მოლისანი - Molisan ანტირპარაზიტული 7 კომპონენტიანი 60 კაფსულა

70,00 GEL
მარაგშია
SKU
96649_2281

გამოიყენება პარაზიტებისგან წმენდისთვის.

მოლისანის ანტირპარაზიტული ფორმულა

(7 კომპონენტიანი) 

სიმპტომები და ჩამონათვალი 

·  აკნე, გამონაყარი კანზე, პაპილომა, ფსორიაზი, სოკო

·  ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, უენერგიობა

·  სტრესი, შიში, დეპრესია, უძილობა

·  ძლიერი ლტოლვა ტკბილეულისადმი

·  თავის ტკივილი

·  ყაბზობა (შეკრულობა), მუცლის ტკივილი

·  დისბაქტერიოზი; (ყაბზობა, ფაღარათი)

·  გულის რევის შეგრძნება

·  კბილების კრაჭუნი

·  უსიამოვნო სუნი პირის ღრუში

·  ნერწყვისდენა

·  უმადობა ან პირიქით გაძლიერებული მადა

·  გაცხიმოვნება (სიმსუქნე)

·  ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ფერდქვეშა არეში

·  თვალის უპეების ჩაშავება

·  სახის მიმიკური კუნთების უნებლიე მოძრაობა

·  უკანა ტანის ქავილი

‼️ რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა გყავდეთ პარაზიტები.

მიღების წესი 

მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა მიიღება კვებიდან 1 საათში ან კვებამდე 20 - 30 წუთით ადრე. მიღებისას დააყოლეთ 1-2 ჭიქა ცოცხალი წყალი (ან გაფილტრული სასმელი წყალი).
ბავშვებში 6 წლიდან 1-2 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, წონისა და ჩივილების მიხედვით.
მეორე თვეს მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა მიიღება 2-3 დღეში ერთხელ, ერთჯერადად მიიღება 1 დღის დოზა, მესამე თვიდან და შემდეგ 5-7 დღეში ერთხელ, ერთჯერადად მიიღება 1 დღის დოზა.
1 თვიანი კურსი: საპროფილაქტიკო, მიიღება წელიწადში ორჯერ, სასურველია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
3 თვიანი კურსი: ზემოთ აღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი მიიღება 3 თვე. 
4 თვიანი კურსი: აკნე, გამონაყარი კანზე, პაპილომა, ფსორიაზი, სოკო. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 თვეს! ადგილობრივად, კანი მუშავდება მოლისანი ლოსიონით.
6 თვიანი კურსი: ასკარიდას შემთხვევაში სამკურნალო კურსი გრძელდება საშუალოდ 6 თვე!

პარაზიტულ წმენდასთან ერთად აუცილებელია პარაზიტების ნარჩენი ტოქსინებისგან წმენდაც, ამ პროცესში თქვენ დაგეხმარებათ მოლისანის ელექსირი (ბავშვებში) ან მოლისანის დეტოქსი (მოზრდილებში), რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის პარაზიტების ნარჩენ ტოქსინებს და გაწმენდს ორგანიზმს ასევე შხამების, წიდებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან! დაეხმარება ნივთიერებათა ცვლას დასტაბილურებაში და უჯრედს კი სასურველი ვიტამინების, მინერალების ათვისებასა და დანინშულების ადგილამდე ტრანსპორტირებაში!
მოლისანი ელექსირი ან მოლისანი დეტოქსი მიიღება კვებამდე 20-30 წუთით ადრე დღეში 2-3 ჯერ 15-20 მლ.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 100% დან 80% ანემიური ცვლილებები ორგანიზმში გამოწვეულია პარაზიტული დასნებოვნებისგან და რატომ? პარაზიტები იკვებებიან უჯრედული ცილითა და რკინით (ფერიტინით) რომელიც პასუხს აგებს ორგანიზმიში მიმდინარე პროცესებზე!

მკურნალობის სწორად წარმართვა, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია!

უკუჩვენება

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება), პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა (ალერგიული რეაქციები), 12 წლამდე ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

განსაკუთრებული მითითებები: ეროზიული გასტრიტის და კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს ინიშნება მოლისანი ელექსირთან კომბინაციაში.

 შემადგენლობა 

·  შავი კაკლის ნაჭუჭი (Juglans nigra Hull).
- ებრძვის ჰელმინთებს და კანდიდას სოკოებს, ხელს უწყობს კუჭნაწლავის მოქმედების ნორმალიზებას და ნაწლავების ფუნქციის გაუმჯობესებას.

·  აბზინდა (Artemisia absinthium).
- მოქმედებს მრგვალ და თასმისებურ ჭიებზე, ბაქტერიებზე, უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე.

·  მიხაკი (Syzygium aromaticum).
- ანადგურებს პარაზიტების კვერცხებსა და მატლებს.

·  კასკარა საგრადა (Rhamnus purshiana).
- ქრონიკული ყაბზობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, ამცირებს დუღილს და ნაწლავებში ლპობით პროცესებს, აქვს სადეზინფექციო, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, გამოდევნის ჭიებს და პარაზიტებს. აღადგენს მოდუნებული ნაწლავის ტონუსს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარეული საფაღარათო საშუალება. 

·  შავი კაკლის ფოთოლი (Juglans nigra Leaf). 
- გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ათავისუფლებს ღვიძლს, ნაწლავებს, სისხლსა და მთელ ორგანიზმს სხვადასხვა პარაზიტისაგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

·  ზეთისხილის ფოთოლი (Olea europaea).
- აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება, ახასიათებს ანტიპარაზიტული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.

·  ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra)
- ძირტკბილას ფესვი ასტიმულირებს ლორწოს გამოყოფას, რომელთანაც ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნებიან პარაზიტები. ასევე, ძირტკბილა აძლიერებს პრეპარატის დანარჩენი მცენარეების მოქმედებას.

·  სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი (კაფსულა)

მეტი ინფორაცია
Units60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy