Troxerutin - ტროქსერუტინის 2% გელი 40გ
ჩვენება: ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი და ფლებოთრომბოზი, პროსტტრავმული შეშუპება, ჰემატომები, ბუასილი.
რას წარმოადგენს ტროქსერუტინი სოფარმას 2 % გელი და რისთვის გამოიყენება იგი
ტროქსერუტინი სოფარმას 2% გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტროქსერუტინს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანგიოპროტექტორების ჯგუფს. ეს მედიკამენტები ამცირებენ კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს, ახდენენ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. ტროქსერუტინს აქვს ვენომატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. ტროქსერუტინით მკურნალობის შედეგად, მცირდება ქვემო კიდურების შეშუპება და მასთან დაკავშირებული სიმპტომები. ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელი განკუთვნილია ქრონიკული ვენური უკმარისობის ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის; ვენების ვარიკოზული გაგანიერების; ზედაპირული თრომბოფლებიტის, პერიფლებიტის და ფლებოთრომბოზის, პოსტთრომბოზული სინდრომის, ტრავმების შემდგომი შეშუპების და ჰემატომების სამკურნალოდ.
რისი ცოდნაა საჭირო ტროქსერუტინი სოფარმას 2 % გელის გამოყენების დაწყებამდე არ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმას 2 % გელი
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტროქსერუტინის მიმართ ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ტროქსერუტინი სოფარმას 2 % გელის გამოყენებისას სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოყენების ადგილზე მომატებული მგრძნობელობის გამოვლენა.
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც იღებთ, ან იღებდით ახლახან, მათ შორის ექიმის დანიშნულების გარეშე.
ტროქსერუტინი სოფარმას 2% გელის გამოყენებისას, არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვნი მედიკამენტური ან სხვა სახის ურთიერთქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპრატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ტროქსერუტინ სოფარმა გელის სახით შეიძლება გამოიყენოთ ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრასპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
ტროქსერუტინი სოფარმას 2% გელი -არის სამკურნალო ფორმა გარეგანი გამოყენებისათვის. ტროქსერუტინი სოფარმას 2% გელი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მანქანებთან მუშაობაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტროქსერუტინი სოფარმა 2% გელის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი კომპონენტების შესახებ
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბენზალკონიუმ ქლორიდს შეუძლია კანის რეაქციების გამოწვევა. არ წაისვათ ეს პრეპარატი პირდაპირ მკერდზე, თუ იმყოფებოთ ძუძით კვებაზე, რადგან შესაძლოა ბავშვმა პრეპარატი დედის რძესთან ერთადმიიღოს .
როგორ უნდა იქნას გამოყენებული ტროქსერუტინი სოფარმას 2 % გელი
ყოველთვის გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელი წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული მითითების ზუსტი დაცვით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გელი უნდა წაისვათ ორჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს), კანის დაზიანებულ უბნებში შეიზილეთ ფრთხილად მსუბუქი მოძრაობებით. აუცილებლობისას, შეიძლება ნახვევის შიგნით და ელასტიური ბინტის შიგნითაც გამოყენება.
თუ თქვენ გამოიყენეთ პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზა
პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას ნაკლებ სავარაუდოა დოზის გადაჭარბება. შემთხვევით შიგნით დიდი რაოდენობით მიღებისას, აუცილებელია ზოგადი ზომების მიღება ორგანიზმიდან მის გამოსაყვანად და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
თუ გამოტოვეთ პრეპარატის გამოყენება
არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი რაოდენობა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ გამოყენება ინსტრუქციის შესაბამისად, ან ექიმის დანიშნულებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებამ, ამ სამკურნალო პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
შემთხვევათა უმრავლესობაში ტროქსერუტინი სოფარმას 2% გელი კარგად გადაიტანება.
იშვიათ შემთხვევებში და ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლოა კანის გაწითლება და ქავილი. თუ ჩივილები გრძელდება, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს!
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა იქნას შენახული ტროქსერუტინი სოფარმას 2 % გელი
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალური პირობების დაცვას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 (ხუთი) წელი
ვარგისობის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ: 12 (თორმეტი) თვე.
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინი სოფარმას 2% გელი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია. რას შეიცავს ტროქსერუტინი სოფარმას 2% გელი
- ატიური ნივთიერება: 20მგ ტროქსერუტინი 1 გ გელში.
- დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ტროქსერუტინი სოფარმას 2% გელის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა მოყვითალო - მომწვანო ფერის უსუნო გელი.
პირველადი შეფუთვა
პრეპარატის 40 გ ათავსებენ ალუმინის ტუბში მემბრანით, რომელიც ლაქირებულია შიგნითა მხრიდან უვნებელი ლაქით და თავდახურულია პოლიპროპილენის პლასტმასის ხუფით.
მეორეული შეფუთვა
თითოეულ ტუბს ათავსებენ მუყაოს ერთ კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით. ყოველ კოლოფში ათავსებენ გამოყენების ინსტრუქციას, დამზადებულს ოფსეტური ქაღალდისაგან.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოყენებაზე ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი სს სოფარმა
ილიენსკოეს გზატკეცილის ქ., 16, 1220 სოფია, ბულგარეთი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account