ვილმეტფორი - Vilmetfor 50მგ/850მგ 60 ტაბლეტი
ვილმეტფორი 50 მგ/850 მგ შემოგარსული ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისათვის
· აქტიური ნივთიერებები: თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
· დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა (HPC-LF), ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა (HPC-EXF), მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, ყვითელი რკინის ოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენ გლიკოლი, პოლივინილის სპირტი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ ეს ფურცელჩანართი. შეიძლება ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
· დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.
· ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით.
· თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში მოგიწევთ ვიზიტი ექიმმთან ან კლინიკაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
· მკაცრად დაიცავით ამ ინსტრუქიაში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე დაბალი ან უფრო მაღალი დოზები.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს ვილმეტფორი და რისთვის გამოიყენება
2. ინფორმაცია ვილმეტფორის გამოყენებამდე
3. ვილმეტფორის გამოყენების წესი
4. მოსალოდნელი გვერდით ეფექტები
5. ვილმეტფორის შენახვის პირობები
1. რას წარმოადგენს ვილმეტფორი და რისთვის გამოიყენება
ვილმეტფორი არის ყვითელი, მოგრძო, ორმხრივამოზნექილი, გარსუვალი, შემოგარსული ტაბლეტი.
ვილმეტფორი წარმოდგენილია ალუმინის/ალუმინის ბლისტერში, რომელიც შეიცავს 60 შემოგარსულ ტაბლეტს.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს. ორივე ეს ნივთიერება მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები".
ვილმეტფორი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. იგი ინიშნება დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, როგორც მკურნალობის პირველი ვარიანტი იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინით და მეტფორმინის ჰიდროქლორიდით ერთად, ან რომლებშიც არ მიიღწეოდა ადექვატური კონტროლი მხოლოდ მეტფორმინის ჰიდროქლორიდით ან ვილდაგლიპტინით, ან რომლებიც სათანადოდ არ კონტროლდებოდნენ დიეტით და მარტო ფიზიკური ვარჯიშით.
ვილმეტფორი ასევე ინიშნება სულფონილშარდოვანასთან ერთად დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად იმ პაციენტებში, რომელთა დიაბეტი არ კონტროლდება ადეკვატურად მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან ერთად. ვილმეტფორი ასევე ინიშნება ინსულინთან ერთად, დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, სისხლში გლუკოზის კონტროლის გასაუმჯობესებლად, როდესაც ინსულინის და მეტფორმინის ფიქსირებული დოზა არ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის ადექვატურ კონტროლს (გლიკემიის კონტროლი).
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თუ ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი ვერ ფუნქციონირებს სწორად. ტიპი 2 დიაბეტი ასევე შეიძლება განვითარდეს, როდესაც სხეული აწარმოებს ძალიან ბევრ გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ღვიძლში შაქრის გამომუშავებას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ორივე ეს ნივთიერება წარმოიქმნება პანკრეასის მიერ.
ვილმეტფორი მოქმედებს იმით, რომ პანკრეასი გამოიმუშავებს მეტ ინსულინს და ნაკლებ გლუკაგონს (ვილდაგლიპტინის ეფექტი) და ეხმარება ორგანიზმს გამოიყენოს ინსულინი უკეთესად, რომელსაც ის გამოიმუშავებს (მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ეფექტი). ვილმეტფორი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი რეკომენდებული დიეტის დაცვა და/ან ვარჯიში ვილმეტფორით მკურნალობის დროს.
ასევე, იხილეთ: ვილმეტფორი - Vilmetfor 50მგ/1000მგ 60 ტაბლეტი
2. ინფორმაცია ვილმეტფორის გამოყენებამდე
არ შეიძლება ვილმეტფორის გამოყენება,
თუ
· ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან ვილმეტფორის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
· მაგალითად, თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, ლაქტური აციდოზი (იხ. „ლაქტოაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კეტონური სხეულები სისხლში გროვდება და შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტთან ასოცირებული პრე-კომის მდგომარეობა. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მოხდეს ამ დაავადების გამო, არის მუცლის ტკივილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან უჩვეულო ხილის სუნი სუნთქვისას.
· ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა, თუ გაქვთ გულის უკმარისობა, თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები, მათ შორის შოკი, ან თუ გაგიჭირდათ სუნთქვა, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულის პრობლემებზე.
· გაქვთ თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა,
· გაქვთ სერიოზული ინფექცია ან ორგანიზმიდან წყლის მნიშვნელოვანი დაკარგვა,
· თქვენ აპირებთ სპეციალური ტიპის რენტგენის გაკეთებას (კონტრასტული რენტგენოლოგიური გაშუქება) საინექციო იოდის შემცველი კონტრასტული აგენტის გამოყენებით (იხ. ნაწილი „გამოიყენეთ ვილმეტფორი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში“),
· გაქვთ ღვიძლის პრობლემები
· თქვენ სვამთ ალკოჰოლის გადაჭარბებულ რაოდენობას (ყოველდღიურად ან დროდადრო),
· თქვენ კვებავთ ჩვილს ძუძუთი (იხ. ნაწილი „ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი“).
ვილმეტფორი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგი მდგომარეობებისას,
თუ
• ვილმეტფორი არ არის ინსულინის შემცვლელი. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ 1 ტიპის დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს) და გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი და უკონტროლო დონე, რომელსაც ეწოდება დიაბეტური კეტოაციდოზი, არ უნდა გამოიყენოთ ვილმეტფორი ამ პირობების სამკურნალოდ.
• თუ ადრე იყენებდით ვილმეტფორს, მაგრამ მოგიწიათ შეწყვეტა ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების გამო, აღარ უნდა გამოიყენოთ ვილმეტფორი.
• დიაბეტთან დაკავშირებული კანის დაზიანებები დიაბეტის ერთ-ერთი გავრცელებული შედეგია. რეკომენდირებულია დაიცვათ ექიმის მიერ მითითებული კანის მოვლის ინსტრუქციები. რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ბუშტუკებს ან ჭრილობებს, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვილმეტფორის გამოყენებისას. მათი გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
• პანკრეატიტი შეიძლება იყოს სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო მდგომარეობა. თუ თქვენ გაქვთ მუცლის ძლიერი და მუდმივი ტკივილი ღებინებასთან ერთად ან მის გარეშე, შესაძლოა გქონდეთ პანკრეატიტი. ამ დროს შეწყვიტეთ ვილმეტფორის მიღება და მიმართეთ ექიმს.
• თუ საჭიროა სერიოზული ქირურგიული ჩარევა, უნდა შეწყვიტოთ ვილმეტფორის გამოყენება პროცედურის დროს და მის შემდეგ გარკვეული ხნით. თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ მკურნალობა ვილმეტფორით.
• ვილმეტფორით მკურნალობის დაწყებამდე ჩატარდება ტესტი თქვენი ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად და განმეორდება ყოველ სამ თვეში ერთხელ პირველი წლის განმავლობაში და შემდგომ პერიოდულად. ეს ტესტები ტარდება ღვიძლის ფერმენტების გაზრდის ნიშნების რაც შეიძლება ადრეული გამოვლენისთვის. თუ ღვიძლის ტესტები და ანომალიები გამოვლინდა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
• ვილმეტფორით მკურნალობის დროს თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს თირკმელების ფუნქციას წელიწადში ერთხელ მაინც და უფრო ხშირად თუ ხართ ხანდაზმული და/ან გაქვთ თირკმელების ფუნქციის გაუარესება. თქვენი ექიმი რეგულარულად აკონტროლებს თქვენს სისხლში და შარდში შაქრის დონეს.
• თუ თქვენ იღებთ დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომელიც ცნობილია როგორც სულფონილშარდოვანა, მიმართეთ თქვენს დიაბეტის ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენს ექიმმა შესაძლოა შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა, რომელსაც იღებთ ვილმეტფორთან ერთად ჰიპოგლიკემიის პრევენციისთვის, რომელიც ცნობილია როგორც სისხლში შაქრის დაბალი დონე.
• შეიძლება განიცადოთ გულისრევა, ოფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი (სისხლში შაქრის დაბალი ნიშნები), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შიმშილით, ენერგიული ვარჯიშით ადექვატური კვების გარეშე, ან ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებით (ჩვეულებრივ, არა მარტო ვილმეტფორით მკურნალობისას).
• ნუ გააგრძელებთ ვილმეტფორის გამოყენებას და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი დიაბეტი მოულოდნელად გაუარესდება ან თუ თქვენი სისხლში გლუკოზის ანალიზის შედეგები გახდება არანორმალური ან თუ თავს ცუდად გრძნობთ.
• ნუ გააგრძელებთ ვილმეტფორის გამოყენებას და დაურეკეთ ექიმს, თუ იღებთ ალკოჰოლს გადაჭარბებულად დიდი რაოდენობით ხანდახან ან ყოველდღიურად.
ლაქტური აციდოზის რისკი
ვილმეტფორმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტური აციდოზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თირკმელები არ მუშაობენ გამართულად. ასევე უკონტროლო დიაბეტი, სერიოზული ინფექციები, გახანგრძლივებული შიმშილის დიეტა (მარხვა) ან ალკოჰოლის მიღება, დეჰიდრატაცია (სხეულის სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა) (იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემები და სამედიცინო პირობები, როდესაც სხეულის ჟანგბადის ნაწილი შემცირებულია (გულის მწვავე მძიმე დაავადება და ა.შ.) შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი. თუ რომელიმე მათგანი გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს დამატებითი ინფორმაციისთვის.
თუ თქვენ გაქვთ მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (სხეულის სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხეზე ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები სასმელის მიღება, შეწყვიტეთ ვილმეტფორის გამოყენება მცირე ხნით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ გარკვეული სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ასოცირებული იყოს ლაქტური აციდოზთან, შეწყვიტეთ ვილმეტფორის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას, რადგან არსებობს კომაში ჩავარდნის რისკი.
ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:
- ღებინება
- კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)
- კუნთების კრუნჩხვები
- ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება ძლიერი დაღლილობის გამო
- სუნთქვის გაძნელება
- სხეულის ტემპერატურის და გულისცემის დაქვეითება
ლაქტური აციდოზი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და მკურნალობა უნდა მოხდეს საავადმყოფოში.
სახსრების მწვავე ტკივილი დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იყენებდნენ მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება დიპეპტიდილ-პეპტიდაზა-4 (DPP-4) ინჰიბიტორებს. სიმპტომების დაწყება მერყეობდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღიდან წლამდე პერიოდში. წამლის მიღების შეწყვეტისას სიმპტომები შეწყდა და სიმპტომების ხელახალი გამოვლენა დაფიქსირდა იმავე პრეპარატის ან ამ ჯგუფის მედიკამენტების ხელახალი გამოყენებისას. მედიკამენტების ეს ჯგუფი უნდა ჩაითვალოს სახსრების ძლიერი ტკივილის შესაძლო მიზეზად და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი უნდა შეწყდეს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იყენებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მიეკუთვნება DPP-4 ინჰიბიტორების ჯგუფს, დაფიქსირდა მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ბულოზური პემფიგოიდი (კანის დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება წყლით სავსე ბუშტუკებსი და იშლება ამ წყლით სავსე ბუშტუკების გახეთქვით და გახსნით, პროგრესირებს ზედაპირული ჭრილობების სახით) და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. პაციენტთა უმეტესობაში მდგომარეობის გაუმჯობესება დაფიქსირდა პრეპარატის მიღების შეწყვეტისას და პაციენტზე სისტემური/ადგილობრივი იმუნოსუპრესიული საშუალებებით მკურნალობის შედეგად. თუ ვილმეტფორის გამოყენებისას შეამჩნევთ ბუშტუკებს და ზედაპირულ ჭრილობებს კანზე, უნდა აცნობოთ ექიმს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ გაქვთ ბულოზური პემფიგოიდი, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს ვილმეტფორის გამოყენების შეწყვეტის შესახებ და მიმართოთ დერმატოლოგს შესაბამისი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის.
თუ შემდეგში მოცემული გაფრთხილებები გეხებათ, ან თუნდაც აღინიშნებოდა ეს მოვლენები წარსულში უნდა აცნობოთ ექიმს.
ვილმეტფორით მკურნალობის შემდგომ საჭიროა შემდგომი დაკვირვება:
თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ შემდეგ გამოკვლევებს:
· სისხლისა და შარდის რეგულარული ტესტი შაქრის დონის დადგენისათვის
· შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას:
- მკურნალობის დასაწყისში
- წელიწადში ერთხელ მაინც მკურნალობის პერიოდში
- უფრო ხშირად თუ ხართ ხანდაზმული
· შეამოწმებს ღვიძლის ფუნქციას:
- მკურნალობის დასაწყისში
- ყოველ 3 თვეში ერთხელ მკურნალობის პირველი 1 წლის განმავლობაში და შემდეგ რეგულარულად
- თუ თქვენი ექიმი გეტყვით, რომ შეწყვიტოთ ვილმეტფორით მკურნალობა ღვიძლის პრობლემების გამო, აღარასოდეს დაიწყოთ ვილმეტფორის გამოყენება.
· სისხლის საერთო ანალიზი წელიწადში ერთხელ მაინც
· ვიტამინი B12-ის დონე შეიძლება შემოწმდეს მინიმუმ ორ-სამ წელიწადში ერთხელ.
ვილმეტფორის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ.
ეს შეამცირებს კუჭის დარღვევების რისკს. მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის დალევას ვილმეტფორის გამოყენებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტური აციდოზის რისკი. (იხილეთ ნაწილი „ვილმეტფორის გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ პირობებში“).
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. თქვენი ექიმი განობებთ იმ რისკების შესახებ, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ორსულობის დროს ვილმეტფორის გამოყენებას.
ვილმეტფორი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის პერიოდში გამოვლინდება, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვილმეტფორით მკურნალობის დროს არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თუ ვილმეტფორის გამოყენებისას გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევის ჩათვლით, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვილმეტფორის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ თქვენ არ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა ვილმეტფორში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ამ ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
სხვა მედიკამენტები და ვილმეტფორი
თუ, მაგალითად, საჭიროა იოდის შემცველი კონტრასტული აგენტის შეყვანა თქვენს სისხლში რენტგენოლოგიური გაშუქების მიზნით, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ვილმეტფორის გამოყენება ინექციის წინ ან მის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ ვილმეტფორით მკურნალობა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ, იყენებდით ან სავარაუდოდ აპირებთ რაიმე სხვა მედიკამენტის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის და თირკმელების ფუნქციის უფრო ხშირი ტესტების ჩატარება ან თქვენს ექიმს დასჭირდეს ვილმეტფორის დოზის კორექტირება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:
· გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ანთების სამკურნალოდ
· ბეტა-2 აგონისტები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ
· დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები
· მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამომუშავებას (დიურეზულები)
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და COX-2-ინჰიბიტორები როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი).
· ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები)
· გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფარისებრ ჯირკვალზე
· გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე
შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული ალერგიული რეაქციის რისკი, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება, პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან აგფ ინჰიბიტორების ჯგუფს და გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ ვილმეტფორთან ერთად მიღებისას.
თუ ამჟამად იყენებთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, ან თუ იყენებდით ცოტა ხნის წინ, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
3. ვილმეტფორის მიღების წესი
მიღების წესი და დოზირება/შეყვანის სიხშირე
მკურნალო ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო ვილმეტფორის ტაბლეტის ზუსტ დოზირებას.
ვილმეტფორის ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში. არ უნდა გადააჭარბოთ ორ ტაბლეტს დღეში.
მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა. განაგრძეთ ექიმის მიერ მიცემული დიეტური რეკომენდაციების დაცვა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იცავთ დიაბეტის წონის კონტროლის დიეტას, გააგრძელეთ ეს ვილმეტფორის გამოყენებისას. არ დაგავიწყდეთ მედიკამენტების დროულად მიღება.
მიღების გზა და მეთოდი
ვილმეტფორი განკუთვნილია მხოლოდ ორალური გამოყენებისთვის.
რეკომენდებულია თქვენი ტაბლეტების მიღება ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ, ერთი დილით და ერთი საღამოს. ტაბლეტის ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ მიღება შეამცირებს კუჭის აშლილობის რისკს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა, დაქუცმაცება ან გაყოფა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
არ არსებობს ინფორმაცია ვილმეტფორის გამოყენების შესახებ ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
ამიტომ, ვილმეტფორის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
გამოყენება ხანდაზმულებში
ვილმეტფორი უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ აღინშნება თირკმელების პრობლემა. თუ მოხუცები ხართ, ექიმმა წელიწადში რამდენჯერმე უნდა შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია.
გამოყენების სპეციალური პირობები
თირკმლის უკმარისობა
ვილმეტფორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება ექიმის მიერ განსაზღვრული გარკვეული მაჩვენებლების გადაჭარბება.
ღვიძლის უკმარისობა
ვილმეტფორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება ექიმის მიერ განსაზღვრული გარკვეული მაჩვენებლების გადაჭარბება.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვილმეტფორის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ვილმეტფორის ჭარბი დოზა
თუ თქვენ გამოიყენეთ ვილმეტფორის საჭიროზე მეტი რაოდენობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ვილმეტფორის გამოყენება
რეკომენდირებულია მედიკამეტის მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. თუ დაგავიწყდათ ვილმეტფორის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. ამის შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა განრიგის მიხედვით ჩვეულებრივ მისაღებ დროს. თუმცა, თუკი გამოტოვებული დოზა გაგახსენდებათ მაშინ, როცა ახლოვდება მომდევნო ტაბლეტის მიღების დრო, უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ მიღება ჩვეულებრივ განრიგის მიხედვით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსაციის მიზნით.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვილმეტფორით მკურნალობის შეწყვეტისას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის გადაწვეტილების გარეშე. თუ გაქვთ შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
4. მოსალოდნელი გვერდით ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, შესაძლოა ვილმეტფორის გამოყენების დროსაც გამოვლინდეს გვერდითი რეაქციები პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ ჩამოთვლილი რეაქციებიდან გამოვლინდება რომელიმე, შეწყვიტეთ ვილმეტფორის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
· ვილმეტფორმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტური აციდოზი (იხ. ნაწილი „გამოიყენეთვილმეტფორი სიფრთხილით შემდეგ პირობებში“). ამ ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში (რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა), უნდა შეწყვიტოთ ვილმეტფორის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან წახვიდეთ უახლოეს საავადმყოფოში.
· სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება, უეცარი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება (მძიმე ალერგიული რეაქციის სიმპტომები, სახელწოდებით „ანგიოოდემა“)
· კანის და/ან თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა, შარდის მუქი ფერი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი),
· ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეასის ანთების შესაძლო ნიშნები),
· თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, უღონობა, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა, შიმშილის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, გაღიზიანების შეგრძნება (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის შესაძლო სიმპტომები სახელწოდებით „ჰიპოგლიკემია“).
ეს ყველა არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა.
თუ გამოვლინდება ერთ-ერთი ასეთი გვერდითი მოვლენა, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ვლინდება ძალიან იშვიათად.
თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:
· უკონტროლო ტრემორი,
· ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები,
· სისხლში რძის მჟავას მომატებული სიმპტომების გამო (ლაქტური აციდოზი), როგორიცაა ძილიანობა ან თავბრუსხვევა, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, არარეგულარული გულისცემა ან ღრმა სწრაფი სუნთქვა,
· სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)
ეს ყველა არის სერიოზული გვერდითი მოვლენა. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სხვა გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100 -დან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ შეიძლება დაფიქსირდეს 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, მიმართეთ ექიმს.
ძალიან ხშირი:
· გულისრევა
· ღებინება
· დიარეა
· მუცლის ტკივილი
· მადის დაკარგვა
ხშირი:
· ძილიანობა
· თავის ტკივილი
· კანკალი
· მეტალის გემო პირში
· სისხლში გლუკოზის დაბალი დონე
იშვიათი:
· ყაბზობა
· ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება (შეშუპება)
· დაღლილობა
· სახსრების ტკივილი
ძალიან იშვიათი:
· ყელის ტკივილი, სურდო და ცხელება
· სიწითლე კანზე
· სისხლში B12 ვიტამინის დონის ნაკლებობა (შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიფერმკრთალე, დაღლილობა და მეხსიერების დარღვევა)
· ღვიძლის ფუნქციის ტესტის ანომალიური შედეგები
უცნობი:
· ქავილი
· სისხლში რძის მჟავიანობის მაღალი ნიშნები (ცნობილია როგორც ლაქტური აციდოზი); ძილიანობა, ძილიანობა, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, არარეგულარული გულისცემა ან ღრმა, სწრაფი სუნთქვა
ესენია ვილმეტფორის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.
ზოგიერთ პაციენტში განვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილმეტფორსა და ინსულინის მიღებისას:
ხშირი:
· თავის ტკივილი
· სიცივის შეგრძნება
· გულისრევა
· გულძმარვა (რეფლუქსი)
· სისხლში შაქრის დაბალი დონე
არახშირი:
• დიარეა
• გაზები
ზოგიერთ პაციენტში განვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილმეტფორისა და სულფონილშარდოვანას მიღებისას:
ხშირი:
• სტუპორი
• კანკალი
• დაღლილობა
• სისხლში შაქრის დაბალი დონე
• ჭარბი ოფლიანობა
შემდეგი პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იყენებდნენ ვილმეტფორს:
უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
• ქავილიანი გამონაყარი
• პანკრეასის ანთება
• გახეხილი ადგილები ან ბუშტუკები კანზე
• კუნთების ტკივილი
• ბულოზური პემფიგოიდი, რომელიც არის კანის დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება კანზე ზედაპირული წყლულები, როგორიცაა წყლით სავსე ბუშტუკები და მათი გახეთქვის ან დაშლის შედეგად წარმოიქმნება ქერქოვანი კანი.
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც ჩამოთვლილია ან არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. არასასურველი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. ვილმეტფორის შენახვის პირობები
შეინახეთ ვილმეტფორი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ვილმეტფორის შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღემდე.
არ გამოიყენოთ ვილმეტფორი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account