Mastodynon - მასტოდინონი 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 30,25 GEL რეგულარული ფასი 34,08 GEL
მარაგშია
SKU
6226_344

ჩვენებები:პრემენსტრუალური სინდრომი,მასტოპათია,მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

შემადგენლობა: 
1 ტაბლეტი შეიცავს:

Agnus  Castus    D1  (ადამის ხე ან ხეპილპილა)     162,0 მგ
Caulophyllum   Thalictroides    D4     (კაულოფილუმი)  81,0 მგ
Cyclamen  D4    (ყოჩივარდა)   81,0 მგ
Strychnos Ignatia  D6 (ქუჩულა)81,0 მგ
Iris versicolor D2   (ზამბახი)    162,0 მგ
Lilium tigrinum  D3  (შროშანი) 81,0მგ

დამატებითი ინგრედიენტები: 
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა: 
მრგვალი, ბრტყელი ცილინდრული ფორმის კრემისფერი ტაბლეტი, დასაშვებია მკრთალი ყავისფერი პიგმენტაცია.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება

გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სიმპტომური მკურნალობისას შემდეგი მდგომარეობების დროს: 
_ პრემენსტრუალური სინდრომი (მასტოდინია, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ფსიქიური  ლაბილობა, ყაბზობა, შეშუპება, თავის ტკივილი/შაკიკი)
_ მასტოპათია
_ მენსტრუალური ციკლის დარღვევა  

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამატებითი ინგრედიენტის მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 ტაბლეტი  დღეში ორჯერ მცირეოდენ წყალთან ერთად. 
მასტოდინონით მკურნალობის კურსია არანაკლებ 3 თვე უწყვეტად, მენსტრუაციის პერიოდშიც. მდგომარეობის გაუმჯობესება ძირითადათ აღინიშნება 6 კვირაში.
თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ჩივილების განახლება, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატი კარგად გადაიტანება პაციენტების მიერ, მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობისათვის.  

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მასტოდინონის ტაბლეტები: 
დიდი რაოდენობით პრეპარატის მიღებამ ლაქტოზას აუტანლობის მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს გასტროენტერალური ჩივილები ან დიარეა. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. 

თუ დაგავიწყდათ მასტოდინონის ტაბლეტების მიღება:   
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. 

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება: 
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები: 
მძიმე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით, ყლაპვის გაძნელებით. 
აღწერილია კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე და ჭინჭრის ციება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი), აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.  სიხშირე არ არის ცნობილი.
მომატებული მგრძობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე  შეწყვიტეთ მასტოდინონის® ტაბლეტების მიღება.
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 
Vitex Agnus Castus-ის შესაძლო დოფამინერგული და ესტროგენული ეფექტის გამო არ არის გამორიცხული მისი ურთიერთქმედება დოფამინის აგონისტებთან, დოფამინის ანტაგონისტებთან, ესტროგენებთან და ანტიესტროგენებთან.

ორსულობა და ლაქტაცია:
მედიკამენტების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს   ექიმთან ან ფარმაცევტთან. 
ორსულობისას მასტოდინონის მიღება არ არის ნაჩვენები. რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად Vitex Agnus Castus-ის ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. მასტოდინონის ტაბლეტების მიღება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები: 
ცნობილია რომ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და მოწევა, უარყოფითად მოქმედებს ჰომეოპათიური პრეპარატების ეფექტურობაზე.
გახანგრძლივებული, გაურკვეველი და განმეორებადი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ასეთი სიმპტომები შესაძლოა იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი, რომელის დროსაც აუცილებელია სამედიცინო ჩარევა. თუ ხართ ან იყავით დაავადებული ესტროგენ-დამოკიდებული კიბოთი, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ იღებთ დოფამინის აგონისტებს ან ანტაგონისტებს, ესტროგენებს ან ანტიესტროგენებს პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი ინფორმაციის არ არსებობის გამო. ითვლება, რომ Vიტეხ Aგნუს ჩასტუს-ის ნაყოფი მოქმედებს ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ღერძზე, ამიტომ პაციენტებმა ანამნეზში ჰიპოფიზის პათოლოგიით, მიღების წინ კონსულტაციისათვის უნდა მიმართონ ექიმს.
ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებლი სიმსივნის დროს Vitex Agnus Castus-ის ნაყოფის მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმსივნის სიმპტომები.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე არ არის შესწავლილი.
 გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი ერთ ბლისტერზე. სამი ან ექვსი ბლისტერი მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,  ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.  

შენახვის ვადა: 
3 წელი.  არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy