალფა ლიპოის მჟავა (თიოქტის მჟავა) წარმოადგენს უნივერსალურ, წყალში და ცხიმში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელიც ადვილად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. ალფა ლიპოის მჟავა ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას უჯრედების (მათ შორის, თავის ტვინის უჯრედების) მიერ, იცავს თავის ტვინს ნეიროტოქსინებისაგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ცნს-ში.
ვიტამინი B1 (თიამინი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, განსაკუთრებით, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში. თიამინი აუცილებელია ნერვული, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) მონაწილეობს ანტისხეულებისა და ერითროციტების სინთეზში. მისი დეფიციტი იწვევეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას. რიბოფლავინის დეფიციტი შეიძლება გახდეს თვალის რქოვანა გარსის, კონიუნქტივის დაზიანების მიზეზი.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ნორმალური ჰემოპოეზისათვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვან გამტარებლობას, გულის კუნთის მუშაობას, ამცირებს გულისრევის შეგრძნებას.
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და ამინომჟავების სინთეზში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესს, ვიტამინ B12 - თან ერთად ხელს უშლის მეგალობლასტური ანემიის განვითარებას.
ვიტამინი E ცხიმში ხსნადი ვიტამინია, ანტიოქსიდანტია, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ამაღლებს კანის ელასტიურობას, კლიმაქტერულ პერიოდში აკომპენსირებს ესტროგენის დეფიციტს.
ბიოტინი (ვიტამინი H, ვიტამინი B7) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლოვან ცვლაში, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. მნიშვნელოვანია თმების, ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობისათვის, მონაწილეობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის სინთეზში.
სელენი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, გამოხატული აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, მონაწილეობს კოფერმენტ Q-10 სინთეზში, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის კუნთის ნორმალური მუშაობისათვის, შედის ტესტოსტერონის შემადგენლობაში.
თუთია შედის 300-ზე მეტი ჰორმონისა და ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობს მრავალ ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში, ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, არეგულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში.
ნუსპლექს ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები ერთმანეთს ავსებენ და არეგულირებენ უჯრედულ მეტაბოლიზმს. ამ მნიშვნელოვანი ვიტამინების კომპლექსის ერთდროულად მიღება უფრო ეფექტურია, ვიდრე მათი ცალკე მიღება.
ნუროპლექს ფორტეს გამოყენება რეკომენდებულია ინტენსიური ზრდისა და განვითარების, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ნუროპლექს ფორტე წარმოადგენს სასარგებლო ადიუვანტს ნევრასთენიის მკურნალობისას, ოპერაციის შემდგომ (რეკონვალისცენციის) პერიოდში და გერიატრიულ ასაკში; ნუროპლექს ფორტე ეხმარება მადის აღდგენაში მცირე წონის მქონე პაციენტებს. ნუროპლექს ფორტე ალკოჰოლური ნეიროპათიის დროს ამცირებს ინტოქსიკაციას, ასევე გამოიყენება მძიმე მეტალებით, შხამიანი სოკოებითა და ორგანული გამხსნელებით ინტოქსიკაციისას და ა.შ.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
1 კაფსულა დღეში, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შენახვის პრობები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
ფორმა და შეფუთვა: 1X10X2 კაფსულა ბლისტერულ შეფუთვაში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
დამზადებულია: შპს გლობალ ცბს -თვის ჰონორ ილაჩ, თურქეთი (Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti) მიერ.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account