მეთფოგამა - Metfogamma 1000 მგ 120 ტაბლეტი
გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ
მეტფოგამა 1000
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
· დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
· მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
· თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს მეტფოგამა 1000 და მათი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა მეტფოგამა 1000-ის მიღებამდე;
3. მეტფოგამა 1000-ის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. მეტფოგამა 1000-ის შენახვის წესი;
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს მეტფოგამა 1000 და მისი გამოყენება
მეტფოგამა 1000 შეიცავს მეტფორმინს, მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ე.წ. ბიგუანიდების მედიკამენტების ჯგუფს.
ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასში და ხელს უწყობს ორგანიზმის უჯრედების მიერ სისხლიდან გლუკოზის (შაქრის) შეწოვას. აქ გლუკოზა გარდაიქმნება ენერგიად ან ინახება მარაგის სახით შემდგომი გამოყენებისათვის.
თუ პაციენტს დიაბეტი აქვს, პანკრეასი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან ორგანიზმის ქსოვილები სათანადოდ ვერ რეაგირებენ წარმოქმნილ ინსულინზე. შედეგად, სისხლში შაქრის დონე მაღალია. მეტფოგამა 1000 ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას ნორმამდე, რადენადაც ეს შესაძლებელია.
ჭარბწონიან მოზრდილებში მეტფოგამა 1000 ასევე ხელს უწყობს დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკის შემცირებას. მეტფოგამა 1000-ის გამოყენებისას აღინიშნება სხეულის სტაბილური წონა ან სხეულის წონის ზომიერი შემცირება.
მეტფოგამა 1000 გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის (ე.წ. ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის“) სამკურნალოდ, როცა მხოლოდ დიეტითა და ფიზიკური ვარჯიშით ვერ ხერხდება სისხლში შაქრის დონის ადეკვატური კონტროლი. მედიკამენტი განსაკუთრებით გამოიყენება ჭარბწონიან პაციენტებში.
მოზრდილებში მეტფოგამა 1000-ის მიღება შეიძლება როგორც ცალკე, ისე დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად (პერორალური მედიკამენტები ან ინსულინი).
10 წლის ასაკიდან ბავშვებსა და მოზარდებში მეტფოგამა 1000 მიიღება როგორც ცალკე, ისე ინსულინთან ერთად.
ასევე, იხილეთ: მეთფოგამა - Metfogamma 500 მგ 120 ტაბლეტი
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა მეტფოგამა 1000-ის მიღებამდე
დაუშვებელია მეტფოგამა 1000-ის მიღება:
· თუ პაციენტი ალერგიულია მეტფორმინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია. მე-6 პარაგრაფში);
· თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
· თუ პაციენტს თირკმლის მძიმე პრობლემები აქვს;
· თუ პაციენტს გაუკონტროლებელი დიაბეტი აქვს, მაგ.: მძიმე ჰიპერგლიკემია (სისხლში მაღალი შაქრის დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონაში სწრაფი კლება, ლაქტოაციდოზი (იხ. “ლაქტოაციდოზის რისკი” ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი მდგომარეობაა, როცა სისხლში გროვდება ნივთიერებები, ე.წ. “კეტონური სხეულები”, რომლებიც იწვევენ დიაბეტურ პრეკომატოზურ მდგომარეობას. სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან სუნთქვისას უჩვეულო ხილის სუნს. თუ პაციენტმა დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე (დეჰიდრატაცია), მაგ.: გახანგრძლივებული ან ძლიერი ფაღარათის გამო ან ზედიზედ მრავალჯერადი ღებინების გამო. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები და შედეგად ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
· თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული ინფექცია, მაგალითად, ფილტვების, ბრონქების ან თირკმელების ინფექცია. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები და ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
· თუ პაციენტი მკურნალობდა გულის მწვავე უკმარისობის გამო ან უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუის ინფარქტი, აღენიშნება ცირკულაციის მძიმე პრობლემები (როგორიცაა შოკი) ან სუნთქვის მძიმე პრობლემები. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებიბა ქსოვილებში და ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
· თუ პაციენტი იღებს ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
- თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს რენტგენოგრაფიული ან სხვა კვლევა, რომელიც საჭიროებს იოდისშემცველი საკონტრასტო საშუალების ინექციას;
- თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია;
მეტფოგამა 1000-ის მიღება უნდა შეწყდეს გარკვეული პერიოდით კვლევის ან ოპერაციის ჩატარებადე და მის შემდეგ. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროებს თუ არა პაციენტი სხვა მკურნალობას ამ პერიოდის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ექიმის ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მეტფოგამა 1000-ის მიღებამდე.
ლაქტოაციდოზის რისკი
მეტფოგამა 1000-მა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა - ლაქტოაციდოზი, განსაკუთრებით, როცა აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.
ცუდად გაკონტროლებელი დიაბეტი, მძიმე ინფექციები, ხანგრძლივი შიმშილი ან ალკოჰოლის მიღება, დეჰიდრატაცია (უფრო მეტი ინფორმაცია იხ. ქვემოთ), ღვიძლის პრობლემები ან მდგომარეობები, როცა ორგანიზმის ზოგიერთი ნაწილი არ მარაგდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით, ასევე ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს (მაგ.: გულის მძიმე მწვავე დაავადების დროს).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მეტფოგამა 1000-ის მიღება უნდა შეწყდეს ხანმოკლე პერიოდით, თუ პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა (ორგანიზმიდან სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბური დაკვრა ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება. დამატებითი ინსტრუქციისათვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უნდა შეწყდეს მეტფოგამა 1000-ის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ლაქტოაციდოზის სიმპტომები, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:
- ღებინება
- მუცლის ტკივილი
- კუნთების სპაზმები
- ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით
- სუნთქვის გაძნელება
- სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულის ფრიალი.
ლაქტოაციდოზი გადაუდებელი მდგომარეობაა და საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურნალობას.
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია, უნდა შეწყდეს მეტფოგამა 1000-ის მიღება ოპერაციის დროს და ოპერაციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს და განახლდეს მეტფოგამათი მკურნალობა.
მეტფოგამა 1000 ცალკე არ იწვევს სისხლში შაქრის დაბალ დონეს (ჰიპოგლიკემიას). თუმცა, თუ მეტფოგამა 1000 მიიღება დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც იწვევენ სისხლში შაქრის დაბალ დონეს (მაგ.: სულფონილშარდოვანა, ინსულინი, გლინიდი), არსებობს ჰიპოგლიკემის რისკი. თუ ვითარდება სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები, როგორიცაა: სისუსტე, გაბრუება, გალიერებული ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დაბინდვა და კონცენტრაციის გაძნელება, ჩვეულებრივ საკმარისია შაქრის შემცველი საკვების ან სასმელის მიღება.
მეტფოგამა 1000-ით მკურნალობის დროს ექიმი შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას არაუმცირეს წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ პაციენტი ხანდაზმულია და/ან თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია.
სხვა მედიკამენტები და მეტფოგამა 1000
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალება რენტგენოგრაფიული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს, უნდა შეწყდეს მეტფოგამა 1000-ის მიღება ინექციამდე ან ინექციის დროს. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს და განახლდეს მეტფოგამა 1000-ით მკურნალობა.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერ მედიკამენტი.
პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სისხლში გლუკოზის დონის და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირად შემოწმებას ან ექიმმა შეიძლება მოახდინოს მეტფოგამა 1000-ის დოზის კორექცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მედიკამენტების მიღებისას:
- შარდმდენი მედიკამენტები (დიურეტიკები);
- ტკივილის და ანთების სამკურნალო მედიკამენტები (NშAID ან ჩOX-2 ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
- სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები);
- ბეტა-2 აგონისტები, როგორიცაა სალბუტამოლი ან ტერბუტალინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ);
- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა კანის მძიმე ანთება ან ასთმა);
- მედიკამენტები, რომელთაც შეუძლიათ მეტფოგამა 1000-ის რაოდენობის ცვლილება სისხლში, განსაკუთრებით, თუ პაციენტს თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია აქვს (როგორიცაა: ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვარდეტანიბი, ისავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი);
- დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტები.
მეტფოგამა 1000-ის მიღება ალკოჰოლთან ერთად
მეტფოგამა 1000-ის მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, რადგან იზრდება ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის სქემა ან საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი.
ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მეტფოგამა 1000 თავისთავად არ იწვევს სისხლში შაქრის დაბალ დონეს (ჰიპოგლიკემიას). ეს ნიშნავს, რომ ის არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
თუმცა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მეტფოგამა 1000-ის მიღებისას დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთნ ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოგლიკემიის გამოწვევა (როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ინსულინი, გლინიდი). ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: სისუსტე, თავბრუსხევვა, გალიერებული ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დარღვევები ან კონცენტრაციის გაძნელება. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი.
3. მეტფოგამა 1000-ის მიღების წესი
მეტფოგამას მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მეტფოგამა 1000-ის მიღება არ ანაცვლებს ჯანმრთელი ცხვორების წესის სარგებელს. უნდა გაგრელდეს ექიმის მიერ დანიშნული დიეტის დაცვა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.
რეკომენდებული დოზა
10 წლის ასაკიდან ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ მეტფოგამა ერთხელ დღეში. მაქსიმალური დოზაა 2000 მგ დღეში გაყოფილი ორ ან სამ დოზად. 10-12 წლის ასაკის ბავშვებში მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის კონკრეტული დანიშნულებით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოცდილება შეზღუდულია.
მოზრდილებში ჩვეულებრივ საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ მეტფოგამა ორჯერ ან სამჯერ დღეში. მაქსიმალური დოზაა 3000 მგ დღეში გამოყოფილი სამ დოზად.
თუ პაციენტს თირკმლის დაქვეითებულ ფუნქცია აქვს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
თუ პაციენტი იღებს ინსულინს, ექიმი აუხსნის, თუ როგორ უნდა დაიწყოს მეტფოგამა 1000-ის მიღება.
მონიტორინგი
- ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლში გლუკოზის დონეს და მოახდენს მეტფოგამის დოზის კორექციას სისხლში შაქრის დონნის მიხედვით. საჭიროა ექიმთან რეგულარულად კონსულტაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისათვის ან ხანდაზმულებისათვის;
- ექიმი ასევე შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას არაუმცირეს წელიწადში ერთხელ. თუ პაციენტი ხანდაზმულია ან აღენიშნება თირკმლის ფუნქციის გაუარესება, საჭიროა უფრო ხშირი გამოკვლევები.
როგორ მიიღება მეტფოგამა?
მეტფოგამა 1000-ის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ამ გზით მოხდება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება.
ტაბლეტები არ უნდა გაისრისოს ან დაიღეჭოს. თითოეული ტაბლეტის გადაყლაპვა უნდა მოხდეს ჭიქა წყალთან ერთად.
- ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით (საუზმის დროს), თუ მთლიანი დოზა მიიღება ერთხელ დღეში;
- ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით (საუზმის დროს) და საღამოს (სადილის დროს), თუ დღიური დოზა გაყოფილია ორ დოზად;
- ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით (საუზმის დროს), შუადღეს (ლანჩის დროს) და საღამოს (სადილის დროს), თუ დღიური დოზა გაყოფილია სამ დოზად.
თუ გარკვეული დროის შემდეგ, პაციენტი მიიჩნევს, რომ მეტფოგამა 1000-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მეტფოგამა 1000-ის დოზის გადაჭარბებისას
მეტფოგამა 1000-ის დოზის გადაჭარბებისას სისხლში შეიძლება განვითარდეს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზის სიმტომები არ არის სპეციფიკური, მაგ.: ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმებთან ერთად, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება ძლიერი დაღლილობითა და სუნთქვის გაძნელებით. სხვა სიმპტომები მოიცავს სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას და გულისცემის შენელებას. თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი სიმპტომები, ის საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მეტფოგამას მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა.
მეტფოგამა 1000-ის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დაგეგმილ დროს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში. შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
მეტფოგამა 1000-მა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი, ე.წ. ლაქტოაციდოზი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). ამ მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
- საჭმლის მოენელების პრობლემები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. ეს გვერდითი მოვლენები უმეტესად ვითარდება მეტფოგამათი მკურნალობის დასაწყისში. ამ პრობლემების პრევენციას ახდენს დღიური დოზის რამდენიმე მიღებად გაყოფა დღის განმავლობაში და მეტფოგამას მიღება საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ მაშინათვე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, უნდა შეწყდეს მეტფოგამას მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
· გემოს ცვლილება
· B12 ვიტამინის დონის დაქვეითება სისხლში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს უკიდურეს დაღლილობას, ენაზ წყლულებს ან სიწითლეს (გლოსიტი), ჩვლეტის და წვის შეგრძძნება (პარესთეზია), ან ფერმკრთალ ან ყვითელ კანს). ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზოგიერთი ანალიზი ამ სიმპტომების მიზეზის დასადგენად, რადგან ზოგიერთი მათგანი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტით ან ანმრთელობის სხვა არადაკავშირებული მდგომარეობით.
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
· სისხლის მჟავიანობის მომატება რძემჟავის დაგროვების გამო (ლაქტოაციდოზი). ეს ძალიან იშვიათი სერიოზული გართულებაა, განსაკუთრებით, თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.
ლაქტოაციდოზის სიმპტომები არ არის სპეციფიკური (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
· ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება - შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, მადის დაკარგვა, წონის კლება კანისა და სკლერების სიყვითლესთან ერთად ან მათ გარეშე). ასეთი სიმპტომების განვითარებისას მეტფოგამას მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
· კანის რეაქციები, როგორიცაა სიწითლე (ერითემა), კანის ქავილი ან გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
შეზღუდული რაოდენობის მონაცემებით გვერდითი მოვლენები, ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებში მსგავსია მოზრდილებში აღწერილის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომელიც ჩამოთვლილია V დანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. მეტფოგამას შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თუ მეტფოგამა გამოიყენება ბავშვების სამკურნალოდ, მშობლებმა და მომვლელებმა უნდა გააკონტროლონ ამ მედიკამენტის მიღება.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეტფოგამა 1000
· აქტიური ნივთიერებაა: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 780 მგ მეტფორმინს.
· სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი K25, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაგნიუმის სტეარატი (Pჰ. Eურ) [ბოსტნეულის წარმოშობის], მაკროგოლი 6000.
მეტფოგამა 1000-ის ფორმა და შეფუთვა
თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ღარით ცალ მხარეს და ღრმა გამყოფი ხაზით მეორე მხარეს. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
მეტფოგამა 1000 ხელმისაწვდომია შეფუთვით 15, 30, 60, 120 და 600 (20ხ30) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)
Units | 120 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account