აპიჯელი - Apijelly 125 მლ სიროფი

განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
მარაგშია
SKU
95586_2686

ჩვენება: იმუნიტეტის ასამაღლებლად. უმადობის ან მადის დაქვეითების დროს.

აპიჯელი 125მლ სიროფი

აპიჯელი  შეიცავს ფუტკრის რძეს  (14 მგ) და პროპოლისს (10 მგ).

ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის  საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) , მიკროელემენტებს.

ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს  ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს.

პროპოლისი - ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია  მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ  განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებში;

პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება  ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

აპიჯელი  რეკომენდებულია:

·        სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური  დაავადებების დროს;

·        იმუნიტეტის ასამაღლებლად;

·        უმადობის ან მადის დაქვეითების დროს;

·        საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს;

·        ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად;

·        ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად  სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

აპიჯელი მიიღება პერორალურად.

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში:  5 მლ დღეში . 

6 წლის ასაკის ზემოთ:   10 მლ დღეში. 

განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისია  გახსნიდან  30  დღის განმავლობაში.

შეფუთვა: 125 მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy