Amvilab - ამვილაბი ვაშლის ძმარი 60 კაფსულა

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
მარაგშია
SKU
64525_1477

ჩვენება:აქვეითებს მადას, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას ასტიმულირებს ცხიმების წვას.

წონის კორექცია, დეტოქსიკაცია, მეტაბოლიზმის გაუმჯობესება

გათავისუფლდი ჭარბი წონისაგან უსაფრთხოდ და მარტივად!

ამვილაბის ვაშლის ძმარი - დამატებით კომპონენტებთან ერთად, როგორიცაა ვაშლის პექტინი, იოდი, ბრომელაინი, ლეციტინი, სპირულინა, კელპი (ლამინარია), ვიტამინი B6 და კალიუმი - შეიქმნა კლინიკური კვლევების საფუძველზე და წარმოადგენს უნიკალურ და უსაფრთხო ბუნებრივ გასახდომ საშუალებას, რომელიც

  • აქვეითებს მადას, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას
  • ასტიმულირებს ცხიმების წვას
  • სწრაფად ახდენს წონაში კლებას - განსაკუთრებით ეფექტურია ვისცერალური, აბდომინალური სიმსუქნის დროს
  • აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ნივთიერებათა ცვლას
  • არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში
  • აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს
  • აღადგენს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას
  • ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას
  • აუმჯობესებს კანის სტრუქტურას
  • ეფექტური და უსაფრთხოა - შეიცავს მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები

ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის ისეთი დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, მეტაბოლური სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, დისბაქტერიოზი და სხვა. ჭარბ წონასა და სიმსუქნეს განაპირობებს გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია (სტრესი, ჭარბი კალორიების მიღება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ენდოკრინული დაავადებები ...). ბოლო წლების განმავლობაში კვლევებით დადასტურებული ერთერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური ბუნებრივი გასახდომი საშუალება სწორედ ვაშლის ძმარია, რომელიც ეტაპობრივად აგვარებს ჭარბი წონითა და სიმსუქნით გამოწვეულ პრობლემებს.

ვაშლის ძმარი აუმჯობესებს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმს და სწრაფად ახდენს წონაში კლებას - აქვეითებს მადას, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას, ხანგრძლივად იწვევს დანაყრების შეგრძნებას, არეგულირებს გლიკემიის დონეს სისხლში, რაშიც მნიშვნელოვანი მექანიზმია კუჭის დაცლის შენელება, შედეგად მცირდება ნახშირწყლების მონელება და შეწოვა. ვაშლის ძმარი ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, შედეგად იზრდება გლუკოზის ხარჯვა და მცირდება გლუკოზის დონე სისხლში. გარდა ამისა ამცირებს ცხიმების შეწოვას და ასტიმულირებს ცხიმების ოქსიდაციას (წვავს ცხიმებს), შედეგად თანდათან მცირდება წონა, თეძოების გარშემოწერილობა, ვისცერალური (აბდომინალური) სიმსუქნე და სხეულის მასის ინდექსი. ვაშლის ძმარი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, უზრუნველყოფს ქოლესტერინის შებოჭვას და ორგანიზმიდან გამოდევნას, ამცირებს საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს, შესაბამისად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

ვაშლის ძმარი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას - ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, არეგულირებს მჟავიანობას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სინთეზს და საჭმლის მონელების პროცესს. ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. აღადგენსნაწლავისმიკროფლორისნორმალურბალანსს.აწესრიგებსკუჭ-ნაწლავისმოქმედებას,ახდენსნაწლავისპერისტალტიკისნორმალიზაციას.

ვაშლის ძმარი არის ძლიერი დეტოქსიკანტი - ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.

ვაშლის პექტინი - ეს არის ხსნადი უჯრედისი, რომელიც დიდხანს რჩება ორგანიზმში, ამცირებს პროდუქტების გლიკემიურ ინდექსს, რაც ხანგრძლივად იწვევს დანაყრების შეგრძნებას, თრგუნავს მადას, ამცირებს ნახშირწყლებისა და შაქრის შეწოვას, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. ბლოკავს ცხიმების შეწოვას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უწყობს წონაში კლებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ვაშლის პექტინი არის ძლიერი ადსორბენტი, რომელიც ახდენს ტოქსიური ნივთიერებების მაქსიმალურ აბსორბციას და გამოდევნას ორგანიზმიდან.

სპირულინა- შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებებს, ყველაზე დიდი რაოდენობით ცილებს (70%), ამინომჟავებს, ბეტა კაროტინს, ვიტამინებს განსაკუთრებით B12-ს, ვიტ. D -ს , მინერალებს (კალციუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, მაგნიუმი ...). სპირულინა მნიშვნელოვანი კომპონენტია მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას და აქვეითებს მადას, ამცირებს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში, მაქსიმალურად ბლოკავს ცხიმის შეწოვას ორგანიზმში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას. სპირულინა ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.

კელპი (ლამინარია) - ზღვის მურა წყალმცენარე, მდიდარია იოდით, ვიტამინებით ( A,B1, B2, D,E), მიკრო და მაკროელემენტებით (რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი), ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

6 ვიტამინი - აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას, ზრდის დიურეზს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში

ბრომელაინი- ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსიკური და მეტაბოლიზმის დაშლის პროდუქტები, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, აქვეითებს მადას. ბრომელაინი შლის ცხიმებს, აფერხებს მათ ჩალაგებას ცხიმოვან დეპოში და კანქვეშა ქსოვილში, შესაბამისად ახდენს ჭარბი წონის კორექციას

იოდი - აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში

ლეციტინი- აუმჯობესებს ცხიმოვან ცვლას, განსაკუთრებით ქოლესტერინის ცვლას, ამცირებს ლიპიდების დონეს სისხლში, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

კალიუმი - მონაწილეობს წყალ-მარილოვანი ბალანსის რეგულაციაში, ამაღლებს კუნთოვან ტონუსს. ზედმეტ წონასთან ბრძოლის დროს ერთერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კალიუმი, მის დეფიციტთანაა დაკავშირებული შეშუპეპა, ცელულიტი, კუჭ-ნაწლავის მოქმედების შენელება.

შემადგენლობა:

  • ვაშლის ძმრის ექსტრაქტი - 350მგ
  • იოდი- 400 მკგ
  • სპირულინა - 100მგ
  • კელპი (ლამინარია) - 100მგ
  • ვაშლის პექტინი - 25მ
  • ლეციტინი (სოიოს) - 100მგ
  • ბრომელაინი (2400GDU/g) - 25მგ
  • ვიტამინი B6 -25მგ
  • კალიუმი -25მგ

 დოზირება: 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, სასურველი შედეგის მისაღწევად მიიღეთ 12 კვირა

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

გამოშვების ფორმა: N60 -კაფსულა

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ. სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA - ს მიერ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy