ოვესტინი - Ovestin 0.5მგ ვაგინალური 15 სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 71,36 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
მარაგშია
SKU
96529_1319

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT): ქალებში პოსტმენოპაუზის დროს.

ოვესტინი

სავაჭრო დასახელება : ოვესტინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : ესტრიოლი

წამლის ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორია

შემადგენლობა

1 სანთელი შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება: ესტრიოლი (მიკრონიზებული ესტრიოლი) 0,5 მგ

დამხმარე ნივთიერება:მყარი ცხიმი დანამატებით (მყარი ცხიმი, გლიცერილრიცინოლატი, მაკროგოლი ცეტოსტერილური ეთერი)

აღწერა

ტორპედოს ფორმის სანთლები თეთრიდან ღია-კრემისფერამდე.

ზედაპირი და განივი ჭრილი ერთგვაროვანია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ნატურალური და სინთეზური ესტროგენები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის ესტრიოლი - ქალის ბუნებრივი ჰორმონის ესტრიოლის ანალოგი. ის ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტს ავსებს და პოსტმენოპაუზის სიმპტომებს ამცირებს. ესტრიოლი უფრო ეფექტიანად საშარდე და სასქესო გზების დარღვევების (მაგალითად, ატროფიული ვაგინიტი) თერაპიისთვის გამოიყენება. საშარდე და სასქესო გზების ქვედა ნაწილების ლორწოვანი გარსის ატროფიის დროს ესტრიოლი საშოს, საშვილოსნოს ყელის და შარდსადინარის ეპითელიუმის ნორმალიზებას იწვევს, და ამგვარად საშოს ნორმალური მიკროფლორის და pH აღდგენას უწყობს ხელს. შედეგად საშარდე და სასქესო გზების ეპითელიუმის წინააღმდეგობა ინფექციისა და ანთებისადმი იზრდება; საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ქავილი, მტკივნეულობა სქესობრივი აქტის დროს, საშოსა და საშარდე გზების ინფექციების განვითარების ალბათობა მცირდება. ესტრიოლით თერაპია უზრუნველყოფს შარდვის ნორმალიზებას და თავიდან აცილებს შარდის შეუკავებლობას.

სხვა ესტროგენებისგან განსხვავებით, ესტრიოლი მოქმედების ხანმოკლე პერიოდით ხასიათდება (ენდომეტრიუმის უჯრედების ბირთვებში ის ხანმოკლე დროის განმავლობაში ჩერდება). ვარაუდობენ, რომ დღიური დოზის ერთჯერადი შეყვანა ენდომეტრიუმის პროლიფერაციას არ იწვევს. ამიტომ, პროგესტაგენის ციკლური შეყვანა საჭირო არ არის და არც „მოხსნის“ სისხლდენა ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ესტრიოლის ინტრავაგინალური გამოყენება მოქმედების ადგილზე ოპტიმალურ ბიოშეღწევადობას უზრუნველყოფს. ესტრიოლი შეიწოვება და სისხლის მიმოქცევის საერთო წრეში ხვდება, რაც პლაზმაში არაშეკავშირებელი ესტრიოლის კონცენტრაციის სწრაფი მომატებით ვლინდება. 0,5 მგ დოზით ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ ესტრიოლის მაქსიმალური კონცენტრაცია (100პგ/მკ) პლაზმაში შეყვანიდან 1-2 საათის შემდეგ აღინიშნება.

განაწილება

პლაზმაში ესტრიოლის 90% ალბუმინს უკავშირდება. სხვა ესტროგენებისგან განსხვავებით პრაქტიკულად არ უკავშირდება გლობულინს, რომელიც სასქესო ჰორმონებს უკავშირდება.

მეტაბოლიზმი

ესტრიოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ენტეროჰეპატური რეცირკულაციის დროს კონიუგირებულ და არაკონიუგირებულ მდგომარეობაში გადასვლას წარმოადგენს.

გამოყოფა

ესტრიოლი მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტის სახით ძირითადად თირკმლებით შეკავშირებული ფორმით გამოიყოფა. მხოლოდ მცირე ნაწილი (დაახლოებით 2%) გამოიყოფა ნაწლავებით, ძირითადად არაშეკავშირებული ესტრიოლის ფორმით. ესტრიოლის ნავარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6-9 საათს შეადგენს.

მიღების ჩვენებები

• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT): ქალებში პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტთან დაკავშირებული საშარდე და სასქესო გზების ქვედა ნაწილების ლორწოვანი გარსის ატროფიის მკურნალობა.

• პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალების წინა- და პოსტოპერაციული თერაპია, როდესაც ქირურგიული ჩარევა ვაგინალური მიდგომით ხორციელდება.

• როგორც დამხმარე დიაგნოსტიკური საშუალება საშვილოსნოს ყელის ნაცხის საეჭვო შედეგისას ონკოციტოლოგიაზე (PAP-ტესტი, კლასი III) ქალებში მენოპაუზის დროს ატროფიული ცვლილებების ფონზე ანომალური უჯრედების აღმოჩენისას.

უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა ესტრიოლის და/ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

• სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტირებული, ანამნეზში არსებული ან საეჭვო სიმსივნე (BC);

• დიაგნოსტირებული ან საეჭვო ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეები (მაგალითად, ენდომეტრიუმის სიმსივნე);

• უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

• ენდომეტრიუმის არანამკურნალები ჰიპერპლაზია;

• ვენური თრომბოემბოლიის (VTE) არსებობა ამჟამად ან ანამნეზში (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია);

• დადასტურებული თრომბოფილური დარღვევები (მაგალითად, C პროტეინის, S პროტეინის ან ანტითრომბინ III და ა.შ. დეფიციტი);

• არტერიული თრომბოზი ან თრომბოემბოლია (ATE), მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ცერებროვასკულური დარღვევები, ან პროდრომული მდგომარეობები (მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევა, სტენოკარდია), ამჟამად ან ანამნეზში;

• ღვიძლის დაავადება მწვავე სტადიაში ან ღვიძლის დაავადება ანამნეზში, რის შემდეგაც ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდა;

• პორფირია;

• ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილით გამოყენება

საჭიროა პრეპარატი ოვესტინის სიფრთხილით, ექიმის საფუძვლიანი დაკვირვების ფონზე მიღება ნებისმიერი ქვემოთჩამოთვლილი დაავადების/მდგომარეობის ან რისკ-ფაქტორების, მათ შორის ანამნეზშიც, არსებობისას:

- ლეიომიომა (საშვილოსნოს ფიბრომა) ან ენდომეტრიოზი;

- თრომბოზისა და თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორები (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“);

- ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების რისკ-ფაქტორები (მათ შორის ოჯახურ ანამნეზში ძუძუს კიბოს არსებობა პირველი ხაზის ნათესავებს შორის (დედა, დები));

- არტერიული ჰიპერტენზია;

- ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები (მაგალითად, ღვიძლის ადენომა);

- შაქრიანი დიაბეტი დიაბეტური ანგიოპათიით ან მის გარეშე;

- ნაღველკენჭოვანი დაავადება;

- სიყვითლე (მათ შორის ანამნეზში წინა ორსულობის დროს);

- გულის ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;

- მძიმე ხარისხის თავის ტკივილი ან შაკიკი;

- სისტემური წითელი მგლურა;

- ანამნეზში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“);

- ეპილეფსია;

- ბრონქული ასთმა;

- ოტოსკლეროზი;

- ოჯახური ჰიპერლიპოპროტეინემია;

- პანკრეატიტი.

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვებისას

ორსულობა

პრეპარატი ოვესტინის გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია. თუ ორსულობა პრეპარატი ოვესტინით მკურნალობის დროს დადგა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ძუძუთი კვების პერიოდი

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი ოვესტინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარატი ოვესტინი მხოლოდ ესტროგენს შეიცავს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ქალებში ინტაქტური (შენარჩუნებული) საშვილოსნოთი ან ანამნეზში ჰისტერექტომიით (ამოკვეთილი საშვილოსნო).

ინტრავაგინალურად, საღამოს ძილის წინ. სანთელი საშოში ღრმად უნდა მოთავსდეს.

ჩანაცვლებითი ჰორმონულითერაპია (HRT): ქალებში პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტთან დაკავშირებული საშარდე და სასქესო გზების ქვედა ნაწილების ლორწოვანი გარსის ატროფიის მკურნალობა :

- 0,5 მგ (1 სანთელი დღეში ყოველდღიურად პირველი 2-3 კვირის განმავლობაში (მაქსიმუმ - 4 კვირა) დოზის შემდგომი თანდათან შემცირებით, სიმპტომების დინამიკაზე დაყრდნობით, შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე - 0,5 მგ (1 სანთელი) კვირაში ორჯერ.

პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალების წინა-და პოსტოპერაციული თერაპია, როდესაც ქირურგიული ჩარევა ვაგინალური მიდგომით ხორციელდება :

- 0,5 მგ (1 სანთელი) დღეში ოპერაციამდე 2 კვირის განმავლობაში; 0,5 მგ (1 სანთელი) კვირაში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ.

როგორც დამხმარე დიაგნოსტიკური საშუალება საშვილოსნოს ყელის ნაცხის საეჭვო შედეგისას ონკოციტოლოგიაზე (PAP-ტესტი,კლასიIII) ქალებში მენოპაუზის დროს ატროფიული ცვლილებების ფონზე ანომალური უჯრედების აღმოჩენისას :

0,5 მგ (1 სანთელი) დღეგამოშვებით 1 კვირის განმავლობაში შემდეგი ნაცხის აღებამდე.

გამოყენების მეთოდი

ინტრავაგინალურად, საღამოს ძილის წინ. სანთლები ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში, ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში. ქალებს, რომლებიც არ იმყოფებიან ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიაზე ან ქალებს, რომლებიც ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის კომბინირებული პრეპარატების უწყვეტი მიღების რეჟიმიდან გადაყავთ, შეუძლიათ პრეპარატის მიღება ნებისმიერ დღეს დაიწყონ. ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ციკლური ან უწყვეტი თანმიმდევრული რეჟიმიდან გადაყვანისას, პრეპარატი ოვესტინის მიღება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის წინა ციკლის დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს.

გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა სანთელი გახსენებისთანავე უნდა შეიყვანოს (დღეში 2 სანთლის შეყვანა არ შეიძლება). შემდგომში პრეპარატის შეყვანა დოზირების ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ქალებში პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტის სიმპტომების თერაპიისთვის აუცილებელია უმცირესი ეფექტიანი დოზის მიღება დროის ყველაზე ხანმოკლე შუალედში.

ქალებში, რომლებიც არ იმყოფებიან ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიაზე ან ქალებში, რომლებიც ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის კომბინირებული პრეპარატების უწყვეტი პერორალური მიღებიდან გადაყავთ, პრეპარატი ოვესტინით მკურნალობა ნებისმიერ დღეს შეიძლება დაიწყოს. ქალებმა, რომლებიც ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის პრეპარატების მიღების ციკლური რეჟიმიდან გადადიან, პრეპარატი ოვესტინით მკურნალობა ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის პრეპარატების მოხსნიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა დაიწყონ.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ პაციენტების 3-10% უვითარდება, ესტრიოლის ძალზე მაღალი დოზის მიღებისას. ჩვეულებრივ არასასურველი რეაქციები თერაპიის პირველი კვირების შემდეგ ქრება. შესაძლო არასასურველი რეაქციები სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვითაა განაწილებული მათი განვითარების სიხშირის მითითებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად: არცთუ ხშირად (≥ 1/1000 და <1/100), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

ლიტერატურაში არსებული მონაცემებისა და პოსტრეგისტრაციული პერიოდის დაკვირვების მონაცემების საფუძველზე ვრცელდება ინფორმაცია შემდეგ არასასურველ რეაქციებზე:

კლასიფიკაცია ორგანოების და სისტემების მიხედვით

შეხვედრის

სიხშირე

არასასურველი

რეაქციები

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები

არახშირად

სითხის შეკავება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან

არა ხშირად

გულისრევა

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრიდან

არახშირად

სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, ტკივილი მკერდში, აციკლური სისხლიანი გამონადენი, გამონადენი საშვილოსნოს ყელიდან

ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილას

არა ხშირად

შეყვანის ადგილას ქავილი და გაღიზიანება

სიხშირე უცნობია

გრიპისმაგვარი სიმპტომები

ეს არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ ხანმოკლე და გარდამავალია, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ძალზე მაღალი დოზის გამოყენებაზე მიუთითებდეს.

სისტემურ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები

დადგენილია შემდეგი რისკების განვითარების კავშირი სისტემურ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიასთან და ეს რისკები ნაკლებად ეხება პრეპარატ ოვესტინს, რომლის გამოყენებისას ესტრიოლის სისტემური ექსპოზიცია კვირაში ორჯერ მიღებისას პოსტმენოპაუზის პერიოდისთვის ნორმალურ დიაპაზონთან ახლოს რჩება.

საკვერცხის კიბო

სისტემური ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის გამოყენება საკვერცხის კიბოთი დაავადების გარკვეულწილად მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).

52 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზი საკვერცხის კიბოს განვითარების გაზრდილ რისკს აჩვენებს ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ სისტემური ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის პრეპარატებს იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც არასდროს მიუღიათ ეს პრეპარატები (HR 1,43, 95% CI 1,31-1,56). 50-დან 54 წლამდე ასაკის ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, ყოველ 2000 ქალზე 1 დამატებითი შემთხვევა ვითარდება. 50-დან 54 წლამდე ასაკის 2000 ქალიდან დაახლოებით ორ ქალში, რომლებიც არ იღებენ ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის პრეპარატებს, 5 წლის განმავლობაში დიაგნოსტირებული იყო საკვერცხის კიბო ხუთწლიან პერიოდში.

ვენური თრომბოემბოლია (VTE)

სისტემური ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შედარებითი რისკის 1.3-3-ჯერ ზრდასთანაა დაკავშირებული, რაც ღრმა ვენების თრომბოზს ან ფილტვის ემბოლიას გულისხმობს. ასეთი მოვლენების განვითარების ალბათობა მკურნალობის პირველ წელს უფრო მაღალია, ვიდრე მომდევნო წლებში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“). კვლევების შესაბამისი შედეგები ქვემოთაა მოცემული:

კვლევები „ქალის ჯანმრთელობის ინიციატივის“ პროგრამის მიხედვით (WHI კვლევები) - VTE დამატებითი რისკი ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის პრეპარატების გამოყენებიდან 5 წლის შემდეგ

ასაკობრივი დიაპაზონი (წელი)

ავადობის სიხშირე 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს 5 წელზე მეტ ხანს (პლაცებოს ჯგუფი)

შედარებითი რისკი (95% CI)

დამატებითი შემთხვევები 1000 პაციენტზე, რომლებიც 5 წლის განმავლობაში იღებდნენ HRT

ესტროგენებით პერორალური მონოთერაპია *

50-59

7

1,2 (0,6-2,4)

1 (-3-10)

* კვლევა ქალებში გადატანილი ჰისტერექტომიით

იშემიური ინსულტი

სისტემური HRT გამოყენება იშემიური ინსულტის განვითარების 1,5-ჯერ მომატებულ შედარებით რისკთანაა დაკავშირებული. ჰემორაგიული ინსულტის რისკი HRT დროს არ მატულობს.

შედარებითი რისკის მითითებული მაჩვენებელი ქალის ასაკზე და HRT ხანგრძლივობაზე არაა დამოკიდებული. თუმცა, რადგან ინსულტის საბაზისო რისკი მშვნელოვნადაა დამოკიდებული ასაკზე, ინსულტის საერთო რისკი ქალებში, რომლებიც HRT იღებენ, ასაკის მატებასთან ერთად გაიზრდება (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).

WHI კომბინირებული კვლევები - იშემიური ინსულტის* დამატებითი რისკი HRT 5 წლის შემდეგ

ასაკობრივი დიაპაზონი (წელი)

ავადობის სიხშირე 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს 5 წლის განმავლობაში (პლაცებოს ჯგუფი)

შედარებითი რისკი (95% CI)

დამატებითი შემთხვევები 1000 პაციენტზე, რომლებიც 5 წლის განმავლობაში იღებდნენ HRT-ს

50-59

8

1,3 (1,1-1,6)

3 (1-5)

* იშემიურიდაჰემორაგიულიინსულტებისდიფერენციაციისგარეშე .

ასევე ცნობილია ესტროგენ/გესტაგენური პრეპარატებით სისტემურ თერაპიასთან დაკავშირებული სხვა არასასურველი რეაქციები:

• კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეები, მაგალითად, ენდომეტრიუმის კიბო (იხ. პარაგრაფები „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები“);

• მიოკარდიუმის ინფარქტი და ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა (ინსულტი);

• ნაღვლის ბუშტის დაავადებები;

• კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები: ქლოაზმა, მრავალფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ჰემორაგიული პურპურა;

• 65 წელს გადაცილებულ ქალებში დემენციის სავარაუდო განვითარება (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).

ზედოზირება

ესტრიოლის მწვავე ტოქსიურობა ცხოველებში ძალიან დაბალია. პრეპარატი ოვესტინით ზედოზირება ინტრავაგინალური შეყვანისას ნაკლებმოსალოდნელია. თუმცა მწვავე ზედოზირების შემთხვევაში ქალს შეიძლება გულისრევა, ღებინება, ვაგინალური სისხლდენა განუვითარდეს.

სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. აუცილებლობისას სიმპტომური თერაპია უნდა ჩატარდეს.

ზედოზირების სიმპტომები იხსნება დოზის შემცირებით ან თერაპიის შეწყვეტით.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის ინტრავაგინალურ შეყვანასთან და მინიმალურ სისტემურ აბსორბციასთან დაკავშირებით პრეპარატ ოვესტინსა (ვაგინალური სანთლები) და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების წარმოქმნის ალბათობა საკმაოდ დაბალია. თუმცა ადგილობრივი ინტრავაგინალური დანიშნულების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების ალბათობა არ უნდა გამოირიცხოს.

ქვემოთ მითითებული ურთიერთქმედებები კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან (COCs) მიმართებაშია აღწერილი, მაგრამ შესაძლოა პრეპარატ ოვესტინის შემთხვევაშიც აქტუალური იყოს.

ესტროგენების და პროგესტაგენების მეტაბოლიზმი შეიძლება გაძლიერდეს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების პრეპარატ-ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას, კერძოდ, ციტოქრომ P450 ფერმენტებთან, მაგალითად, როგორებიცაა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ანტიბაქტერიული და ანტივირუსული პრეპარატები (რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენცი).

რიტონავირი და ნელფინავირი, მიუხედავად იმისა, რომ მეტაბოლიზმის ძლიერი ინჰიბიტორები არიან, მათი სასქესო ჰორმონებთან ერთად გამოყენებისას მაინდუცირებელ თვისებებს ავლენენ. მცენარეულ პრეპარატებს, რომლებიც კარაზანას (Hypericum perforatum) შეიცავენ, ასევე ესტროგენების მეტაბოლიზმის ინდუცირება შეუძლიათ.

ესტროგენებისა და პროგესტაგენების მომატებულმა მეტაბოლიზმმა შეიძლება მათი ეფექტიანობის შემცირება და სისხლდენის ხასიათის ცვლილება გამოიწვიოს. ომბიტასვირის / პარიტაპრევირის / რიტონავირის და დასაბუვირის რიბავირინით ან მის გარეშე კომბინირებული მიღების კლინიკურ კვლევებში ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) აქტივობის ხუთჯერზე მეტად მომატება ნორმის ზედა ზღვრის მაჩვენებლთან (ULN) შედარებით გაცილებით ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატებით მკურნალობდნენ. ქალებში, რომლებიც ეთინილესტრადიოლისგან განსხვავებულ, სხვა ტიპის ესტროგენებს (ისეთებს, როგორიცაა ესტრადიოლი, ესტრიოლი და კონიუგირებული ესტროგენები) ღებულობდნენ, ALT აქტივობის მატება მსგავსი იყო იმ ქალებში აქტივობის მატებისა, რომლებიც ესტროგენის შემცველ პრეპარატებს არ იღებდნენ. თუმცა, ქალების შეზღუდული რაოდენობის გამო, რომლებიც სხვა ტიპის მითითებულ ესტროგენებს იღებდნენ, საჭიროა ამ პრეპარატების სიფრთხილით მიღება ომბიტასვირის / პარიტაპრევირის / რიტონავირის და დასაბუვირის რიბავირინით ან მის გარეშე კომბინირებულ რეჟიმთან ერთად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).

განსაკუთრებული მითითებები

HRT ესტროგენის დეფიციტის სიმპტომების სამკურნალოდ მხოლოდ იმ სიმპტომებთან მიმართებით უნდა ჩატარდეს, რომლებიც ქალის ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასება, თერაპიის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ პრეპარატის გამოყენების სარგებელი რისკს აღემატება. არსებობს შეზღუდული მტკიცებულებები ნაადრევი მენოპაუზის მკურნალობისას HRT დაკავშირებული რისკების შესახებ. დაბალი აბსოლუტური რისკის გამო ახალგაზრდა ქალებში „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ხანდაზმულ ქალებში.

სამედიცინო გამოკვლევა/დაკვირვება

HRT დაწყებამდე ან მისი შეწყვეტის შემდეგ განახლებამდე აუცილებელია შეგროვდეს დეტალური ინდივიდუალური და ოჯახური ანამნეზი, ჩატარდეს ზოგადი და გინეკოლოგიური გამოკვლევა (მათ შორის სარძევე ჯირკვლების და მენჯის ორგანოების გამოკვლევა). მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ჩატარდეს პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები, რომელთა სიხშირე და ხასიათი ინდივიდუალურად განისაზღვრება. ქალი უნდა იყოს ინფორმირებული აუცილებლობის შესახებ, აცნობოს ექიმს სარძევე ჯირკვლების შესაძლო ცვლილებების შემთხვევაში. გამოკვლევები, ვიზუალიზაციის შესაბამისი მეთოდების ჩათვლით, მაგალითად, მამოგრაფია, გამოკვლევის ამჟამად მიღებული სტანდარტების და ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად უნდა ჩატარდეს.

პრეპარატის დაუყოვნებელი მოხსნის მიზეზები

უკუჩვენებების გამოვლინებისა და შემდეგი მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:

• სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის გაუარესება;

• არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;

• შაკიკის ტიპის თავის ტკივილის განვითარება;

• ორსულობა.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბო

ქალებში ინტაქტური საშვილოსნოთი ესტროგენებით ხანგრძლივი სისტემური მონოთერაპიისას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და კიბოს განვითარების რისკი მატულობს.

