ფარმალაიფი აპეტიტო -Pharmalife Appetito 200 მლ სიროფი

განსაკუთრებული ფასი 47,45 GEL რეგულარული ფასი 49,95 GEL
მარაგშია
SKU
95019_3742

ჩვენება: მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი, ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასის დეფიციტი.

ფარმალაიფი აპეტიტო 200 მლ სიროფი #1ფლ

რა არის ფარმალაიფი აპეტიტო:

ფარმალაიფი აპეტიტოს სიროფი (ვაშლის არომატით) არის მადის მასტიმულირებელი მცენარეული ექსტრაქტებისაგან მიღებული ბუნებრივი საშუალება, რომელსაც ახასიათებს მადის სტიმულაცია და ორგანიზმის სწორად განვითარება. იგი აღკვეთს მადის დაქვეითების ყველა მიზეზს - აუმჯობესებს მადას, საკვების მონელების, შეწოვისა და ათვისების პროცესებს.

აპეტიტოს შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები

გ/200მლ

გ/1000მლ

ფუტკრის მტვერი ( Bee Pollen Extract )

4.00

20.00

გაღივებული ხორბალი ( Wheat Germ Extract )

4.00

20.00

ვაშლის წვენის კონცენტრატი ( Apple juice )

10.00

50.00

ასისთავას ყვავილი ( Centaury Tops Extract )

3.00

15.00

ნაღველას ფესვების ექსტრაქტი ( Gentian Root Extract )

3.00

15.00

ულუმბოს მარცვლების ექსტრაქტი (Fenugreek Seeds Extract )

1.00

5.00

ულუმბოს მარცვლების ექსტრაქტი -გამოიყენება როგორც მატონიზირებელი და ანტიანემიური საშუალება. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ახდენს მადის მომატებას. ასევე, მას აქვს ავადობის შემდეგ გამაჯანსაღებელი ეფექტი. იგი მდიდარია მაგნიუმით, მანგანუმით, თუთიით და რკინით.

ნაღველას ფესვების ექსტრაქტი -ახდენს მადის სტიმულირებას ორგანიზმში, ასევე გამოიყენება პარაზიტული ჭიების სამკურნალოდ. გენტიანის ფესვის ძირითადი აქტიური ნაერთებია ირიდოიდები, სეკოირიდოიდები, ქსანთონები და ფლავანოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში ნერწყვის და კუჭის წვენის გამოყოფას, რის ფონზეც ხდება მადის მომატება და საჭმლის უკეთესად მონელება. ანორექსიით დაავადებულ 50 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც ყოველდღიურად იღებდა ნაღველას ფესვის ექსტრაქტს, მნიშვნელოვნად მოემატათ მადა, წონა და კალორიების მიღება 1 თვის შემდეგ. ცუდი მადის მკურნალობის გარდა, გენტიანის ფესვი შეიძლება დაეხმაროს კუჭის აშლილობის, გულისრევის და გაზების მკურნალობას.

ასისთავას ყვავილი -აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, დადებითად მოქმედებს ანორექსიაზე, ნაწლავის სპაზმის დროს და ენტეროკოლიტისას. ასევე, ასისთავას აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ის ხელს უწყობს კუჭის მჟავის აღდგენას, აუმჯობესებს ცილების მეტაბოლიზმს და კალციუმის, რკინისა და ვიტამინის B12 შეწოვას.

ფუტკრის მტვერიდაგაღივებული ხორბალი-წარმოადგენს ნახშირწყლების, ამინომჟავების და ცილების წყაროს, რაც ეხმარება ორგანიზმს დაღლილობის მოხსნასა და ენერგიის აღდგენაში.

არ შეიცავს ლაქტოზასა და ალკოჰოლს.

ჩვენება:

• მადის დაქვეითება

• საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია

• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი

• წონის დეფიციტი

• ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასის დეფიციტი

მიღების წესიდა ხანგრძლივობა :

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. სასურველია მიღებულ იქნას საკვების მიღებამდე.

6 თვიდან - 3 წლამდე 5მლ დღეში

3-დან 12 წლამდე 15მლ 2-ჯერ დღეში

12 წლიდან 15მლ 3-ჯერ დღეში

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:

არ მიიღოთ ფარმალაიფი აპეტიტო, თუ თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე მასში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ და ასევე, როგორც დამატკბობელი. არ გამოიყენოთ, როგორც დაბალანსებული კვების შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ფარმალაიფი აპეტიტო შეფუთვაზე ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

მუყაოს კოლოფში ყავისფერი PET ბოთლი 200 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy