გლიდაპი-M - Glidap-M 10მგ/1000მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დიაბეტი ვერ კონტროლდება დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტებით.
გლიდაპ-M 10მგ/1000მგ
გამოყენების ინსტრუქცია
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რას შეიცავს შეფუთვის ჩანართი?
1. რა არის გლიდაპ-M და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ გლიდაპ-M-ის მიღებამდე
3. გლიდაპ-M-ის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. გლიდაპ-M-ის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის გლიდაპ-M და რისთვის გამოიყენება
ეს წამალი შეიცავს ორ განსხვავებულ ნივთიერებას, დაპაგლიფლოზინს და მეტფორმინს. ორივე მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები. ესენი არის მედიკამენტები, რომლებიც მიიღება პერორალურად დიაბეტისთვის.
გლიდაპ-M გამოიყენება დიაბეტის ტიპისთვის, რომელსაც ეწოდება „მე-2 ტიპის დიაბეტი“ მოზრდილ პაციენტებში (18 წლის და უფროსი ასაკის) და, როგორც წესი, ჩნდება მაშინ, როდესაც თქვენ ხართ ხანდაზმული. თუ თქვენ გაქვთ მე-2 ტიპის დიაბეტი, თქვენი პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თქვენს სხეულს არ შეუძლია სწორად გამოიყენოს ის ინსულინი, რომელიც გამოიმუშავა. ეს იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) მაღალ დონეს.
· დაპაგლიფლოზინი მოქმედებს თქვენი ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით ჭარბი შაქრის გამოდევნის გზით და ამცირებს შაქრის რაოდენობას სისხლში. მას ასევე შეუძლია გულის დაავადების პრევენციის ხელშეწყობა.
· მეტფორმინი მოქმედებს ძირითადად ღვიძლში გლუკოზის გამომუშავების ინჰიბირებით.
დიაბეტის სამკურნალოდ:
· ეს წამალი მიიღება დიეტასთან და ვარჯიშთან კომბინაციაში.
· ეს წამალი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დიაბეტი ვერ კონტროლდება დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტებით.
· თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ამ წამლის მიღება დამოუკიდებლად ან სხვა დიაბეტის სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ეს შეიძლება იყოს პერორალურად მიღებადი სხვა წამალი და/ან საინექციო წამალი, როგორიცაა ინსულინი ან GLP-1 რეცეპტორის აგონისტი (ეხმარება თქვენს ორგანიზმს გაზარდოს ინსულინის გამომუშავება, როდესაც სისხლში შაქარი მაღალია).
· თუ თქვენ უკვე იღებთ დაპაგლიფლოზინს და მეტფორმინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით, თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ამ მედიკამენტზე გადასვლა. დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, არ გააგრძელოთ დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის ტაბლეტების მიღება თუ იღებთ გლიდაპ-M-ს. მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მიერ მოცემული რჩევები დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.
2. რა უნდა იცოდეთ გლიდაპ-M-ის მიღებამდე
არ მიიღოთ გლიდაპ-M
· თუ ხართ ალერგიული დაპაგლიფლოზინის, მეტფორმინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).
· თუ ოდესმე გქონიათ დიაბეტური კომა.
· თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში მაღალი გლუკოზა), გულისრევით, ღებინებით, დიარეით, წონის სწრაფი კლებით, ლაქტური აციდოზით (იხილეთ „ლაქტოაციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზით. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, რომელსაც ეწოდება „კეტონის სხეულები“ და რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრე-კომა. სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან უჩვეულო ხილის სუნის განვითარებას.
· თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.
·თუ გაქვთ მწვავე ინფექცია.
· თუ ორგანიზმიდან ბევრი წყალი დაკარგეთ (დეჰიდრატაცია), მაგ. ხანგრძლივი ან მწვავე დიარეის გამო, ან თუ ღებინება გქონდათ ზედიზედ რამდენჯერმე.
· თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა ან გაქვთ გულის უკმარისობა ან სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება.
· თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.
· თუ თქვენ სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, ყოველდღე ან მხოლოდ დროდადრო (იხილეთ პუნქტი „გლიდაპ-M ალკოჰოლთან ერთად“).
არ მიიღოთ ეს წამალი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლაქტოაციდოზის რისკი
გლიდაპ-M-მა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტოაციდოზი, განსაკუთრებით თუ თქვენი თირკმელები არ მუშაობენ გამართულად. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება უკონტროლო დიაბეტის, მძიმე ინფექციების, გახანგრძლივებული შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხ. დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემებისა და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, როდესაც სხეულის ნაწილს ჟანგბადი შემცირებულად მიეწოდება ( როგორიცაა გულის მწვავე მძიმე დაავადება).
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, მიმართეთ ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.
შეწყვიტეთ გლიდაპ-M-ის მიღება მცირე ხნით, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (სხეულის სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბოს ექსპოზიცია ან თუ ნორმალურზე ნაკლებ სითხეს იღებთ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.
შეწყვიტეთ გლიდაპ-M-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გამოვლინდება ლაქტოაციდოზის ზოგიერთი სიმპტომი, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტოაციდოზის სიმპტომები მოიცავს:
- ღებინება
- კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)
- კრუნჩხვები
- ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება მძიმე დაღლილობით
- სუნთქვის უკმარისობა
- სხეულის ტემპერატურისა და გულისცემის შემცირება
ლაქტური აციდოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა და მკურნალობა უნდა მოხდეს საავადმყოფოში.
სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს გლიდაპ-M-ის მიღებამდე და მკურნალობისას, თუ:
· გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც, როგორც წესი, იწყება ახალგაზრდობაში და თქვენ ორგანიზმს არ შეუძლია ინსულინის წარმოქმნა. გლიდაპ-M არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
· თუ განიცდით წონის სწრაფ კლებას, ავადმყოფობის ან ავადობის შეგრძნებას, კუჭის ტკივილს, გადაჭარბებულ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, დაბნეულობას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, თქვენს ამონასუნთქს აქვს ტკბილი სუნი, გაქვთ ტკბილი ან მეტალის გემო პირში ან სხვა შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ ნიშანი - იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ხანდახან სიცოცხლისათვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება დაგემართოთ შაქრიანი დიაბეტით შარდში ან სისხლში „კეტონის სხეულების“ დონის გაზრდის გამო, რაც ჩანს ტესტებში. დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს გახანგრძლივებული შიმშილით, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებით, დეჰიდრატაციით, ინსულინის დოზის უეცარი შემცირებით ან მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის ან მძიმე ავადმყოფობის გამო ინსულინის უფრო მაღალი მოთხოვნილებით.
· თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქციები.
· სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები მოცემულია პუნქტ 4-ში. ამ პრეპარატის მიღებამდე მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე გაქვთ.
· ღებულობთ სისხლში წნევის შესამცირებელ (ანტიჰიპერტენზიულ) პრეპარატებს და გაქვთ დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) ანამნეზი. უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ პუნქტში „სხვა პრეპარატები და გლიდაპ-M“.
· თუ ხშირად გივითარდებათ საშარდე გზების ინფექციები. ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციები და ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მონიტორინგი უფრო მჭიდროდ. თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს თქვენი მკურნალობის დროებით შეცვლა, თუ თქვენ განგივითარდებათ მძიმე ინფექცია.
თუ თქვენ გჭირდებათ მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, უნდა შეწყვიტოთ გლიდაპ-M-ის მიღება პროცედურის დროს და გარკვეული პერიოდის შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ მკურნალობა გლიდაპ-M-ით.
მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი ფეხები და გაითვალისწინოთ ნებისმიერი სხვა რჩევა ფეხების მოვლის შესახებ, რომელიც გაცემულია თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენთან კავშირშია (ან არ ხართ დარწმუნებული), კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ამ პრეპარატის მიღებამდე.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა ტკივილი, მგრძნობელობა, გენიტალიების ან გენიტალიებს შორის მიდამოს და ანუსის სიწითლე ან შეშუპება ცხელებითა და ზოგადი უსიამოვნო შეგრძნებით. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, თუმცა მძიმე ან სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციის ნიშნები, რასაც შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა ეწოდება და რაც ანადგურებს ქსოვილს კანქვეშ. ფურნიეს განგრენას დაუყოვნებელი მკურნალობა სჭირდება.
თირკმელების ფუნქცია
გლიდაპ-M-ით მკურნალობის დროს თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული და/ან თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის გაუარესება.
შარდში გლუკოზა
ამ წამლის მოქმედებიდან გამომდინარე, შაქარზე შარდის ანალიზი შეიძლება დადებითი იყოს ამ პრეპარატის მიღების განმავლობაში.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და 18 წლამდე მოზარდებისთვის, ვინაიდან იგი არ გამოკვლეულა ამ პაციენტებში.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და გლიდაპ-M
თუ საჭიროა, რომ გაიკეთოთ სისხლში კონტრასტული საშუალების ინექცია, რომელიც შეიცავს იოდს, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების კონტექსტში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ გლიდაპ-M-ის მიღება ინექციის წინ ან მის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ მკურნალობა გლიდაპ-M-ით.
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი ტესტების ჩატარება, ან ექიმმა შეიძლება შეცვალოს გლიდაპ-M-ის დოზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი:
· თუ ღებულობთ მედიკამენტებს, რომლებიც ზრდის შარდის წარმოებას (დიურეზული საშუალება). თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თქვენი ორგანიზმიდან ძალიან ბევრი სითხის დაკარგვის შესაძლო ნიშნები მოცემულია მე-4 პუნქტის დასაწყისში.
თუ ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონეების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან აცილების მიზნით.
· თუ იღებთ ციმეტიდინს, წამალს, რომელიც გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ.
· თუ იყენებთ ბრონქოდილატატორებს (ბეტა-2 აგონისტები), რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ.
· თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს (გამოიყენება ანთების სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ასთმა და ართრიტი), რომლებიც ინიშნება პერორალურად, ინექციის სახით ან ინჰალაციის სახით.
· თუ იყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება და COX-2-ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი).
· თუ იყენებთ კონკრეტულ მედიკამენტებს მაღალი წნევის სამკურნალოდ (აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები).
გლიდაპ-M ალკოჰოლთან
გლიდაპ-M-ის მოხმარებისას მოერიდეთ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის ამ მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დაორსულების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, ვინაიდან მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს (ბოლო ექვსი თვე). გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდების შესახებ.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ძუძუთი კვება ან ხართ მეძუძური დედა ამ პრეპარატის მიღებამდე. ძუძუთი კვების ფროს არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. მეტფორმინი გადადის ადამიანის რძეში მცირე რაოდენობით. არ არის ცნობილი დაპაგლიფლოზინი გადადის თუ არა ადამიანის რძეში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ეს პრეპარატი არ ახდენს რაიმე ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ამ პრეპარატის მიღებამ სხვა პრეპარატებთან, რომელიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ წამალი, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რაც თავის მხრივ იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, გაზრდილი ოფლიანობა, სწრაფი გულისცემა, მხედველობის ცვლილება ან კონცენტრაციის პრობლემები და შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ თქვენ დაიწყებთ ამ სიმპტომების შეგრძნებას.
ნატრიუმის შემცველობა
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ ის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
3. გლიდაპ-M-ის მიღების წესი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან სნ ფარმაცევტთან.
დოზირება:
· ამ პრეპარატის დოზა ცვალებადია თქვენი მდგომარეობის და იმის გათვალისწინებით, მეტფორმინის და/ან დაპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ცალკეული ტაბლეტების რა დოზებს იღებთ ახლა.
· თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ზუსტად რა დოზით უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
· რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში.
პრეპარატის მიღების წესი
· ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით.
· მიიღეთ ტაბლეტი საკვებთან ერთად. კუჭზე უარყოფითი გავლენის რისკის შესამცირებლად.
· მიიღეთ ტაბლეტი დღეში ორჯერ, ერთხელ დილით (საუზმობისას) და ერთხელ საღამოს (ვახშმისას).
თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ეს მედიკამენტი სხვა პრეპარატ(ებ)თან ერთად სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. ეს პრეპარატები შესაძლოა იყოს პერორალური მიღების ან საინექციო, როგორიცაა ინსულინი ან GLP-1 რეცეპტორის აგონისტი. არ დაგავიწყდეთ ამ სხვა პრეპარატ(ებ)ის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში თქვენი ჯანმრთელობისათვის.
დიეტა და ვარჯიში
დიაბეტის საკონტროლოდ კვლავ გჭირდებათ დიეტის დაცვა და ვარჯიში როდესაც იღებთ ამ წამალს. ასე რომ, მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი ექიმს, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიში. კერძოდ, თუ იცავთ დიაბეტის მქონეთათვის წონის საკონტროლო დიეტას, განაგრძეთ მისი დაცვა ამ მედიკამენტის მიღების დროს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი გლიდაპ-M
იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი გლიდაპ-M-ის ტაბლეტები, შესაძლოა განიცადოთ ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზის სიმპტომები მოიცავს ავად ყოფნის შეგრძნებას ან ყოფნას, ღებინებას, კუჭის ტკივილს, კრუნჩხვებს, მძიმე დაღლილობას ან სუნთქვის უკმარისობას. თუ ეს დაგემართებად, გჭირდებათ სასწრაფო მკურნალობა საავადმყოფოში, ვინაიდან ლაქტოაციდოზმა შესაძლოა გამოიწვიოს კომა. შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება დაუყოვნებლივ და დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს (იხილეთ პუნქტი 2). თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ გლიდაპ-M-ის მიღება
თუ გამოგრჩათ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდებათ შემდეგ დოზამდე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ რეგულარული გრაფიკის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ შეწყვიტეთ გლიდაპ-M-ის მიღება
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. სისხლში შაქრის შემცველობის დონე შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის გარეშე.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ გლიდაპ-M-ის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ ქვემოთ აღწერილი სერიოზული ან პოტენციურად სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარებას:
• ლაქტოაციდოზი,გვხვდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს). გლიდაპ-M-მა შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტოაციდოზი (იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაგემართებათ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიდაპ-M-ის მიღება და მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, ვინაიდან ლაქტოაციდოზმა შესაძლოა გამოიწვიოს კომა.
სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაქვთ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერი:
• დიაბეტური კეტოაციდოზი- იშვიათია (შესაძლოა აღენიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).
ესენია დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები (იხილეთ ასევე პუნქტი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“):
- სისხლსა ან შარდში „კეტონური სხეულების“ დონის მომატება;
- წონაში სწრაფი კლება.
- ავად ყოფნის შეგრძნება ან ავად ყოფნა;
- მუცლის ტკივილი;
- ჭარბი წყურვილი;
- სწრაფი და ღრმა სუნთქვა;
- დაბნეულობა;
- უჩვეულო ძილიანობა და დაღლილობა;
- ამოსუნთქვისას ტკბილი სუნი, ტკბილი ან ლითონის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი.
ყოველივე ეს არ არის დამოკიდებული სისხლში შაქრის შემცველობის დონეზე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეწყვიტოს დროებით ან სამუდამოდ გლიდაპ-M-ით მკურნალობა.
• შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსს შორის რბილი ქსოვილის მძიმე ინფექცია, რომელიც ძალიან იშვიათად ფიქსირდება.
შეწყვიტეთ გლიდაპ-M-ის მიღება და შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგი სერიოზული ან პოტენციურად სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარებას:
• დეჰიდრატაცია: ძალიან ბევრი სითხის დაკარგვა თქვენი ორგანიზმიდან, იშვიათად ფიქსირდება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).
ეს არის დეჰიდრატაციის ნიშნები:
- ძალიან მშრალი ან წებოვანი პირი, ძლიერი წყურვილის შეგრძნება
- ძლიერი ძილიანობის ან დაღლილობის შეგრძნება
- წყლის (შარდის) მცირე ან საერთოდ არ გამოყოფა
- სწრაფი გულისცემა.
• საშარდე გზების ინფექცია, რომელიც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).
საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:
- ცხელება და/ან შემცივნება;
- წვის შეგრძნება შარდვისას;
- წელის ან გვერდების ტკივილი.
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, თუ სისხლს დაინახავთ შარდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენა:
• სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რაც ძალიან ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს) - როდესაც პაციენტები ამ პრეპარატს ღებულობენ სულფონილშარდოვანასთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, როგორიცაა ინსულინი.
სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონის ნიშნებია:
- კანკალი, ოფლიანობა, შფოთვის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა;
- შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი, მხედველობის შეცვლა;
- გუნება-განწყობილების შეცვლა ან დაბნეულობა;
თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქრის შემცველობის დაბალ დონეს ან რა უნდა გააკეთოთ ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში. თუ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონის სიმპტომები, მიირთვით გლუკოზის ტაბლეტები, შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საკვები ან დალიეთ ხილის წვენი. თუ ეს შესაძლებელია, გაზომეთ თქვენს სისხლში შაქრის დონე და დაისვენეთ.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი
- გულისრევა, ღებინება
- დიარეა ან კუჭის ტკივილი
- მადის დაკარგვა
ხშირი
• პენისის ან საშოს ინფექციები (რძიანა) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს);
• წელის ტკივილი;
• დისკომფორტი შარდვისას, უფრო დიდი რაოდენობის შარდის გამოყოფა ან უფრო ხშირი შარდვის სურვილი;
• სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ნაჩვენებია ანალიზებში);
• სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ნაჩვენებია ანალიზებში);
• კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება (ნაჩვენებია ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში;
• გემოს ცვლილება
• თავბრუსხვევა;
• გამონაყარი.
იშვიათი
- წყურვილი;
- შეკრულობა;
- ღამით გაღვიძება მოსაშარდად;
- პირის სიმშრალე;
- წონაში კლება;
- კრეატინინის მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით) მკურნალობის დასაწყისში;
- შარდოვანას მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).
ძალიან იშვიათი
· სისხლში B12 ვიტამინის დონის შემცირება
· ღვიძლის ფუნქციების ტესტებში დარღვევები, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
· კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი ან გამონაყარი (ჭინჭრის ციება), რომელიც იწვევს ქავილს
გვერდითი მოვლენების მოხსენება
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების პირდაპირ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართ V-ში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. გლიდაპ-M-ის შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე „EXP“ ნიშნის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის განადგურება. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს გლიდაპ-M
· აქტიური ნივთიერებებია დაპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
თითოეული გლიდაპ-M 5მგ/1000მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
დაპაგლიფლოზინის პროპანედიოლ მონოჰიდრატს
დაპაგლიფლოზინის ეკვივალენტი .................................................. 5მგ
მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (როგორც გახანგრძლივებული მოქმედების მქონე) ფ. ეურ...............................1000 მგ-ს;
თითოეული გლიდაპ-M 10მგ/1000მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
დაპაგლიფლოზინის პროპანედიოლ მონოჰიდრატს
დაპაგლიფლოზინის ეკვივალენტი .................................................. 10მგ
მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (როგორც გახანგრძლივებული მოქმედების მქონე) ფ. ეურ...............................1000 მგ-ს;
სხვა ნივთიერებებია:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა K 200, იზოპროპილ ალკოჰოლი, უწყლო დიბაზური კალციუმის ფოსფატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი, რკინის ოქსიდი ყვითელი NF, რკინის ოქსიდი წითელი NF.
როგორ გამოიყურება გლიდაპ-M და შეფუთვის შიგთავსი
გლიდაპ-M 5მგ/1000მგ შემოგარსულ ტაბლეტებს აქვს ვარდისფერი შეფერილობა, კაფსულის ფორმა, ორმხრივ ამოზნექილი ფორმა, შემოგარსული ტაბლეტები, გლუვი ორივე მხარეს.
გლიდაპ-M 10მგ/1000მგ შემოგარსულ ტაბლეტებს აქვს ყვითელი შეფერილობა, კაფსულის ფორმა, ორმხრივ ამოზნექილი ფორმა, შემოგარსული ტაბლეტები, გლუვი ორივე მხარეს.
მოთავსებული არიან:
15 ტაბლეტი ალუ/ალუ ბლისტერზე, 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account