პრეპარატ ოვესტინში (ვაგინალური სანთლები) შემავალი ესტრიოლის სისტემური ექსპოზიციის მაჩვენებლები, კვირაში ორჯერ დოზირების რეჟიმში, პოსტმენოპაუზის პერიოდისთვის ნორმალურ დიაპაზონთან ახლოს რჩება. მკურნალობაში პროგესტაგენის დამატება რეკომენდებული არ არის.

ენდომეტრიუმისთვის ინტრავაგინალური შეყვანისთვის გათვალისწინებული ესტროგენის ხანგრძლივი (1 წელზე მეტი) ან მრავალჯერადი გამოყენების უსაფრთხოობა საბოლოოდ დადგენილი არ არის. ამიტომ განმეორებითი მკურნალობისას აუცილებელია მისი ეფექტიანობის შეფასება წელიწადში ერთხელ მაინც.

ესტროგენების უკონტროლო სტიმულაციამ შეიძლება ენდომეტრიოზის ნარჩენი კერების კიბოსწინა ან ავთვისებიანი ტრანსფორმაციები გამოიწვიოს. ამიტომ რეკომენდებულია ამ პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება ქალებში, რომლებსაც ენდომეტრიოზის გამო ჩატარებული აქვთ ჰისტერექტომია, განსაკუთრებით თუ მათ ნარჩენი ენდომეტრიოზი აღენიშნებათ.

მკურნალობის პერიოდში დროის ნებისმიერ მომენტში სისხლდენის ან „ნაცხისებური“ გამონადენის გაჩენისას აუცილებელია მათი მიზეზის დადგენა. ასეთი კვლევა შეიძლება იყოს ენდომეტრიუმის ბიოფსია, რომელიც ენდომეტრიუმის ნებისმიერი ავთვისებიანი წარმონაქმნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა.

ენდომეტრიუმის სტიმულაციის თავიდან ასაცილებლად პრეპარატი ოვესტინის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მიღებას (0,5 მგ ესტრიოლი ერთხელ დღეში). ამ მაქსიმალური დოზის მიღება არაა რეკომენდებული 4 კვირაზე მეტ ხანს.

ერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ესტრიოლის დაბალი დოზებით პერორალურად ხანგრძლივმა მკურნალობამ, მისი ინტრავაგინალური გამოყენებისგან განსხვავებით, შეიძლება ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკის მომატება გამოიწვიოს. ეს რისკი მკურნალობის ხანგრძლივობის თანაბარზომიერად იზრდებოდა და თერაპიის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში ქრებოდა. მომატებული რისკი ძირითადად ნაკლებად ინვაზიურ და მაღალდიფერენცირებულ სიმსივნეებს ეხებოდა.

ძუძუს კიბო(BC)

ჩატარებული მსხვილი მეტა-ანალიზის ეპიდემიოლოგიური მონაცემები ძუძუს კიბოს განვითარების დამატებითი რისკის არარსებობაზე მიუთითებს ქალებში, რომლებსაც ძუძუს კიბო ანამნეზში არ აქვთ და ინტრავაგინალური ესტროგენების დაბალი დოზებით შეყვანის პირობებში. ინფორმაცია იმის შესახებ, იწვევს თუ არა ესტროგენის დაბალი დოზების ინტრავაგინალური გამოყენება ძუძუს კიბოს რეციდივის პროვოცირებას, არ არსებობს.

HRT, განსაკუთრებით ესტროგენებით და პროგესტაგენებით კომბინირებული თერაპია, სარძევე ჯირკვლის სიმკვრივის მომატებას იწვევს მამოგრაფიის დროს, რამაც ძუძუს კიბოს რენტგენოლოგიურ დიაგნოსტიკაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ მამოგრაფიული სიმკვრივის გაზრდის ალბათობა პაციენტებში, რომლებიც ესტრიოლით მკურნალობდნენ, უფრო დაბალი იყო, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც სხვა ტიპის ესტროგენებს იღებდნენ.

რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების შედეგებმა, მათ შორის „ქალის ჯანმრთელობის ინიციატივის (WHI)“ ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ ძუძუს კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი აჩვენა ქალებში, რომლებიც HRT კომბინირებულ (ესტროგენი + პროგესტაგენი) პრეპარატებს იღებენ, რაც თერაპიის დასრულებიდან დაახლოებით 3 წლის შემდეგ ვლინდება.

ესტროგენებით მონოთერაპია :

WHI კვლევამ არ გამოავლინა ძუძუს კიბოს გაზრდილი რისკი ქალებში ჰისტერექტომიით, რომლებიც HRT მხოლოდ ესტროგენის მონოთერაპიის სახით იღებდნენ. დაკვირვებითმა კვლევებმა ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების რისკის მცირე ზრდა დაარეგისტრირა, თუმცა ის მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ქალებში, რომლებიც კომბინირებულ HRT იღებდნენ.

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო გაცილებით იშვიათად ვითარდება, ვიდრე ძუძუს კიბო. ესტროგენებით ხანგრძლივი მონოთერაპია (5-10 წელი მაინც) საკვერცხის კიბოს რისკის მცირე ზრდასთან იყო დაკავშირებული. ზოგიერთი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ კომბინირებული პრეპარატებით HRT მსგავსი ან უმნიშვნელოდ ნაკლები რისკის მატარებელია. უცნობია, განსხვავდება თუ არა რისკი დაბალაქტიური ესტროგენების (ისეთი, როგორიცაა ესტრიოლი) ხანგრძლივი მიღებისას სხვა ესტროგენებით მონოთერაპიის დროს არსებული რისკისგან.

ვენური თრომბოემბოლია (VTE)

სისტემური HRT ვენური თრომბოემბოლიის VTE (ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიები) 1,3-3-ჯერ გაზრდილ რისკთანაა კავშირში. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ალბათობა HRT მიღების პირველი წლის განმავლობაში უფრო მაღალია, ვიდრე უფრო გვიან პერიოდში.

პაციენტებში დადასტურებული თრომბოფილური მდგომარეობით ვენური თრომბოემბოლიის რისკი მაღალია, ხოლო HRT მისი დამატებით გაზრდა შეუძლია, რის გამოც ასეთ ქალებში HRT უკუნაჩვენებია.

ვენური თრომბოემბოლიის რისკის საზოგადოდ აღიარებული ფაქტორებია ესტროგენების მიღება, ხანდაზმული ასაკი, დიდი ქირურგიული ჩარევები, ხანგრძლივი იმობილიზაცია, სიმსუქნე (BMI > 30 კგ/მ²), ორსულობა/მშობიარობის შემდგომი პერიოდი, სისტემური წითელი მგლურა და კიბო. ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში ვარიკოზულად გაფართოებული ვენების შესაძლო როლთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ აუცილებელია ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის ჩატარება. გეგმიური ოპერაციული ჩარევით განპირობებული ხანგრძლივი იმობილიზაციის შემთხვევაში ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე HRT დროებით უნდა შეწყდეს და მხოლოდ ქალის სრული მობილურობის აღდგენის შემდეგ განახლდეს.

ქალის ანამნეზში ვენური თრომბოემბოლიის არარსებობისას, მაგრამ უახლოეს ნათესავებში 50 წელს ქვევით თრომბოზის არსებობისას, რეკომენდებულია სკრინინგული კვლევის ჩატარება, ყველა მისი შეზღუდვის წინასწარ განხილვით (სკრინინგი მხოლოდ რიგი თრომბოფილური დარღვევის გამოვლენის საშუალებას იძლევა). დარღვევის გამოვლენისას, რომელიც არ შეესაბამება დაავადებას ნათესავებში, ან „მძიმე“ დეფექტის აღმოჩენისას (მაგალითად, ანტითრომბინ III, S პროტეინის ან C პროტეინის დეფიციტი, ან ამ დეფექტების კომბინაცია), HRT ესტრიოლით უკუნაჩვენებია.

ქალებისთვის, რომლებიც ანტიკოაგულანტებით ხანგრძლივად მკურნალობენ, HRT „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის საფუძვლიან განხილვას საჭიროებს.

ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ქალი უნდა იყოს ინფორმირებული აუცილებლობის შესახებ, თრომბოემბოლიური გართულებების (მაგალითად, ქვედა კიდურის ვენის გასწვრივ შეშუპება ან მტკივნეულობა, უეცარი ტკივილი მკერდში, ქოშინი და ა.შ.) შესაძლო ნიშნების გაჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

გულის იშემიური დაავადება (CHD)

რანდომიზებულ კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ვერ მიიღეს დამადასტურებელი მონაცემები იმის შესახებ, რომ HRT კომბინირებული პრეპარატებით მკურნალობას ან ესტროგენით მონოთერაპიას მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების თავიდან აცილება შეუძლია ქალებში CHD-ით ან მის გარეშე.

ესტროგენებით მონოთერაპია :

რანდომიზებული კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემებით ქალებში ჰისტერექტომიით ანამნეზში CHD რისკი ესტროგენით მონოთერაპიისას არ იზრდება. CHD აბსოლუტური რისკი რამდენადმე მატულობს HRT კომბინირებული (ესტროგენი + პროგესტაგენი) პრეპარატებით მკურნალობისას 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

იშემიური ინსულტი

სისტემური HRT კომბინირებული პრეპარატებით და ესტროგენით მონოთერაპია იშემიური ინსულტის რისკის 1,5-ჯერ მომატებასთანაა კავშირში. შედარებითი რისკი ასაკთან და მენოპაუზის დადგომის შემდეგ დროსთან ერთად არ იცვლება. თუმცა ინსულტის თავდაპირველი რისკი დიდწილად დამოკიდებულია ასაკზე, შესაბამისად იშემიური ინსულტის საერთო რისკი HRT ფონზე იზრდება ასაკთან ერთად. ჰემორაგიული ინსულტის რისკი HRT დროს არ მატულობს.

პრეპარატების ერთდროული გამოყენება Cჰეპატიტის სამკურნალოდ

ALT დონის მატების შესახებ ინფორმაცია პაციენტებში, რომლებიც ომბიტასვირის / პარიტაპრევირის / რიტონავირის და დასაბუვირის რიბავირინით ან მის გარეშე კომბინირებულ თერაპიას და ესტროგენთან კომბინაციაში იღებენ, იხ. პარაგრაფში „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“.

სხვა მდგომარეობები

• ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ სითხის შეკავება, ამიტომ პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით ექიმის საფუძვლიანი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

• ქალები, რომელთაც უკვე აქვთ ჰიპერტრიგლიცერიდემია, ესტროგენებით ან ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის მსვლელობისას ექიმის საფუძვლიანი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რადგან ესტროგენებით მკურნალობის ფონზე მსგავს პირობებში იყო ცნობები სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდის მნიშვნელოვანი მომატების იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებმაც პანკრეატიტის განვითარება გამოიწვია.

• ესტროგენები თიროქსინის შემბოჭველ გლობულინის (TSG) დონეს ზრდიან, რაც ფარისებრი ჯირკვლის მოცირკულირე ჰორმონების საერთო დონის მომატებას იწვევს, რაც პროტეინთან შეკავშირებული იოდის (PBI) კონცენტრაციით, T4 კონცენტრაციით (ქრომატოგრაფიის ან რადიოიმუნური ანალიზის მონაცემებით) ან T3 კონცენტრაციით (რადიოიმუნური ანალიზის მონაცემებით) ფასდება. თავისუფალი T4 და T3 კონცენტრაცია არ იცვლება. შესაძლებელია სისხლის პლაზმაში სხვა შემაკავშირებელი ცილების დონის გაზრდა, მაგალითად კორტიკოსტეროიდების შემაკავშირებელი გლობულინის (CSG), სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (sex hormone binding globulin / SHBG), რაც მოცირკულირე კორტიკოსტეროიდების კონცენტრაციის და შესაბამისად სასქესო ჰორმონების მატებას იწვევს. ჰორმონების თავისუფალი ან ბიოლოგიურად აქტიური ფორმების კონცენტრაცია უცვლელი რჩება. შესაძლებელია სისხლის პლაზმის სხვა ცილების დონის გაზრდა (ანგიოტენზინოგენი / რენინის სუბსტრატი, ალფა-1-ანტიტრიფსინი, ცერულოპლაზმინი).

• კოგნიტიური ფუნქცია HRT ფონზე არ უმჯობესდება. არსებობს მონაცემები დემენციის განვითარების გაზრდილი რისკის შესახებ ქალებში, რომლებმაც HRT კომბინირებული პრეპარატებით ან ესტროგენით უწყვეტი მონოთერაპია 65 წლის შემდეგ დაიწყეს.

• ესტრიოლის გამოყენება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) და მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH) უმნიშვნელო დაქვეითებას იწვევს. ესტრიოლის გავლენა ენდოკრინული სისტემის ლაბორატორიული ტესტების სხვა შედეგებზე უცნობია.

• სარძევე ჯირკვლების მუდმივი დაჭიმულობა ან ცერვიკალური ლორწოს გადაჭარბებული სეკრეცია ესტრიოლის ძალზე მაღალი დოზის ნიშნებს წარმოადგენს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი ოვესტინი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა პოტენციურად საშიში ფორმებით საქმიანობის უნარზე, რაც მომატებულ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს.

გამოშვების ფორმა

ვაგინალური სუპოზიტორია 0,5 მგ.

5 სუპოზიტორია ორმხრივ PVC/PE (პოლივინილქლორიდი/პოლიეთილენი) დამზადებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 3 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

2°C -დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ასევე, იხილეთ: Estrinorm - ესტრინორმი 0.5მგ 15 სანთელი

მეტი ინფორაცია
Units15
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy