პრეფიმინი - Prefimin 20მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 50,47 GEL რეგულარული ფასი 53,13 GEL
მარაგშია
SKU
93726_3722

ჩვენება:  პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ.

პრეფემინი

წამლის ფორმა, დოზირება  

ტაბლეტი, აპკით შემოგარსული, 20 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 

შარდსასქესო სისტემა და სასქესო ჰორმონები. სხვა პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

კოდი АТХ G02СX

ასევე, იხილეთ: Cefanorm - ცეფანორმი 30 კაფსულა

ჩვენება 

- მცენარეული წარმოშობის პრეპარატი პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, მათ შორის თავის ტკივილი, კანის პრობლემები, სარძევე ჯირკვლების მსუბუქი მგრძნობელობა, მუცლის ტკივილი, ასევე განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანება, ნერვული დაძაბულობა, დეპრესიული განწყობა, დაღლილობა და ძილის პრობლემები

 - მენსტრუაციული ციკლის დარღვევა

საჭირო ინფორმაციის ჩამონათვალი პრეპარატის გამოყენებამდე 

უკუჩვენება

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

- მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობა, Lapp ფერმენტის დეფიციტი, (LAPP)-ლაქტაზა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

-  ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები

პრეპარატის მიღების დროს აუცილებელი სიფრთხილის ზომები

პრეფემინის გამოყენება და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი ბავშვებში და მოზარდებში. პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია.

 სარძევე ჯირკვლების შეშუპებისა და მგრძნობიარობის მომატებისას, ასევე მენსტრუაციის ციკლის დარღვევისას, უნდა მიმართოთ ექიმს.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს დაახლოებით 40 მგ მოსანელებელ ნახშირწყლებს თითო დოზაზე (1 აპკით შემოგარსული ტაბლეტი). პრეპარატი გამოიყენება დიაბეტის მქონე პაციენტებშიც.

გამოყენებამდე აუცილებელია იმ პაციენტთა  კონსულტაცია, რომლებიც სიმსივნით არიან დაავადებულნი,  ესტროგენ-მგრძნობიარენი (მათ შორის ანამნეზში); ჰიპოფიზის  დაავადებებით (მათ შორის ანამნეზში); დოფამინის აგონისტების, დოფამინის ანტაგონისტების, ესტროგენების ან ანტიესტროგენების გამოყენებამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლის პრეპარატებთან

ეფექტურობის ურთიერთდაქვეითება არ არის გამორიცხული დოფამინის ანტაგონისტებთან ერთდროულად გამოყენებისას (ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქიური აშლილობების სამკურნალოდ, მაგალითად, ჰალოპერიდოლი, სულპირიდი, ან პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ კუჭის დაცლას და კუჭ-ნაწლავის მოტორიკას, მაგალითად, მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი) და ანტიესტროგენები (ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, მაგ. ტამოქსიფენი, ანასტროზოლი). ეფექტურობის ორმხრივი მატება არ არის გამორიცხული დოფამინის აგონისტებთან (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები, მაგალითად, კაბერგოლინი, პრამიპექსოლი) და ესტროგენებთან (მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეპტივები) ერთდროულად გამოყენებისას.

სპეციალური გაფრთხილებები

დამხმარე ნივთიერებები

პრეფემინი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობის, Lapp-ლაქტაზას ფერმენტის დეფიციტის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებს არ უნდა დაენიშნოთ პრეფემინი. ასეთი პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის პროპილენ გლიკოლი. პროპილენ გლიკოლს შეიძლება ჰქონდეს ალკოჰოლის მსგავსი ეფექტი.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე:

შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.

მიღების რეკომენდაციები

დოზირების რეჟიმი 

პრეფემინის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.

მეთოდი და მიღების წესი

ტაბლეტი განკუთვნილია ყოველდღიური პერორალური მიღებისთვის, დაღეჭვის ან გახსნის გარეშე, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, სასურველია ყოველთვის დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, მაგალითად, დილით ან ძილის წინ, არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მისი მიღება წყვეტის გარეშე მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. 

ზომები გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

რეკომენდაციები მედიცინის მუშაკთან კონსულტაციაზე რჩევის მისაღებად პრეპარატის მიღების მეთოდის ასახსნელად

მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა და ექიმის ინფორმირება ყველა მედიკამენტის შესახებ  რომელსაც იღებთ. 

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად მკაცრად უნდა დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, მითითებული ინსტრუქციაში და ექიმის მიერ გაცემული. 

არ ღირს გადააჭარბოთ მითითებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ მკურნალობის შემდეგ არ არის გაუმჯობესება, ან სიმპტომები გაუარესდა, ან ახალი სიმპტომები გამოჩნდა, უნდა მიმართოთ ექიმს.

გვერდითი რეაქციების აღწერა, რომლებიც წარმოიქმნება პრეპარატის სტანდარტული გამოყენებისას და ზომები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ამ შემთხვევაში

უცნობია 

- კანის გამონაყარი, კანის ქავილი

- მენსტრუაციის სიხშირის ან ინტენსივობის ცვლილებები

-  პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების გაზრდილი ინტენსივობა

მედიკამენტის გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით მედიცინის მუშაკს, ფარმაცევტს ან უშუალოდ მედიკამენტის გვერდითი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზას, მათ შორის მედიკამენტის არაეფექტურობის შესახებ. 

დამატებითი მონაცემები

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება – მშრალი ბუნებრივი ექსტრაქტი ჩვეულებრივი ხეპილპილას ნაყოფის   (Agnus castus fruit) (6-12:1) 20 მგ, ექსტრაგენტი – ეთანოლი 60 % (მ/მ)

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო

გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, მაკროგოლი 20000, პროპილენგლიკოლი.

ფორმის, სუნის, გემოს აღწერა

ტაბლეტები მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკით შემოგარსული, თეთრი, არომატული სუნით.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

30 ტაბლეტი მოთავსებულია პოლივინილქლორიდი/პოლივინილიდინქლორიდისგან დამზადებულ ბლისტერულ შეფუთვაში და დაბეჭდილ ლაქირებულ ალუმინის ფოლგაში.

1 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენაზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა 

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:                      

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy