ფოლიალი - Folial ვაგინალური სუპოზიტორი 2 გ 10 ცალი
ჩვენება: ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკისა და სიმპტომური თერაპიის დამხმარე საშუალება(ვაგინალური კანდიდოზი და ვულვოვაგინიტი)
FOLIAL
ფოლიალი
ვაგინალური სუპოზიტორიები
ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკისა და სიმპტომური თერაპიის დამხმარე საშუალება(ვაგინალური კანდიდოზი და ვულვოვაგინიტი)
შეიცავს:
• პოლისაქარიდებს (ალოე ვერადან),
• ეთერზეთებს (სალბი და ჩაის ხე),
• გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტს
ფოლიალი, ვაგინალური სუპოზიტორები - არის დამხმარე სამედიცინო პროდუქტი სიმპტომური თერაპიისა და ბაქტერიული წარმოშობის საშოს ლორწოვანი გარსის დაავადებების პროფილაქტიკისთვის (როგორიცაა ვულვოვაგინიტი) ან სოკოვანი ინფექციები (როგორიცაა ვაგინალური კანდიდოზი). შექმნილია საშოს ლორწოვანი გარსის წვის, ქავილის და სიწითლის შესამსუბუქებლად. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც პროფილაქტიკური თერაპია, ხშირი რეციდივისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
შემადგენლობა:
პოლისაქარიდები ალოე ვერადან, სალბის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი, რძემჟავა, ტრიგლიცერიდების ნარევი.
დოზირება: სიმპტომური თერაპია: დღეში 1 სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ საღამოს, ძილის წინ დაწოლილ მდგომარეობაში, არანაკლებ 10 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკა: ციკლის სახით დღეში 1 სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ საღამოს, ძილის წინ დაწოლილ მდგომარეობაში, არანაკლებ 10 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ სამედიცინო პროდუქტი ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
გამოყენების წესი:
1. გახსენით შეფუთვა, დაიბანეთ ხელები გამოყენებამდე.
2. გენიტალიის არე კარგად ჩამოიბანეთ დელიკატური დასაბანი საშუალებით, ამოიღეთ 1 სუპოზიტორია ბლისტერიდან.
3. ფრთხილად შეიყვანეთ სუპოზიტორია რაც შეიძლება ღრმად საშოში, რათა თავიდან აიცილოთ მისი ჩამოვარდნა, სასურველია საღამოს, ძილის წინ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისა და სითბოსგან დაცულ ადგილას (t < 30 °C). არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. მითითებული ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მხოლოდ დაუზიანებელ შეფუთვაში არსებულ პროდუქტზე, შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში.
გაფრთხილება:
სუპოზიტორების არაერთგვაროვანი ფერი განპირობებულია მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტების არსებობით და დამახასიათებელია ამ პროდუქტისთვის. სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია ვაგინალური გამოყენებისთვის. არ გადაყლაპოთ. არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვაგინალური დაზიანებებისას. ორსულობისას, ძუძუთი კვებისას ან თანმხლები მედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში მიმართეთ ეთქვენს ქიმს ან გინეკოლოგს.
არ არის განკუთვნილი პედიატრიაში გამოსაყენებლად.
გვერდითი ეფექტები:
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა სენსიბილიზაციის ფენომენი ან სხვა გვერდითი ეფექტები. თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება და აცნობეთ ამის სესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობის ვადა: შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა.
შეფუთვა: 10 ცალი 2 გ. სუპოზიტორია
Units | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account