Lomexin - ლომექსინი 1000მგ 1 ვაგინალური კაფსულა
გამოყენების ჩვენებები
ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვაგინალური ტრიქომონიაზი.
პრეპარატის კომერციული დასახელება: ლომექსინი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფენტიკონაზოლი
ქიმიური დასახელება: 1 -[(2RS)-2- (2,4-დიქლორფენილ)-2-[[4- (ფენილსულფანილ)ბენზილ] ოქსი] ეთილ] -1H-იმიდაზოლის ნიტრატი
სამკურნალწამლო ფორმა: ვაგინალური კაფსულები
1 კაფსულის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ფენტიკონაზოლის ნიტრატი 600მგ ან 1000მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სოიოს ლიცეტინი, თხევადი პარაფინი, პეტროლატუმი.
გარსის შემადგენლობა:
გლიცეროლი, ჟელატინი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი.
აღწერა
თეთრი, ოვალური, პრიალა მოყვითალო ფერის კაფსულები, რომელიც შეიცავს სქელ, ერთგვაროვან, ზეთოვან, თეთრი ფერის სუსპენზიას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოტური მოქმედება (სოკოს საწინააღმდეგო)
ATC Code: G01AF12
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლომექსინი არის მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში. ფენტიკონაზოლი (ლომექსინის აქტიური ნივთიერება) წარმოადგენს იმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს (მისი რაცემული ნარევი ფენტიკონაზოლის აზოტმჟავა მარილის ფორმით). მას გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგისტატური მოქმედება. გააჩნია ასევე ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებაში, რომელიც არეგულირებს სოკოების უჯრედის მემბრანის შეღწევადობას. აქტიურია საფუარის სოკოების Candida spp. (Candida albicans ჩათვლით) და გრამდადებითი ბაქტერიების (Staphylococcus aureus, Streptococcus spp.) მიმართ, და ასევე Trichomonas vaginalis მიმართ.
სხვა ცნობილი აზოლური ნაერთებისაგან (კერძოდ, ეკონაზოლი, მიკონაზოლი და კეტოკონაზოლი) განსხვავებით ფენტიკონაზოლი აინჰიბირებს Candida spp- ის პროტეაზების ბიოსინთეზს - მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე დაბალი კონცენტრაციებით 0.25-დან 16 მკგ / მლ-მდე. ეს მოქმედება დამოკიდებული არ არის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობაზე და განპირობებულია საფუარის მსგავსი სოკოების პროტეოლიზური ფერმენტების წარმოქმნის ერთ-ერთი სტადიის ინჰიბირებით.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ლომექსინი პრაქტიკულად არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას, ვაგინალურად ხანგრძლივი გამოყენებისას მისი კონცენტრაცია სისხლში არ განისაზღვრება.ლორწოვანი გარსებით შეწოვის ხარისხი უკიდურესად დაბალია.
გამოყენების ჩვენებები
ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვაგინალური ტრიქომონიაზი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფენტიკონაზოლის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ორსულობა, მეძუძურობის პერიოდი, ბავშვებში, პრეპარატი არ ინიშნება მენსტრუალური ციკლის დროს.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, ამ პერიოდის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდი და დოზები
ერთი კაფსულა (600მგ ან 1000მგ) შეიყვანება ღრმად საშოში, მწოლიარე მდგომარეობაში ძილის წინ ერთჯერადად. საჭიროების შემთხვევაში ტარდება განმეორებითი გამოყენება 3 დღის შემდეგ.
იმ ინფექციების სამკურნალოდ რომლებიც გამოწვეულია Trichomonas vaginalis მიერ შესაძლებელია კაფსულის (600მგ ან 1000მგ) განმეორებითი გამოყენება 24 საათის შემდეგ.
არასაკმარისი ეფექტურობისას შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება 10 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ერითემა.
ადგილობრივი რეაქციები: წვა, ქავილი, გაღიზიანება პრეპარატის გამოყენების ადგილას.
ლომექსინი, როგორც წესი კარგად გადაიტანება, გვერდითი ეფექტები ატარებენ ტრანზიტორულ ხასიათს და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
თუ ინსტრუქციაში მითითებული რომელიმე გვერდითი მოვლენა გაუარესდება ან შენიშნავთ ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
დოზის გადაჭარბება
სისხლის მიმოქცევის სისტემაში აბსორბციის მცირე ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაჯკებად სავარაუდოა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ გამოვლენილა
სპეციალური მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას მატულობს სენსიბილიზაციის განვითარების რისკი.
ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყიტოთ მკურნალობა და მიმართოთ მკურნალ ექიმს.
თუ ეფექტი არ გამოვლინება 3 კვირის განმავლობაში მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ და დააზუსტოთ დიაგნოზი.
მკურნალობის კურსი დაწყება მიზანშეწონილია მენსტრუალური ციკლის დასრულების შემდეგ.
რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია თუ მკურნალობას ჩაიტარებთ ერთდროულად პარტნიორი კრემით (ლომექსინი, ვაგინალური კრემი 2%), რომელიც დაიტანება სასქესო ორგანოს თავზე და გარშემო.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
ვაგინალური კაფსულები 600მგ და 1000მგ.
1 ან 2 კაფსულა პვქ/პვდქ -ალუმინის ბლისტერებში.
ერთი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account