მოქსონიდინი სტადა - Moxonidin Stada 0.4 მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: ამაღლებული სისხლის წნევის სამკურნალოდ (ესენციური ან პირველადი ჰიპერტონია).
მოქსონიდინი სტადა® 0,4 მგ შემოგარსული ტაბლეტები
მოქსინიდინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება თქვენ დაგენიშნათ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენების მიზნით. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვა პირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენივე მსგავსი სიმპტომები.
- თუ შენიშნავთ ნებისმიერი სახის გვერდით მოვლენებს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
1. რას წარმოადგენს მოქსონიდინი სტადა® და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია მოქსონიდინი სტადას® მიღებამდე
3. მოქსინიდინი სტადას® მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. მოქსინიდინი სტადას® შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს მოქსონიდინი სტადა® და რისთვის გამოიყენება?
მოქსონიდინი სტადა® არის სისხლის წნევის დამწევი სამკურნალო საშუალება (ანტიჰიპერტენზული). ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან იმიდაზოლინის რეცეპტორების ანტაგონისტებად. ის უკავშირდება ტვინში კონკრეტულ რეცეპტორებს (შემაერთებელ წერტილებში) და შედეგად ამცირებს ნერვების აქტივობას, რომლებიც არეგულირებენ სისხლის წნევას.
მოქსონიდინი სტადა® გამოიყენება
· ამაღლებული სისხლის წნევის სამკურნალოდ (ესენციური ან პირველადი ჰიპერტონია).
2. ინფორმაცია მოქსონიდინი სტადას® მიღებამდე
არ შეიძლება მოქსონიდინი სტადას® გამოყენება,
· თუ ხართ ალერგიული მოქსონიდინის ან მე-6 პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი დამხმარე ნივთერების მიმართ.
გარდა ამისა მოქსონიდინი სტადას® მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში,
თუ შემდეგში დასახელებული პირობებიდან რომელიმე აღინიშნება თქვენს შემთხვევაში ან გახასიათებთ შემდეგში აღწერილი დაავადებიდან რომელიმე:
· გულის აღგზნების სადინარების დარღვევა:
- სინუსური კვანძის სინდრომი (გულის დაავადება, რომელიც იწვევს ანომალიურ ან არარეგულარულ გულისცემას).
- მე-2. ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკი (AV- ბლოკი: აღინიშნება ეკგ-ზე ცვლილებით, შესაძლოა გამოიწვიოს სრული ბლოკადა),
- მე-3. ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკი, ასევე ცნობილია გულის სრული ბლოკადა (AV - ბლოკი, აღინიშნება ეკგ-ზე ცვლილება, გულისცემის შემცირება, სისხლის დაბალი წნევა და სისხლის გამტარობის ნაკლებობა),
· შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), ანუ წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები მოსვენებულ მდგომარეობაში,
· გულის მუშაობის სისუსტე (გულის უკმარისობა, იხილეთ ასევე: გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს მოქსონიდინი სტადას® მიღებამდე.
განსაკუთრებით უნდა აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ გახასიათებთ შემდეგი დაავადებიდან რომელიმე ან წარსულში გადატანილი გაქვთ მსგავსი:
· ატრიოვენტრიკულური ბლოკი 1. ხარისხი (AV- ბლოკი, გულის აღგზნებადობის გამტარობის დარღვევა, რომელიც ვლინდება ეკგ-ზე),
· გულის რთული კორონარული დაავადება (დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება გულის კუნთში სისხლის მიწოდების შემცირება, რაც იწვევს გულის ინფარქტის რისკის გაზრდას)
· არასტაბილური სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი),
· საშუალო ხარისხის გულის უკმარისობა (გულის გამტარობის სისუსტე, რომლის დროსაც თქვენ მშვიდად ყოფნის დროს ან მსუბუქი გაღიზიანებისას ჩივილებს გრძნობთ).
თუ თქვენ გახასიათებთ თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა (ექიმი დაადგენს თირკმლის ფუნქციის შეზღუდვის ხარისხს), შესაძლოა აღინიშნოს მოქსონიდინი სტადას® ეფექტის ძლიერი გამოვლენა. ეს შესაძლოა განსაკუთრებით შეიმჩნეოდეს მკურნალობის დასაწყისში. ამიტომ ექიმი მოახდენს დოზის ფრთხილად კორექციას.
ბავშვები და მოზარდები
მოქსონიდინი სტადას® გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში. არ მოიპოვება საკმარისი გამოცდილება ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების შესახებ.
მოქსინიდინი სტადას® გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები ან აპირებთ ნებისმიერი სახის სამკურნალო პრეპარატის მიღებას.
· არ შეიძლება მოქსონიდინი სტადას® მიღება ერთდროულად ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან ერთად (დეპრესიული დაავადებების სამკურნალო საშუალება).
· სხვა სისხლის წნევის დამწევ საშუალებებთან (ანტიჰიპერტონულებთან) ერთად ერთდროული გამოყენება იწვევს მოქსონიდინის სისხლის წნევის დამწევი ეფექტის გაძლიერებას.
· თუ მოქსონიდინი სტადა® გამოიყენება ბეტაბლოკატორებთან ერთად (სისხლის წნევის დამწევი ან გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებები) და უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა, ჯერ უნდა დასრულდეს ბეტაბლოკატორების მიღება. ამის შემდეგ რამოდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია მოქსონიდინი სტადას® მოხსნაც.
· მოქსონიდინმა შესაძლოა გააძლიეროს ტრიციკლური ანტიდეპრესიულების, დამამშვიდებელი საშუალებების, შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტების და საძილე მედიკამენტების ეფექტი. ბენზოდიაზეპინების (საძილე და სედატიური საშუალებები) დამთრგუნველი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს მოქსონიდინის ერთდროული გამოყენების შემდეგ.
· ტოლაზოლინს (ვაზოდილატატორი, რომელიც გამოიყენება გარე სისხლძარღვების სპაზმების სამკურნალოდ) შეუძლია შეასუსტოს მოქსონიდინის მოქმედება.
მოქსონიდინი სტადას® მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
საკვების ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას მოქსონიდინის ეფექტზე. ამიტომ შეგიძლიათ მიიღოთ მოქსონიდინი STADA® ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
არ შეიძლება ალკოჰოლის მიღბა მოქსონიდინი სტადას® გამოყენებისას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
ორსულობა
მოქსინიდინი სტადას® გამოყენება ორსულობის დროს ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა მოქსონიდინს ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ არ დაბადებულ ბავშვს.
ლაქტაცია
მოქსონიდინი გადადის დედის რძეში. ამიტომ არ შეიძლება მოქსონიდინი სტადას® გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. თუ მოქსინიდინით მკურნალობა აუცილებლად რეკომენდებულია, მაშინ უნდა შეწყდეს ჩვილის ძუძუთი კვება.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მოქსონიდინი სტადამ® შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა და თავბრუსხვევა. თუ შენიშნავთ მსგავს გვერდით მოვლენებს, უნდა მოერიდოთ პოტენციურად საშიში აქტივობების შესრულებას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.
მოქსონიდინი სტადა® შეიცავს ლაქტოზას
გთხოვთ მიიღოთ მოქსონიდინი სტადა® ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა გარკვეული სახის შაქრის მიმართ.
3. მოქსონიდინი სტადას® მიღების წესი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. მიღება შესაძლებელია ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება მოხდეს ერთბაშად (იხილეთ ქვემოთ: თუ გსურთ მოქსონიდინი სტადას® მიღების შეწყვეტა).
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
უფროსები და ხანდაზმული პაციენტები
მკურნალობა უნდა დაიწყოთ 0,2 მგ მოქსონიდინით დილით. დოზირების გაზრდა შესაძლებელია 3 კვირის შემდეგ დღეში 0,4 მგ დოზამდე. თქვენ შეგიძლიათ ეს დოზა მიიღოთ დღეში 1 მიღებად ერთიანად ან გაანაწილოთ ის 2 დოზად (დილით და საღამოს; ექიმი ამისათვის დაგინიშნათ მოქსონიდინი სტადას® მცირე დოზირების ტაბლეტებს).
თუ თქვენი ჩივილები არ გაუმჯობესდება 3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, შესაძლოა ექიმმა გაზარდოს დოზირება მაქსიმუმ 0,6 მგ-მდე დღეში. ასეთ შემთხვევებში 0,6 მგ უნდა განაწილდეს 2 დოზად, რომელიც მიიღება დილით და საღამოს.
არ შეიძლება მოქსინიდინის 0,4 მგ ერთჯერადი დოზირების და მოქსონიდინის 0,6 მგ დღიური დოზირების (განაწილებული 2 დოზად, რომელიც მიიღება დილით და საღამოს) გადაჭარბება.
პაციენტები თირკმელების შეზღუდული ფუნქციით
თუ გახასიათებთ თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა, არ შეიძლება მოქსონიდინის ერთჯერადი 0,2 დოზირების და მოქსონიდინის 0,4 მგ დღიური დოზირების გადაჭარბება.
ბავშვები და მოზარდები
ვინაიდან არ მოიპოვება საკმარისი გამოცდილება, ამიტომ მოქსინიდინის ტადას გამოყენება ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში არ შეიძლება.
თუ მიიღეთ მოქსონიდინი სტადას® ჭარბი დოზირება
შემთხვევით ჭარბი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას გთხოვთ სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას კლინიკაში.
ზედოზირების სიმპტომებია მაგ., თავის ტკივილები, ძილიანობა/სისუსტე, დაღლილობა, მუცლის ტკივილები, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა (სედაცია), დაბალი სისხლის წნევა (ჰიპოტონია), სისხლის წნევის დაცემა თავბრუსხვევით მაგალითად მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომისას (ორთოსტაზული დისრეგულაცია), შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია) და პირის სიმშრალე. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ღებინება და განმეორებითი სისხლის წნევის გაზრდა (პარადოქსული ჰიპერტონია).
თუ დაგავიწყდათ მოქსონიდინი სტადას® დოზის მიღება
არ შეშფოთდეთ. გამოტოვეთ დავიწყებული დოზა მთლიანად და მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ რეჟიმის მიხედვით მომდევნო დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზირება გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ მოქსონიდინი სტადას® მიღების შეწყვეტა
არ შეიძლება მოქსონიდინი სტადას® მიღების ერთბაშად შეწყვეტა. მკურნალობის დასრულება უნდა მოხდეს თანდათანობით 2 კვირის განმავლობაში. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
დამატებითი კითხვების შეთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
პირის სიმშრალე, თავის ტკივილები, ზოგადი სისუსტე (ასთენია), თავბრუსხვევა და ძილიანობა/სისუსტე აღინიშნა ხშირად. ეს ჩივილები განსაკუთრებით ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და ქრებიან დროთა განმავლობაში.
შემდეგში აღწერილი გვერდითი მოვლენები აღინიშნა კლინიკური კვლევების განმავლობაში:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში):
· პირის სიმშრალე
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე):
· სისუსტე,
· თავის ტკივილი,
· თავბრუსხვევა,
· ძილიანობა,
· აზროვნების დარღვევა,
· ძილის დარღვევა უძილობის ჩათვლით,
· ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევები და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები,
· კანზე გამონაყარი, ქავილი
· ზოგადი სისუსტე (ასთენია),
· ზურგის ტკივილები,
· სისხლძარღვების გაფართოვება.
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე):
· შენელებული პულსი,
· ყურებში ხმაური (ტინიტუსი),
· დეპრესია
· შიში
· ნევროზულობა
· ძილიანობა (სედაცია)
· ალერგიული კანის რეაქციები
· შეშუპება (ქსოვილის შეშუპება), რაც მოიცავს სხეულის სხვადასხვა ნაწილს,
· ანგიონევროზული შეშუპება (კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება, განსაკუთრებით სახის, პირის, ენის და ყელის არეში),
· სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტონია),
· სისხლის წნევის დაცემა წამოდგომისას (ორთოსტაზული ჰიპოტონია),
· გონების დაკარგვა (სინკოპა),
· ხელ -ფეხის არეში ანომალიური შეგრძნებები (პარესთეზია),
· სითხის შეკავება,
· მადის დაკარგვა (ანორექსია),
· საყლაპავი ჯირკვლის ტკივილი
· კისრის-/ყელის ტკივილები,
· ხელ-ფეხის თითების შეფერილობა სისხლის გამტარობის შენელების გამო (რეინოს სინდრომი),
· მამაკაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია),
· იმპოტენცია და შემცირებული ლიბიდო,
· სისხლის გამტარობის შენელება კიდურებში და გარე (პერიფერიულ) სისხლძარღვებში.
· შარდვის უუნარობა (შარდის შეკავება) ან შეუკავებლობა
· თვალებზე მშრალი ქავილი ან წვის შეგრძნება
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. მოქსონიდინი სტადას® შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება კოლოფზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს +30˚C ტემპერტურაზე.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს მოქსონიდინი სტადა®
აქტიური ნივთიერება არის: მოქსონიდინი.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 0,4 მგ მოქსონიდინს.
დამხმარე ნივთიერებები
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K25, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.).
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, რკინის (III)-ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
მოქსონიდინი სტადას® გარეგნული მხარე და შეფუთვის შემადგენლობა
მუქი ვარდისფერი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მოქსონიდინი სტადას® შეფუთვა შეიცავს 30, 50 და 100 შემოგარსულ ტაბლეტებს.
ასევე, იხილეთ: Fiziotenz - ფიზიოტენზი 0.4მგ 14 ტაბლეტი
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account