ირდაპინ პლუსი - Irdapin Plus 300/5/12.5მგ 28 ტაბლეტი
ირდაპინ პლუსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
ირდაპინ პლუსი 300/10/12.5 მგ აპკიანი ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
მოქმედი ნივთიერებები : თითოეული აპკიანი ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს, 13.89 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც არის 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტური და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 (ლაქტოზას მონოჰიდრატის (ძროხის რძისგან მიღებული) და ცელულოზის ნარევი), მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი 200 უწყლო, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 615, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ოპადრი KB დაბალი სიბლანტით თეთრი 310A180023 (მაკროგოლი (PEG) პოლივინილის სპირტის გრაფტის კოპოლიმერი, ტიტანის დიოქსიდი, კაოლინი, კოპოლივიდონი, ნატრიუმლაურილის სულფატი), ოპადი KB დაბალი სიბლანტის წითელი 310A150004 (მაკროგოლი (PEG) პოლივინილის სპირტის გრაფტის კოპოლიმერი, კაოლინი, წითელი რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, კოპოლივიდონი, ნატრიუმლაურილის სულფატი)
ამ პრეპარატის მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას . • შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი.შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა . • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს . • ეს პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის.არ გადასცეთ იგი სხვა პირებს . • აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომიყენებთ ამ პრეპარატს . • ზუსტად დაიცავით წინამდებარე ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები.არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა . |
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას :
1.რას წარმოადგენს ირდაპინ პლუსი და რისთვის გამოიყენება
2.რა უნდა იცოდეთ ირდაპინ პლუსის გამოყენებამდე
3.როგორ უნდა მიიღოთ ირდაპინ პლუსი
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
5.ირდაპინ პლუსის შენახვის პირობები
1.რას წარმოადგენს ირდაპინ პლუსიდა რისთვის გამოიყენება
• ირდაპინ პლუსი არის სამი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია, რომლებსაც ეწოდება ირბესარტანი, ამლოდიპინი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
• ირდაპინ პლუსი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს, 10 მგ ამლოდიპინს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
· ირბესარტანი მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების შემაკავშირებელ ადგილს და ავიწროებს მათ. ეს ზრდის არტერიულ წნევას. ირბესარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის შეკავშირებას ამ დამაკავშირებელ ადგილთან. შედეგად, სისხლძარღვები დუნდება და არტერიული წნევა იკლებს.
· ამლოდიპინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია კალციუმის ანტაგონისტების სახელით. ამლოდიპინი ხელს უშლის კალციუმის შეღწევას სისხლძარღვების კედლებში და აჩერებს სისხლძარღვების შეკუმშვას, რითაც ამცირებს არტერიულ წნევას.
· ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური ჯგუფის ერთ-ერთი შარდმდენი პრეპარატი. ის ზრდის შარდის გამოყოფას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
• ირდაპინ პლუსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
· თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ირდაპინ პლუსიშემდეგი მიზეზების გამო:
- არტერიული წნევის შესამცირებლად, თუ ის მაღალია.
- თუ თქვენი არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანის, ამლოდიპინის ან ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მიუხედავად.
• ირდაპინ პლუსიმოცემულია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 აპკიან ტაბლეტს.
2.რა უნდა იცოდეთ ირდაპინ პლუსის გამოყენებამდე
არ გამოყენოთირდაპინ პლუსი შემდეგ შემთხვევებში,
თუ:
· წარსულში ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ გქონდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხის დაგროვება ფილტვებში). თუ ირდაპინ პლუსის მიღების შემდეგ აღგენიშნებათ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
· გაქვთ ალერგია ირბესარტანის, ამლოდიპინის ან ჰიდროქლორთიაზიდის ან ირდაპინ პლუსისრომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,
· გაქვთ ალერგია ამავე ჯგუფის რომელიმე მედიკამენტზე (ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ან კალციუმის არხის ბლოკატორები),
· გაქვთ ალერგია პრეპარატების მიმართ, რომლებიც წამოებულია ნივთიერება სულფონამიდიდან (ჰიდროქლორთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული) ან დიჰიდროპირიდინიდან (ამლოდიპინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინის კალციუმის არხის ბლოკატორები),
• გაქვთ თირკმლისმიერი მძიმე დარღვევა.
· გაქვთ მკურნალობისადმი რეზისტენტული კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე.
· გაქვთ სერიოზული ღვიძლისმიერი დარღვევები, ღვიძლის შორსწასული დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია სანაღვლე გზების დარღვევებთან, როგორიცაა ციროზი და ნაღვლის დინების შენელება ან შეჩერება (ქოლესტაზი).
• გაქვთ დარღვევა, რომელიც ხელს გიშლით შარდვაში.
• გაქვთ მწვავე დაბალი წნევა (ჰიპოტენზია),
· გაქვთ გულის აორტალური სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ვერ აწოდებს საკმარის სისხლს სხეულს),
• გაწუხებთ გულის უკმარისობა ინფარქტის შემდეგ,
• ხართ ორსულად.
• ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
• ხართ18 წლამდე ასაკის.
· გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და სამკურნალოდ იღებთ მედიკამენტებს, რომელიც შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით ალისკირენი (წამალი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).
მიიღეთ ირდაპინ პლუსი სიფრთხილით, შემდეგ შემთხვევებში,
თუ:
· გაქვთ ძლიერი ფაღარათი ან ღებინება, თუ რაციონში გაქვთ მარილის ძლიერიშეზღუდვა ან თუ იყენებდით ინტენსიურ დიურეზულ მკურნალობას; თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს ზომები, რათა შეაჩეროს თქვენს ორგანიზმში სითხისა და მარილის დაკარგვა ირდაპინ პლუსით მკურნალობის დაწყებამდე.
· გაქვთ მნიშვნელოვანი თირკმლისმიერი პრობლემები. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული სისხლის ანალიზები, რათა თქვენს სისხლში დააკვირდეს სპეციფიკურ ნივთიერებებს და შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თქვენი საგულდაგულო მონიტორინგი.
· გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (SLE) - ქსოვილის ანთებითი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის ბევრ სისტემაზე სხვადასხვა სიმპტომებით. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგიწესოთ საგულდაგულო მონიტორინგი პოტენციური გამწვავებისთვის.
· გაქვთ მნიშვნელოვანი ღვიძლისმიერი პრობლემები.
· ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა,
· გაქვთ გულის უკმარისობა,
· აღენიშნებათ არტერიული წნევის მკვეთრი მატება (ჰიპერტენზიული კრიზი),
· ხართ ხანდაზმული ასაკის და გესაჭიროებათ პრეპარატის დოზის გაზრდა,
· ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად აღგენიშნებათ მზის დამწვრობის სიმპტომები (სიწითლე, ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა).
· გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება პირველადი ალდოსტერონიზმი, რომელიც გამოწვეულია თირკმელებიდან ალდოსტერონის ჰორმონის გადაჭარბებული სეკრეციით. ამ დაავადების დროს ხშირად არ არის პასუხი პრეპარატის მოქმედების მექანიზმის გამო. ირდაპინ პლუსის მსგავსი პრეპარატების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
· გაქვთ დიაბეტი და იღებთ მის სამკურნალო მედიკამენტებს (თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგიკორექტიროთ იმ პრეპარატის დოზა, რომელსაც იღებთ დიაბეტისთვის).
· გითხრეს, რომ გაქვთ შაქრის „აუტანლობა“ ან ფარული დიაბეტი, აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ საგულდაგულო მონიტორინგი, რათა შეამოწმოს, არის თუ არა დიაბეტი გამოხატული.
• ირდაპინ პლუსში შემავალ დიურეზულ საშუალებას (ჰიდროქლორთიაზიდი) შეუძლია გამოიწვიოს სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილება, როგორიცაა კალიუმი, ნატრიუმი, ქლორიდი, კალციუმი, მაგნიუმი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ რეგულარული სისხლის ანალიზების ჩაბარება, თქვენს სისხლში ამ ნივთიერებების მონიტორინგისთვის და შესაძლოა დაგიწესოთ საგულდაგულო მონიტორინგი.
· აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ლითიუმის შემცველ პრეპარატს. არ არის რეკომენდებული ირდაპინ პლუსისა და ლითიუმის ერთად გამოყენება.
· უნდა გაიაროთ ტესტი დოპინგზე, აცნობეთ თქვენს ექიმს. ირდაპინ პლუსმა შეიძლება აჩვენოს დადებითი შედეგები ანტიდოპინგურ ტესტებში.
· ადრე გქონდათ ასთმა ან ალერგია, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა განგივითარდეთ ალერგია ირდაპინ პლუსშიშემავალიჰიდროქლორთიაზიდის კომპონენტზე.
· უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია ან გაგიკეთდეთ ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ირდაპინ პლუსს; შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი მკურნალობის შესაბამისად კორექტირება.
· გრძნობთ ძლიერ წყურვილს, პირის სიმშრალეს, ზოგად დაღლილობას, დაბუჟებას, კუნთების ტკივილს ან გაქვთ კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება ან სწრაფი გულისცემა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
· ადრე გქონდათ ალერგია სულფონამიდებზე (ჰიდროქლორთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული) ან პენიცილინზე, შესაძლოა გქონდეთ რეაქცია, რომელიც იწვევს დროებითი მიოპიას (ახლომხედველობა) და მწვავე ვიწროკუთხოვან გლაუკომას (თვალის წნევა).
· იყენებთ ალისკირენს (წამალი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ).
· გაქვთ კანის კიბო ან აღენიშნებათ კანის მოულოდნელი დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩის კიბოს გარკვეული ტიპების (არამელანომური კანის კიბო) რისკი. დაიცავით თქვენი კანი მზის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან ირდაპინ პლუსის გამოყენებისას.
თუ რომელიმე გაფრთხილება გეხებათ, ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ირდაპინ პლუსისმიღება საკვებთან და სასმენთან ერთად
საკვები არ მოქმედებს ორგანიზმის მიერ ირდაპინ პლუსისშეწოვაზე. მიიღეთ ტაბლეტები ჭამის წინ ან მის შემდეგ საკმარისი სითხის (ჭიქა წყალი) დაყოლებით, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ალკოჰოლთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს დაბალი არტერიული წნევა, რომელიც ხასიათდება თავბრუსხვევითა და გონების დაკარგვით, მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან უეცრად წამოდგომისას.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ თქვენს ექიმს ირდაპინ პლუსისმიღებისდაწყებამდე.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.
თქვენი ექიმი გირჩევთ, შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება და ირდაპინ პლუსიდან გადახვიდეთ სხვა მედიკამენტზე, სანამ დაორსულდებით ან როგორც კი გაიგებთ, რომ ორსულად ხართ.
ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ირდაპინ პლუსი.
თუ თქვენ მკურნალობდით ირდაპინ პლუსით, თქვენი ბავშვი უნდა იყოს საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ დაბალი არტერიული წნევის რისკის გამო.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვება
ნაჩვენებია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას, აცნობეთ თქვენს ექიმს ირდაპინ პლუსისმიღებისდაწყებამდე.
პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ირდაპინ პლუსმა შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტების მიღებისას თავს შეუძლოდ გრძნობთ, გაწუხებთ თავბრუსხვევა ან დაღლილობა ან იწვევს თავის ტკივილს, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან არ გამოიყენოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ირდაპინ პლუსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
· სხვა მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები და დიურეზული საშუალებები (განსაკუთრებით ფუროსემიდი და დიურეზული საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელების კონკრეტულ უბანზე, რომელსაც ეწოდება ჰენლეს მარყუჟი): არტერიული წნევის შემცირების ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.
· ალისკირენი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს: თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.
· წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმში კალიუმის დონეზე, ხელოვნური მარილის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კალიუმს, წამლები, რომლებიც ზრდის შრატში კალიუმის დონეს (მაგ., ჰეპარინი): შრატში კალიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს.
· წამლები, რომლებზეც გავლენას ახდენს სისხლში კალიუმის დონის დარღვევა (მაგ., გულის წამლები, რომლებიც ცნობილია როგორც საგულე გლიკოზიდები და მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ): საჭიროა შრატში კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.
· ლითიუმის შემცველი პრეპარატები: შრატში ლითიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმთან დაკავშირებული მოწამვლა.
· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ასპირინი): ირდაპინ პლუსის არტერიული წნევის დამწევი ეფექტი შეიძლება შემცირდეს; შეიძლება გაიზარდოს სისხლში კალიუმის დონე და გაიზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი.
· დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინი): თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.
· ქოლესტირამინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად, და იმავე ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ანიონმიმოცვლის ფისებს: პრეპარატის შეწოვა შეიძლება შემცირდეს.
· კორტიკოსტეროიდები და ACTH (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი): შეიძლება გაძლიერდეს ელექტროლიტების დაკარგვა (სისხლში არსებული ნივთიერებები, როგორიცაა ნატრიუმი, ქლორიდი) და სისხლში შემცირდეს კალიუმის დონე.
· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: მათ შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატის მოქმედება.
· მიორელაქსანტები (არადეპოლარიზებული, მაგ., ტუბოკურარინი): ირდაპინ პლუსმა შესაძლოა გააძლიეროს ამ პრეპარატების ეფექტი.
• პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები: ირდაპინ პლუსს შეუძლია გაზარდოს შარდმჟავას დონე სისხლში, რაც საჭიროებს აღნიშნული პრეპარატების დოზის გაზრდას.
• კალციუმის მარილები: ირდაპინ პლუსს შეუძლია შრატში კალციუმის დონის მომატება. კალციუმის დოზის კორექტირებისთვის სისხლში კალციუმის დონის რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია.
· კარბამაზეპინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (კრუნჩხვები):: მას შეუძლია შეამციროს ნატრიუმის დონე სისხლში. აუცილებელია სისხლში ელექტროლიტების დონის მონიტორინგი. ირდაპინ პლუსის კარბამაზეპინთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტების (სისხლში მინერალების) დონის მონიტორინგი.
· თუ მკურნალობთ კიბოზე, იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს, რევმატიზმის სამკურნალო საშუალებებს და სტეროიდებს, აცნობეთ თქვენს ექიმს. თუ იღებთ:
· პროტეაზას ინჰიბიტორებს სახელწოდებით რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (გამოიყენება აივ-ის, შიდსის გამომწვევი ვირუსის სამკურნალოდ),
· კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს),
· ვერაპამილს, დილთიაზემს (გულის წამლები),
· რიფამპიცინს, ერითრომიცინს, კლარითრომიცინს (ანტიბიოტიკები),
· კრაზანას, მცენარეული სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ,
· დანტროლენს (წამალი, რომელიც გამოიყენება ინტრავენურად სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატებისთვის),
· სიმვასტატინს (ქოლესტერინის დასაქვეითებელი), აცნობეთ თქვენს ექიმს.
· არ არის რეკომენდებული ალისკირენთან ერთად გამოყენება. თუ ერთდროული გამოყენება აუცილებელია, თქვენი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს ზოგიერთ მაჩვენებელს.
თუამ ჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3.როგორ უნდა მიიღოთ ირდაპინ პლუსი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ :
ყოველთვის მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის დანიშნულება ირდაპინ პლუსის მიღებისას.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.
თუ არტერიული წნევა არ კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანის, ამლოდიპინის ან ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენების მიუხედავად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მკურნალობა ირდაპინ პლუსის150/5/12.5 მგ აპკიანი ტაბლეტით.
თუ არტერიული წნევა არ კონტროლდება ირდაპინ პლუსის150/5/12.5 მგ აპკიანი ტაბლეტით, თქვენმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაგიზარდოთ დოზა ირდაპინ პლუსის150/10/12.5 მგ აპკიან ტაბლეტამდე, ირდაპინ პლუსის300/5/12.5 მგ აპკიან ტაბლეტამდე და ირდაპინ პლუსის300/10/12.5 მგ აპკიან ტაბლეტამდე დღეში ერთხელ.
თქვენი ექიმი გეტყვით, როგორ და რა დოზით მიიღოთ თქვენი წამალი.
ირდაპინ პლუსით მკურნალობა ხანგრძლივი მკურნალობაა. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა ირდაპინ პლუსით.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი დაავადების მიმდინარეობაზე.
მიღების წესი და მეთოდი:
ირდაპინ პლუსი მიიღება პერორალურად.
· ტაბლეტები გადაყლაპეთ ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით. ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის წინ ან მის შემდეგ.
· მიიღეთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, სასურველია დილით ადრე. ტაბლეტების ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება უზრუნველყოფს საუკეთესო ეფექტს არტერიულ წნევაზე. ეს ასევე დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ, როდის უნდა მიიღოთ თქვენი ტაბლეტები.
დაიცავით ეს ინსტრუქციები, თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, მაგრამ დოზის გაზრდა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის მიერი დარღვევა:
ვინაიდან ეს პრეპარატი შეიცავს ჰიდროქლორთიაზიდს, არ არის რეკომენდებული ირდაპინ პლუსისგამოყენება თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (სიტუაცია, როდესაც კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია). თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სადაც კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსი უდრის ან აღემატება 30 მლ/წთ-ს, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის მიერი დარღვევა:
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ირდაპინ პლუსის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
ინტრავასკულარული მოცულობის დეფიციტი (სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა):
სითხის და/ან ნატრიუმის დანაკარგი უნდა დაკორექტირდეს ირდაპინ პლუსით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ გრძნობთ, რომ ირდაპინ პლუსის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ირდაპინ პლუსი:
ძალიან ბევრი ტაბლეტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი არტერიული წნევის შემცირება ან სახიფათო დაქვეითებაც კი. შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, რეტი, გონების დაკარგვა ან სისუსტე. თუ თქვენი არტერიული წნევის ვარდნა ძალიან ძლიერია, შეიძლება განვითარდეს შოკი. თქვენი კანი შეიძლება გაცივდეს და გახდეს სლიპინა და შეიძლება დაკარგოთ ცნობიერება.
თუ გამოიყენეთ ირდაპინ პლუსი ჭარბი დოზით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ირდაპინ პლუსის მიღება
თუ გამოგრჩებათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ირდაპინ პლუსით მკურნალობის შეწყვეტისას
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ირდაპინ პლუსი. თუ შეწყვეტთ ირდაპინ პლუსით მკურნალობას თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე, შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები:
· თქვენმა არტერიულმა წნევამ (ჰიპერტენზია) შეიძლება კვლავ მოიმატოს.
· გულის, თირკმელების, ტვინისა და თვალის სისხლძარღვები მაღალი წნევის გამო შეიძლება დაზიანდეს.
· შეიძლება გაიზარდოს ისეთი მოვლენების რისკი, როგორიცაა გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, ინსულტი ან სიბრმავე.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ირდაპინ პლუსის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მგრძნობელობა ირდაპინ პლუსის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მოცემულს, შეწყვიტეთ ირდაპინ პლუსის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას დაუყოვნებლივ:
• უეცარი ხიხინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
• ენისა და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას;
• მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ფართო გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
• გულის შეტევა, პათოლოგიური გულისცემა;
• პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, რომლის დროსაც პაციენტი თავს ძალიან ცუდად გრძნობს.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად ხდება ისინი. ეს ცხრილი გვიჩვენებს, რამდენ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი |
შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთში მაინც |
ხშირი |
შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტში. |
არახშირი |
შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტში. |
იშვიათი |
შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტში. |
ძალიან იშვიათი |
შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში |
უცნობი |
არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია. |
ხშირი
- თავბრუსხვევა,
- გულისრევა,
- ღებინება,
- პათოლოგიური შარდვა,
- დაღლილობა,
- ძილიანობა, თვლემა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში),
- პალპიტაცია, კანის სიწითლე,
- მუცლის ტკივილი,
- კოჭების შეშუპება (შეშუპება),
- სისხლში BUN-ის, კრეატინინის და კრეატინკინაზას მომატებული დონე.
არახშირი
- გაბრუება,
- გულისცემის გახშირება,
- თავბრუსხვევა და არტერიული წნევის უეცარი ვარდნა მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას,
- შეშუპება (შეშუპება) ხელებსა და ტერფებში,
- სექსუალური დისფუნქცია და სურვილების ცვლილებები,
- სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონის დაქვეითება,
- ტკივილი გულმკერდის არეში,
- განწყობის ცვალებადობა, შფოთვა, დეპრესია, უძილობა,
- ტრემორი, გემოვნების დარღვევა, დაღლილობა, სისუსტე,
- დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში, ტკივილის შეგრძნების დაქვეითება,
- მხედველობის დარღვევა, ორმაგი მხედველობა, ტინიტუსი,
- დაბალი არტერიული წნევა,
- გამონადენი, ცემინება ცხვირის კედლის ანთების გამო (რინიტი),
- ცვლილებები ნაწლავის მოძრაობაში, დიარეა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, პირის სიმშრალე,
- თმის ცვენა, გაძლიერებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანის ლოკალიზებული სიწითლე, კანის ფერის ცვლილება,
- გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით,
- ერექციული დისფუნქცია, დისკომფორტი მკერდის არეში ან მკერდის გადიდება მამაკაცებში,
- სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება,
- სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი,
- წონაში მომატება ან დაკლება.
იშვიათი
- დაბნეულობა.
ძალიან იშვიათი
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, შედედების უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური დაზიანება ან მარტივად სისხლდენა (სისხლის წითელი უჯრედების დაზიანება),
- სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია),
- ნერვული აშლილობა, დაბუჟება ან ჩხვლეტა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე,
- ხველა, ღრძილების შეშუპება,
- მუცლის შებერილობა (გასტრიტი),
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე,
- კუნთების დაძაბულობის მომატება,
- სისხლძარღვების ანთება, ტემპერატურის მომატების, შეშუპებისა და სიწითლის სიმპტომების გამოვლენით,
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა,
- დარღვევები, რომელსაც თან ახლავს რიგიდობა, ტრემორი და/ან მოძრაობის დარღვევები,
- მწვავე რესპირატორული დისტრესი (სიმპტომებში შედის ძლიერი ქოშინი, ცხელება, სისუსტე და დაბნეულობა).
უცნობი
- სისხლში კალიუმის დონის მომატება,
- გემოვნების ცვლილებები,
- თირკმლისმიერი დარღვევები,
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია),
- ძვლის ტვინის დისფუნქცია, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების წარმოებაზე,
- მოუსვენრობის შეგრძნება,
- მხედველობის დაბინდვა, საგნების ყვითლად დანახვა,
- არარეგულარული პულსი,
- სუნთქვის გაძნელება (ფილტვის ანთების და შეშუპების ჩათვლით),
- მადის დაკარგვა,
- კუჭის ტკივილი, დარღვევა კუჭის მხრივ,
- სანერწყვე ჯირკვლის ანთება,
- სახსრების მრავალმხრივი ტკივილი, სახის სიწითლე და თითების გაციება ცუდი ცირკულაციის გამო (ლუპუსის ერითემატოზის მსგავსი სიმპტომები),
- ცხელება,
- სისხლში ლიპიდების მომატება,
- სისხლში შარდოვანას მომატება,
- სისხლში გლუკოზის დონის მომატება,
- შარდში გლუკოზის პათოლოგიური არსებობა,
- ჩონჩხის კუნთების დარღვევა,
- კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნული არ არის წინამდებარე შეფუთვის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
5.ირდაპინ პლუსის შენახვის პირობები
შეინახეთ ირდაპინ პლუსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში .
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ, მშრალ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ირდაპინ პლუსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ გამოუყენებელი ან ვადაგასული მედიკამენტები! გადაეცით ეს წამლები გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შემგროვებელ სისტემას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account