ტოედინი გინო - Toedin Gino 200მგ 14 ვაგინალური სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 28,97 GEL რეგულარული ფასი 30,50 GEL
მარაგშია
SKU
95930_1113
ჩვენება: მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციები.

ტოედინ გინო

გამოყენების ინსტრუქცია:

სავაჭრო დალახელება: ტოედინ გინო

მოქმედი ნივთიერება: პოვიდონ იოდიდი

გამოშვების ფორმა: ვაგინალური სანთელი,ყავისფერი, შეფუთული ბლისტერში

შემადგენლობა:

თითოეული ვაგინალური სანთელი შეიცავს: პოვიდონ იოდიდი USP 200მგ.(იოდი 20მგ.);

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალება, გინეკოლოგიაში გამოყენებადი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტოედინ გინოს აქტიური მოქმედი ნივთიერება პოვიდონ-იოდი (პოვიდონ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. იგი ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ.

ტოედინ გინოს  ვაგინალური სანთლები ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფლორის სწრაფ აღდგენას, ამავე დროს, სწრაფად ქრება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი და წვა.
მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ისევე, როგორც მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.
პოვიდონთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად იოდი უმეტესწილად კარგავს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, ამიტომ, ლორწოვანი გარსები და ეროზიული მიდამოები კარგად იტანს მას.
ამავე დროს, იოდი უფერულდება, რის გამოც  ყავისფერი შეფერვის ინტენსივობა პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორია. ვაგინალური გამოყენების შემდეგ ნახევარ გამოყოფის პერიოდია 2 დღე.

ჩვენებები

მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციები (კოლპიტი):
-    შერეული ინფექციები;
-    არასპეციფიკური ინფექციები (ბაქტერიული ვაგინოზი, Gardenella vaginalis);
-    გენიტალური ჰერპესი;
-    სოკოვანი ინფექციები (Candida albicans), კანდიდოზის ჩათვლით ანტიბიოტიკებით და სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.
-    ტრიქომონიაზი (საჭიროებისამებრ) შესაძლოა ჩატარდეს კომბინირებული სისტემური მკურნალობა).
- პრეოპერაციული და ოპერაციის შემდგომი დამუშავება, საშოზე ქირურგიული ოპერაციის წინ და შემდეგ, ასევე სამეანო და დიაგნოსტიკური პროცედურები.

გამოყენების წესი:

ტოედინ გინოს სანთლები ამოღებულ უნდა იქნას გარსიდან და საგულდაგულო დატენიანების შემდეგ  შეყვანილ უნდა იქნას ღრმად საშოში.
სანთლებით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.

უკუჩვენებები

-    მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
-    ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სხვა გამოხატული დარღვევები (ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა), ასევე,   ჰიპერთირეოზის რადიაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ, ვინაიდან შეუძლებელია ჰიპერთირეოზის განვითარების გამორიცხვა, არ არის რეკომენდირებული  პოვიდონ-იოდის ხანგრძლივი (14 დღეზე მეტ ხანს) პაციენტებში (განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის)  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევებით დასაშვებია მისი გამოყენება მხოლოდ სარგებლის და შესაძლო რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. საჭიროა ამ პაციენტებზე მეთვალყურეობა ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების გამოსავლენად და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სათანადო შესწავლისათვის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი (3 თვის განმავლობაში)

-    ახალშობილებში და ბავშვებში 6 თვემდე ასაკში პოვიდონ-იოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და, ასევე, ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე გულდასმით მეთვალყურეობას. ასევე, თავიდან უნდა იქნას აცილებული ბავშვების მიერ სანთლების შინაგანი გამოყენება.
ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.
იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პოვიდონ-იოდის და წყალბადის ზეჟანგის, ასევე, ვერცხლისა და ტაულორიდინის შემცველი ფერმენტული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება ჭრილობების ან ანტისეპტიკური პრეპარატების დამუშავებისათვის, აქვეითებს ურთიერთ ეფექტურობას.
პოვიდონ-იოდის გამოყენება არ შეიძლება ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად, ვერცხლისწყლის ტუტოვანი იოდიდის წარმოქმნის რისკის გამო.
პრეპარატს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ცილებთან და უჯერ ორგანულ კომპლექსებთან, ამიტომ პოვიდონ-იოდის ეფექტი შეიძლება კომპენსირებულ იქნას მისი დოზის მომატებით.
საჭიროა თავი ავარიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.

განსაკუთრებული მითითებები
პოვიდონ-იოდის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი გამოკვლევისა და პროცედურის შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან შეკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიაქტიური იოდის გამოყენებით), რის გამოც იოდის პრეპარატებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა შეიძლება შეუძლებელი გახდეს. პოვიდონ-იოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა არა ნაკლებ 1 - 4 კვირის ინტერვალის დაცვა.
პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტის ცრუ დადებითი შედეგები (მაგალითად, ჰემოგლობინის და გლუკოზის განსაზღვრა განავალში და შარდში ტოლუიდინის და გვაიაკური ფისების გამოყენებით).
პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა უნარმა შეიძლება გამოიწვიოს ლითონთა კოროზია მაშინ, როდესაც პლასტმასი და სინთეტიკური მასალები, ჩვეულებრივ, არ არის მგრძნობიარე პოვიდონ-იოდის მიმართ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფერის შეცვლა, რომელიც, ჩვეულებრივ, აღდგება.
პოვიდონ-იოდი ადვილად შორდება ტექსტილსა და სხვა მასალებს საპნით და თბილი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები საჭიროა დამუშავდეს ამიაკით ან ნატრიუმის თიოსულფატით.
გვერდითი ეფექტის გამოვლენისას ან სხვა დაავადებისას, საჭიროა ექიმის ინფორმირება.
ორსულობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

დოზირება:

ერთი ვაგინალური სანთელი ღრმა შეიყვანება საშოში საღამოს ძილის წინ. პრეპარატის გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად (მენსტრუაციის დროსაც კი).
არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებით, დოზამ კი მოიმატოს ტოედინ გინოს  ორ ვაგინალურ სანთლამდე ყოველდღიურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის შედეგებზე.
მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7 - 14 დღეს.

ჭარბი დოზირება
პოვიდონ-იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ანურია, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ხორხის შეშუპება სუსტი პულსი ან მისი არარსებობა, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა:
სისხლის შრატში იოდის ტოქსიური კონცენტრაციის ეფექტური დაკლება შეიძლება პერიტონეალური დიალიზით და ჰემოდიალიზით.
გარდა ამისა, საჭიროა ფარისებრი ჯიკვლის ფუნქციის მონიტორინგი იოდით გამოწვეული ჰიპერთირეოზის გამოსარიცხად, ან ადრეულ ეტაპზე მის გამოსავლენად.
ინტოქსიკაცია შიგნით შეყვანის შემდეგ:
სახამებლის ან ცილის შემცველი საკვები პროდუქტების დაუყოვნებლივი შეყვანა, (მაგალითად: წყალში ან რძეში გახსნილი სახამებელი). კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის თიოსულფატის 5 %-ანი ხსნარით (ან ნატრიუმის თიოსულფატის 10 %-ანი ხსნარის 10 მლ-ის ი/ვ შეყვანა) 3 საათიანი ინტერვალებით საჭიროების მიხედვით.

გვერდითი ეფექტები

პოვიდონ-იოდი, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობით ხასიათდება. 
ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია კანის გენერალიზებული მწვავე რეაქციები არტერიული წნევის დაქვეითებით და/ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსიური რეაქციები). ტოედინ გინოს სანთლის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება მოხდეს იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა. ცალკეულ შემთხვევებში მიდრეკილების მქონე პირებს შეიძლება აღენიშნოთ იოდით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა  ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ტოედინ გინოს გამოყენების დავიწყებისას
არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად (ჭარბი დოზირების რისკის გამო). გამოიყენება რეკომენდირებული დოზა (1 სანთელი დღეში 1 ან 2-ჯერ).

გამოშვების ფორმა
 N14 --- 200 მგ-იანი ვაგინალური სანთელი შეფუთული ბლისტერში;2 ბლისტერი( თითოზე 7 ვაგინალური სანთელი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას 15°-25°C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი ყუთზე მითითებული წარმოების თარიღიდან.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.

ასევე, იხილეთ: Betadine - ბეტადინი 200მგ ვაგინალური 14 სანთელი

მეტი ინფორაცია
Units14
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy