Indometacin - ინდომეტაცინი 50მგ 6 სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 4,86 GEL რეგულარული ფასი 6,65 GEL
მარაგშია
SKU
13334_68

ჩვენება: სხვადასხვა გენეზის მწვავე ართრიტებისას (მათ შორის პოდაგრული); ქრონიკული ართრიტებისას, განსაკუთრებით რევმატიული ართრიტებისას, ანკილოზირებადი სპონდილიტისას

წამლის ფორმა:
სუპოზიტორი.

შემცვლობა:
ერთი სუპოზიტორის შემცველობა მგ-ში:

აქტიური ნივთიერება:
ინდომეტაცინი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:
მყარი ცხიმები (Estaram W35, Estaram H15).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს).

გამოყენების ჩვენებები: 
გამოიყენება მკაცრად ექიმის დანიშნულებით გართულებების ასარიდებლად!
ინდომეტაცინი სუპოზიტორები 50 მგ გამოიყენება: სხვადასხვა გენეზის მწვავე ართრიტებისას (მათ შორის პოდაგრული); ქრონიკული ართრიტებისას, განსაკუთრებით რევმატიული ართრიტებისას (ქრონიკული პოლიართრიტები); ანკილოზირებადი სპონდილიტისას (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი-რევმატიული დაავადებებისას; ართროზებისა და სპონდილოართროზებისას (ანთებითი მდგომარეობა სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების დროს); რბილი ქსოვილების რევმატიზმისას; მტკივნეული შეშუპებებისა და ანთებების დროს ტრავმებისა და ოპერაციული ჩარევების სემდეგ (ზოგადქირურგიული, გინეკოლოგიური, სტომატოლოგიური და ა.შ.).

უკუჩვენებები:
ინდომეტაცინის გამოყენება უკუნაჩვენებია: ინდომეტაცინის, ასპირინის ან სხვა  აასს მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობისას (მითითებები ანამნეზში ბრონქოსპაზმზე, ჭინჭრის ციებაზე ან რინიტზე, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავის მიღებით); პროქტიტის და სხვადასხვა წარმოშობის რექტალური სისხლდენებისას; კუჭისა და/ან ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას გამწვავების ფაზაში; ორსულობისა და ლაქტაციის დროს; ბავშვთა ასაკში (14 წლამდე).
ინდომეტაცინის გამოყენება ექიმის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი-წყლულოვანი დაავადებებისას (წყლულოვანი კოლიტები, კრონის დაავადება) ანამნეზში; გულის ქრონიკული უკმარისობისას; არტერიული ჰიპერტონიისას; სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევებისას; ღვიძლისა და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევისას; ხანდაზმულ ასაკში; უშუალოდ მძიმე ოპერაციული ჩარევის შემდეგ.
საჭიროა სიფრთხილე ინდომეტაცინის დანიშვნისას პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ფსიქიური მოშლილობა, დეპრესია, პარკინსონიზმი, ეპილეფსია.
დიდი სიფრთხილითა და ექიმის პირდაპირი კონტროლის ქვეშ ინდომეტაცინის გამოყენება შეიძლება ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ ასთმა, ალერგიული სურდო, ცხვირის ლორწოვანას პოლიპები, ასევე სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციებისას ავადმყოფებში ჰიპერმგრძნობელობით აასს მიმართ ასთმის შეტევის, კვინკეს შეშუპების ან ურტიკარიის წარმოქმნის საშიშროების გამო.

განსაკუთრებული მითითებები: 
იმის გამო, რომ ინდომეტაცინის გამოყენებისას შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენების წარმოქმნა, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება, აუცილებელია სიფრთხილე მისი დანიშვნისას პაციენტებისათვის, რომელთა საქმიანობა პოტენციურად სახიფათოა და მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ და მოძრაობით რეაქციებს. ეს მოვლენები ძლიერდება ერთდროულად ალკოჰოლის მიღების დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
დოზირებებსა და მკურნალობის ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობის თავისებურებისა და მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.
სუპოზიტორები შეიყვანება ნაწლავის გამოსუფთავების შემდეგ, შეძლებისდაგვარად ღრმად სწორ ნაწლავში.
ჩვეულებრივ უფროსებს ენიშნებათ თითო 50 მგ  სუპოზიტორი ორჯერ დღე-ღამეში.
14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს 1.5-2.3 მგ/სხ.წ.კგ დღე-ღამეში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროული გამოყენებისას ინდომეტაცინისა და: დიგოქსინის, ფენიტოინის ან ლითიუმის პრეპარატებისა, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შემცირდეს ამ პრეპარატების შემცველობის დონე; დიურეზულები და ჰიპოტენზიური საშუალებებისას შეიძლება შემცირდეს ამ პრეპარატების მოქმედება; კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულებისას შესაძლოა ჰიპერკალიემია წარმოიქმნას; სხვა აასს, გლუკოკორტიკოიდების, კოლხიცინისას – მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; ოქროს პრეპარატებისას იზრდება კომბინაციის ტოქსიკურობა თირკმელებთან მიმართებაში; აცეტილსალიცილის მჟავისას და/ან სხვა სალიცილატებისას იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი; ციკლოსპორინისას შესაძლოა გაიზარდოს უკანასკნელის ტოქსიკური ზემოქმედება თირკმელებზე; ანტიდიაბეტურმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპო- და ჰიპერგლიკემია; საშუალებათა ამ კომბინაციისას აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი; მეტოტრექსატმა მის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ 24 საათის განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის გაზრდა და ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება; ანტიკოაგულანტებისას აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი; ანტაციდები ზრდის ინდომეტაცინის პლაზმურ კონცენტრაციას.

გვერდითი მოქმედება:
წარმოქნილი გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, გამოყენებული დოზის სიდიდესა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
ადგილობრივი არასასურველი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, სიმძიმე ანორექტალურ არეში და მკურნალობამდე არსებული ბუასილის გამწვავება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: განსაკუთრებით ხშირია ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, მათ შორის უმნიშვნელო სისხლდენებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს უმადობა, სპაზმები მუცელში, გადავსების შეგრძნება, რომლებსაც შეიძლება ახლდეს დაწყლულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ცენტრალური ნერვული სისტემა: ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანება, აგზნებადობა, თავბრუსხვევა.
არსებობს ცალკეული შეტყობინებები გემოს შეგრძნების დაკარგვის, მხედველობის დარღვევის (გაორება თვალებში ან მხედველობის დაბინდვა), სმენის დარღვევით ყურებში ხმაურის, მეხსიერების დაქვეითების, დეზორიენტაციის შესახებ.
კანი: ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა სინათლის შეგრძნების მომატება, ეგზემა, ერითება, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, იშვიათად – კანის მხრივ რეაქციის მძიმე მიმდინარეობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).
თირკმელები: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, ჰემატურია და თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი). ამიტომ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი. გამოყოფილი შარდის ოდენობის შემცირებამ, შეშუპებები, ტეხვის შეგრძნებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაავადების შთაბეჭდილება, თირკმლის უკმარისობისაც კი.
ღვიძლი: ზოგჯერ ვლინდება შრატში ტრანსამინაზის დონის მატება.
სისხლი: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლწარმოქმნის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია).
იმუნური სისტემა: შესაძლოა აღინიშნოს ინდომეტაცინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სახის,  ენის, ხორხის საჰაერო გზების შევიწროვებით შეშუპების, ასთმის შეტევამდე სუნთქვის გაძნელების, გულისცემის, შოკის საშიშროებამდე სისხლის წნევის მომატების სახით.

ჭარბი დოზა:
ინდომეტაცინის ჭარბი დოზის კლინიკური სურათი შეიცავს შემდეგ სიმპტომებს: ღებინება, გულისრევა, თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება და დეზორიენტაცია. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პარესთეზიები, კიდურების დაბუჟება და კრუნჩხვა.
მკურნალობა მოიცავს პრეპარატის სწრაფად გამოდევნას ორგანიზმიდან და შესაბამისი სიმპტომატური საშუალებების გამოყენებას. ინდომეტაცინის ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობის გამოყვანა არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი გამოშვების მომანტიდან. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებულ ვადაზე გვიან არ შეიძლება!

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC,
სუპოზიტირი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. წამლის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის დანიშნულებით

წამლის ფორმა და შეფუთვა:
50 მგ 6 სუპოზიტორი პვქ/პე ფოლგის ბლისტერში; 1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში

მწარმოებელი
სს სოფარმა, ბულგარეთი, 1220 სოფია, ილიენსკო შოსეს ქ. #16

მეტი ინფორაცია
რაოდენობა6
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy