ვიტაგამა - Vitagamma D3 1000სე 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,87 GEL რეგულარული ფასი 17,76 GEL
მარაგშია
SKU
93345_634

ჩვენება: D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

ვიტაგამა

ვიტამინიD3 1000 ს.ე. ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი-მშრალი კონცენტრატი

მედიკამენტისგამოყენებამდეყურადღებითგაეცანითგამოყენების ინსტრუქციას. ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მიიღეთ პრეპარატი ინსტრუქციის ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

- შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენზე რომელიმე გამოვლინდება ან ადგილი ექნება ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. თავი 4

- თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან სიმპტომები გაგიუარესდათ, მიმართეთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას :

1. რასწარმოადგენსვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის?
2. რასუნდა მიაქციოთ ყურადღება ვიტაგამას ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტების მიღების წინ?
3. ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტების მიღების წესი.
4. რაგვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5. როგორ შევინახოთ ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტები?
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის?

ვიტაგამას ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტები არის ვიტამინი.

გამოიყენება:

- რაქიტის პრევენციის მიზნით

- D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად (როდესაც ღვიძლი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის Dვიტამინს)

- ოსტეოპოროზის სამკურნალოდ

- ახალშობილებში რაქიტის რისკის შესამცირებლად

ასევე, იხილეთ: Vitagamma D3 - ვიტაგამა D3 2000სე 50 ტაბლეტი

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტების მიღების წინ?

ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:

- თუ ხართ ალერგიული ქოლეკალციფეროლის, სოიოს, მიწის თხილის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი კომპონენტების მიმართ

- ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის სიჭარბე) და/ან ჰიპერკალცურიის (შარდში კალციუმის სიჭარბე) დროს

ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდირეული შემდეგ შემთხვევებში:

- ფსევდოჰიპოპარათირეოიდიზმის (პარაიროიდულიჰორმონის დარღვევა) დროს, რადგან D ვიტამინის მოთხოვნილება შეიძლება შემცირდეს ფაზურად D ვიტამინის მგრძნობელობის გამო, რაც იწვევს ხანგრძლივი დოზის გადაჭარბებას. ამ დროს რეკომენდირებულია უფრო მარტივად კონტროლირებადი აქტიური ნივთიერებები D ვიტამინის მსგავსი აქტივობით.

იხილეთ ბლოგი: ვიტაგამა D3: ვიტამინი თქვენი ჯანმრთელობისთვის

განსაკუთრებული სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები

- თუ გაქვთ მიდრეკილება თირკმელებში კალციუმის შემცველი ქვების წარმოშობის მიმართ

- პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმელებიდან კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფა, ბენზოთიადიაზინის დერივატით მკურნალობისას (პრეპარატი რომელიც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას) და იმობილიზებულ პაციენტებში (არსებობს ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის სიჭარბე) და ჰიპერკალცურიის (შარდში კალციუმის სიჭარბე) რისკი). ასეთ პაციენტებში კალციუმის დონე შარდში და სისხლში უნდა გაკონტროლდეს

- სარკოიდოზის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს D ვიტამინის აქტიურ ფორმაში გარდაქმნის მაღალი რისკი. ასეთ პაციენტებში კალციუმის დონე შარდში და სისხლში უნდა გაკონტროლდეს

თუ დანიშნული გაქვთ D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატები, ვიტაგამა ვიტამინი D31000 ს.ე.ტაბლეტებისდოზის შერჩევისას ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. D ვიტამინის ან კალციუმის დამატებითი მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში უნდა გადამოწმდეს შარდში და სისხლში კალციუმის დონე.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვიტაგამა ვიტამინი D31000 ს.ე. ტაბლეტებს, უნდა გადამოწმდეს კალციუმის და ფოსფატების შემცველობა.

დღიური დოზა 500ს.ე.-ზე მეტის შემთხვევაში:

ვიტაგამას ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტებისხანგრძლივად მიღების შემთხვევაში, რეგულარულად უნდა გადამოწმდეს შარდში და სისხლში კალციუმის დონე და თირკმელების ფუნქცია შრატის კრეატინინის გაზომვით. მსგავსი შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში ვინც იღებს საგულე გლიკოზიდებს (გულის კუნთების ფუნქციის გასაუმჯობესებლად) ან დიურეტიკებს (შარდმდენი პრეპარატები). ჰიპერკალცემიის (სისხლში ჭარბი რაოდენობის კალციუმი) ან თირკმელების უკმარისობის დროს უნდა შემცირდეს დოზა ან შეწყდეს მკურნალობა. რეკომენდირებულია დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა, თუ შარდში კალციუმის დონე აღემატება 7.5 მმოლ/24სთ (300მგ/24სთ).

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან .

ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ/იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატებიც.

რომელი პრეპარატები აფერხებენ ვიტაგამას ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტების მოქმედებას?

ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი)ან ბარბიტურატები (ეპილეფსიის, უძილობის სამკურნალო პრეპარატი, გამოიყენება აგრეთვე ნარკოზის დროს) აფერხებს D ვიტამინის მოქმედებას.

თიაზიდი-დიურეტიკი (შარდმდენი პრეპარატები) შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მეშვეობით კალციუმის გამოყოფის შემცირება, რაც თავის მხრივ იწვევს ჰიპერკალცემიას (სისხლში ჭარბი კალციუმი). ხანგრძლივი მკურნალობის დროს უნდა გაკონტროლდეს სისხლში და შარდში კალციუმის დონე.

გლუკოკორტიკოიდების (ზოგიერთი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები) პარალელურმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს D ვიტამინის მოქმედება.

როგორ მოქმედებენ ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტები სხვა პრეპარატებზე?

საგულე გლიკოზიდებთან (გულის კუნთების ფუნქციის გასაუმჯობესებლად) D ვიტამინის ერთდროული მიღებისას გვერდითი ეფექტების რისკი დაკავშირებული შეიძლება იყოს სისხლში კალციუმის მომატებასთაბ (წარმოიქმნება გულის რითმის დარღვევის რისკი). უნდა გაკონტროლდეს პაციენტების ეკგ, სისხლში და შარდში კალციუმის დონე.

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან იღებდით სხვა პრეპარატს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.

ორსულობა და ლაქტაცია

ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში ანთუ გეგმავთ ორსულობას ან ხართ ორსულად ან ვარაუდობთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დღიური დოზა 500ს.ე.-ზე ნაკლების შემთხვევაში:

აქამდე არ არის ცნობილი რისკები აღნიშნულ დოზებზე.

D ვიტამინის ხანგრძლივი დოზის გადაჭარბება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში, რადგან ის იწვევს ჰიპერკალცემიას (ჭარბი კალციუმი სისხლში), რაც თავის მხრივ ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ, აგრეთვე თვალის და გულის თანდაყოლილ დაავადებებს იწვევს.

დღიური დოზა 500ს.ე.-ზე მეტის შემთხვევაში:

ორსულობის პერიოდში ვიტაგამას ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მკაცრი ჩვენების ქვეშ და იმ დოზებით, რაც აუცილებელია დეფიციტის სამკურნალოდ.D ვიტამინის ხანგრძლივი ზედოზირება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში, რადგან ის იწვევს ჰიპერკალცემიას (ჭარბი კალციუმი სისხლში), რაც თავის მხრივ ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ, აგრეთვე თვალის და გულის თანდაყოლილ დაავადებებს იწვევს.

D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. ამ გზით გამოწვეული დოზის გადაჭარბება არ არის შემჩნეული ჩვილებში.

მართვა და დანადგარების გამოყენება

არ არის ინფორმაცია, რომ ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.ტაბლეტები რაიმეზემოქმედებას ახდენენ კონცენტრაციაზე.

ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტები შეიცავენ საქაროზას

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ.

3. ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტები მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატი ინსტრუქციის, ფარმაცევტის, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზა შეადგენს:

რაქიტის თავიდან აცილების მიზნით დღეში ½ ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D31000 ს.ე.(შეესაბამება 0.0125 მგ ანუ 500 ს.ე. ვიტამინი D3).

D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების პრევენციის მიზნით დღეში ½ ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.(შეესაბამება 0.0125მგ ანუ 500ს.ე. ვიტამინი D3).

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ დღეში 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D31000 ს.ე.(შეესაბამება 0.025 მგ ანუ 1000 ს.ე. ვიტამინი D3).

დღენაკლულ ბავშვებში რაქიტის პრევენციის მიზნით რეკომენდირებულია დღეში 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე.(შეესაბამება 0.025მგ ანუ 1000ს.ე. ვიტამინი D3).

მიღების წესი

შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა.

ჩვილებში და ბავშვებში

ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტი ჩვილებში და ბავშვებში ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით, მათ არ შეუძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა და არსებობს დახრჩობის რისკი. რეკომენდირებულია ტაბლეტის დაფხვნა და წყალში გახსნა ან წვეთების ან ემულსიის გამოყენება. ტაბლეტი დაფხვენით რაც შეიძლება თხელი კოვზის დახმარებით და ჩაის კოვზზე გახსენით ცოტა წყალში, შედეგად მივიღებთ სუსპენზიას (ტაბლეტების ნაწილების და წყლის ნარევი). უმჯობესია ბავშვს ჭამის დროს გადააყლაპოთ;

სუსპენზიის გარევა ბოთლში ან ფაფაში არ არის რეკომენდირებული, რადგან არ არის გარანტირებული, რომ ბავშვი მას ბოლომდე მიიღებს. თუ მაინც საჭმელში უნდა გაურიოთ, გაურიეთ ის ადუღების შემდეგ. გაითვალისწინეთ საკვებში არსებული D ვიტამინის რაოდენობა.

მოზრდილებში

მიიღეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

მიღების ხანგრძლივობა

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი!

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ვიტაგამა ვიტამინი D31000 ს.ე. ტაბლეტისმოქმედება სუსტი ან ძლიერია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

ა) დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

დღიური 500 ს.ე. ნაკლებიდოზისშემთხვევაში:

D ვიტამინის ხანგრძლივად მაღალი დოზით მიღება იწვევს ჰიპერკალცემიას (სისხლში ჭარბიკალციუმი) და ჰიპერკალცურიას (შარდში ჭარბი კალციუმი). ხანგრძლივი დოზის გადაჭარბება იწვევს ორგანიზმში კალციუმის გამოკრისტალებას.

დღიური 500 ს.ე. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:

ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აქვთ ვიწრო ფარმაკოლოგიური მოქმედების ზღვრები. მოზრდილებში ეპითელიალური ქსოვილის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაშიD ვიტამინით ინტოქსიკაცია შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში დღეში 40.000 და 100.000 ს.ე. მიღებისას. ჩვილებში და ბავშვებში შესაძლოა უფრო მცირე დოზამ გამოიწვიოს რეაქცია. აქედან გამომდინარე D ვიტამინის მიღება ექიმის გარეშე არ არის რეკომენდირებული.

ჭარბი დოზის შემთხვევაში იმატებს ფოსფორი, რაც სისხლში და შარდში ჰიპერკალცემიას იწვევს, შედეგად კალციუმი გროვდება ქსოვილებში და თირკმელებში (კენჭები თირკმელებში და გამოკრისტალება) და სისხლძარღვებში.

ინტოქსიკაცია გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: გულისრევა, ღებინება, დასაწყისში დიარეა, შემდეგ ყაბზობა, მადის დაქვეითება, სისუსტე, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აზოტემია (სისხლში მომატებული აზოტი), სითხის მოთხოვნილება და ხშირი შარდვა და ბოლო ეტაპზე დეჰიდრატაცია. ჩვეულებრივ ანალიზებში ჩანს ჰიპერკალცემია (სისხლში ჭარბი კალციუმი), ჰიპერკალცურია (შარდში ჭარბი კალციუმი) აგრეთვე მომატებულია25-ჰიდროქსიკალციფეროლის დონე შრატში

ბ) მკურნალობა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

პირველ რიგში უნდა მოხდეს D ვიტამინის პრეპარატების გამოყოფა. D ვიტამინის ინტოქსიკაციით გამოწვეული ჰიპერკალცემიის (სისხლში ჭარბი კალციუმი) ნორმაზე დაყვანა საჭიროებს რამდენიმე კვირას.

ჰიპერკალცემიის (სისხლში ჭარბი კალციუმი) დარეგულირება შესაძლებელია საკვებით, რომელიც არ შეიცავს კალციუმს, ჭარბი რაოდენობის სითხის მიღებით, შარდმდენი პრეპარატების დახმარებით, როგორიცაა ფუროსემიდი, გლუკოკორტიკოიდები (ალერგიის სამკურნალო პრეპარატები) და კალციტონინით (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს).

თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში შარდის გამოყოფას ხელს უწყობს იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარისინფუზია (3-6 ლ 24 სთ-ში) ფუროსემიდთან (შარდმდენი პრეპარატი) ერთად, აგრეთვე 15მგ/კგ კგ/სთ ნატრიუმედეტატი (პრეპარატი, რომელიც ბოჭავს კალციუმს სისხლში) კალციუმის და ეკგ კონტროლის ქვეშ ხელს უწყობს კალციუმს დაქვეითებას. შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში პირიქით რეკომენდირებულია ჰემოდიალიზი (სისხლის გაწმენდა) დიალიზატით, რომელიც არ შეიცავს კალციუმს.

კონკრეტული ანტიდოტი არ არსებობს.

დღიური 500 ს.ე. ნაკლებისდოზის შემთხვევაში:

D ვიტამინის ქრონიკული დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ რეკომენდირებულია შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, გლუკოკორტიკოიდების (ალერგიის სამკურნალო პრეპარატი) ან კალციტონინის (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს) მიცემა.

დღიური 500 ს.ე. მეტი დოზის შემთხვევაში:

ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდირებულია ჰიპერკალცემიის (სისხლში ჭარბი კალციუმი) ხანგრძლივი მკურნალობა.

ჰკითხეთ ექიმსD ვიტამინის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომების შესახებ.

თუ დაგავიწყდათვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტის მიღება

თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტის მიღების შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა ჩივილები გაგიუარესდეთ ან ახლიდან გამოვლინდეთ. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, რაც ყველა პაციენტის შემთხვევაში არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენების შეფასებისას წარმოგიდგენთ შემდეგი გამოვლენის სიხშირეს

ძალიან ხშირად - ვლინდება 10-დან 1 პაციენტში

ხშირად - 100-დან 1-10 პაციენტში

შედარებით იშვიათად - 1000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათად - 10000-დან 1-10 პაციენტში

ძალიან იშვიათად - 10000-დან 1-ზენაკლებ პაციენტში

არ არის ცნობილი - სიხშირე არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ ფასდება

დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით შესაძლოა გამოვლინდეს მძიმე და ხანგრძლივი ჰიპერკალცემია (სისხლში ჭარბი კალციუმი), რასაც თან სდევს მწვავე (გულის არითმია, გულისრევა, ღებინება, ფსიქიური სიმპტომები, ცნობიერების დარღვევა) და ქრონიკული (გახშირებული შარდვის, წყურვილის შეგრძნება, უმადობა, წონაში კლება, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, კალცინატი თირკმელებში, გამოკრისტალება ქსოვილებში ძვლების გარეთ) შედეგები.

არის ცალკეული ფატალური შემთხვევები.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენა:

სოიოს ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეაჩერეთ პრეპარატის მიღება, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. აგრეთვე ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, რომელიც აქ არ არის აღწერილი.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ დაეხმარებით პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

5.ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტების შენახვის წესი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ თავისივე შეფუთვაში, რათა დაიცვათ სინათლისგან და ნესტისგან.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში.

ამით თქვენ დაიცავთ გარემოს.

6.შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავენ ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტები.

აქტიული ნივთიერება: 10 მგ ქოლეკალციფეროლი-მშრალი კონცენტრატი

შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

0.025მგ ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D31000 ს.ე.), ჟელატინი, საქაროზა, სახამებელი, ნაწილობრივ ჰიდრირებული სოიოს ზეთი და a-ტოკოფეროლი.

დამხმარე ნივთიერებები:

მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ტალკი და მაღალმოლეკულური უჯერი გლიცერიდი.

ვიტაგამა ვიტამინიD31000 ს.ე. ტაბლეტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:

თეთრი მრგვალი ტაბლეტი შუაში ჭდით. ორიგინალ შეფუთვაშია 20, 50, 100 და 200 ტაბლეტი.

ყველა რაოდენობის შეფუთვა არ არის მიმოქცევაში.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy