ორტოფენი 0.25მგ 30 ტაბლეტი

2,35 GEL
მარაგშია
SKU
1301_503
სახსრების ანთებითი დაავადებები , ( რევმატიული ართრიტი , რევმატიზმი , მაანკილიზირებელი სპონდილიტი , ქრონიკული იუვენილური ართრიტი , ფსორიაზული ართრიტი ) სახსრების დეგენერაციული დაავადებები , ( მადეფორმირებელი ოსტეოართროზი , ოსტეოქონდროზი ), ლუმბაგო , იშიაზი

არადაპატენტებული საერთაშორისო სახელწოდება : დიკლოფენაკი

წამლის ფორმა : ტაბლეტები , დაფარული ნაწლავში ხსნადი აპკისებური გარსით ,

25 მგ .

აღწერა :   ნარინჯისფერ - ყვითელი ან ყვითელი ფერის აბები , განივ ჭრილზე ჩანს ორი ფენა .

შემადგენლობა :   ერთი ტაბლეტი , დაფარული ნაწლავში ხსნადი აპკისებური გარსით , შეიცავსდიკლოფენაკ ნატრიუმის 25 მგ - ს და დამხმარე ნივთიერებებს : რძის შაქარი , შაქარი , კარტოფილისსახამებელი , პოლივინილპიროლიდონი , სტეარინის მჟავა , აცეტილფტალილცელულოზა , ტიტანისორჟანგი , აბუსალათინის ზეთი , ვაზელინის ზეთი , ტროპეოლინ „ O “.

ფარმაკოლოგიური მოქმედება : ორტოფენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების - საწინააღმდეგოსაშუალებას , რომელიც ახდენს ანთების საწინააღმდეგო , ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევმოქმედებას . ორტოფენის მოქმედების მექანიზმში არსებით როლს თამაშობს მისი მაინჰიბირებელიმოქმედება პროსტაგლანდინების ბიოსინთეზზე , რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ანთების ,ტკივილისა და ცხელების პათოგენეზში .

სახსროვანი სინდრომისას ორტოფენი ასუსტებს ტკივილს მოძრაობისა და უმოძრაოდ ყოფნის დროსაც ,ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას , ხელს უწყობს მოძრაობის მოცულობის გაზრდას. ანთებითი პროცესებისას , რომელიც გამოწვეულია ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ , სწრაფადამსუბუქებს , როგორც სპონტანურ ტკივილს , ასევე ტკივილს მოძრაობისას . ამცირებს ანთებითგამოწვეულ შეშუპებას .

გამოყენების წესები :   სახსრების ანთებითი დაავადებები , ( რევმატიული ართრიტი , რევმატიზმი ,მაანკილიზირებელი სპონდილიტი , ქრონიკული იუვენილური ართრიტი , ფსორიაზული ართრიტი )სახსრების დეგენერაციული დაავადებები , ( მადეფორმირებელი ოსტეოართროზი , ოსტეოქონდროზი ),ლუმბაგო , იშიაზი , ნევრალგია , მიალგია , სახსარგარე ქსოვილის დაავადება , პოსტტრავმული დაპოსტოპერაციული ტკივილები , ანთებითი პროცესით , პოდაგრის მწვავე შეტევა , პირველადიდისმენორეა , ადნექსიტი , შაკიკის შეტევები .

უკუჩვენებები : ორტოფენის მიღება არ შეიძლება

  • დიკლოფენაკის , ასპირინის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალების („ ასპირინის ასთმა “)მიმართ მომატებული მგრძნობელობისას ;
  • გაურკვეველი გენეზის სისხლის სურათის დარღვევისას ;
  • კუჭის წყლულის ან ნაწლავის დაავადების გამწვავებულ სტადიაში ;
  • ორსულობის III ტრიმესტრში ;
  • ბავშვთა ასაკი (6 წლამდე ).

გაფრთხილება : ორტოფენის მიღება შესაძლებელია , მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ,სარგებელი / რისკის თანაფარდობის შეფასებით ,

  შემდეგ შემთხვევებში :

  • ინდუცირებული პორფირია ;
  • სისტემური წითელი მგლურა და შერეული კოლაგენოზები ;
  • ორსულობის I და II ტრიმესტრი
  • ლაქტაციის პერიოდი

ორტოფენის მიღებისას ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობაა საჭირო

  • კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას ან კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ანთებით - წყლულოვანი დაავადებისას ანამნეზში ( წყლულოვანი კოლიტები , კრონისდაავადება );
  • თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ;
  • მაღალი არტერიული წნევისას ან გულის უკმარისობის დროს
  • ხანდაზმულებში
  • მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ მაშინვე უშუალოდ

დიდი სიფრთხილითა და ექიმის უშუალო კონტროლით ოტროფენი მიიღება ავადმყოფებში ,რომელთაც აღენიშნებათ ასთმა , ალერგიული რინიტი , ცხვირის პოლიპები , ასევე სასუნთქი გზებისქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები .

