Oxyphor - ოქსიფორი წვეთები 25მლ
ჩვენებები: ვეგეტო-ვასკულარული დისტროფია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები.
შემადგენლობა
კალიუმ ქლორიკუმი D4, სტაბილიზატორი: ნატრიუმის ჰიდროქსიდის 0,1% ხსნარი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფართო გამოყენების ჰომეოპათიური საშუალება
ჩვენებები
ეს არის ფართო გამოყენების ჰომეოპათიური საშუალება, რომელიც გამოიყენება როგორც სიმპტომატური საშუალება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შესამცირებლად სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს:
- ვეგეტო-ვასკულარული დისტონია;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, მათ შორის სტომატიტების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ანთებითი მოვლენების დროს;
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- ინფიცირებული ჭრილობები და გამონაყარი (გარეგანი გამოყენება)
მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად -5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში ჭამის წინ 15-30 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2 კვირიანი ინტერვალის შემდეგ.
გარეგანი გამოყენება - საფენები ხსნარის სახით: 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში დღეში 2-3 ჯერ.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი
უკუჩვენება
პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account