მეთილდროლი - Metildrol 16მგ 30 ტაბლეტი
მეთილდროლი 16 მგ ტაბლეტები
მეთილპრედნიზოლონი
So. Se. PHARM ფარმაცევტული ინდუსტრია
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ან თქვენს შვილს ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ სიმპტომების მსგავსების მიუხედავად. თუ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:
1. რა არის მეთილდროლი და რისთვის გამოიყენება ის.
2. რა უნდა იცოდეთ მეთილდროლის მიღებამდე/თქვენი შვილისთვის მიცემამდე.
3. როგორ უნდა მიიღოთ/მისცეთ თქვენს შვილს მეთილდროლი.
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი.
5. როგორ შევინახოთ მეთილდროლი.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის მეთილდროლი და რისთვის გამოიყენება ის
მეთილდროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მეთილპრედნიზოლონს. მეთილპრედნიზოლონი განეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფის მედიკამენტებს. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება თქვენს ორგანიზმში და მნიშვნელოვანია სხეულის მრავალი ფუნქციისთვის.
მეთილდროლი გამოიყენება შემდეგის სამკურნალოდ:
· დაავადებები, რომელთა გამო ორგანიზმი ვერ აწარმოებს საკმარისი რაოდენობით ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს, მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
· სახსრების დაავადებები (მაგ. რევმატოიდული ართრიტი ან ფსორიაზული ართრიტი);
· კანის დაავადებები (მაგ. პემფიგუსი და მძიმე ფსორიაზი);
· ალერგიული დაავადებები (მაგ. ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა);
· თვალის დაავადებები (მაგ. დიფუზური უკანა უვეიტი, ოპტიკური ნევრიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი);
· ფილტვის დაავადებები (მაგ. სარკოიდოზი და ემფიზემა);
· სისხლის დაავადებები (მაგ. ლეიკემია);
· ნაწლავის დაავადებები (მაგ. რეგიონალური ენტერიტი და წყლულოვანი კოლიტი);
· თავის ტვინის დაავადებები (მაგ. ტუბერკულოზური მენინგიტი).
მეთილდროლი შეიძლება დაინიშნოს ზემოთ მითითებულის გარდა სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული რატომ დაგენიშნათ თქვენ ან თქვენს შვილს ეს პრეპარატი.
2. რა უნდა იცოდეთ მეთილდროლის მიღებამდე/თქვენი შვილისთვის მიცემამდე.
არ მიიღოთ/არ მისცეთ თქვენს შვილს მეთილდროლი შემდეგ შემთხვევებში:
· თუ გაქვთ ალერგია მეთილპრედნიზოლონზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მითითებული მე-6 პარაგრაფში);
· თუ გაქვთ სოკოვანი ინფექცია გავრცელებული ზოგიერთ ორგანოზე ან მთელ სხეულზე.
მეთილდროლით მკურნალობის დროს არ შეიძლება თქვენი ან თქვენი შვილის ვაქცინაცია "ცოცხალი" ან "ცოცხალი შესუსტებული" ვაქცინებით.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მეთილდროლის მიღებამდე/თქვენი შვილისთვის მიცემამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
· გაქვთ ან გქონიათ ტუბერკულოზი წარსულში;
· იმყოფებით განსაკუთრებული სტრესის ქვეშ. ამ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ თქვენ ან თქვენს შვილს ამ პრეპარატის უფრო მაღალ დოზას.
· გაქვთ კუშინგის სინდრომი, დაავადება, რომელიც ხასიათდება ორგანიზმში ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების ჭარბწარმოებით. მეთილდროლმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ან თქვენი შვილის მდგომარეობის გაუარესება;
· ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურზე ნაკლებად ფუნქციონირებს (ჰიპოთირეოზი). ამ შემთხვევაში მეთილდროლის დოზები უნდა შემცირდეს;
· გაქვთ დიაბეტი;
· გაწუხებთ მიასთენია გრავის, დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს და დაღლილობას, ან გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, რომელიც ითვალისწინებს ნეირომუსკულური ბლოკირების აგენტების გამოყენებას (მაგ. პანკურონიუმი). ასეთ შემთხვევაში, რისკი, რომ მეთილდროლმა გამოიწვიოს კუნთების პრობლემები უფრო დიდია;
· გაქვთ კრუნჩხვები;
· გაქვთ მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული თვალის ინფექცია;
· გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია);
· სისხლში ცხიმის მაჩვენებელი მაღალია (დისლიპიდემია);
· გაქვთ გულის პრობლემები (გულის უკმარისობა);
· გაწუხებთ ან გაქვთ ვენებში თრომბის წარმოქმნისკენ მიდრეკილება;
· გაქვთ კუჭის წყლული ან კუჭ- ნაწლავის სხვა სერიოზული პრობლემები;
· გაქვთ ღვიძლის ციროზი, ღვიძლის დაავადება;
· გაქვთ თირკმელების პრობლემები;
· გაქვთ სკლეროდერმია (იგივე სისტემური სკლეროზი, აუტოიმუნური აშლილობა), ვინაიდან კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულების, ეგრეთ წოდებული თირკმელების სკლეროდერმიული კრიზისის რისკი;
· გაქვთ ტვინის ტრავმული დაზიანება;
· მკურნალობთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა) (იხ. პარაგრაფი „სხვა მედიკამენტები და მეთილდროლი“);
· გესაჭიროებათ კანის მგრძნობელობის ტესტის ჩატარება;
· გაქვთ ფეოქრომოციტომის ტიპის კიბო;
· გაქვთ პერიტონიტი ან კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები. რეალურად, გლუკოკორტიკოიდულ თერაპიას შეუძლია შენიღბოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პერფორაცია, ობსტრუქცია ან პანკრეატიტი.
მეთილდროლით მკურნალობის დროს არ შეიძლება თქვენი ან თქვენი შვილის ვაქცინაცია "ცოცხალი" ან "ცოცხალი შესუსტებული" ვაქცინებით (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“):
· ინფექციები, ამ მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს მგრძნობელობა ინფექციების მიმართ ან გააუარესოს მიმდინარე ინფექციები. მაგალითად, შესაძლოა აღინიშნოს ჩუტყვავილას და წითელას უფრო სერიოზული, ზოგჯერ ფატალური მიმდინარეობა;
· კაპოშის სარკომა, კანის სიმსივნე. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მეთილდროლის მიღება;
· მძიმე ალერგიული რეაქციები;
· სხეულის სხვადასხვა ნაწილის შეშუპება, განსაკუთრებით ფეხების და ტერფების ან სისხლში მინერალური მარილების ნორმალური დონის ცვლილება;
· ფსიქიკური აშლილობის (მაგ. დეპრესია) გამოვლენა ან გაუარესება. მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს ამ წამლის შესაძლო ეფექტების შესახებ.
· თვალის პრობლემები;
· პანკრეასის მძიმე ანთება;
· ოსტეოპოროზი (მყიფე ძვლები);
· ცხიმის დაგროვება რაც იწვევს ზურგის ტვინის მოჭყლეტვას;
· ჰეპატობილიარული დარღვევები (შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას);
· მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
· მეთილდროლით მკურნალობის დროს არ შეიძლება თქვენი ან თქვენი შვილის ვაქცინაცია "ცოცხალი" ან "ცოცხალი შესუსტებული" ვაქცინებით (იხილეთ პარაგრაფი „არ მიიღოთ/არ მისცეთ თქვენს შვილს მეთილდროლი თუ“). ამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვაქცინაცია მკვდარი ან არააქტიური ვაქცინებით, თუმცა ამ ვაქცინების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.
სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის:
პრეპარატის გამოყენება თერაპიული საჭიროების გარეშე წარმოადგენს დოპინგულ საშუალებას და ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება აჩვენოს დადებითი შედეგი ანტიდოპინგურ ტესტებში.
ახალშობილები და ბავშვები
მეთილდროლით ხანგრძლივმა და დიდი დოზებით მკურნალობამ ჩვილებსა და ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, შიდა ქალის წნევის მომატება და პანკრეასის ანთება.
ხანდაზმულები
თუ ხართ ხანდაზმულ ასაკში, მეთილდროლით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, ორგანიზმში სითხის გადაჭარბებული შეკავება და არტერიული წნევის მომატება. მკურნალი ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ ამ მედიკამენტს სიფრთხილით.
სხვა მედიკამენტები და მეთილდროლი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ, ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს მეთილდროლის ეფექტი და საჭირო გახდეს ექიმის მხრიდან ყურადღებით მონიტორინგი, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს.
შემდეგ სამკურნალო პროდუქტებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მეთილდროლის მოქმედებაზე ან მეთილდროლმა მოახდინოს გავლენა ეფექტურობაზე და/ან ტოქსიკურობაზე:
· იზონიაზიდი, ტროლეანდომიცინი, კლარითრომიცინი და ერითრომიცინი (ანტიბიოტიკები);
· რიფამპიცინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი);
· ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ);
· აპრეპიტანტი და ფოსაპრეპიტანტი (ღებინების სამკურნალო მედიკამენტები);
· იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი და ამფოტერიცინი B (მედიკამენტები სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
· აივ-ის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ინდინავირი, რიტონავირი და კობიცისტატი (აივ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები);
· ამინოგლუტეტიმიდი (პრეპარატი ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების ჭარბწარმოების წინააღმდეგ);
· დილთიაზემი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების ან მაღალი წნევის სამკურნალოდ);
· ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი (ჰორმონები, რომლებიც გამოიყენება კომბინაციაში ორალური კონტრაცეპტივების სახით);
· ციკლოსპორინი, ციკლოფოსფამიდი და ტაკროლიმუსი, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ უარყოფის და აუტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· პერორალური ანტიკოაგულანტები, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად;
· ნეირომუსკულური ბლოკატორები (კუნთების მოდუნების გამომწვევი მედიკამენტები);
· ანტიქოლინესთერაზები (მედიკამენტები კუნთების დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორიცაა მიასთენია და ალცჰეიმერი);
· დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები);
· ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა);
· შარდმდენი საშუალებები (შარდის გამომუშავების გამაძლიერებელი მედიკამენტები);
· ქსანტინები და ბეტა-2-აგონისტები (ასთმის სამკურნალო საშუალებები).
მეთილდროლი სასმელთან ერთად
თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა მიიღოთ გრეიფრუტის წვენი პერორალური მეთილ ბეთაზონით (MET-17) მკურნალობის დროს, რადგან ამ პრეპარატის ეფექტურობა და ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
თუ ამ პრეპარატს იღებთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში, თქვენს ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი მოვლენები დაბადებისას. ამიტომ, თუ ხართ ორსულად, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ მეთილდროლს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
მეთილდროლი გადადის დედის რძეში და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე. თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ექიმი დაგინიშნავთ მეთილდროლს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
ნაყოფიერება
აქამდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს ფერტილობა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა
არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ გაქვთ თავბრუსხვევა, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა და დაღლილობა მეთილდროლით მკურნალობის დროს.
მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას.
მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას, ორი ტიპის შაქარს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
3. როგორ მიიღოთ/მისცეთ თქვენს შვილს მეთილდროლი
ყოველთვის მიიღეთ/მიეცით თქვენს შვილს ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მკურნალმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საწყისი რეკომენდებული დოზაა 4 მგ-დან 48 მგ-მდე დღეში. თქვენი და თქვენი შვილის მდგომარეობიდან და დაავადების ტიპიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას თუ რა დოზით, რამდენჯერ დღეში ან რა ხანგრძლივობით უნდა გაგრძელდეს თქვენი ან თქვენი შვილის მკურნალობა მეთილდროლით.
როდესაც ექიმი თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე მიიჩნევს საჭიროდ, გირჩევთ დოზის თანდათანობით შემცირებას, რათა მიაღწიოთ ყველაზე შესაფერის მინიმალურ დოზას (შემანარჩუნებელი დოზა).
მიიღეთ ტაბლეტები მთლიანად წყლის დაყოლებით. არ დაღეჭოთ ან გატეხოთ ტაბლეტები.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მეთილდროლი
მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა არ მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე დანიშნული გაქვთ.
თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით მიიღეთ მეთილდროლის გადაჭარბებული დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო განყოფილებას დახმარებისთვის.
თუ დაგავიწყდათ მეთილდროლის მიღება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის აღდგენის მიზნით.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიმრათეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
თუ შეწყვეტთ მეთილდროლით მკურნალობა
თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა შეწყვიტოთ მეთილდროლის მიღება ერთბაშად. მეთილდროლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება, რომლებიც წარმოქმნიან ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს და უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
გარდა ამისა, მეთილდროლით მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში, თქვენ ან თქვენს შვილს შეიძლება განუვითარდეს აბსტინენციის სიმპტომები, როგორიცაა: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავის ტკივილი, ცხელება, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, კანის აქერცვლა, წონაში კლება, წნევის დაქვეითება და ფსიქიკური დარღვევები.
მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. მკურნალი ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს დოზის შემცირება.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უვითარდება აღნიშნული.
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ აღნიშნული მოვლენა:
უცნობი სიხშირის, (სიხშირის შეფასება არ არის შესაძლებელი არსებული მონაცემებით):
· ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებიც ვითარდება ადამიანის ორგანიზმის ძალიან სუსტი იმუნიტეტის დროს;
· ლეიკოციტების მომატება სისხლში;
· მუცლის ღრუს ანთება (პერიტონიტი);
· ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
· მძიმე ალერგიული რეაქცია, მაგ. სახის, ენისა და ყელის შეშუპება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება);
· მომრგვალებული ან მთვარისებრი ფორმის სახე (კუშინგოიდური გარეგნობა);
· ადენოჰიპოფიზის მიერ ჰორმონების სეკრეციის დაქვეითება (ტვინის ღეროსთან მდებარე ჯირკვალი);
· აბსტინენციის სინდრომი (იხილეთ პარაგრაფი 3 „თუ შეწყვეტთ მეთილდროლით მკურნალობას“);
· დარღვევები ადენოჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ წარმოებულ ჰორმონებს შორის დისბალანსის გამო;
· ორგანიზმიდან მჟავე ნივთიერებების დაკარგვა ან მომატება;
· სითხისა და ნატრიუმის შეკავება ორგანიზმში;
· სისხლში ცხიმის დონის მომატება;
· სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება;
· გლუკოზის ნორმიდან გადახრილი მეტაბოლიზმი (გლუკოზის მიმართ ამტანობის დაქვეითება);
· არსებული დიაბეტის გაუარესება;
· ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება სხეულის ლოკალიზებულ ნაწილებში;
· მადის და სხეულის წონის მომატება;
· ფსიქიკური აშლილობები, როგორიცაა: ემოციური დარღვევა (დეპრესია, ეიფორია, ემოციურობა და ნარკომანია, სუიციდური იდეები), მანიაკალური ქცევა, დელირიუმი, ჰალუცინაციები, შიზოფრენია, აზროვნების დარღვევა, პიროვნების აშლილობა, დაბნეულობა, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა, ანომალური ქცევა, გაღიზიანებადობა.
· ცხიმის დაგროვება რაც იწვევს ზურგის ტვინის მოჭყლეტვას;
· თავის ქალაში არსებული სითხის წნევის გაზრდა;
· კრუნჩხვები;
· დამახსოვრების სირთულე;
· რეალობის გაცნობიერებასთან დაკავშირებული აზროვნების დარღვევები;
· თავბრუსხვევა;
· ვერტიგო;
· თავის ტკივილი;
· კატარაქტა;
· ეგზოფთალმი;
· თვალის შიდა წნევის მომატება (გლაუკომა);
· მხედველობის ცენტრალური უბნის დარღვევა;
· ბადურის და ქოროიდული გარსის დაავადებები;
· არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება;
· სისხლის შედედების გაზრდა;
· სლოკინი;
· ვენებში და ფილტვებში სისხლის შენადედების წარმოქმნა;
· კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა კუჭის წყლული შესაძლო სისხლდენით და პერფორაციით;
· მუცლის შებერილობა და ტკივილი;
· დიარეა, გულისრევა;
· საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები;
· სისხლდენა კუჭიდან;
· ნაწლავის პერფორაცია;
· საყლაპავის ანთება წყლულით ან მის გარეშე;
· პანკრეასის ანთება;
· სისხლჩაქცევები;
· კანის სიწითლე, გამონაყარი;
· მომატებული თმიანობა;
· ჭარბოფლიანობა;
· წვრილი წითელი ლაქების ან წვრილი მეწამული ზოლების გაჩენა კანზე;
· ქავილი;
· ურტიკარია;
· აკნე;
· კანის ატროფია;
· წყლისა და მინერალური მარილების დონის ცვლილება. ამ მდგომარეობამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა და გულის პრობლემები (გულის უკმარისობა);
· კუნთების სისუსტე;
· კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კუნთების დაავადება, კუნთების მასის შემცირება;
· ძვლების სიმყიფე (ოსტეოპოროზი), ძვლოვანი ქსოვილის ნეკროზი და განლევა;
· სახსრის დაზიანება (განსაკუთრებით ფეხის არეში) რაც იწვევს ტკივილს და/ან შეშუპებას;
· ხერხემლის მალების მოტეხილობები (ტრავმული ან სპონტანური), მყესების გაწყვეტა, განსაკუთრებით აქილევსის მყესის;
· არარეგულარული მენსტრუაცია;
· ჭრილობების შეფერხებული შეხორცება;
· დაღლილობა;
· სისუსტე;
· ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად ლაბორატორიული ტესტების დარღვევები;
· ღვიძლის ფერმენტების მომატება;
· შარდში კალციუმის დონის მომატება;
· კანის ტესტებზე რეაქციის დაქვეითება;
· შარდოვანას მომატებული დონე სისხლში;
· ორგანიზმიდან რაციონის დროს მიღებულზე უფრო მეტი ოდენობით ცილის დაკარგვის ტენდენცია (მეტაბოლური აციდოზი);
· მხედველობის დაბინდვა;
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში
უცნობია სიხშირის (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით ვერ ხერხდება):
· ზრდის შეფერხება;
· ზრდის ცვლილებები
ანგარიში გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
5. მეთილდროლის შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე კონკრეტული შენახვის პირობებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, ბლისტერზე და ბოთლზე Exp-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს..
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეთილდროლი
აქტიური ნივთიერებაა მეთილპრედნიზოლონი.
მეთილდროლი 4 მგ-ის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ მეთილპრედნიზოლონს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა (იხილეთ პარაგრაფი 2 მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კალციუმის სტეარატი.
მეთილდროლი 16 მგ-ის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16 მგ მეთილპრედნიზოლონს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა (იხილეთ პარაგრაფი 2 "მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას"), სიმინდის სახამებელი, თხევადი პარაფინი, კალციუმის სტეარატი.
მეთილდროლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მეთილდროლი 4 მგ ტაბლეტები არის ბრტყელი, ოვალური, თეთრი, ერთ მხარეს ნაჭდევით; სიგრძე 7,9 მმ და სიგანე 5,7 მმ. ტაბლეტები ხელმისაწვდომია გაუმჭვირვალე პვქ/პვდქ და ალუმინის ბლისტერზე 30 ტაბლეტის შემცველ შეფუთვაში.
მეთილდროლი 16 მგ ტაბლეტები არის ბრტყელი, ოვალური, თეთრი ტაბლეტები, ამოტვიფრული "H" ერთ მხარეს და ნაჭდევით მეორე მხარეს; სიგრძე 10,2 მმ და სიგანე 7,3 მმ. ტაბლეტები ხელმისაწვდომია გაუმჭვირვალე პვქ/პვდქ და ალუმინის ბლისტერში 20 ან 30 ტაბლეტის შემცველ შეფუთვაში.
ბაზარზ ეშეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
ასევე, იხილეთ: Slideron - სლიდერონი 16მგ 20 ტაბლეტი
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account