განსაკუთრებული ჩვენებები : ორტოფენის დიდი დოზის მიღებით შესაძლებელია გამოწვეულ იქნასისეთი გვერდითი მოვლენები , როგორიცაა თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება , ხანდახანავტონამქანის ან სხვა მოძრავი საშუალებების მართვის უნარის დაქვეითება . ეს მოვლენები ძლიერდებაალკოჰოლის მიღებისას .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

ერთდოული მიღება ორტოფენისა და :

  • დიგოქსინის , ფენიტოინის ან ლითიუმის პრეპარატების – იწვევს ამ სამკურნალოსაშუალებების კონცენტრაციის გაზრდას პლაზმაში ;
  • დიურეზულები და ჰიპოტენზიური საშუალებები – ამცირებს ამ საშუალებების მოქმედებას ;
  • კალიუმის შემნახველი დიურეზულები – იწვევს ჰიპერკალიემიას ;
  • სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან გლუკოკორტიკოიდები –ქმნიან კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს ;
  • აცეტილსალიცილმჟავა – ამცირებს დიკლოფენაკის კონცენტრაციას სისხლის შრატში , რისგამოც არსებობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ;
  • ციკლოსპორინი – შეიძლება გაზარდოს ამ უკანასკნელის ტოქსიკური ზემოქმედებათირკმელებზე ;
  • დიაბეტის საწინააღდეგო საშუალებები – შეიძლება გამოიწვიოს ჰიპო ან ჰიპერგლიკემია . ამსაშუალებების კომბინაციის დროს აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი .
  • მეთოტრექსატის - მისი მიღებიდან ან მიღებამდე 24 საათის განმავლობაში - შეიძლებაგამოწვეულ იქნას მეთოტრექსატის კონცენტრაციის მომატება და მისი ტოქსიკური მოქმედებისგაძლიერება .
  • ანტიკოაგულანტები - აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი .

 

 

 

გამოყენების წესები და დოზირება :

ორტოფენი – ტაბლეტები დაფარული ნაწლავში ხსნადი აპკისებური გარსით 25 მგ . მიიღება შიგნით ,დაუღეჭავად , სითხის საკმარისი რაოდენობით ჭამის ბოლოს ან მის შემდეგ .

დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი , დაავადებების მიმდიმარეობის დამდგომარეობის სიმძიმის მიხედვით . რევმატიული დაავადებების დროს პრეპარატით მკურნალობაშესაძლებელია იყოს ხანგრძლივი .

მოზრდილებში ორტოფენს ჩევულებრივ უნიშნავენ 25-50 მგ (1-2 ტაბლეტი ) 2-3- ჯერ დღეში .მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 მგ . დღეღამეში .

ბავშვებს 6 წელზე ზევით და მოზარდებს   უნიშნავენ 1-2 მგ / კგ სხეულის მასაზე ანგარიშით დღეღამეში ,დაყოფილი 2-3 მიღებაზე .

გვერდითი მოვლენები : განვითარებული გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია ინდივიდულაურმგრძნობელობაზე , დოზის სიდიდეზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე . ორტოფენის მიღებისასშესაძლებელია გამოწვეულ იქნას ტკივილი ეპიგასტრულ არეში , ბოყინი , ღებინება , ფაღარათი , ასევე ,თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , დაღლილობის შეგრძნება , კანის ალერგიული რეაქციები დამომატებული არტერიული წნევა . სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ულცეროგენული მოქმედება .

გვერდითი მოვლენების განვითარებისას , მკურნალი ექიმი მათი კლინიკური სურათის და სიმძიმისმიხედვით იღებს გადაწყვეტილებას დოზის შემცირებაზე ან პრეპარატის მიღების შეწყვეტაზე .

დოზის გადაჭარბება :

სიმპტომები : კლინიკური სურათი განისაზღვრება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევებით( თავის ტკივილი , თავბუსხვევა , მომატებული მგრძნობელობა ( აგზნებადობა ), ჰიპერვენტილაციისმოვლენები გულყრისადმი მომატებული მგრძნობელობით , ბავშვებში – მიოკლონური კრუნჩხვები ) დაკუჭ - ნაწლავის ფუნქციის დარღვევით ( ტკივილი მუცლის არეში , ღებინება ). შესაძლებელიაგანვითარდეს სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან , ან ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა .

მკურნალობა : სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს . დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელიასიმპტომური მკურნალობა .

შენახვის პირობები :

  ინახება ოთახის (25º C - მდე ) ტემპერატურაზე , მშრალ , სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვისხელმიუწვდომელ ადგილას .

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy