ლოკელმა - Lokelma 5გ 30 პაკეტი

500,00 GEL
მარაგშია
SKU
96175_1287
ლოკელმა გამოიყენება ჰიპერკალემიის სამკურნალოდ მოზრდილებში. ჰიპერკალემია გულისხმობს კალიუმის მაღალ დონეს სისხლში.

ლოკელმა 5გ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი

ნატრიუმის ცირკონიუმის ციკლოსილიკატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას 

- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

- ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს, რადგან მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია. 

- გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 თავი.

რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში:

1. რა არის ლოკელმა და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ლოკელმის მიღებამდე

3. როგორ მიიღება ლოკელმა 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ მიიღება ლოკელმა

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია 

1.რა არის ლოკელმა და რისთვის გამოიყენება ის

ლოკელმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, ნატრიუმის ცირკონიუმის ციკლოსილიკატს.

ლოკელმა გამოიყენება ჰიპერკალემიის სამკურნალოდ მოზრდილებში. ჰიპერკალემია გულისხმობს კალიუმის მაღალ დონეს სისხლში.

ლოკელმა ამცირებს კალიუმის მაღალ დონეს თქვენს ორგანიზმში და ინარჩუნებს მას ნორმალური დონის ფარგლებში. როცა ლოკელმა გაივლის კუჭსა და ნაწლავებში, ის შეუკავშირდება კალიუმს და ორივე გამოიყოფა ერთად განავალში, ამცირებს რა ამით კალიუმის დონეს ორგანიზმში. 

2. რა უნდა იცოდეთ ლოკელმის მიღებამდე 

ნუ მიიღებთ ლოკელმას

· თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების მიმართ

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მონიტორინგი

თქვენი ექიმი ან ექთანი შეამოწმებს სისხლში კალიუმის დონეს, როდესაც დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას:

· ეს აუცილებელია იმისთვის რომ დადგინდეს ზუსტი დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს სისხლში კალიუმის დონის გათვალისწინებით.

· მკურნალობა შეიძლება შეწყდეს თუ თქვენს სისხლში კალიუმის დონე ძალიან დაბალია

· მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ექთანს თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სისხლში კალიუმის დონე, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ლოკელმას დოზის შეცვლა. ეს მოიცავს დიურეტიკებს (პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის გამომუშავებას), ანგიოტენზინის გარმდაქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორებს, როგორიცაა ენალაპრილი, ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები, როგორიცაა ვალსარტანი (ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები და გულის სამკურნალო საშუალებები).

ლოკელმას მიღებისას მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს ან ექთანს 

· თუ გაწუხებთ გულში სიგნალის გატარების დარღვევა (QT  ინტერვალის გახანგრძლივება), ვინაიდან ლოკელი ამცირებს სისხლში კალიუმის დონეს, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გულში სიგნალის გატარებაზე

· საჭიროა რენტგენოგრაფიის ჩატარება, ვინაიდან ლოკელმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს შედეგების ინტერპრეტაციაზე

· გაქვთ უეცარი ან ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს პრობლემის ნიშანი, რაც ვლინდება იმ მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

ბავშვები და მოზარდები

ნუ მისცემთ ამ პრეპარატს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს. ვინაიდან ლოკელმას ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ლოკელმა

მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ექთანს თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ლოკელმამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გარკვეული მედიკამენტების აბსორბციაზე კუჭ-ნაწალვის ტრაქტიდან. თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, ისინი უნდა მიიღოთ ლოკელმას მიღებამდე 2 საათით ადრე ან 2 საათით გვიან

· ტაკროლიმუსი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თქვენი ორგანიზმის იმუნური სისტემის სუპრესიისთვის, რაც უზრუნველყოფს ორგანოს ტრანსპლანტის არმიღების პრევენციას)

· კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, და პოსაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

· ატაზანავირი, ნელფინავირი, ინდინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, რალტეგნავირი, ლედიპასვირი და რილპივირინი  (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)

· თიროზინკინაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ერლოტინიბი, დასატინიბი, და ნილოტინიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ) 

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანთან გაქვთ კავშირი (ან არ ხართ დარწმუნებული), მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს, ექთანს და ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ნუ გამოიყენებთ ამ მედიკამენტს ორსულობის დროს, ვინაიდან არ არის ინფორმაცია მისი გამოყენების შესახებ ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე/ახალშობილზე ეფექტების გამოვლენა არ არის მოსალოდნელი დედის მიერ ლოკელმას გამოყენების შედეგად, ვინაიდან ეს ეფექტები უმნიშვნელოა. ლოკელმას გამოყენება დასაშვებია ძუძუთი კვების დროს. 

ავტომობილის მართვა და დანადგარებთან მუშაობა 

ამ მედიკამენტს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვის ან დანადგარებთან მუშაობის უნარზე. 

ლოკელმა შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 400გ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თოთოეულ 5გ დოზაში. ეს ნატრიუმის ყოველდღიურად მისაღები რეკომენდებული მაქსიმალური დოზის 20%-ის ეკვივალენტია. 

გაესაუბრეთ ფარმაცევტს ან ექიმს თუ საჭიროა 5გ ან უფრო მეტი ლოკელმას მიღება ყოველდღიურად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ თქვენთვის რეკომენდებულია დაბალი მარილის შემცველი დიეტის დაცვა. 

3. როგორ მიიღება ლოკელმა

ყოველთვის მიიღეთ ლოკელმა ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ექთანთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

რა ოდენობით მიღებაა საჭირო 

საწყისი დოზა-რათა შემცირდეს თქვენი კალიუმის მაღალი დონე და დაუბრუნდეს ნორმალურ მაჩვენებელს

• რეკომენდებული დოზაა 10გ სამჯერ დღეში.

• პრეპარატს სჭირდება ერთი ან ორი დღე ზემოქმედებისთვის.

• არ მიიღოთ საწყისი დოზა სამ დღეზე მეტი ხსნის განმავლობაში.

 შემანარჩუნებელი დოზა - კალიუმის დონის შენარჩუნება ნორმის ფარგლებში მისი შემცირების შემდეგ:

• რეკომენდებული დოზაა 5გ ერთხელ დღეში.

• თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რომ გჭირდებათ უფრო მეტის (10გ ერთხელ დღეში) ან ნაკლების (5გ ყოველ მეორე დღეს) მიღება

• არ მიიღოთ შემანარჩუენებლი დოზა 10გ-ზე მეტი ოდენობით ერთხელ დღეში.

 თუ ხართ ჰემოდიალიზზე:

• მიიღეთ ლოკელმა მხოლოდ არადიალიზის დღეებში.

• რეკომენდებული საწყისი დოზაა 5გ ერთხელ დღეში.

• თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რომ გჭირდებათ უფრო მეტის (15გ-მდე ერთხელ დღეში) მიღება

• არ მიიღოთ 15გ-ზე მეტი დოზა ერთხელ დღეში.

 ეს პრეპარატი მიიღება

• ეცადეთ ლოკელმას მიღება ერთიდაიგივე დროს ყოველ დღე.

• თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

 როგორი მიიღება პრეპარატი

• გახსენით საშეტ(ებ)ი და მოათავსეთ ფხვნილი ჭიქაში  დაახლოებით 45მლ არაგაზირებულ წყალთან ერთად

• მოურიეთ კარგად და მაშინვე დალიეთ სითხე, რომელსაც გემო არ აქვს 

• ფხვნილი არ იხსნება და სითხე ჩანს ამღვრეული. ფხვნილი სწრაფად წარმოშობს ნალექს ჭიქაში. თუ ეს მოხდება, მოურიეთ სითხეს  ისევ კარგად  და დალიეთ მთლიანად.

• საჭიროების შემთხვევაში განაზავეთ სითხე მცირე ოდენობის წყლით და დალიეთ მთლიანად, რომ მიიღოთ მედიკამენტის სრული დოზა.

 თუ მიიღებთ დანიშნულ დოზაზე მეტ ლოკელმას, საჭიროა:

თუ მიიღებთ დანიშნულ  დოზაზე უფრო მეტ სამკურნალო პრეპარატს, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მაშინვე. არ მიიღოთ კიდევ ეს პრეპარატი, ვიდრე ექიმს არ დაელაპარაკებით.

 თუ დაგავიწყდათ ლოკელმას მიღება

• თუ დაგავიწყდათ ლოკელმას დოზის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა

• შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა დადგენილ დროს

• არ მიიღოთ ორმაგი დოზა  გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით

 თუ შეწყვეტთ ლოკელმას მიღებას

არ შეამციროთ ამ პრეპარატის დოზა ან არ შეწყვიტოთ სრულად მისი მიღება ექიმთან გასაუბრების გარეშე, ვინც დაგინიშნათ ეს პრეპარატი. ამის მიზეზი არის ის, რომ შესაძლებელია კალიუმის მაღალი დონე დაგროვდეს ისევ თქვენს სისხლში.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ეს პრეპარატიც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა, ისინი ყველას არ უვითარდება.

მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ გაგივითარდათ რომელიმე მათგანი:

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 1 პირს 10-დან)

· დაღლილობის შეგრძნება, ან სისუსტე ან კრუნჩხვები, ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ თქვენს სისხლში კალიუმის დონე დაბალია. დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ ეს სიმპტომები უფრო ძლიერი გახდება.

· ქსოვილებში სითხის დაგროვება, რაც იწვევს შეშუპებას ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში (ჩვეულებისამებრ კოჭებში ან ტერფებში) 

· ყაზბობა

 გვერდითი ეფექტების შეტყობინება 

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

5. როგორ ინახება ლოკელმა

შეინახეთ ლოკელმა ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ ამ სამკურნალო პრეპარატს ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებული მუყაოს კოლოფზე  და საშეტზე „ვარგისიანობის  ვადა გადის“.  ვარგისიანობის ვადა მოიცავს იმ თვის ბოლო დღეს.

ამ პრეპარატის შენახვა არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს.

ნუ გადააგდებთ ამ პრეპარატს გამდინარე წყლებით ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების გადაგდება, რომელსაც მეტად აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას. 

6.შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლოკელმა

ლოკელმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, ნატრიუმის ცირკონიუმის ციკლოსილიკატს.

ლოკელმა 5გ პერორალური სუსპენზიის ფხვნილი

თითოეული საშეტი შეიცავს 5გ ნატრიუმის ცირკონიუმის ციკლოსილიკატს

ლოკელმა 10გ პერორალური სუსპენზიის ფხვნილი

თითოეული საშეტი შეიცავს 10გ ნატრიუმის ცირკონიუმის ციკლოსილიკატს

ეს პრეპარატი სხვა ინგრედიენტებს არ შეიცავს.

რას წააგავს ლოკელმა და შეფუთვის შემცველობა

პერორალური სუსპენზიის ფხვნილი  არის თეთრიდან ნაცრისფერ შეფერილობამდე ფხვნილი. ის მოწოდებულია საშეტის სახით 

ლოკელმა 5გ პერორალური სუსპენზიის ფხვნილი

თითოეული საშეტი შეიცავს 5გ ფხვნილს.

ლოკელმა 10გ პერორალური სუსპენზიის ფხვნილი

თითოეული საშეტი შეიცავს 10გ ფხვნილს.

საშეტების მოწოდება ხდება მუყაოს კოლოფით, რომელიც შეიცავს 3-დან 30-მდე საშეტს. 

ყველა ზომის შეფუთვის შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy