დეფლიუ სილვერი ყელის სპრეი 30მლ
დეფლიუ სილვერი
ლოსიონი – სპრეი ყელისათვის
შემადგენლობა: ვერცხლის კოლოიდური ხსნარი 45–55 ppm, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი,D-პანტენოლი,ევკალიპტის ექსტრაქტი,გვირილის ექსტრაქტი,ევკალიპტის ეთერზეთი,პიტნის ეთერზეთი,მენთოლი,თიმოლი,კამფორა,ვიტამინი E,ლიზოციმი,ნატრიუმის სახარინი,პეგ–40, აბუსალათინის ჰიდროგენიზირებული ზეთი,გლიცერინი,ნატრიუმის ჰიალურონატი,კალიუმის სორბიტი.
გამოშვების ფორმა: ლოსიონ–სპრეი ფლაკონში პომპა გამფრქვევი თავით 30მლ
კომპლექსური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით. კოლოიდური ვერცხლი ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას , აქვს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, აქვს ანტივირუსული და ანტიმიკოზური მოქმედება. ისლანდიური ხავსის ექსტრაქტს აქვს ბაქტერიოციდული, მშთანთქავი და ანთების საწინაამღდეგო მოქმედება.ლიზოციმი – ანტიბაქტერიული აგენტი რომელსაც გააჩნია უნარი დაშალოს მიკრობული გარსის პოლისაქარიდები. ევკალიპტის ექსრაქტს და ეთერზეთებს აქვთ ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.გვირილის ექსტრაქტი უზრუნველყოფს ძირითად ანტისეპტიკურ მოქმედებას, ასტიმულირებს შეხორცების პროცესს და აღადგენს ლორწოვან გარსს .პიტნის ეთერზეთები და მენთოლი ქმნიან ადგილობრივ ტკივილგაყუჩებელ ეფექტს.თიმოლი - ბეგქონდარას ეთერზეთის შემადგენელი კომპონენტია, არის ძლიერი ანტისეპტიკი,ახასიათებს სპაზმოლიტიკური აქტივობა.კამფორა ( ქაფურის ზეთი) ახორციელებს ანთების საწინაამღდეგო,ანტისეპტიკურ და შეშუპების საწინაამღდეგო მოქმედებას. D-პანთენოლი და ვიტამინი E აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარს.
გამოიყენება:
- ტონზილიტი
- ფარინგიტი
- ლარინგიტი
- სტომატიტი
მიღების წესი: ადგილობრივი გამოყენებისათვის. პირველი გამოყენებისას გააკეთეთ 1–2 საცდელი გაფრქვევა ჰაერში.გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან 2–3 შესხურება. ბავშვებში 4 წლიდან 1–2 შესხურება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და ხახაზე 3–ჯერ დღე–ღამეში.მიღების ხანგრძლივობა 3–10 დღე ან ექიმის რეკომენდაციით.ბავშვებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ.ვერცხლის კოლოიდურ ხსნარს ადგილობრივი გამოყენებისას არ აქვს საერთო სისტემური მოქმედება.
უკუჩვენება:
- ბავშვები 4 წლამდე
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
განსაკუთრებული მითეთება: შემთხვევით თვალში მოხვედრისას გამოირეცხეთ თვალი დიდი რაოდენობა წყლით.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ , არა უმცირეს 5 °C
და არა უმეტეს 25°C ბავშვებისათვის ხელმიუწდომელ ადგილას.გახსნიდან გამოიყენება ვადის ამოწურვამდე.
შენახვის ვადა: 3 წელი
გამოშვების თარიღი და სერიის ნომერი: მითითებულია შეფუთვაზე. გამოშვების თარიღი არის სერიის ნომერზე
ვარგისიანობის ვადა : მითითებულია შეფუთვაზე
მწარმოებლის სახელწოდება და ადგილმდებარეობა: შპს <<დელტა მედიკელ>> უკრაინა , 08132,კიევის ოლქი ქ.ვიშნევოე,ქ.ჩერნოვოლა , 43
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account