Clopi-denk - კლოპი-დენკი 75მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება:კლოპი-დენკ 75 გამოიყენება არაელასტიურ სიხლძარღვებში (არტერიებში) სისხლის კოლტის წარმოქმნის (თრომბი) პრევენციისთვის, პროცესს სახელწოდებით ათეროსკლეროზი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ათეროთრომბული მოვლენა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის კლოპიდოგრელი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს (კლოპიდოგრელის ბესილატის სახით).
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია:
ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა (E463), კროსპოვიდონი (ტიპი A), ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლ 6000, სტეარინის მჟავა, ტალკი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა (E464), ლაქტოზის მონოჰიდრატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტრიაცეტინი (E1518), ტიტანის დიოქსიდი (E171).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოპიდოგრელი წარმოადგენს პროწამალს, რომლის ერთ ერთი მეტაბოლიტი არის თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი. კლოპიდოგრელმა უნდა განიცადოს მეტაბოლიზმი CYP450 ფერმენტების მიერ, რათა წარმოიქმნას აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც დათრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინ დიფოსფატის (ADP) მიერთებას თრომბოციტის P2Y12 რეცეპტორთან და შემდგომში ADP-ით განპირობებული გლიკოპროტეინ GPIIბ/IIIა კომპლექსის აქტივაციას, რაც შესაბამისად იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. შეუქცევადი მიერთების გამო თრომბოციტები რჩებიან უფუნქციო მდგომარეობაში მათი სიცოცხლის მთელი პერიოდის მანძილზე (დაახლოებით 7-10 დღე) და მათი ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება ახალი თრომბიციტების წარმოქმნისას. ADP-ისგან განსხვავებული აგონისტების მიერ გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაცია ასევე ითრგუნება გამოყოფილი ADP-ის მიერ თრომბოციტების აქტივაციის ბლოკირებით.
რადგან აქტიური ნივთიერება წარმოიქმნება CYP450 ფერმენტების მიერ, რომელთაგან ზოგიერთი არის პოლიმორფული ან ინჰიბირდება სხვა სამედიცინო პროდუქტებით, შესაბამისად ყველა პაციენტში ადექვატურად არ ხდება თრომბოციტების ინჰიბირება.
დღეში 75მგ-ს რამდენჯერმე მიღებისას პირველივე დღიდან ხდება ADP-ით განპირობებული თრომბოციტების აგრეგაცია. ეფექტი იზრდება პროგრესიულად და აღწევს სტაციონარულ მდგომარეობას მე-3 და მე-7 დღეს. გამოვლინდა, რომ 75მგ დოზის მიღებისას სტაციონარული მდგომარეობისას საშუალო მაინჰიბირებელი კონცენტრაცია იყო დაახლოებით 40% და 60%. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო ეტაპობრივად უბრუნდება საწყის დონეს ძირითადად მიღების შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
დღეში 75მგ-ს ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური დოზების მიღების შემდეგ, კლოპიდოგრელი სწარაფად შეიწოვება. პლაზმაში უცვლელი კლოპიდოგრელის საშუალო პიკური მოცულობა (დაახლოებით 2.2 - 2.5 ნგ/მლ 75მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ) მიიღწევა დოზის მიღებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ. შარდში კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების ექსკრეციიდან გამომდინარე აბსორბცია შეადგენს დაახლოებით 50%.
დისტრიბუცია
კლოპიდოგრელი და ძირითადი მოცირკულირე (არააქტიური) მეტაბოლიტი ინ ვიტრო უკუშექცევადად უერთდება ადამიანის პლაზმის ცილებს (98% და 94% შესაბამისად). სხვადასხვა კონცენტრაციულ ზღვრებში შეკავშირება ინ ვიტრო პირობებში არ არის გაჯერებადი.
მეტაბოლიზმი
კლოპიდოგრელი ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ინ ვიტრო და ინ ვივო პირობებში, კლოპიდოგრელი მეტაბოლიზმს განიცდის 2 ძირითადი მეტაბოლური გზით: ერთი ხორციელდება ესტერაზებით და იწვევს ჰიდროლიზს მის არააქტიურ კარბოქსილის მჟავას წარმოებულამდე (მოცირკულირე მეტაბოლიტების 85%) და ერთი ხორციელდება მრავალი ციტოქრომ P450-ის საშუალებით. კლოპიდოგრელი თავიდან იშლება მის შუალედურ მეტაბოლიტად – 2-ოქსო-კლოპიდოგრელი. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შემდგომი მეტაბოლიზმი მის შუალედურ მეტაბოლიტამდე იწვევს აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნას – კლოპიდოგრელის თიოლის დერივატივი. ინ ვიტრო აღნიშნული მეტაბოლიტური გზა ხორციელდება CYP3A4, CYP2C19, CYP1A2 და CYP2B6 მიერ. აქტიური თიოლის მეტაბოლიტი, რომელიც გამოყოფილ იქნა ინ ვიტრო, უერთდება სწრაფად და შეუქცევადად თრომბოციტების რეცეპტორებს და შესაბამისად იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას.
აქტიური ნივთიერების Cmax ორჯერ უფრო მაღალია ერთჯერადად 300მგ კლოპიდოგრელის დარტყმითი დოზის მიღების შემდეგ ვიდრე 4 დღის განამვლობაში 75მგ შემანარჩუნებელი დოზის მიღებისას. Cmax მიიღწევა დოზის მიღებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ.
ელიმინაცია
14C მონიშული კლოპიდოგრელის პერორალურად მიღებისას, დოზის მიღებიდან 120 საათიანი ინტერვალის შემდეგ დაახლოებით 50% გამოიყო შარდთან ერთად და 46% ფეკალურ მასებთან ერთად.
75მგ დოზის ერთჯერადად პერორალურად მიღების შემდეგ ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით შეადგენდა 6სთ-ს. ერთჯდერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ ძირითადი მოცირკულირე (არააქტიური) მეტაბოლიტის ნახევარდაშლის პერიოდი იყო 8 საათი.
ჩვენება
კლოპი-დენკ 75 მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტითრომბოციტური პრეპარატები. თრომბოციტები არიან სისხლის ძალიან მცირე სტრუქტურები, რომლებიც ერთმანეთს ეწებებიან სისხლის შედედების დროს. ასეთი აგრეგაციის პრევენციით ანტითრომბოციტური პრეპარატები ამცირებენ სისხლის კოლტის წარმოქმნის (პროცესი სახელწოდებით თრომბოზი) შანსს.
კლოპი-დენკ 75 გამოიყენება არაელასტიურ სიხლძარღვებში (არტერიებში) სისხლის კოლტის წარმოქმნის (თრომბი) პრევენციისთვის, პროცესს სახელწოდებით ათეროსკლეროზი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ათეროთრომბული მოვლენა (მაგალითად ინსულტი, გულის ინფარქტი ან სიკვდილი).
კლოპი-დენკ 75 ინიშნება სისხლის კოლტის წარმოქმნის პრევენციის და ზემოთ ხსენებული მძიმე მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად, რადგან:
- აღინიშნება არტერიების კედლების გამაგრება (აგრეთვე ეწოდება ათეროსკლეროზი); და
- ანამნეზში აღინიშნება გულის ინფარქტი, ინსულტი ან პაციენტს აქვს პერიფერიული არტერიების დაავადება ან
- პაციენტს აწუხებს მწვავე სახის ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, რასაც ასევე ეწოდება “არასტაბილური სტენოკარდია” ან “მიოკარდიუმის ინფარქტი”. აღნიშნული მდგომარეობების სამკურნალოდ ექიმმა შესაძლებელია ჩადგას სტენტი ბლოკირებულ ან შევიწროვებულ არტერიაში, რათა აღდგეს ეფექტური სისხლის მიმოქცევა. ასევე ექიმმა შესაძლებელია დამატებით დანიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა (ნივთიერება, რომელიც ბევრ მედიკამენტშია და გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად და ტემპერატურის დასაწევად, ასევე სისხლის შედედების პრევენციისთვის).
- პაციენტს აქვს არარეგულარული რითმი, მდგომარეობა რომელსაც ეწოდება “წინაგულოვანი ფიბრილაცია” და პაციენტს არ შეუძლია მიიღოს პრეპარატები, რომლებსაც ეწოდებათ “ორალური კოაგულანტები” (ვიტამინ K-ს ანტაგონისტი), რომლებიც ხელს უშლიან ახალი კოლტების წარმოქმნას და არსებული კოლტების ზრდას. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ ორალური ანტიკოაგულანტები უფრო ეფექტურნი არიან ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავა ან კლოპი-დენკ 75-ის და აცეტილსალიცილის მჟავის კომბინირებული გამოყენება ასეთი მდგომარეობის დროს. მკურნალი ექიმი დანიშნავს კლოპი-დენკ 75 ს აცეტილსალიცლის მჟავასთან ერთად თუ პაციენტს არ შეუძლია მიიღოს ორალური ანტიკოგულანტები და არ აღინიშნება ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკი.
უკუჩვენება
კლოპი-დენკ 75 არ მიიღება, თუ:
- აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან კლოპი-დენკ 75-ის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- პაციენტს აქვს დაავადება, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, მაგალითად როგორიცაა კუჭის წყლული ან სისხლდენა ტვინში.
- თუ აღინიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს ან რაიმე ეჭვის გაჩენისას, კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე:
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ეხება პაციენტს, კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
- თუ აღინიშნება სისხლდენის რისკი, მაგალითად:
- ავადმყოფობა, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (მაგალითად კუჭის წყლული),
- სისხლის დაავადებები, რის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (სისხლდენა სხეულის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოში ან სახსარში);
- უახლოეს პერიოდში მიღებული სერიოზული ტრავმა;
- უახლოეს პერიოდში ჩატარებული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)
- უახლოესი 7 დღის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)
- თუ აღინიშნება კოლტი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი), რომელიც განვითარდა ბოლო 7 დღის განმავლობაში.
- თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
კლოპი-დენკ 75-ის მიღებისას:
- უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური);
- ასევე დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ისეთი მდგომარეობის განვითარებისას (ასევე ცნობილი თრომბოციტოპენიური პურპურა), რასაც ახასიათებს ცხელება, ჩალურჯებები კანის ქვეშ და შესაძლებელია ჩანდეს, როგორც წითელი ქინძისთავისხელა წერტილები, რაც შეიძლება მიმდინარეობდეს აუხსნელი დაღლილობის შეგრძნებით, გონების დაბინდვით, კანის და თვალების სიყვითლით ან მის გარეშე (იხ. ნაწილი 4 “მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები”).
- ჭრილობის ან თვითზიანის მიყენებისას სისხლდენა შესაძლებელია გაგრძელდეს ჩვეულებრივზე მეტ ხანს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმდებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 4 “მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები”).
კლოპი-დენკ 75 არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოესი პერიოდის განამვლობაში იღებდა რომელიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს კლოპი-დენკ 75-ის მოქმედებაზე ან პირიქით.
განსაკუთრებით უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს:
- ორალური ანტიკოაგულანტები, სისხლის შედედების შესამცირებელი პრეპარატები;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ძირითადად გამოიყენება კუნთის ან სახსრის ტკივილის და/ან ანთების სამკურნალოდ;
- ჰეპარინი ან ნებისმიერი სხვა საინექციო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად;
- ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი ან ციმეტიდინი, კუჭის გაღიზიანების სამკურნალო პრეპარატები;
- ფლუკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ციპროფლოქსაცინი ან ქლორამფენიკოლი, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატები;
- ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი ან მოკლობემიდი, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები;
- კარბამაზეპინი ან ოქსკარბაზეპინი, ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალო პრეპარატი;
- ტიკლოპიდინი, სხვა ანტითრომბოციტული საშუალება.
თუ აღინიშნება ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის ინფარქტი), კლოპი-დენკ 75 შესაძლებელია დაინიშნოს აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (ნივთიერება, რომელიც შედის ბევრი სამედიცინო პრეპარატის შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და დაბალი სიცხის სამკურნალოდ). აცეტილსალიცილის მჟავას (არაუმეტეს 1000მგ ყოველ 24 საათში) შემთხვევით მიღებამ შესაძლებელია არ გამოიწვიოს პრობლემა, თუმცა სხვა გარემოებებში ხანგრძილივი გამოყენებისას კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
კლოპი-დენკ 75-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კლოპი-დენკ 75-ის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის სასურველი აღნიშნული პროდუქტის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვობს ამის შესახებ, კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პაციენტი დაორსულდება კლოპი-დენკ 75-ის მიღების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს, რადგან ის ურჩევს პაციენტს არ მიიღოს კლოპიდოგრელი ორსულობის დროს.
აღნიშნული პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ლაქტაცია.
თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან სურს მისი დაწყება, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ნებისმიერ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანის და მექანიზმების მართვა
კლოპი-დენკ 75 სავარაუდოდ არ მოქმედებს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლოპი-დენკ 75-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
კლოპი-დენკ 75 შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტი გაფრთხილებულია ექიმის მიერ, რომ მას აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (მაგ. ლაქტოზა), მაშინ აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მიღების წესები და დოზირება
კლოპი-დენკ 75 ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის ინფარქტი), მკურნალმა ექიმმა მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დანიშნოს 300მგ კლოპი-დენკ 75 (4 ტაბლეტი 75 მგ) ერჯერ დრეში. შემდგომში, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს კლოპი-დენკ 75-ის ერთ ტაბლეტს დღეში, პერორალურად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე და ერთიდაიგივე დროს. კლოპი-დენკ 75-ის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
კლოპი-დენკ 75-ის დოზის გადაჭარბება
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ ჰოსპიტალს, რადგან არსებობს სისხლდენის რისკი.
კლოპი-დენკ 75-ის დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს გამორჩა კლოპი-დენკ 75-ის დოზა, მაგრამ გაახსენდა ჩვეული დოზის მიღებამდე 12 საათის განმავლობაში, მაშინ ტაბლეტი მიიღება დაუყოვნებლივ, ხოლო შემდეგი ტაბლეტი მიიღება ჩვეულ დროს.
თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება 12 საათზე მეტ ხანს, მაშინ შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კლოპი-დენკ 75-ის მკურნალობის შეწყვეტა
არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეწყვეტამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად კლოპი-დენკ 75-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი:
- ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობა. ეს შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის უჯრედების იშვიათი დაავადების გამო;
- ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, რაც ასე თუ ისე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სისხლდენასთან, რაც ვლინდება კანქვეშ წითელი ქინძისთავის ზომის წერტილების სახით და/ან გონების დაბინდვით (იხ. ნაწილი 2 “განსაკუთრებული სიფრთხილე კლოტრი-დენკ 75-ის მიღებამდე”).
- პირის შეშუპება ან კანის დარღვევა, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკები. ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული რეაქცია.
კლოპი-დენკ 75-ის შედეგად გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია სისხლდენა.
სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, სილურჯეები, ჰემატომა (უჩვეულო სისლხდენა ან სილურჯე კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში. იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენა ვითარდება თვალში, თავში, ფილტვებში ან სახსარში.
თუ კლოპი-დენკ 75-ით მკურნალობის დროს გამოვლინდა ხანგრძლივი სისხლდენა
ჭრილობის ან თვითდაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია სისხლდენა ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 2 “განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე”).
კლოტრი-დენკ 75-ით გამოწვეული სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეპსია ან გულძმარვა.
არახშირი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ჭარბი აირების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი ეფექტი: თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა: სიყვითლე, ძლიერი მუცლის ტკივილი ზურგის ტკივილთან ერთად ან მის გარეშე, სუნთქვის გაძნელება ზოგჯერ ხველასთან ერთად, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის შეშუპება, კანზე ბუშტუკების განვითარება, კანის ალერგია, პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), დაქვეითებული არტერიული წნევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, სახსრის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების შეცვლა.
გარდა ამისა, მკურნალმა ექიმმა ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოს ცვლილებები სისხლის და შარდის ანალიზებში.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან გამოვლინდება ახალი რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი
ინახება 30ºC ქვემოთ.
არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account