Asparkam - ასპარკამი 0.35 გ 50 ტაბლეტი
ჩვენებები: დამატებითი თერაპია გულის ქრონიკული დაავადებების დროს (გულის უკმარისობისას, პოსტინფარქტულ პერიოდში), გულის რითმის დარღვევისას, უპირველეს ყოვლისა პარკუჭების არითმიების დროს.
ასპარკამი (ASPARK AM)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები:მაგნიუმის ასპარაგინატი, კალიუმის ასპარაგინატი;
1 ტაბლეტი შეიცავს მაგნიუმის ასპარაგინატის 175 მგ (0,175 გრ.) და კალიუმის ასპარაგინატის 175 მგ (0,175 გრ.);
დამხმარე ნივთიერებები:სიმინდის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი.
სამკურნალწამლო ფორმა.ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, გამყოფი ნაჭდევით და ნაზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
მინერალური დანამატები. მაგნიუმის პრეპარატები ATX კოდი A12CX
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ასპარკამი მიეკუთვნება მეტაბოლიზური პროცესების მარეგულირებელ სამკურნალწამლო საშუალებებს. მოქმედების მექანიზმი უკავშირდება ასპარაგინატების თვისებას, რომელიც გამოიხატება მაგნიუმის და კალიუმის იონების გადატანაში უჯრედშიდა სივრცეში და მეტაბოლურ პროცესებში მათ მონაწილეობაში. კალოიუმის და მაგნიუმის იონები, როგორც მნიშვნელოვანი უჯრედშიდა კათიონები, ერთვებ რიგი ფერმენტის მუშობაში, მაკრომოლეკულების სუბცელულარულ ელემენტებთან შეკავშირების პროცესში და კუნთოვანი შეკუმშვის მექანიზმში მოლეკულურ დონეზე. კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის იონების უჯრედგარე და უჯრედშიდა კონცენტრაციის თანაფარდობა ზეგავლენას ახდენს მიოკარდიუმის შეკუმშვით უნარზე. ასპარგინტი, როგორც ენდოგენური ნივთიერება, არის კალიუმის და მაგნიუმის გადამტანი, მას გააჩნია გამოხატული აფინიტეტი უჯრედების მიმართ, მისი მარილები ექვემდებარება დისოციაცის მხოლოდ უმნიშვნელოდ. მის შედეგად იონები აღწევს უჯრედშიდა სივრცეში კომპლექსური ნაერთების სახით. მაგნიუმის ასპარაგინატი და კალიუმის ასპარაგინატი აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს. ორგანიზმში კალიუმის და მაგნიუმის არასაკმარისი შემცველობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების, კორონრული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების რისკს, გულის რითმის დარღვევებს, მიოკრდიუმის პათოლოგიებს.
ფარმაკოკინეტიკა.
არ იყო შესწავლილი.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
დამატებითი თერაპია გულის ქრონიკული დაავადებების დროს (გულის უკმარისობის დროს, ინფარქტის შემდგომ პერიოდში), გულის რითმის დარღვევებისას, უმეტესწილად პარკუჭოვანი არითმიების დროს.
დამატებითი თერაპია ფუტკარას შემცველი პრეპარატებით მკურნლობის დროს.
დანამატის სახით საკვებთან ერთად მიღებული მაგნიუმის და კალიუმის გაზრდის მიზნით.
უკუჩვენებები.
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- მწვავე და ქრონიკული თირკმლის უკმარისობა;
- ადისონის დაავადება;
- ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნიემია;
- II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა;
- კარდიოგენური შოკი (არტერიული წნევა < 90 მმ. ვ.წ.ს.);
- ოლიგურია;
- ანურია.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში; ჰიპერკალიემიის გამომწვევი მდგომარეობის დროს, როგორიც არის მწვავე დეჰიდრატაცია, გავრცელებული ქსოვილების დაზიანება, კერძოდ, მძიმე დამწვრობების დროს. პაციენტების ამ კატეგორიაში რეკომენდებულია სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის რეგულარული გამოკვლევა. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში გასტროდუოდენალური წყლულებით ან ობსტრუქციით.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია გააკონტროლოთ კალიუმის და მაგნიუმის დონე სისხლში, ასევე აუცილებელია ეკგ-ს მონაცემების რეგულარული მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები.
პრეპარატის შემადგენლობაში კალიუმის იონების არსებობასთან დაკავშირებით ასპარკამის გამოყენებისას კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ციკლოსპორინთან ერთად, იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (აუცილებელია კალიუმის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში) და იზრდება დამთრგუნველი ზეგავლენა ნაწლავების პერისტალტიკაზე.
პრეპარატი აყოვნებს ტეტრაციკლინის პერორალური ფორმების, რკინის მარილების და ნატრიუმის ფტორიდის შეწოვას ორგანიზმში (აუცილებელია დაიცვათ 3-საათიანი ინტერვალი მიღებებს შორის).
ასპარკამი აძლიერებს სამკურნალწამლო საშუალებების ეფექტს, რომლებიც ასტმულირებენ ტროფიკულ პროცესებს მიოკარდიუმში; თავიდან იცილებს ჰიპოკალიემიის განვითარებას, რომელიც განპირობებულია სალურეტიკების, კორტიკოსტეროიდების, გულის გლიკოზიდების გამოყენებით.
ასპარკამი ამცირებს გულის გლიკოზიდების კარდიოტოქსიკურ მოქმედებას.
ანტიმადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ნერვულ-კუნთოვანი ბლოკადა, ნარკოზისთვის განკუთვნილი საშუალებებით (კეტამინი, გექსანალი, ფტოროტანი) - ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა.
ასპარკამს შეუძლია ნეომიცინის, B პოლიმიქსინის, ტეტრაციკლინის და სტრეპტომიცინის ეფექტურობის შემცირება.
გამოყენების თავისებურებები.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.
რეაქციების სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.
ზეგავლენას არ ახდენს.
გამოყენების წესი და დოზები.
ასპარკამის ტაბლეტები მიიღეთ პერორალურად. მოზრდილების ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღე-ღამეში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 3 ტაბლეტამდე დღე-ღამეში 3-ჯერ. კუჭის წვენს შეუძლია პრეპარატის ეფექტურობის შემცირება, ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ვადას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათის და მიმდინარეობის მიხედვით.
ბავშვები.
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტთა ამ კატეგორიაში.
ჭარბი დოზირება.
ამჟამად ჭარბი დოზირების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის. თეორიულად ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემიის (გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ლითონის გემო პირში, ბრადიკარდია, სისუსტე, დეზორიენტაცია, კუნთოვანი დამბლა, კიდურების პარესთეზიები) და ჰიპერმაგნიემიის (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ბრადიკარდია, სისუსტე, გაუგებარი მეტყველება, თვალებში გაორმაგება, სახის კანის შეწითლება, წყურვილი, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპორეფლექსია, ნერვულ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, არითმია, კრუნჩხვები, მაგნიუმის ძალიან მაღალი პლაზმური კონცენტრაციებისას შეიძლება განვითარდეს კუნთების დამბლა, სუნთქვის გაჩერება და გულის გაჩერება) სიმპტომები. ელექტროკარდიოგრამაზე რეგისტრირებულია T კბილის სიმაღლის გაზრდა, P კბილის ამპლიტუდის შემცირება, QRS კომპლექსის გაფართოება. სისხლის პლაზმაში კალიუმის ძალიან მაღალი კონცენტრაცია იწვევს ლეტალურ გამოსავალს გულის მუშაობის დათრგუნვის, არითმიის ან გულის გაჩერების გამო.
მკურნალობა:პრეპარატის მიღების შეწყვეტა, სიმპტომატური თერაპია (კალციუმის ქლორიდის ხსნარის ინტრავენური შეყვანა დოზით 100 მგ/წთ), აუცილებლობისას - ჰემოდიალიზი.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვითარდება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ:გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება ან წვა ეპიგასტრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულები, პირის სიმშრალე;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევა, არტერიული წნევის დაწევა, AV-ბლოკადა;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:პარესთეზიები, ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები;
ალერგიული რეაქციები:ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ქავილი, სახის კანის შეწითლება, გამონაყარი;
სუნთქვის სისტემის მხრივ:შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა (რომელიც განპირობებულია ჰიპერმაგნიემიით);
სხვა:მხურვალების შეგრძნება.
ვარგისიანობის ვადა.3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
50 ტაბლეტი ბლისტერში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account