ქოლესფიტოლი - Cholesfytol 28 ტაბლეტი
ჩვენება: ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის ჯანსაღი დონის შენარჩუნებას.
ქოლესფიტოლი N28
შემადგენლობა
ქოლესფიტოლი საკვები დანამატია, რომელიც შეიცავს წითელ საფუარიან ბრინჯის (Monascus purpureus) ფხვნილს 240 მგ (10 მგ მონაკოლინი K) და ზეთისხილის ნაყოფის (Olea europaea) მშრალ ექსტრაქტს 25 მგ (სტანდარტიზებული 5 მგ ჰიდროქსიტიროსოლამდე ციტრინინის გარეშე).
ასევე, იხილეთ: Hartovin - ჰარტოვინი ქოლინი და ვიტამინი B1 30 კაფსულა
გამოყენება
ქოლესფიტოლი ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის ჯანსაღი დონის შენარჩუნებას.
მოქმედება
წითელი საფუარიანი ბრინჯი (ბრინჯი ფერმენტირებული საფუარით Monascus purpureus) შეიცავს K მონაკოლინს. მისი რაოდენობა და ფორმა, რომელსაც ორგანიზმი მარტივად შეითვისებს, ეხმარება ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინის მოშორებაში.
ზეთისხილის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ჰიდროქსიტიროსოლს, რომელიც ბუნებაში არსებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. ჰიდროქსიტიროსოლი ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის (LDL-ქოლესტერინის) დაჟანგვის შემცირებას და, შესაბამისად, სისხლძარღვთა კედლებზე მის მიმაგრებას.
სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
არ გამოიყება ბავშვებში ან 18 წლამდე მოზარდებში.
მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ შემთხვევებში:
თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის;
პარალელურად იღებთ ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატებს;
გაქვთ აუტანლობა სტატინების მიმართ;
გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან კუნთების დაავადება.
შემადგენელი ინგრედიენტები
შემავსებელი საშუალება: მიკროკრისტალური ცელულოზა - წითელი საფუარიანი ბრინჯის ფხვნილი (Monascus purpureus) 240 მგ (ეკვივალენტური 10 მგ მონაკოლინი K) მაგნიუმის ოქსიდი, სახამებელი, ზეთისხილის ნაყოფის (Olea europaea) მშრალი ექსტრაქტი 25 მგ (ეკვივალენტური 5 მგ ჰიდროქსიტიროსოლის); სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავები; მაგნიუმის მარილები; პოლივინილის სპირტი, ტალკი, მაკროგოლი, პოლისორბატი; კარმინები, რკინის ოქსიდი.
დოზირება
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ.
რეკომენდებულია1 წლის განმავლობაში უწყვეტად მიღება.
Units | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account