Rinoks - რინოქსი ცხვირის სპრეი 20მლ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ცხვირის სპრეი: ფლაკონში.
შემადგენლობა: D-პანთენოლი - 5%, თხევადი პარაფინი - 94%, ვიტამინი E – 1%.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ცხვირის სიმშრალის სამკურნალო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
იზოტონური ხსნარი ცხვირის ღრუს ლორწოვანის დატენიანების და სანაციისთვის, ასტიმულირებს უჯრედების პროლიფერაციის და ეპითელიზაციის პროცესს.
ჩვენებები
ცხვირისა და ცხვირხახის გამორეცხვა ისეთი სიმპტომების დროს როგორიცაა:
- აღდგენითი პერიოდი ცხვირის ღრუსა და სინუსებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომ, ცხვირის პლასტიკა;
- ცხვირის სიმშრალის მკურნალობა (მათ შორის კლიმატური ფაქტორით და კონდენციონერით გამოწვეული);
- ენდოსკოპიური კვლევა (დამხმარე თერაპია);
- ატროფიული რინიტის მკურნალობა, რომელიც განვითარებულია სხვადასხვა აეროზოლების ხანგრძლივი გამოყენების გამო ან დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებით.
დოზირების რეჟიმი
ყოველდღიურად 2-3 შესხურება თითოეულ ნესტოში.
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ მისი შეფუთვის ან ეტიკეტის მთლიანობა დარღვეულია.
გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
იზოტონური ხსნარი ბალანსირებული PH მაჩვენებლით.
პრეპარატის შემადგენელი დამარბილებელი საშუალება არ იწვევენ წვის და გაღიზიანების შეგრძნებას.
არ შეიცავს დანამატებს, იოდს და ლატექსს.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account